სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"
"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, ასე აღარ უნდა გაგ­რძელ­დეს. კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგათ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ხი­დის აღ­სად­გე­ნად", - ალ­ბათ, ძნე­ლია იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გრი­გოლ ვა­შა­ძემ აგ­ვის­ტოს ომი­დან სა­მი­ოდ თვე­ში გა­უგ­ზავ­ნა თა­ვის რუს კო­ლე­გას, ალექ­სან­დრ ავ­დე­ევს. გრი­გოლ ვა­შა­ძე იმ გუნ­დის წევ­რია, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვის გამო ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი" "კრემ­ლი­სი­ო­ნად" მო­ნათ­ლა და მო­ღა­ლა­ტის იარ­ლი­ყიც და­უ­ნა­ნებ­ლად უბო­ძა. ეს წე­რი­ლი სამ­სჯავ­რო­ზე გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ტა­ნა, რის შემ­დე­გაც "ორგზის" მი­ნის­ტრის, გრი­გოლ ვა­შა­ძის პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

გრი­გოლ ვა­შა­ძე: "ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ემის­რე­ბი წინ და უკან დაქ­როდ­ნენ. მე­სი­ჯე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­დათ ჩემ­თან და აქე­და­ნაც მიჰ­ქონ­დათ. ეს იყო ორი­ვე მხა­რის ბოლო მცდე­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ნორ­მა­ლურ სას­ტარ­ტო პო­ზი­ცი­ამ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მე­ო­თხე­ხა­რის­ხო­ვა­ნი დე­ტა­ლი იყო ის, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რა­ღა­ცა­ზე მო­ვი­ლა­პა­რა­კებ­დით, შე­იძ­ლე­ბო­და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო, ასე რომ, ეს თემა თა­ვის­თა­ვად და­ი­ხუ­რა. არა­სო­დეს არა­ვის, არც ერთ ჟურ­ნა­ლისტს არ ვე­ტყვი (ალ­ბათ, ამის თქმის დრო მოვა, მაგ­რამ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ ვი­ტყვი), ვინ ჩა­მო­დი­ო­და, ვინ მიგ­ზავ­ნი­და მე­სი­ჯებს და რას ვპა­სუ­ხობ­დი, იმი­ტომ, რომ ეს და­ა­ზა­რა­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს და იმ ნდო­ბას, რაც ჩვენს პარტნი­ო­რებს აქვთ. რო­გორ მოხ­და, რომ წე­რი­ლი, რო­მე­ლიც იყო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში, ვი­ღაც მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის "ფე­ის­ბუკ­ზე" აღ­მოჩ­ნდა?

ამა­ზე სას­წრა­ფო გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო, იმი­ტომ, რომ ნე­გა­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ში უკვე შე­უქ­ცე­ვად ხა­სი­ათს იღებს. ჩვენ საქ­მე ან მავ­ნებ­ლებ­თან გვაქვს, ან კლი­ნი­კურ იდი­ო­ტებ­თან. რო­გორ მოხ­და, რომ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ვი­თომ­და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის დაც­ვის მა­გა­ლი­თი უნდა იყოს, ვი­ღა­ცას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­აქვს წე­რი­ლი და აძ­ლევს ვი­ღაც პრო­ვინ­ცი­ელ პო­ლი­ტო­ლოგს".

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ყვე­ლა­ფერს შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხე­ბენ, რომ თავ­ხე­დო­ბი­სა და უტიფ­რო­ბის ახალ-ახა­ლი პლას­ტე­ბი გვიჩ­ვე­ნონ. სა­ნამ ამ წე­რილს ვნა­ხავ­დი, ერთი კვი­რით ადრე ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ღა­ლა­ტედ აცხა­დებ­და "ერი­სი­ონს", რო­მე­ლიც ამ წე­რილ­შიც არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და დიდი კონ­ტრას­ტია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ვა­შა­ძის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ლა­პა­რაკ­სა (რომ­ლე­ბიც "ერი­სი­ონს" ღა­ლატ­ში სდებ­დნენ ბრალს) და მათ რე­ა­ლურ ქმე­დე­ბებს შო­რის აგ­ვის­ტოს ომი­დან მე­სა­მე თვეს. გრი­გოლ ვა­შა­ძის ეს წე­რი­ლი რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სად­მი მად­ლო­ბით იწყე­ბა, რო­მელ­მაც ვა­შა­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა მი­უ­ლო­ცა. იმ პე­რი­ოდ­ში ვა­შა­ძე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, ჯი­ბე­ში რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი ედო. ეს პას­პორ­ტი ედო ჯი­ბე­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც. ვა­შა­ძე მე მდებს ბრალს პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მში, რო­დე­საც მისი წე­რი­ლია პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მის სუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი და მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბის რი­ტო­რი­კით აღ­სავ­სე.

ვა­შა­ძის გან­წყო­ბა გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში ის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და მის­თვის დე­და­ქა­ლა­ქი მოს­კო­ვი გახ­ლდათ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"

"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"

"სამწუხაროდ, დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მინიმუმამდეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაუშვებელია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული ხიდის აღსადგენად", - ალბათ, ძნელია იმის დაჯერება, რომ ასეთი შინაარსის წერილი საქართველოს კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აგვისტოს ომიდან სამიოდ თვეში გაუგზავნა თავის რუს კოლეგას, ალექსანდრ ავდეევს. გრიგოლ ვაშაძე იმ გუნდის წევრია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ რუსეთში კონცერტების გამართვის გამო ანსამბლი "ერისიონი" "კრემლისიონად" მონათლა და მოღალატის იარლიყიც დაუნანებლად უბოძა. ეს წერილი სამსჯავროზე გია ხუხაშვილმა გამოიტანა, რის შემდეგაც "ორგზის" მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის პასუხმაც არ დააყოვნა.

გრიგოლ ვაშაძე: "ეს ის პერიოდია, როდესაც ემისრები წინ და უკან დაქროდნენ. მესიჯები ჩამოჰქონდათ ჩემთან და აქედანაც მიჰქონდათ. ეს იყო ორივე მხარის ბოლო მცდელობა, რომ ჩვენი ურთიერთობა ნორმალურ სასტარტო პოზიციამდე მიგვეყვანა. ამ პოლიტიკური აქტივობის მეოთხეხარისხოვანი დეტალი იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცაზე მოვილაპარაკებდით, შეიძლებოდა კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ინტერესები სრულიად შეუთავსებელი იყო, ასე რომ, ეს თემა თავისთავად დაიხურა. არასოდეს არავის, არც ერთ ჟურნალისტს არ ვეტყვი (ალბათ, ამის თქმის დრო მოვა, მაგრამ უახლოეს მომავალში არ ვიტყვი), ვინ ჩამოდიოდა, ვინ მიგზავნიდა მესიჯებს და რას ვპასუხობდი, იმიტომ, რომ ეს დააზარალებს საქართველოს ინტერესებს და იმ ნდობას, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. როგორ მოხდა, რომ წერილი, რომელიც იყო კულტურის სამინისტროს არქივში, ვიღაც მესამეხარისხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის "ფეისბუკზე" აღმოჩნდა?

ამაზე სასწრაფო გამოძიების ჩატარებაა საჭირო, იმიტომ, რომ ნეგატიური ცვლილებები სახელმწიფო აპარატში უკვე შეუქცევად ხასიათს იღებს. ჩვენ საქმე ან მავნებლებთან გვაქვს, ან კლინიკურ იდიოტებთან. როგორ მოხდა, რომ დღევანდელ საქართველოში, რომელიც ვითომდა დემოკრატიისა და კანონის დაცვის მაგალითი უნდა იყოს, ვიღაცას კულტურის სამინისტროდან გამოაქვს წერილი და აძლევს ვიღაც პროვინციელ პოლიტოლოგს".

გია ხუხაშვილი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი: - ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს შეჩვეული ვიყავით, მაგრამ მაინც ახერხებენ, რომ თავხედობისა და უტიფრობის ახალ-ახალი პლასტები გვიჩვენონ. სანამ ამ წერილს ვნახავდი, ერთი კვირით ადრე ყოფილი ხელისუფლება მოღალატედ აცხადებდა "ერისიონს", რომელიც ამ წერილშიც არის დასახელებული და დიდი კონტრასტია ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, ვაშაძის თანამოაზრეების ლაპარაკსა (რომლებიც "ერისიონს" ღალატში სდებდნენ ბრალს) და მათ რეალურ ქმედებებს შორის აგვისტოს ომიდან მესამე თვეს. გრიგოლ ვაშაძის ეს წერილი რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მადლობით იწყება, რომელმაც ვაშაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. იმ პერიოდში ვაშაძე რუსეთის მოქალაქე იყო, ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. ეს პასპორტი ედო ჯიბეში საგარეო საქმეთა მინისტრობის დროსაც. ვაშაძე მე მდებს ბრალს პროვინციალიზმში, როდესაც მისი წერილია პროვინციალიზმის სულით გაჟღენთილი და მონური მორჩილების რიტორიკით აღსავსე.

ვაშაძის განწყობა გასაკვირი არ არის, რადგან იმ პერიოდში ის რუსეთის მოქალაქე იყო და მისთვის დედაქალაქი მოსკოვი გახლდათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა