მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურული პოლიციელების ქეიფს მარჩენალი ძროხა შეეწირა?
გურული პოლიციელების ქეიფს მარჩენალი ძროხა შეეწირა?

29 მარტს, გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მაკ­ვა­ნეთ­ში, გუ­რი­ის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის გოჩა ფერ­საშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. "გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მან­ქა­ნით, სო­ფელ მაკ­ვა­ნეთ­ში ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე ქა­თა­მი­ძე­ე­ბის ძრო­ხას და­ე­ჯახ­ნენ. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მოკ­ლუ­ლი პი­რუ­ტყვი, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სო­ფელ მაკ­ვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ზუ­რაბ ჭა­ნუყ­ვა­ძის სახ­ლის წინ მი­ი­ტა­ნეს და დაკ­ლეს.

"გუ­რია ნი­უს­მა" სწო­რედ იმ ად­გი­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო, სა­დაც სის­ხლის ნაკ­ვა­ლე­ვი ჩანს. "გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა შსს გუ­რი­ის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის გოჩა ფერ­საშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლეს, პა­პუ­ნა გო­ბე­ჯიშ­ვილს მო­უ­ვი­და, რო­მე­ლიც ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჭეს მთვრა­ლი მარ­თავ­და. "იმის მა­გივ­რად, რომ ყა­ჩა­ღე­ბი იპო­ვონ, თავ­გა­სუ­ლად ღრე­ო­ბენ, მერე მთვრა­ლე­ბი და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან, სა­წყა­ლი გლე­ხის ერ­თა­დერთ მარ­ჩე­ნალ, მაკე ძრო­ხას კლა­ვენ. კი ბა­ტო­ნო, პატ­რონს გა­და­უხ­დი­ან თან­ხას, მაგ­რამ პა­სუხს თუ აგებს ამა­ზე ვინ­მე? მერე რა ხდე­ბა იცით, ამო­იყ­ვა­ნეს მძღო­ლი, ვი­თომ ავ­ტო­ა­ვა­რი­ის დროს ის იჯდა სა­ჭეს­თან. რად­გან მან­ქა­ნას მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი მარ­თავ­და და მას არ უნ­დო­და მისი სა­ხე­ლი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო", - აცხა­დე­ბენ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მყო­ფი მაკ­ვა­ნეთ­ლე­ბი.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

გურული პოლიციელების ქეიფს მარჩენალი ძროხა შეეწირა?

გურული პოლიციელების ქეიფს მარჩენალი ძროხა შეეწირა?

29 მარტს, გურიის პოლიციის მაღალჩინოსნები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შეზარხოშებული პოლიციელები სამსახურის ავტომანქანით, სოფელ მაკვანეთში ცენტრალურ გზაზე ქათამიძეების ძროხას დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოკლული პირუტყვი, პოლიციელებმა სოფელ მაკვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჭანუყვაძის სახლის წინ მიიტანეს და დაკლეს.

"გურია ნიუსმა" სწორედ იმ ადგილის ფოტოები გადაიღო, სადაც სისხლის ნაკვალევი ჩანს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის მოადგილეს, პაპუნა გობეჯიშვილს მოუვიდა, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საჭეს მთვრალი მართავდა. "იმის მაგივრად, რომ ყაჩაღები იპოვონ, თავგასულად ღრეობენ, მერე მთვრალები დანაშაულს სჩადიან, საწყალი გლეხის ერთადერთ მარჩენალ, მაკე ძროხას კლავენ. კი ბატონო, პატრონს გადაუხდიან თანხას, მაგრამ პასუხს თუ აგებს ამაზე ვინმე? მერე რა ხდება იცით, ამოიყვანეს მძღოლი, ვითომ ავტოავარიის დროს ის იჯდა საჭესთან. რადგან მანქანას მაღალჩინოსანი პოლიციელი მართავდა და მას არ უნდოდა მისი სახელი გაჟღერებულიყო", - აცხადებენ შემთხვევის ადგილას მყოფი მაკვანეთლები.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა