"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს საკუთარ უწყებაში კადრების გადახედვისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ წულაიამ დღეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში განცხადების შეტანისას განაცხადა. ის პროკურატურას ქუთაისის ყოფილი #44 სკოლის რემონტის საქმის შესწავლას სთხოვს. როგორც წულაია ამბობს, 2009 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 400 000 ლარამდე გამოიყო სკოლის რემონტისათვის, თუმცა გარემონტების შემდეგ სკოლა, განათლების მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
"ეს არის ჩვეულებრივი სამართლადარღვევა, მაგრამ ესენი "ნაციონალების" გაფუჭებულს არაფერს იძიებენ. სისტემაში ისევ ნაციონალების კადრები რჩებიან. ამიტომ, მე მოვუწოდებ არჩილ კბილაშვილს, კადრებს გადახედოს, სანამ თვითონ არ დაიჭერენ," - ამბობს წულაია.
სრული ვერსია
"ახალი გაზეთი"