პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი: "ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ მონახა ხელმოსაჭიდი ვერსია"
არჩილ კბილაშვილი: "ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ მონახა ხელმოსაჭიდი ვერსია"

გა­სულ კვი­რას მთა­ვარ პრო­კუ­რორ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს ვეს­ტუმ­რეთ და ის კი­თხვე­ბი და­ვუს­ვით, რომ­ლე­ბიც გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გახ­სნის მო­ლო­დინს და ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა და­უს­ჯე­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ იმედ­გაც­რუ­ე­ბას, ასე­ვე, სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ზე გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კულ მო­საზ­რე­ბებს ეხე­ბა. რო­მე­ლი საქ­მე­ე­ბის გახ­სნაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და რა და­ფა­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­კუ­რა­ტუ­რის კუ­ლუ­ა­რებ­ში? გთა­ვა­ზობთ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს:

- პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი გა­მოს­ცა და 200-მდე კაცი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არ ის­ჯე­ბი­ან ის პრო­კუ­რო­რე­ბი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბით ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად იქ­ცნენ?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­საძ­ლოა არა მხო­ლოდ ამ 200 პო­ლიტ­პა­ტიმ­რის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პრო­კუ­რო­რი­თა თუ მო­სა­მარ­თლით არის უკ­მა­ყო­ფი­ლო. მათი რი­ცხვი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გაც ხში­რად უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მოჰ­ქონ­დათ, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ამი­ტომ, თუ ამ პრობ­ლე­მას გლო­ბა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლავთ, მხო­ლოდ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს პრე­ტენ­ზია აქვს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცალ­კე­ულ მუ­შა­კებ­თან და მი­აჩ­ნია, რომ ისი­ნი წარ­სულ­ში ისეთ მო­თხოვ­ნებს ას­რუ­ლებ­დნენ, რაც შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. მა­გა­ლი­თად, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფულს იხ­დიდ­ნენ სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ქო­ნე­ბას ჩუქ­ნიდ­ნენ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და ამას სწო­რედ პრო­კუ­რო­რე­ბის მო­თხოვ­ნით აკე­თებ­დნენ. ამი­ტომ შევ­ქმე­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია 11 პრო­კუ­რო­რი და მათ აქვთ მხო­ლოდ ერთი ფუნ­ქცია - შე­ის­წავ­ლონ სხვა პრო­კუ­რო­რე­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი. ეს ფუნ­ქცია აქამ­დე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას ჰქონ­და, თუმ­ცა იქ მხო­ლოდ სამი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მუ­შა­ობ­და. ახლა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ სა­ჩივ­რე­ბის შეს­წავ­ლა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პრო­კუ­რო­რებს არა­კა­ნო­ნი­ერ ქმე­დე­ბებ­ში ამ­ხე­ლენ.

- ე. ი. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად დად­გინ­დე­ბა, თუ რა სა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ თუ დის­ციპ­ლი­ნა­რულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და თი­თო­ე­უ­ლის საქ­მეს მხო­ლოდ ამის მი­ხედ­ვით მი­ვუდ­გე­ბით.

სა­ერ­თოდ, არ­სე­ბობს ორი მიდ­გო­მა: პირ­ვე­ლის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა ძვე­ლი პრო­კუ­რო­რი უნდა გაგ­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, მე­ო­რის მი­ხედ­ვით კი - არც ერთი. მე­ო­რე მიდ­გო­მის არსი ის არის, რომ ძვე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბიც სის­ტე­მის მსხვერ­პლი არი­ან და ამა­ში არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მარ­ცვა­ლი, რად­გა­ნაც რე­ა­ლუ­რად, სა­შუ­ა­ლო და ქვე­და დო­ნის პრო­კუ­რო­რი თუ მო­ქა­ლა­ქეს სთხოვ­და და­მა­ტე­ბით თან­ხის გა­დახ­დას, ამას აკე­თებ­და იმი­ტომ, რომ ვი­ღაც "ზე­მო­დან" ავა­ლებ­და. ამი­ტომ სა­მარ­თლი­ა­ნია, რომ სა­ჩივ­რე­ბის მი­ხედ­ვით ჩა­ტარ­დეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და მხო­ლოდ მას­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, ბა­ხუ­ტო­ვის საქ­მე­ზე (კაცი მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს, "მოკ­ლუ­ლი" კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცო­ცხა­ლი აღ­მოჩ­ნდა) ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რი უკვე მი­ვე­ცით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

- 200 პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა და საქ­მე­ე­ბის ხე­ლახ­ლა გა­და­ხედ­ვას და სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას ითხოვს.

- ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მათი საქ­მე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­სინ­ჯოს და ამას მათი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოჰ­ყვეს. ამის­თვის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სია უნდა ამოქ­მედ­დეს, რა­საც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ე.ი. კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სჭირ­დე­ბა. ასე რომ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი ამას უნდა და­ე­ლო­დონ.

- ცნო­ბი­ლია, რომ სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნეთ და და­ა­წი­ნა­უ­რეთ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი კად­რე­ბი. პრო­კუ­რო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თვი­თონ ას­რუ­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა დაკ­ვე­თას და მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში, სა­კუ­თარ თავს ხომ არ დას­ჯი­ან?

- სწო­რედ ამი­ტომ შევ­ქმე­ნით 11-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის­გან შედ­გე­ბა. ამ ჯგუფ­ში სტა­ჟი­რე­ბა­გავ­ლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ამ­ჟა­მად, თუ არ ვცდე­ბი, 15-მდე საქ­მე აქვთ წარ­მო­ე­ბა­ში და და­ვე­ლო­დოთ მათ პა­სუხს.

- ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი კად­რე­ბის საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნა და კი­დევ უფრო და­წი­ნა­უ­რე­ბა, რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი? მა­გა­ლი­თად, შიდა ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის პოს­ტი კახა ლა­ი­თა­ძემ და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც ადე­იშ­ვი­ლის დროს შიდა ქარ­თლის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე იყო, ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რად ლაშა ლე­თო­დი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ადე­იშ­ვი­ლის დროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს კუ­რი­რებ­და. კი­დევ ბევ­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ისი­ნი თა­ვი­ანთ გა­მო­ძი­ე­ბულ საქ­მე­ებს რო­გორ გა­მო­ას­წო­რე­ბენ?

- ეს პი­რე­ბი, ვინც თქვენ და­ა­სა­ხე­ლეთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ასე რომ, თქვენ შე­იძ­ლე­ბა პრე­ტენ­ზია გქონ­დეთ არა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან, არა­მედ სხვა რა­მეს­თან. მინ­და და­გამ­შვი­დოთ, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ გა­და­ხე­და­ვენ თა­ვი­ანთ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ებს, ამას სხვე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ბევ­რი თა­ნა­კურ­სე­ლი თუ ჯგუ­ფე­ლი მო­იყ­ვა­ნეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

- ჩემი მო­ად­გი­ლე­ე­ბი - და­ვით მჭედ­ლიშ­ვი­ლი და შოთა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი მარ­თლაც ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი არი­ან. და­ვით კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლიც ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლია, ის სიღ­ნა­ღის პრო­კუ­რო­რია 2008 წლი­დან და დღემ­დე მუ­შა­ობს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ზაქ­რო დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ქა­ლაქ რუს­თა­ვის მე­რიც იყო და ად­რეც მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის ორ­გა­ნო­ებ­ში. ამ სა­კი­თხზე მინ­და ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო - თი­თო­ე­ულ მათ­განს 24 წე­ლი­წა­დია ვიც­ნობ და შე­მიძ­ლია მათ პა­ტი­ოს­ნე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე თავი დავ­დო.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი ცი­დან არ ცვი­ვა, ძნე­ლი მო­სა­ნა­ხია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში არ მუ­შა­ობ­და და თან სის­ტე­მის­თვის გა­მო­სა­დე­გია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

არჩილ კბილაშვილი: "ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ მონახა ხელმოსაჭიდი ვერსია"

არჩილ კბილაშვილი: "ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ მონახა ხელმოსაჭიდი ვერსია"

გასულ კვირას მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ვესტუმრეთ და ის კითხვები დავუსვით, რომლებიც გახმაურებული საქმეების გახსნის მოლოდინს და ყოფილ თანამდებობის პირთა დაუსჯელობით გამოწვეულ იმედგაცრუებას, ასევე, საკადრო პოლიტიკაზე გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხება. რომელი საქმეების გახსნაა მოსალოდნელი უახლოეს მომავალში და რა დაფარული პროცესები მიმდინარეობს პროკურატურის კულუარებში? გთავაზობთ არჩილ კბილაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

- პარლამენტმა პოლიტიკური აქტი გამოსცა და 200-მდე კაცი პოლიტპატიმრად აღიარა. საზოგადოებას აინტერესებს, რატომ არ ისჯებიან ის პროკურორები და მოსამართლეები, რომელთა დამსახურებით ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად იქცნენ?

- საზოგადოება შესაძლოა არა მხოლოდ ამ 200 პოლიტპატიმრის საქმეში მონაწილე პროკურორითა თუ მოსამართლით არის უკმაყოფილო. მათი რიცხვი, რომელთა წინააღმდეგაც ხშირად უსამართლო განაჩენი გამოჰქონდათ, გაცილებით მეტია. ამიტომ, თუ ამ პრობლემას გლობალურად განვიხილავთ, მხოლოდ პოლიტპატიმრებზე ვერ ვისაუბრებთ. აღმოჩნდება, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს პრეტენზია აქვს პროკურატურის ცალკეულ მუშაკებთან და მიაჩნია, რომ ისინი წარსულში ისეთ მოთხოვნებს ასრულებდნენ, რაც შეუთავსებელი იყო პროკურატურის საქმიანობასთან. მაგალითად, საპროცესო შეთანხმების პარალელურად, მოქალაქეები ფულს იხდიდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში, ქონებას ჩუქნიდნენ სახელმწიფო ორგანიზაციებს და ამას სწორედ პროკურორების მოთხოვნით აკეთებდნენ. ამიტომ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია 11 პროკურორი და მათ აქვთ მხოლოდ ერთი ფუნქცია - შეისწავლონ სხვა პროკურორების უკანონო ქმედებები. ეს ფუნქცია აქამდე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჰქონდა, თუმცა იქ მხოლოდ სამი გამომძიებელი მუშაობდა. ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს იმ საჩივრების შესწავლა, სადაც მოქალაქეები პროკურორებს არაკანონიერ ქმედებებში ამხელენ.

- ე. ი. უახლოეს მომავალში ყოფილი პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?

- თავდაპირველად დადგინდება, თუ რა სახის პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, სისხლისსამართლებრივ თუ დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე და თითოეულის საქმეს მხოლოდ ამის მიხედვით მივუდგებით.

საერთოდ, არსებობს ორი მიდგომა: პირველის მიხედვით, ყველა ძველი პროკურორი უნდა გაგვეთავისუფლებინა, მეორის მიხედვით კი - არც ერთი. მეორე მიდგომის არსი ის არის, რომ ძველი პროკურორებიც სისტემის მსხვერპლი არიან და ამაში არის რაციონალური მარცვალი, რადგანაც რეალურად, საშუალო და ქვედა დონის პროკურორი თუ მოქალაქეს სთხოვდა დამატებით თანხის გადახდას, ამას აკეთებდა იმიტომ, რომ ვიღაც "ზემოდან" ავალებდა. ამიტომ სამართლიანია, რომ საჩივრების მიხედვით ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება და მხოლოდ მასზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. მაგალითად, ბახუტოვის საქმეზე (კაცი მკვლელობისთვის გაასამართლეს, "მოკლული" კი მოგვიანებით ცოცხალი აღმოჩნდა) ერთ-ერთი პროკურორი უკვე მივეცით პასუხისგებაში.

- 200 პოლიტპატიმარი მხოლოდ პოლიტიკური აქტით არ კმაყოფილდება და საქმეების ხელახლა გადახედვას და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს.

- ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომლის თანახმადაც, მათი საქმეები შეიძლება გადაისინჯოს და ამას მათი რეაბილიტაცია მოჰყვეს. ამისთვის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა ამოქმედდეს, რასაც სამართლებრივი საფუძველი, ე.ი. კანონის მიღება სჭირდება. ასე რომ, პოლიტპატიმრად აღიარებული ყოფილი მსჯავრდადებულები ამას უნდა დაელოდონ.

- ცნობილია, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნეთ და დააწინაურეთ ზურაბ ადეიშვილის დროინდელი კადრები. პროკურორები, რომლებიც თვითონ ასრულებდნენ სხვადასხვა დაკვეთას და მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?

- სწორედ ამიტომ შევქმენით 11-კაციანი ჯგუფი, რომელიც ახალდანიშნული პროკურორებისგან შედგება. ამ ჯგუფში სტაჟირებაგავლილი ახალგაზრდები არიან. ამჟამად, თუ არ ვცდები, 15-მდე საქმე აქვთ წარმოებაში და დაველოდოთ მათ პასუხს.

- ზურაბ ადეიშვილის დროინდელი კადრების საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნა და კიდევ უფრო დაწინაურება, რით არის განპირობებული? მაგალითად, შიდა ქართლის საოლქო პროკურორის პოსტი კახა ლაითაძემ დაიკავა, რომელიც ადეიშვილის დროს შიდა ქართლის პროკურორის მოადგილე იყო, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლაშა ლეთოდიანი დაინიშნა, რომელიც ადეიშვილის დროს საგამოძიებო ნაწილს კურირებდა. კიდევ ბევრის დასახელება შეიძლება. ისინი თავიანთ გამოძიებულ საქმეებს როგორ გამოასწორებენ?

- ეს პირები, ვინც თქვენ დაასახელეთ, პროფესიონალები არიან. ასე რომ, თქვენ შეიძლება პრეტენზია გქონდეთ არა პროფესიონალიზმთან, არამედ სხვა რამესთან. მინდა დაგამშვიდოთ, ეს თანამდებობის პირები ნამდვილად არ გადახედავენ თავიანთ წარმოებულ საქმეებს, ამას სხვები გააკეთებენ.

- ბატონო არჩილ, იმასაც ამბობენ, რომ ბევრი თანაკურსელი თუ ჯგუფელი მოიყვანეთ პროკურატურაში.

- ჩემი მოადგილეები - დავით მჭედლიშვილი და შოთა რეხვიაშვილი მართლაც ჩემი თანაკურსელები არიან. დავით კოჭლამაზაშვილიც ჩემი თანაკურსელია, ის სიღნაღის პროკურორია 2008 წლიდან და დღემდე მუშაობს ამ თანამდებობაზე. ზაქრო დარჩიაშვილი ქალაქ რუსთავის მერიც იყო და ადრეც მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში. ამ საკითხზე მინდა ასეთი განმარტება გავაკეთო - თითოეულ მათგანს 24 წელიწადია ვიცნობ და შემიძლია მათ პატიოსნებასა და პროფესიონალიზმზე თავი დავდო.

პროფესიონალი კადრები ციდან არ ცვივა, ძნელი მოსანახია ისეთი ადამიანი, რომელიც სისტემაში არ მუშაობდა და თან სისტემისთვის გამოსადეგია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა