მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინუცა მაყაშვილსა და კახა ახვლედიანს ფლირტის არ რცხვენიათ
ნინუცა მაყაშვილსა და კახა ახვლედიანს ფლირტის არ რცხვენიათ

"მაღ­ვი­ძა­რას" წამ­ყვა­ნე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი და კახა ახვლე­დი­ა­ნი უკვე თვე-ნა­ხე­ვა­რია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის პრო­ფე­სი­ას უღე­ბენ ალ­ღოს. მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან რჩე­ვებ­სა და შე­ნიშ­ვნებს სი­ა­მოვ­ნე­ბით იღე­ბენ და ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ცდი­ლო­ბენ, გა­და­ცე­მის ფორ­მატს მო­ერ­გონ, არც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი იყ­ვნენ და არც ზედ­მე­ტი სი­გი­ჟე­ე­ბი ჩა­ი­დი­ნონ, რის­კენ სწრაფ­ვაც, ხა­სი­ა­თის გამო, ორი­ვეს ახა­სი­ა­თებს. კახა და ნი­ნუ­ცა ამ გა­და­ცე­მამ­დეც კარ­გად იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს და ახლა უფრო და­ახ­ლოვ­დნენ. მათ­თან ინ­ტერ­ვი­უმ სა­ხა­ლი­სო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა.

- ბა­ნა­ლუ­რი შე­კი­თხვით და­ვი­წყოთ...

ნი­ნუ­ცა:

- მე და კახა ერ­თად არ ვართ (იცი­ნი­ან)!.. არ გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი.

- მა­გის კი­თხვა არ მინ­დო­და, გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბად რო­გორ მოხ­ვდით?

- ორი­ვემ კას­ტი­გი გა­ვი­ა­რეთ. კარ­გია, რომ ბი­ჭია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი კონ­კუ­რენ­ტი არ ყო­ფი­ლა. კას­ტინ­გის მერე გა­ვი­ა­რეთ ფე­ხით...

კახა:

- ამას მე მოვ­ყვე­ბი. კას­ტინ­გის პირ­ვე­ლი ეტა­პი რომ დას­რულ­და და გვე­გო­ნა, ის წარ­მა­ტე­ბით გა­დავ­ლა­ხეთ, გა­სე­ირ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. თა­ნაც, ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია საკ­მა­ოდ შორს არის. დილა იყო. აქე­დან კი­ნა­ღამ გარ­და­ბან­ში ჩა­ვე­დით, იმ­დე­ნი ვი­ა­რეთ. ბევრ თე­მა­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მეტი - გა­და­ცე­მა­ზე.

ნი­ნუ­ცა:

- ვამ­ბობ­დით, რა კარ­გი იქ­ნე­ბა, ერ­თად რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვა­ნე­ბად. ორი­ვე გი­ჟე­ბი ვართ...

- თუმ­ცა თქვე­ნი გა­და­ცე­მა სი­გი­ჟის სარ­ბი­ე­ლი სუ­ლაც არ არის.

კახა:

- ჩვე­ნი ფორ­მა­ტი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ძა­ლი­ან გა­გი­ჟე­ბას და თავ­ზე დამ­ხო­ბას. ჩვენ ისეთ არხზე ვმუ­შა­ობთ, რო­მე­ლიც აქ­ცენტს ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კა­ზე აკე­თებ­და. ამი­ტო­მაც არ არის კარ­გი, რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბელს პირ­და­პირ აჯა­ხებ მე­ტის­მე­ტად გა­სარ­თობ გა­და­ცე­მას, სა­დაც ვი­ღაც გი­ჟე­ბი დარ­ბი­ან და თავ­ზე იმ­ხო­ბენ სტუ­დი­ას. არ გვინ­დო­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი გაგ­ვე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა.

ნი­ნუ­ცა:

- ისე, გი­ჟე­ბი კი ვართ!.. 2013 წელი რომ დას­რულ­დე­ბა და "მა­ესტროს" კუ­რი­ო­ზებს ნა­ხავთ, მე, კახა და მა­ნი­კა იქ ხში­რად მოვ­ხვდე­ბით. რეკ­ლა­მის დროს ბევ­რს ვმა­ი­მუ­ნობთ.

კახა:

- მა­გა­ლი­თად, შე­გიძ­ლი­ათ, ნა­ხოთ ბევ­რი კად­რი, სა­დაც ჩანს, რო­გორ მირ­ტყამს მა­ყაშ­ვი­ლი ფეხს სა­ხე­ში. მა­ნი­კას ნა­ხავთ "ხიდ­ზე" გა­და­სულს. ამ დროს ლე­ვა­ნი მშვი­დად ჩას­ჩე­რე­ბია გა­ზე­თებს.

ერთ-ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ. გა­და­ცე­მა უკვე სრულ­დე­ბო­და, რო­დე­საც ამ ორმა გიჟ­მა, ანუ ნი­ნუ­ცამ და მა­ნი­კამ გა­და­წყვი­ტეს, ხელ­ში აე­ღოთ მარ­კე­რე­ბი და დამ­მუქ­რე­ბოდ­ნენ, სა­ხე­ზე წა­გის­ვამ­თო. რა თქმა უნდა, ეს სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­მი­ღია, მე­გო­ნა, სა­ხუ­რა­ვი მოხ­სნი­ლი არ ჰქონ­დათ მარ­კერ­ზე და ისე მის­ვამ­დნენ სა­ხე­ზე, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ხის ერთი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად შე­მი­ღე­ბეს. ეთერ­ში მხო­ლოდ სა­ხის მარ­ჯვე­ნა ნა­წი­ლით ვჩან­დი.

ნი­ნუ­ცა:

- დღეს დათვმა გა­მა­ბედ­ნი­ე­რა და ოთხჯერ და­მაფ­სა. დღეს გვყავ­და სტუმ­რად დათ­ვის ბელი. თითი ჩა­ვუ­დე და მი­კ­ბი­ნა, მაგ­რამ რა მოხ­და, ჩემი შვი­ლი მკბენს და დათ­ვის ბელ­მაც რომ მი­კ­ბი­ნოს, არა­ფე­რია. თვე­ე­ბის ბე­ლია, რო­მელ­საც დედა არ ჰყავს და ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. ვგიჟ­დე­ბი ცხო­ვე­ლებ­ზე.

კახა:

- მა­ნი­კას იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, დათ­ვოო, ეძახ­და. მგო­ნი, შე­ა­ში­ნა და მა­გი­ტომ ჩა­იფ­სა (იცი­ნის).

- თე­მებს თქვენ არ­ჩევთ?

ნი­ნუ­ცა:

- ისეთ თე­მებს ვარ­ჩევთ, რაც, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სებს. კა­ხას ქა­ლე­ბი აინ­ტე­რე­სებს და ქა­ლებ­ზე ჰქონ­და თემა. აი, მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩია გა­მო­სა­ხუ­ლი მის მა­ი­სურ­ზე.

კახა:

- მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოს­წონთ, რად­გან ქა­ლე­ბი მრგვა­ლი ფორ­მე­ბით უფრო მე­ტად ჯდე­ბა ჩვენს გე­მოვ­ნე­ბა­ში, ვიდ­რე, ვთქვათ, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­ნა­ი­რე­ბი.

ნი­ნუ­ცა:

- მეც მრგვა­ლი ფორ­მე­ბი მაქვს (იცი­ნის).

კახა:

- შენ? კი გაქვს მრგვა­ლი ფორ­მე­ბი, პრინ­ციპ­ში მრგვა­ლი ტრა­კი გაქვს.

ნი­ნუ­ცა:

- რა მრგვა­ლი ფორ­მე­ბი, თავი და­მა­ნე­ბე, გავ­ხდე­ბი მალე. შენ შენი თავი ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი გგო­ნია? და სა­ერ­თოდ, ჩემს ტრაკს რა­ტომ უყუ­რებ (იცი­ნი­ან)?!.

- ხში­რად ჩხუ­ბობთ?

კახა:

- მე მივ­ხვდი, როცა მა­ყაშ­ვილს ვინ­მე უყ­ვარს, ამას ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბით გა­მო­ხა­ტავს, უხე­შად. ძი­რი­თა­დად, მი­ტყამს. მა­გა­ლი­თად, იცის "სვა­ნუ­რი კა­ი­ფი", ანუ მი­ტყამს ფე­ხის ზედა კუნთში, ის კუნ­თი ითი­შე­ბა და მერე ორი კვი­რა კოჭ­ლო­ბით დავ­დი­ვარ. მთა­ვა­რია, რომ გუ­ლით არ აკე­თებს, ვუყ­ვარ­ვარ!.

- გა­და­ცე­მამ­დე დიდი ხნით ადრე იც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს?

ნი­ნუ­ცა:

- თე­ატ­რა­ლურ­ში გა­ვი­ცა­ნით.

კახა:

- რა­ტომ მა­ლავ ჩვენს ამ­ბავს?

ნი­ნუ­ცა:

- კარ­გი, ჩვენ ერ­თად ვართ...

- ეს სა­თა­უ­რად რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ?

- არ მა­ნაღ­ვლებს. მა­ინც ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ მე და კახა ერ­თად ვართ. არა­და, არ ვართ მე და კახა ერ­თად. ერ­თად მოგ­ვი­წია სი­უ­ჟე­ტე­ბის გა­და­ღე­ბამ, სა­დაც ცოლ-ქმარს ვთა­მა­შობ­დით, მე ხა­ლათ­ში ვი­ყა­ვი, ეს თავს მა­წო­ნებ­და და ყვე­ლამ ჩათ­ვა­ლა, რომ ერ­თად ვართ.

კახა:

- ამას წი­ნათ კლუბ­ში ვი­ყა­ვით ერ­თად. უც­ბად ყვე­ლას თავი ჩვენ­კენ შე­მოტ­რი­ალ­და. მე ძა­ლი­ან მთვრა­ლი ვი­ყა­ვი. ნი­ნუ­ცამ მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, დამ­დევ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, წადი სახ­ლშიო.

ნი­ნუ­ცა:

- თა­ნაც, მინ­დო­და მე­ცე­მა, რად­გან ვი­ღაც "კრა­კა­დილ" გო­გო­ნებს დას­დევ­და. კი­ნა­ღამ შე­ჭა­მეს კახა, ამი­ტო­მაც გა­მო­ვა­რი­დე და გა­და­ვარ­ჩი­ნე.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და?

კახა:

- არც გვაკ­ლდა არას­დროს!..

ნი­ნუ­ცა:

- არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, თავ­ში აქვს ავარ­დნი­ლი. ვერ ვი­ტყვი, რომ მო­ი­მა­ტა. ამ გა­და­ცე­მე­ბის გა­დამ­კი­დე, იერი ძა­ლი­ან შე­მეც­ვა­ლა, რად­გან და­ვარ­ცხნილ-შე­ღე­ბი­ლი ვარ, სხვა­ნა­ი­რი ტან­საც­მე­ლი მაც­ვია. "ფე­ის­ბუქ­ზე" მწე­რენ ხოლ­მე, რა ლა­მა­ზი ხარო, მაგ­რამ ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი სტი­ლი მა­ინც გი­ჟუ­რია. ვერ გე­ტყვი, რომ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მა­ტე­ბას ვგრძნობ. აქამ­დეც მწერ­დნენ "ფე­ის­ბუქ­ზე", მი­რე­კავ­დნენ ტე­ლე­ფონ­ზე და ახ­ლაც. მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი არ მყო­ლია. სა­ერ­თოდ, თუკი თა­ვად არ მინ­და, ზედ­მეტს არა­ვის ვა­ბედ­ვი­ნებ.

კახა:

- ახლა ნი­ნუ­ცა უფრო დიდ კა­ცებს მოს­წონთ. მე ვიც­ნობ ერთ 50 წლის კაცს, რო­მელ­საც ნი­ნუ­ცა ძა­ლი­ან მოს­წონს. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაც­ნობ. ნი­ნუ­ცას ვე­თან­ხმე­ბი, რომ მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. გო­გო­ნე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, ვერ ვი­შო­რებ თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­სო, არ მჯე­რა. არც იმის მჯე­რა, რომ ნი­ნუ­ცას შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც მა­ნი­ა­კი აე­კი­დოს და ამან ვერ მო­ი­შო­როს.

- დი­ლით ად­გო­მას რო­გორ შე­ე­გუ­ეთ?

კახა:

- ყვე­ლას გვი­ჭირს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მე და ნი­ნუ­ცას. ათი წე­ლი­წა­დი რიჟ­რაჟ­ზე ვი­ძი­ნებ­დი. თვე-ნა­ხე­ვა­რია დი­ლას ადრე ად­გო­მას ვეჩ­ვე­ვი.

ნი­ნუ­ცა:

- სახ­ლში დი­ლას 7-8 სა­ათ­ზე მივ­დი­ო­დი, ბაღ­ში მიმ­ყავ­და ბავ­შვი და მერე მთე­ლი დღე მე­ძი­ნა. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მე­ნატ­რე­ბა, ძი­ლია. მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა მა­ინც კარ­გია და ძილს ყო­ველ­თვის მო­ვას­წრებ. რომ მოვ­კვდე­ბი, სულ მე­ძი­ნე­ბა ისე­დაც (იცი­ნის).

კახა:

- მთა­ვა­რი მა­ინც ძა­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბაა. ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო ასეთ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს, დი­ლის ექვს სა­ათ­ზე იღ­ვი­ძე­ბენ. ასე რომ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ასეთ რიტ­მში ცხოვ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, კარ­გად უნდა გა­ა­ნა­წი­ლო დრო. ახლა ის პე­რი­ო­დი გვაქვს, რომ ნელ-ნელა ვლაგ­დე­ბით. ზოგ­ჯერ ვერ ვას­წრებ მე­გობ­რე­ბის ნახ­ვას, მერე გან­ვიც­დი, რა­ტომ ვერ მო­ვას­წა­რი, მაგ­რამ ამა­საც შე­ვეჩ­ვე­ვით.

- გან­ტვირ­თვის­თვის რას აკე­თებთ?

ნი­ნუ­ცა:

- ჩემ­თვის გან­ტვირ­თვა ბავ­შვსა და მე­გობ­რებს უკავ­შირ­დე­ბა. ნო­და­რი­კო სამი წლი­საა, სახ­ლში რომ ვბრუნ­დე­ბი, ისე მე­ხუ­ტე­ბა და იმ­დენ ენერ­გი­ას მაძ­ლევს, რომ მთე­ლი დღე მყოფ­ნის. თუკი ისე მოხ­და, რომ მას­თან ერ­თად ვა­ტა­რებ დიდ დროს, მერე კი ძა­ლი­ან ვჩხუ­ბობთ ხოლ­მე, ჩემი პა­ტა­რა ძმა მგო­ნია. ჩემს ცხოვ­რე­ბას არა­ნა­ი­რი აზრი არ ექ­ნე­ბო­და, მე­გობ­რე­ბი რომ არ მყავ­დეს. მათ­თან ერ­თად გარ­თო­ბა, გი­ჟო­ბა, ცეკ­ვა, გუ­ლა­ვი - ეს გან­ტვირ­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

კახა:

- მიყ­ვარს კლუბ­ში მარ­ტო ჩას­ვლა, ცოტა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა. თუ ვიცი, რომ კარ­გი დი­ჯეი უკ­რავს, შე­და­რე­ბით მშვიდ ად­გილს ვარ­ჩევ და ჩემ­თვის ვერ­თო­ბი. რე­ლაქ­სი უნდა იც­ვლე­ბო­დეს და არ უნდა იყოს ერ­თნა­ი­რი. შე­იძ­ლე­ბა, უც­ბად მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყვარ­ლის ტბა­ზე წა­ვი­დე და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ სა­ქე­ი­ფოდ წა­ვი­დეთ. არ არის სა­ჭი­რო ყო­ველ პა­რას­კევს გას­კდო­მა სასმლით.

ნი­ნუ­ცა:

- თუკი მაქვს ენერ­გია, მივ­დი­ვარ იქ, სა­დაც ჩემი მე­გო­ბა­რი დი­ჯე­ე­ბი უკ­რა­ვენ. ეს ბოლო პე­რი­ო­დი ისე ვარ, რომ წყნა­რად სახ­ლში ჯდო­მა და სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა მინ­და. იმ­დე­ნად კარ­გად მო­ვი­ლიე გარ­თო­ბა, რომ ახლა მშვიდ ცხოვ­რე­ბა­ზე გა­დავ­დი­ვარ. ჩემს მე­გობ­რებს აქვთ ტრა­დი­ცია, მი­დი­ან კარ­ვე­ბით ქა­ლაქ­გა­რეთ და ვცდი­ლობ, მეც წა­მიყ­ვა­ნონ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა. გა­თან­გუ­ლიც რომ ვიყო, მა­ინც მაქვს იმის ძალა, რომ ბე­ლი­აშ­ვი­ლი­დან ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გზამ­დე ფე­ხით მივ­დი­ვარ.

კახა:

- სე­ირ­ნო­ბა მეც მიყ­ვარს და ასე­ვე იმა­ზე მა­გა­რი რე­ლაქ­სი, რო­გო­რიც ახა­ლი გო­გო­ნე­ბის გაც­ნო­ბა და ფლირ­ტია, არ არ­სე­ბობს. ასე რომ, ახალ­გაზ­რდებს ვურ­ჩევ, იფ­ლირ­ტა­ონ!.. მე და ნი­ნუ­ცა ბევრთან ვფლირ­ტა­ობთ. რა დო­ნე­ზეც მე ვარ მე­ქალ­თა­ნე, იმ დო­ნემ­დე არის მე­კაც­თა­ნე ნი­ნუ­ცა.

ნი­ნუ­ცა:

- ანუ, არ ვარ. სა­ერ­თოდ, ფლირ­ტის არ მრცხვე­ნია. როცა ვინ­მე მომ­წონს, აუ­ცი­ლებ­ლად ვამ­ბობ. ერთი ბიჭი მო­მე­წო­ნა და მთელ "მა­ესტროს" მოვ­დე. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, რას შვრე­ბით, რო­გორ ხარ­თო.

- რას შვრე­ბით, რო­გორ ხართ?

- (იცი­ნის) არა­ნა­ი­რად. ასე­თი აღტყი­ნე­ბა მაქვს ხოლ­მე და მერე გა­და­მივ­ლის.

- რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მოგ­წონთ?

- კე­თი­ლე­ბი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად მა­კა­კას არ უნდა ჰგავ­დეს და არც ძრო­ხას. ლე­ვა­ნი თუ იტყვის, ძრო­ხა­აო, ე.ი. ძა­ლი­ან ცუ­დია. კონ­კრე­ტუ­ლად არ მყავს ტი­პა­ჟი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ქერა ცის­ფერ­თვა­ლე­ბა ბი­ჭებ­ზე ვგიჟ­დე­ბი-მეთ­ქი. კა­ხას­ნა­ი­რი ბი­ჭე­ბი არ მომ­წონს, მა­ხინ­ჯია (იცი­ნის). არ მომ­წონს, როცა ადა­მი­ა­ნი თა­მა­შობს. უნდა მო­ვე­წო­ნო ისე­თი, რო­გო­რიც ვარ. ჩემ­თან ერ­თად უნდა გა­ერ­თოს. არ უნდა უტყდე­ბო­დეს ჩემ­თან ერ­თად გი­ჟო­ბა. ცხოვ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო და მუდო არ მინ­და.

კახა:

- არ მიყ­ვარს კა­რი­ე­რის­ტი, ცივი და უყუ­რა­დღე­ბო ადა­მი­ა­ნე­ბი და ისი­ნი, ვი­საც ცხო­ვე­ლე­ბი არ უყ­ვარს.

- ახლა მარ­ტო ხართ?

- კი!..

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინუცა მაყაშვილსა და კახა ახვლედიანს ფლირტის არ რცხვენიათ

ნინუცა მაყაშვილსა და კახა ახვლედიანს ფლირტის არ რცხვენიათ

"მაღვიძარას" წამყვანები, მსახიობები ნინუცა მაყაშვილი და კახა ახვლედიანი უკვე თვე-ნახევარია, ტელეწამყვანის პროფესიას უღებენ ალღოს. მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან რჩევებსა და შენიშვნებს სიამოვნებით იღებენ და ითვალისწინებენ. ცდილობენ, გადაცემის ფორმატს მოერგონ, არც ძალიან სერიოზულები იყვნენ და არც ზედმეტი სიგიჟეები ჩაიდინონ, რისკენ სწრაფვაც, ხასიათის გამო, ორივეს ახასიათებს. კახა და ნინუცა ამ გადაცემამდეც კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და ახლა უფრო დაახლოვდნენ. მათთან ინტერვიუმ სახალისო ვითარებაში ჩაიარა.

- ბანალური შეკითხვით დავიწყოთ...

ნინუცა:

- მე და კახა ერთად არ ვართ (იცინიან)!.. არ გვიყვარს ერთმანეთი.

- მაგის კითხვა არ მინდოდა, გადაცემის წამყვანებად როგორ მოხვდით?

- ორივემ კასტიგი გავიარეთ. კარგია, რომ ბიჭია, შესაბამისად, ჩემი კონკურენტი არ ყოფილა. კასტინგის მერე გავიარეთ ფეხით...

კახა:

- ამას მე მოვყვები. კასტინგის პირველი ეტაპი რომ დასრულდა და გვეგონა, ის წარმატებით გადავლახეთ, გასეირნება გადავწყვიტეთ. თანაც, ჩვენი ტელევიზია საკმაოდ შორს არის. დილა იყო. აქედან კინაღამ გარდაბანში ჩავედით, იმდენი ვიარეთ. ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ, მათ შორის, ყველაზე მეტი - გადაცემაზე.

ნინუცა:

- ვამბობდით, რა კარგი იქნება, ერთად რომ მოვხვედრილიყავით გადაცემაში წამყვანებად. ორივე გიჟები ვართ...

- თუმცა თქვენი გადაცემა სიგიჟის სარბიელი სულაც არ არის.

კახა:

- ჩვენი ფორმატი არ ითვალისწინებს ძალიან გაგიჟებას და თავზე დამხობას. ჩვენ ისეთ არხზე ვმუშაობთ, რომელიც აქცენტს ძირითადად პოლიტიკაზე აკეთებდა. ამიტომაც არ არის კარგი, როდესაც მაყურებელს პირდაპირ აჯახებ მეტისმეტად გასართობ გადაცემას, სადაც ვიღაც გიჟები დარბიან და თავზე იმხობენ სტუდიას. არ გვინდოდა, მაყურებელი გაგვეღიზიანებინა.

ნინუცა:

- ისე, გიჟები კი ვართ!.. 2013 წელი რომ დასრულდება და "მაესტროს" კურიოზებს ნახავთ, მე, კახა და მანიკა იქ ხშირად მოვხვდებით. რეკლამის დროს ბევრს ვმაიმუნობთ.

კახა:

- მაგალითად, შეგიძლიათ, ნახოთ ბევრი კადრი, სადაც ჩანს, როგორ მირტყამს მაყაშვილი ფეხს სახეში. მანიკას ნახავთ "ხიდზე" გადასულს. ამ დროს ლევანი მშვიდად ჩასჩერებია გაზეთებს.

ერთ-ერთ ამბავს გავიხსენებ. გადაცემა უკვე სრულდებოდა, როდესაც ამ ორმა გიჟმა, ანუ ნინუცამ და მანიკამ გადაწყვიტეს, ხელში აეღოთ მარკერები და დამმუქრებოდნენ, სახეზე წაგისვამთო. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულად არ მიმიღია, მეგონა, სახურავი მოხსნილი არ ჰქონდათ მარკერზე და ისე მისვამდნენ სახეზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახის ერთი ნაწილი მთლიანად შემიღებეს. ეთერში მხოლოდ სახის მარჯვენა ნაწილით ვჩანდი.

ნინუცა:

- დღეს დათვმა გამაბედნიერა და ოთხჯერ დამაფსა. დღეს გვყავდა სტუმრად დათვის ბელი. თითი ჩავუდე და მიკბინა, მაგრამ რა მოხდა, ჩემი შვილი მკბენს და დათვის ბელმაც რომ მიკბინოს, არაფერია. თვეების ბელია, რომელსაც დედა არ ჰყავს და ძალიან სჭირდება. ვგიჟდები ცხოველებზე.

კახა:

- მანიკას იმდენად მოეწონა, დათვოო, ეძახდა. მგონი, შეაშინა და მაგიტომ ჩაიფსა (იცინის).

- თემებს თქვენ არჩევთ?

ნინუცა:

- ისეთ თემებს ვარჩევთ, რაც, პირველ რიგში, ჩვენ დაგვაინტერესებს. კახას ქალები აინტერესებს და ქალებზე ჰქონდა თემა. აი, მონიკა ბელუჩია გამოსახული მის მაისურზე.

კახა:

- მონიკა ბელუჩი ქართველ მამაკაცებს განსაკუთრებულად მოსწონთ, რადგან ქალები მრგვალი ფორმებით უფრო მეტად ჯდება ჩვენს გემოვნებაში, ვიდრე, ვთქვათ, ანჯელინა ჯოლისნაირები.

ნინუცა:

- მეც მრგვალი ფორმები მაქვს (იცინის).

კახა:

- შენ? კი გაქვს მრგვალი ფორმები, პრინციპში მრგვალი ტრაკი გაქვს.

ნინუცა:

- რა მრგვალი ფორმები, თავი დამანებე, გავხდები მალე. შენ შენი თავი ძალიან გამხდარი გგონია? და საერთოდ, ჩემს ტრაკს რატომ უყურებ (იცინიან)?!.

- ხშირად ჩხუბობთ?

კახა:

- მე მივხვდი, როცა მაყაშვილს ვინმე უყვარს, ამას ფიზიკური შეხებით გამოხატავს, უხეშად. ძირითადად, მიტყამს. მაგალითად, იცის "სვანური კაიფი", ანუ მიტყამს ფეხის ზედა კუნთში, ის კუნთი ითიშება და მერე ორი კვირა კოჭლობით დავდივარ. მთავარია, რომ გულით არ აკეთებს, ვუყვარვარ!.

- გადაცემამდე დიდი ხნით ადრე იცნობდით ერთმანეთს?

ნინუცა:

- თეატრალურში გავიცანით.

კახა:

- რატომ მალავ ჩვენს ამბავს?

ნინუცა:

- კარგი, ჩვენ ერთად ვართ...

- ეს სათაურად რომ გამოვიყენოთ?

- არ მანაღვლებს. მაინც ყველას ჰგონია, რომ მე და კახა ერთად ვართ. არადა, არ ვართ მე და კახა ერთად. ერთად მოგვიწია სიუჟეტების გადაღებამ, სადაც ცოლ-ქმარს ვთამაშობდით, მე ხალათში ვიყავი, ეს თავს მაწონებდა და ყველამ ჩათვალა, რომ ერთად ვართ.

კახა:

- ამას წინათ კლუბში ვიყავით ერთად. უცბად ყველას თავი ჩვენკენ შემოტრიალდა. მე ძალიან მთვრალი ვიყავი. ნინუცამ მზრუნველობა გამოიჩინა, დამდევდა და მეუბნებოდა, წადი სახლშიო.

ნინუცა:

- თანაც, მინდოდა მეცემა, რადგან ვიღაც "კრაკადილ" გოგონებს დასდევდა. კინაღამ შეჭამეს კახა, ამიტომაც გამოვარიდე და გადავარჩინე.

- თაყვანისმცემლების რაოდენობა გაიზარდა?

კახა:

- არც გვაკლდა არასდროს!..

ნინუცა:

- არ მიაქციოთ ყურადღება, თავში აქვს ავარდნილი. ვერ ვიტყვი, რომ მოიმატა. ამ გადაცემების გადამკიდე, იერი ძალიან შემეცვალა, რადგან დავარცხნილ-შეღებილი ვარ, სხვანაირი ტანსაცმელი მაცვია. "ფეისბუქზე" მწერენ ხოლმე, რა ლამაზი ხარო, მაგრამ ჩემი ყოველდღიური სტილი მაინც გიჟურია. ვერ გეტყვი, რომ თაყვანისმცემლების განსაკუთრებულ მატებას ვგრძნობ. აქამდეც მწერდნენ "ფეისბუქზე", მირეკავდნენ ტელეფონზე და ახლაც. მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი არ მყოლია. საერთოდ, თუკი თავად არ მინდა, ზედმეტს არავის ვაბედვინებ.

კახა:

- ახლა ნინუცა უფრო დიდ კაცებს მოსწონთ. მე ვიცნობ ერთ 50 წლის კაცს, რომელსაც ნინუცა ძალიან მოსწონს. აუცილებლად გავაცნობ. ნინუცას ვეთანხმები, რომ მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები არ არსებობენ. გოგონები რომ ამბობენ, ვერ ვიშორებ თაყვანისმცემელსო, არ მჯერა. არც იმის მჯერა, რომ ნინუცას შეიძლება ვიღაც მანიაკი აეკიდოს და ამან ვერ მოიშოროს.

- დილით ადგომას როგორ შეეგუეთ?

კახა:

- ყველას გვიჭირს, მაგრამ განსაკუთრებით მე და ნინუცას. ათი წელიწადი რიჟრაჟზე ვიძინებდი. თვე-ნახევარია დილას ადრე ადგომას ვეჩვევი.

ნინუცა:

- სახლში დილას 7-8 საათზე მივდიოდი, ბაღში მიმყავდა ბავშვი და მერე მთელი დღე მეძინა. ყველაზე მეტად რაც მენატრება, ძილია. მაგრამ მუშაობა მაინც კარგია და ძილს ყოველთვის მოვასწრებ. რომ მოვკვდები, სულ მეძინება ისედაც (იცინის).

კახა:

- მთავარი მაინც ძალების განაწილებაა. ნახევარი მსოფლიო ასეთ რეჟიმში ცხოვრობს, დილის ექვს საათზე იღვიძებენ. ასე რომ, შესაძლებელია ასეთ რიტმში ცხოვრება, უბრალოდ, კარგად უნდა გაანაწილო დრო. ახლა ის პერიოდი გვაქვს, რომ ნელ-ნელა ვლაგდებით. ზოგჯერ ვერ ვასწრებ მეგობრების ნახვას, მერე განვიცდი, რატომ ვერ მოვასწარი, მაგრამ ამასაც შევეჩვევით.

- განტვირთვისთვის რას აკეთებთ?

ნინუცა:

- ჩემთვის განტვირთვა ბავშვსა და მეგობრებს უკავშირდება. ნოდარიკო სამი წლისაა, სახლში რომ ვბრუნდები, ისე მეხუტება და იმდენ ენერგიას მაძლევს, რომ მთელი დღე მყოფნის. თუკი ისე მოხდა, რომ მასთან ერთად ვატარებ დიდ დროს, მერე კი ძალიან ვჩხუბობთ ხოლმე, ჩემი პატარა ძმა მგონია. ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნებოდა, მეგობრები რომ არ მყავდეს. მათთან ერთად გართობა, გიჟობა, ცეკვა, გულავი - ეს განტვირთვის კარგი საშუალებაა.

კახა:

- მიყვარს კლუბში მარტო ჩასვლა, ცოტა ალკოჰოლის მიღება. თუ ვიცი, რომ კარგი დიჯეი უკრავს, შედარებით მშვიდ ადგილს ვარჩევ და ჩემთვის ვერთობი. რელაქსი უნდა იცვლებოდეს და არ უნდა იყოს ერთნაირი. შეიძლება, უცბად მეგობრებთან ერთად ყვარლის ტბაზე წავიდე და არ არის აუცილებელი, რომ საქეიფოდ წავიდეთ. არ არის საჭირო ყოველ პარასკევს გასკდომა სასმლით.

ნინუცა:

- თუკი მაქვს ენერგია, მივდივარ იქ, სადაც ჩემი მეგობარი დიჯეები უკრავენ. ეს ბოლო პერიოდი ისე ვარ, რომ წყნარად სახლში ჯდომა და სერიალების ყურება მინდა. იმდენად კარგად მოვილიე გართობა, რომ ახლა მშვიდ ცხოვრებაზე გადავდივარ. ჩემს მეგობრებს აქვთ ტრადიცია, მიდიან კარვებით ქალაქგარეთ და ვცდილობ, მეც წამიყვანონ. ძალიან მიყვარს ფეხით სეირნობა. გათანგულიც რომ ვიყო, მაინც მაქვს იმის ძალა, რომ ბელიაშვილიდან ვაკე-საბურთალოს გზამდე ფეხით მივდივარ.

კახა:

- სეირნობა მეც მიყვარს და ასევე იმაზე მაგარი რელაქსი, როგორიც ახალი გოგონების გაცნობა და ფლირტია, არ არსებობს. ასე რომ, ახალგაზრდებს ვურჩევ, იფლირტაონ!.. მე და ნინუცა ბევრთან ვფლირტაობთ. რა დონეზეც მე ვარ მექალთანე, იმ დონემდე არის მეკაცთანე ნინუცა.

ნინუცა:

- ანუ, არ ვარ. საერთოდ, ფლირტის არ მრცხვენია. როცა ვინმე მომწონს, აუცილებლად ვამბობ. ერთი ბიჭი მომეწონა და მთელ "მაესტროს" მოვდე. ყველა მეკითხებოდა, რას შვრებით, როგორ ხართო.

- რას შვრებით, როგორ ხართ?

- (იცინის) არანაირად. ასეთი აღტყინება მაქვს ხოლმე და მერე გადამივლის.

- როგორი ადამიანები მოგწონთ?

- კეთილები. ვიზუალურად მაკაკას არ უნდა ჰგავდეს და არც ძროხას. ლევანი თუ იტყვის, ძროხააო, ე.ი. ძალიან ცუდია. კონკრეტულად არ მყავს ტიპაჟი ჩამოყალიბებული, ქერა ცისფერთვალება ბიჭებზე ვგიჟდები-მეთქი. კახასნაირი ბიჭები არ მომწონს, მახინჯია (იცინის). არ მომწონს, როცა ადამიანი თამაშობს. უნდა მოვეწონო ისეთი, როგორიც ვარ. ჩემთან ერთად უნდა გაერთოს. არ უნდა უტყდებოდეს ჩემთან ერთად გიჟობა. ცხოვრებით უკმაყოფილო და მუდო არ მინდა.

კახა:

- არ მიყვარს კარიერისტი, ცივი და უყურადღებო ადამიანები და ისინი, ვისაც ცხოველები არ უყვარს.

- ახლა მარტო ხართ?

- კი!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება