სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი სვანიძე - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რუსთაველის თეატრში მოვხვდებოდი
ქეთი სვანიძე - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რუსთაველის თეატრში მოვხვდებოდი

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ქეთი სვა­ნი­ძე სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბას ბავ­შვო­ბი­დან ეზი­ა­რა და ეს ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­და. 5 წლი­დან იცო­და, რომ თა­ვის პრო­ფე­სი­ას სცე­ნას და­უ­კავ­ში­რებ­და. მუ­სი­კა­ლურ შვიდ­წლედ­ში სწავ­ლობ­და, მღე­რო­და, ცეკ­ვავ­და და შემ­დეგ უკვე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ჯგუფ­ში მოხ­ვდა. 2009 წლი­დან დღემ­დე ქეთი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლშია და­კა­ვე­ბუ­ლი. სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ქეთი ეკა ამი­რე­ჯი­ბის გმი­რის, ლი­კუ­ნას მე­გობ­რის როლს თა­მა­შობ­და. ამ ეტაპ­ზე მის­თვის უც­ნო­ბია, გა­მოჩ­ნდე­ბა თუ არა მისი პერ­სო­ნა­ჟი მომ­დევ­ნო სე­რი­ებ­შიც...

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და, დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა დე­და­ჩემს, ესმა მი­ქე­ლა­ძეს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ჩემ­თვის და გა­მიკ­ვა­ლა გზა იმის­კენ, რა­საც დღეს ვა­კე­თებ. მამა აფხა­ზე­თის ომში და­მე­ღუ­პა და დე­დამ მარ­ტო გამ­ზარ­და. უფ­ლის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­ტონ შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას­თან ვსწავ­ლობ­დი და ამ გე­ნი­ოს ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მო­მი­წია. ის სხვა­ნა­ი­რად გვზრდი­და და გვი­ნერ­გავ­და, რომ არა­სო­დეს ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლე­ბი.

როცა და­ვამ­თავ­რე, არ მქონ­და იმის ამ­ბი­ცია, რომ რო­მე­ლი­მე თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ­დი. "ერი­სი­ონ­ში" სტა­ჟი­ო­რებ­ში ვცეკ­ვავ­დი, ვა­პი­რებ­დი, ამ გზას გავ­ყო­ლო­დი და ეს ჩემი სამ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში რო­ბერტ სტუ­რუ­ას მა­გის­ტრან­ტი რეზო შა­ტა­კიშ­ვი­ლი დგამ­და სპექ­ტაკლს "უფ­ლის­წუ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა" და ერთ-ერთ როლ­ზე ამიყ­ვა­ნა. მო­რიგ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დარ­ბაზ­ში ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი იყო შე­მო­სუ­ლი და მნა­ხა. გა­მი­მარ­თლა. სამი დღის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვი­ყა­ვი და­ბა­რე­ბუ­ლი. მახ­სოვს, 15 ივ­ნი­სი იყო და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან სი­ცხემ 38 გრა­დუ­სამ­დე ამი­წია (იღი­მის). იმ დღეს თე­ატ­რში მე და ლელა ახა­ლა­ია დაგ­ვი­ბა­რეს და ორი­ვე აგ­ვიყ­ვა­ნეს. მახ­სოვს, როცა გვი­თხრეს, გი­ლო­ცავთ, თქვენ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ხართ მი­ღე­ბუ­ლე­ბიო, თვა­ლი უკან გა­ვა­პა­რე, ამ სი­ტყვებს მე მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ სხვას, რამე ხომ არ მო­მეს­მა-მეთ­ქი. დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ რო­ბერტს ამი­სათ­ვის, რად­გან ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ოდეს­მე ამ თე­ატ­რში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი.

- საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა სპექ­ტაკ­ლი "ლტოლ­ვი­ლე­ბი"...

- ამ სპექ­ტაკლმა ედინ­ბურ­გის თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე პირ­ვე­ლი პრი­ზი და სა­უ­კე­თე­სო და­სის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის ფან­დურ­ზე დაკ­ვრა ვის­წავ­ლე. მახ­სოვს, გორ­ში ვი­ყა­ვით, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ მთხო­ვეს, კი­დევ და­მეკ­რა, მაგ­რამ მე მხო­ლოდ ერთი სიმ­ღე­რის დაკ­ვრა შე­მეძ­ლო და როცა ეს ვთქვი, ძა­ლი­ან გა­იკ­ვირ­ვეს, აბა, სპექ­ტაკ­ლის დროს რომ უკ­რა­ვო?!

თმა­საც არ ვიჭ­რი­დი იმის გამო, რომ ამ სპექ­ტაკლში თმა შეკ­რუ­ლი და აწე­უ­ლი მაქვს. თუ როლს სჭირ­დე­ბა, შე­მიძ­ლია, 3-4 წელი ერთი და იგი­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბა ვა­ტა­რო.

- რო­ლის გამო თმა­საც გა­და­ი­პარ­სავთ?

- კი. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ეს საქ­მე, რომ გა­ვა­კე­თებ. თუ დამ­ჭირ­და, გავ­ხდე­ბი კი­დეც.

- გახ­დო­მას რა უჭირს და წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტებთ?

- (იცი­ნის) კი, მო­ვი­მა­ტებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წო­ნას სულ ვა­კონ­ტრო­ლებ და ვამ­ბობ, ხომ არ გავ­სუქ­დი, ხომ არ გავ­სუქ­დი-მეთ­ქი, თუ როლს დას­ჭირ­და, ამა­ზე წამ­სვლე­ლიც ვარ. ერთ-ერთ სპექ­ტაკლში მცი­რე სცე­ნი­დან თა­ვით ვხტე­ბი და ამის გა­კე­თე­ბი­საც არ შემ­ში­ნე­ბია (იღი­მის).

- მსა­ხი­ობს ხში­რად უწევს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ო­დებ­ში სცე­ნა­ზე ას­ვლა...

- ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა და ისე­თიც, როცა ერთი დღით ადრე იგებ, რომ შენ­თვის უც­ნო­ბი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა გი­წევს. ერთხელ, სპექ­ტაკლში "ბი­დერ­მა­ნი და ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბელ­ნი" ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის მა­გივ­რად შეს­ვლამ მო­მი­წია. ია ძა­ლი­ან მაგ­რად თა­მა­შობს, ის იმ­დე­ნად კარ­გია, რომ არ ვი­ცო­დი, თავს რო­გორ გა­ვარ­თმევ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე. მთე­ლი თე­ატ­რი და­მიდ­გა გვერ­დით, რო­გორც ჩემი, ისე უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და რომ არა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ მი­მართ, ალ­ბათ ამ ყვე­ლა­ფერს ვერ დავძლევ­დი. მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა ვუ­თხრა ამ­გვა­რი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის.

- რამე რი­ტუ­ა­ლი ხომ არ გაქვთ სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, ან თი­ლის­მა?..

- კა­ნო­ნად მაქვს, რომ სპექ­ტაკ­ლის დღეს ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ვი­დე და სან­თე­ლი და­ვან­თო. ახ­ლა­ხან წმინ­და ქე­თე­ვა­ნის ხატი მა­ჩუ­ქეს და ვცდი­ლობ, სპექ­ტაკ­ლის დღეს თან მქონ­დეს. ცრურ­წმე­ნებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ცუდი სიზ­მა­რი და­მე­სიზ­მრა ან სხვა რა­ღაც ამ­გვა­რი, ადრე ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ახლა უკვე აღარ.

- ემო­ცი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი და ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებთ, რე­ა­ლუ­რად ასე­თი ხართ?

- (იცი­ნის) კი, ემო­ცი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი ვარ. ვა­ი­მე, გა­ჩერ­დი­იი! - ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლიც ვარ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არის და იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი და პრობ­ლე­მე­ბიც, უბ­რა­ლოდ, მინ­და ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო, რად­გან გა­მი­მარ­თლა, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ და ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქეთი სვანიძე - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რუსთაველის თეატრში მოვხვდებოდი

ქეთი სვანიძე - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რუსთაველის თეატრში მოვხვდებოდი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე სამსახიობო ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა და ეს ხელოვნების მოყვარული მშობლების გადაწყვეტილებით მოხდა. 5 წლიდან იცოდა, რომ თავის პროფესიას სცენას დაუკავშირებდა. მუსიკალურ შვიდწლედში სწავლობდა, მღეროდა, ცეკვავდა და შემდეგ უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში შალვა გაწერელიას ჯგუფში მოხვდა. 2009 წლიდან დღემდე ქეთი რუსთაველის თეატრის რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ქეთი ეკა ამირეჯიბის გმირის, ლიკუნას მეგობრის როლს თამაშობდა. ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, გამოჩნდება თუ არა მისი პერსონაჟი მომდევნო სერიებშიც...

-  უპირველეს ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა დედაჩემს, ესმა მიქელაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის და გამიკვალა გზა იმისკენ, რასაც დღეს ვაკეთებ. მამა აფხაზეთის ომში დამეღუპა და დედამ მარტო გამზარდა. უფლის მადლიერი ვარ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონ შალვა გაწერელიასთან ვსწავლობდი და ამ გენიოს ადამიანთან ურთიერთობამ მომიწია. ის სხვანაირად გვზრდიდა და გვინერგავდა, რომ არასოდეს ვყოფილიყავით საკუთარი თავით კმაყოფილები.

როცა დავამთავრე, არ მქონდა იმის ამბიცია, რომ რომელიმე თეატრში მუშაობას დავიწყებდი. "ერისიონში" სტაჟიორებში ვცეკვავდი, ვაპირებდი, ამ გზას გავყოლოდი და ეს ჩემი სამსახური იქნებოდა. სწორედ იმ პერიოდში რობერტ სტურუას მაგისტრანტი რეზო შატაკიშვილი დგამდა სპექტაკლს "უფლისწული და ჭეშმარიტება" და ერთ-ერთ როლზე ამიყვანა. მორიგ რეპეტიციაზე დარბაზში ბატონი რობერტი იყო შემოსული და მნახა. გამიმართლა. სამი დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ რუსთაველის თეატრში ვიყავი დაბარებული. მახსოვს, 15 ივნისი იყო და ნერვიულობისგან სიცხემ 38 გრადუსამდე ამიწია (იღიმის). იმ დღეს თეატრში მე და ლელა ახალაია დაგვიბარეს და ორივე აგვიყვანეს. მახსოვს, როცა გვითხრეს, გილოცავთ, თქვენ რუსთაველის თეატრში ხართ მიღებულებიო, თვალი უკან გავაპარე, ამ სიტყვებს მე მეუბნებიან, თუ სხვას, რამე ხომ არ მომესმა-მეთქი. დიდი მადლობა ბატონ რობერტს ამისათვის, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ოდესმე ამ თეატრში მოვხვედრილიყავი.

-  საკმაოდ წარმატებული გამოდგა სპექტაკლი "ლტოლვილები"...

-  ამ სპექტაკლმა ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე პირველი პრიზი და საუკეთესო დასის წოდება მოიპოვა. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის ფანდურზე დაკვრა ვისწავლე. მახსოვს, გორში ვიყავით, სპექტაკლის შემდეგ მთხოვეს, კიდევ დამეკრა, მაგრამ მე მხოლოდ ერთი სიმღერის დაკვრა შემეძლო და როცა ეს ვთქვი, ძალიან გაიკვირვეს, აბა, სპექტაკლის დროს რომ უკრავო?!

თმასაც არ ვიჭრიდი იმის გამო, რომ ამ სპექტაკლში თმა შეკრული და აწეული მაქვს. თუ როლს სჭირდება, შემიძლია, 3-4 წელი ერთი და იგივე ვარცხნილობა ვატარო.

-  როლის გამო თმასაც გადაიპარსავთ?

-  კი. იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ გავაკეთებ. თუ დამჭირდა, გავხდები კიდეც.

-  გახდომას რა უჭირს და წონაშიც მოიმატებთ?

-  (იცინის) კი, მოვიმატებ. მიუხედავად იმისა, რომ წონას სულ ვაკონტროლებ და ვამბობ, ხომ არ გავსუქდი, ხომ არ გავსუქდი-მეთქი, თუ როლს დასჭირდა, ამაზე წამსვლელიც ვარ. ერთ-ერთ სპექტაკლში მცირე სცენიდან თავით ვხტები და ამის გაკეთებისაც არ შემშინებია (იღიმის).

-  მსახიობს ხშირად უწევს თავისი ცხოვრების რთულ პერიოდებში სცენაზე ასვლა...

-  ასეთი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში ყოფილა და ისეთიც, როცა ერთი დღით ადრე იგებ, რომ შენთვის უცნობი როლის შესრულება გიწევს. ერთხელ, სპექტაკლში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი" ია სუხიტაშვილის მაგივრად შესვლამ მომიწია. ია ძალიან მაგრად თამაშობს, ის იმდენად კარგია, რომ არ ვიცოდი, თავს როგორ გავართმევდი. ძალიან ბევრი ვინერვიულე. მთელი თეატრი დამიდგა გვერდით, როგორც ჩემი, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლები და რომ არა იმ ადამიანების დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ალბათ ამ ყველაფერს ვერ დავძლევდი. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა ამგვარი თბილი დამოკიდებულებისთვის.

-  რამე რიტუალი ხომ არ გაქვთ სცენაზე გასვლის წინ, ან თილისმა?..

-  კანონად მაქვს, რომ სპექტაკლის დღეს ქაშუეთის ეკლესიაში შევიდე და სანთელი დავანთო. ახლახან წმინდა ქეთევანის ხატი მაჩუქეს და ვცდილობ, სპექტაკლის დღეს თან მქონდეს. ცრურწმენებს, როგორებიცაა ცუდი სიზმარი დამესიზმრა ან სხვა რაღაც ამგვარი, ადრე ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახლა უკვე აღარ.

-  ემოციური, ენერგიული და ცოცხალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რეალურად ასეთი ხართ?

-  (იცინის) კი, ემოციური და ენერგიული ვარ. ვაიმე, გაჩერდიიი! - ხშირად მეუბნებიან მეგობრები, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულიც ვარ. რასაკვირველია, არის და იყო ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდები და პრობლემებიც, უბრალოდ, მინდა ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყო, რადგან გამიმართლა, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"