სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერეზოვსკი - "მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ მკვლელობა საჭირო დროს - პოლიტიკა"
ბერეზოვსკი - "მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ მკვლელობა საჭირო დროს - პოლიტიკა"

"სი­ცო­ცხლე­ში ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი იყო ყოვ­ლის­შემ­ძლე ოლი­გარ­ქი, შემ­დეგ დევ­ნი­ლი ოლი­გარ­ქი, შემ­დეგ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე, დიდი ორი­გი­ნა­ლი, ბო­ლოს, ამ­ბი­ცი­უ­რი მარ­გი­ნა­ლი. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი".

იური ბო­გო­მო­ლო­ვი, კრი­ტი­კო­სი

"ბე­რე­ზოვ­სკი სა­ზი­ზღრო­ბის აპო­თე­ო­ზია სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე. უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და იმით, რომ იპა­რავ­და, უნ­დო­და ყვე­ლას და­ე­ნა­ხა, რომ და­უს­ჯე­ლად იპა­რავ­და".

გე­ნე­რა­ლი ლე­ბე­დი

"იჯე­ქი ჩუ­მად და მო­ი­პა­რე. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა".

ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი

2013 წლის 23 მარტს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბე­რე­ზოვ­სკის სი­ძემ, ეგორ შუ­პემ, საკ­მა­ოდ მშრა­ლი, სულ სამ­სი­ტყვი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა - "ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი მოკ­ვდა". ეს გან­ცხა­დე­ბა იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ მსოფ­ლი­ომ არც და­ი­ჯე­რა.

ოლი­გარ­ქი ბერ­ქში­რის საგ­რა­ფო­ში, თა­ვის სა­სახ­ლე­ში, მცველ­მა აბა­ზა­ნა­ში უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა (სა­ვა­რა­უ­დოდ, ის 11 სა­ა­თის მკვდა­რი იყო). იმ დრო­ის­თვის სახ­ლში მხო­ლოდ ბიზ­ნეს­მე­ნი და დაც­ვის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ყო­ფი­ლი "მო­სა­დე­ლი" (რო­გორც ბე­რე­ზოვ­სკის ყვე­ლა მცვე­ლი) იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ამ ცხედ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვლილს კი­სერ­ზე ქსო­ვი­ლის ზო­ნა­რი ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი. ასე­თი­ვე ზო­ნა­რი აღ­მოჩ­ნდა საშ­ხა­პე­ზეც. გაკ­ვე­თი­სას ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი გა­გუდ­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მსოფ­ლიო მე­დია, რო­მე­ლიც ოლი­გარ­ქის ამ­გვარ სიკ­ვდილს არ იჯე­რებ­და, აცხა­დებ­და, რომ ბე­რე­ზოვ­სკი პუ­ტი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მოკ­ლუ­ლი იყო (აპ­რი­ლის ბო­ლოს ბე­რე­ზოვ­სკი "კა­გე­ბეს" ყო­ფი­ლი ჯა­შუ­შის ლიტ­ვი­ნენ­კოს სიკ­ვდილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ სა­ბო­ლოო სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უნდა წარმდგა­რი­ყო). ვერ­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბე­რე­ზოვ­სკიმ თავი ჩა­მო­იხ­რჩო, პირ­ვე­ლად მის­მა ად­ვო­კატ­მა დობ­რო­ვინ­სკიმ გა­ახ­მა­უ­რა. ცნო­ბი­ლია, რომ გა­კოტ­რე­ბის პი­რას მი­სუ­ლი ბო­რის აბ­რა­მო­ვი­ჩი მძი­მე დეპ­რე­სი­ით იტან­ჯე­ბო­და, რის გა­მოც თელ-ავი­ვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­შიც მკურ­ნა­ლობ­და. სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი დღით ადრე ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ში იგი აცხა­დებ­და, რომ ცხოვ­რე­ბამ და­ღა­ლა და სი­ცო­ცხლის აზრს ვე­ღარ ხე­დავ­და. ყვე­ლა­ფერ ამის ფონ­ზე, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია უსა­ფუძ­ვლო არ ჩან­და...

ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი და­ი­ბა­და 1946 წელს. იყო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მა­თე­მა­ტი­კის პრო­ფე­სო­რი, თუმ­ცა მერე მეც­ნი­ე­რე­ბას ბიზ­ნე­სი არ­ჩია.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს, რო­დე­საც რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა იშ­ლე­ბო­და, ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო წარ­მო­ე­ბა მომ­გე­ბი­ან ბიზ­ნე­სად რჩე­ბო­და, თუმ­ცა "ავ­ტო­ვა­ზი" მა­ინც ვა­ლებ­ში ღა­ფავ­და სულს. სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა სა­წარ­მო­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი და მი­ი­ტა­ნა გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი. "ავ­ტო­ვა­ზის" შემ­დეგ გაჩ­ნდა""ლო­გო­ვა­ზი", რო­მელ­მაც ბე­რე­ზოვ­სკის და მის მე­გობ­რებს - პა­ტარ­კა­ციშ­ვილს და გლუშ­კოვს მი­ლი­ო­ნე­ბი აშოვ­ნი­ნა. 90-იან წლებ­ში "ავ­ტო­ვა­ზი" კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა და ბან­დი­ტურ ომში იქნა ჩათ­რე­უ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც 1997 წელს "ავ­ტო­ვა­ზით" სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­წარ­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 65 შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა. თა­ვად ბე­რე­ზოვ­სკიც 1995 წელს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. მისი მან­ქა­ნა მა­შინ აა­ფეთ­ქეს, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მე­ნი "ავ­ტო­ვა­ზის" ოფი­სი­დან გა­მო­დი­ო­და (აფეთ­ქე­ბამ მძღოლს თავი წა­ა­ცა­ლა). ამის შემ­დეგ ბე­რე­ზოვ­სკიმ რუ­სე­თი დრო­ე­ბით და­ტო­ვა, საქ­მე კი უხ­მა­უ­როდ მო­აგ­ვა­რა მის­მა პარტნი­ორ­მა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა.

ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი შე­იძ­ლე­ბა უც­ნობ, მაგ­რამ მდი­დარ კა­ცად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ არა ერთი სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც 1994 წლის ზამ­თარ­ში მოხ­და.

"ჩვენ ვე­ძებ­დით ელ­ცი­ნის მე­ო­რე წიგ­ნის, "პრე­ზი­დენ­ტის ჩა­ნა­წე­რე­ბის" გა­მომ­ცე­მელს. იუ­მა­შევ­მა (ჟურ­ნა­ლის­ტი, ელ­ცინს წიგ­ნე­ბის წე­რა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. - ავტ.) თქვა, წიგ­ნის გა­მო­სა­ცე­მად ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლია სა­ჭი­რო და რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მე­ნი უნდა დაგ­ვეხ­მა­რო­სო. რო­დე­საც და­ის­ვა კი­თხვა, რო­მე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის ეთხო­ვათ დახ­მა­რე­ბა, იუ­მა­შევ­მა გვი­თხრა - ამის გა­კე­თე­ბა მხო­ლოდ "ლო­გო­ვაზს" და ბე­რე­ზოვ­სკის შე­უძ­ლი­ა­თო. იუ­მა­შევ­მა ბე­რე­ზოვ­სკი კრემლში მო­იყ­ვა­ნა და გა­მაც­ნო, მერე პრე­ზი­დენ­ტსაც შე­ვახ­ვედ­რე, მა­შინ რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბე­რე­ზოვ­სკი პრე­ზი­დენტ ელ­ცი­ნის აჩ­რდი­ლად იქ­ცე­ო­და".

ელ­ცი­ნის დაც­ვის უფ­რო­სი

ალექ­სან­დრ კორ­ჟა­კო­ვის მო­გო­ნე­ბი­დან

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ბერეზოვსკი - "მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ მკვლელობა საჭირო დროს - პოლიტიკა"

ბერეზოვსკი - "მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ მკვლელობა საჭირო დროს - პოლიტიკა"

"სიცოცხლეში ბორის ბერეზოვსკი იყო ყოვლისშემძლე ოლიგარქი, შემდეგ დევნილი ოლიგარქი, შემდეგ სამშობლოს მოღალატე, დიდი ორიგინალი, ბოლოს, ამბიციური მარგინალი. სიკვდილის შემდეგ კი პოლიტიკურად აქტიური მიცვალებული".

იური ბოგომოლოვი, კრიტიკოსი

"ბერეზოვსკი საზიზღრობის აპოთეოზია სახელმწიფო დონეზე. უმაღლესი ხელისუფლების ეს წარმომადგენელი არ კმაყოფილდებოდა იმით, რომ იპარავდა, უნდოდა ყველას დაენახა, რომ დაუსჯელად იპარავდა".

გენერალი ლებედი

"იჯექი ჩუმად და მოიპარე. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება".

ბორის ბერეზოვსკი

2013 წლის 23 მარტს სოციალურ ქსელებში ბერეზოვსკის სიძემ, ეგორ შუპემ, საკმაოდ მშრალი, სულ სამსიტყვიანი განცხადება გაავრცელა - "ბორის ბერეზოვსკი მოკვდა". ეს განცხადება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მსოფლიომ არც დაიჯერა.

ოლიგარქი ბერქშირის საგრაფოში, თავის სასახლეში, მცველმა აბაზანაში უკვე გარდაცვლილი იპოვა (სავარაუდოდ, ის 11 საათის მკვდარი იყო). იმ დროისთვის სახლში მხოლოდ ბიზნესმენი და დაცვის ერთი თანამშრომელი, ყოფილი "მოსადელი" (როგორც ბერეზოვსკის ყველა მცველი) იმყოფებოდნენ. პოლიციამ ცხედრის დათვალიერებისას ძალადობის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. გარდაცვლილს კისერზე ქსოვილის ზონარი ჰქონდა შემოხვეული. ასეთივე ზონარი აღმოჩნდა საშხაპეზეც. გაკვეთისას ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბიზნესმენი გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა. მსოფლიო მედია, რომელიც ოლიგარქის ამგვარ სიკვდილს არ იჯერებდა, აცხადებდა, რომ ბერეზოვსკი პუტინის სპეცსამსახურების მოკლული იყო (აპრილის ბოლოს ბერეზოვსკი "კაგებეს" ყოფილი ჯაშუშის ლიტვინენკოს სიკვდილთან დაკავშირებით გამართულ საბოლოო სასამართლო პროცესზე უნდა წარმდგარიყო). ვერსია, რომლის მიხედვითაც ბერეზოვსკიმ თავი ჩამოიხრჩო, პირველად მისმა ადვოკატმა დობროვინსკიმ გაახმაურა. ცნობილია, რომ გაკოტრების პირას მისული ბორის აბრამოვიჩი მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა, რის გამოც თელ-ავივის სპეციალიზებულ კლინიკაშიც მკურნალობდა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ ცხოვრებამ დაღალა და სიცოცხლის აზრს ვეღარ ხედავდა. ყველაფერ ამის ფონზე, თვითმკვლელობის ვერსია უსაფუძვლო არ ჩანდა...

ბორის ბერეზოვსკი დაიბადა 1946 წელს. იყო მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკის პროფესორი, თუმცა მერე მეცნიერებას ბიზნესი არჩია.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც რუსეთის ეკონომიკა იშლებოდა, ქვეყანაში საავტომობილო წარმოება მომგებიან ბიზნესად რჩებოდა, თუმცა "ავტოვაზი" მაინც ვალებში ღაფავდა სულს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საწარმოში ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და მიიტანა გრანდიოზული გეგმები. "ავტოვაზის" შემდეგ გაჩნდა“"ლოგოვაზი", რომელმაც ბერეზოვსკის და მის მეგობრებს - პატარკაციშვილს და გლუშკოვს მილიონები აშოვნინა. 90-იან წლებში "ავტოვაზი" კრიმინალური სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა და ბანდიტურ ომში იქნა ჩათრეული. მოგვიანებით, როდესაც 1997 წელს "ავტოვაზით" სამართალდამცავები დაინტერესდნენ, აღმოჩნდა, რომ საწარმოსთან დაკავშირებული იყო 65 შეკვეთილი მკვლელობა. თავად ბერეზოვსკიც 1995 წელს სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისი მანქანა მაშინ ააფეთქეს, როდესაც ბიზნესმენი "ავტოვაზის" ოფისიდან გამოდიოდა (აფეთქებამ მძღოლს თავი წააცალა). ამის შემდეგ ბერეზოვსკიმ რუსეთი დროებით დატოვა, საქმე კი უხმაუროდ მოაგვარა მისმა პარტნიორმა ბადრი პატარკაციშვილმა.

ბორის ბერეზოვსკი შეიძლება უცნობ, მაგრამ მდიდარ კაცად დარჩენილიყო, რომ არა ერთი საბედისწერო შეხვედრა, რომელიც 1994 წლის ზამთარში მოხდა.

"ჩვენ ვეძებდით ელცინის მეორე წიგნის, "პრეზიდენტის ჩანაწერების" გამომცემელს. იუმაშევმა (ჟურნალისტი, ელცინს წიგნების წერაში ეხმარებოდა. - ავტ.) თქვა, წიგნის გამოსაცემად ძალიან დიდი ფულია საჭირო და რომელიმე ბიზნესმენი უნდა დაგვეხმაროსო. როდესაც დაისვა კითხვა, რომელი ბიზნესმენისთვის ეთხოვათ დახმარება, იუმაშევმა გვითხრა - ამის გაკეთება მხოლოდ "ლოგოვაზს" და ბერეზოვსკის შეუძლიათო. იუმაშევმა ბერეზოვსკი კრემლში მოიყვანა და გამაცნო, მერე პრეზიდენტსაც შევახვედრე, მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბერეზოვსკი პრეზიდენტ ელცინის აჩრდილად იქცეოდა".

ელცინის დაცვის უფროსი

ალექსანდრ კორჟაკოვის მოგონებიდან

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ