პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ჭიჭინაძე: "გონივრული იქნება, თუ 19 აპრილს "ნაციონალები" ბოდიშს მოიხდიან"
გოგი ჭიჭინაძე: "გონივრული იქნება, თუ 19 აპრილს "ნაციონალები" ბოდიშს მოიხდიან"

"ბოლო დროს პი­რა­დად ჩემ­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. უბ­რა­ლოდ, სიმ­შვი­დე მეწ­ვია... დავ­მშვიდ­დი და ვგრძნობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბაც თან­და­თან და­წყნარ­და, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს", - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე და იმე­დოვ­ნებს, რომ ხე­ლო­ვა­ნე­ბი თა­ვი­ანთ ად­გილს და­იბ­რუ­ნე­ბენ და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში თა­ვი­ანთ წვლილს შე­ი­ტა­ნენ.

- ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს ვუ­ყუ­რებ და რა­ღაც­ნა­ი­რად იმე­დი მო­მე­ცა, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დიც, და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ხან სად ვყეფ­დი და ხან სად. ტე­ლე­ვი­ზი­ებს ვგუ­ლის­ხმობ. ამ ყვე­ლა­ფერს ჩემ­თვის ვა­კე­თებ­დი, რათა სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­შე სუფ­თა და მარ­თა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა იმის დიდი იმე­დიც არ მქონ­და, რომ რამე შე­იც­ვლე­ბო­და, რად­გან ტო­ტა­ლურ ბო­რო­ტე­ბას ჰქონ­და ყვე­ლა­ფე­რი წა­ლე­კი­ლი. ზოგ­ჯერ რომ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, მე­ში­ნო­და ამ ყვე­ლაფ­რის, მე­ში­ნო­და იმ ბო­რო­ტე­ბის, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და მათი ქმე­დე­ბე­ბით დათ­რგუნ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­დი­ო­და. ხში­რად ჩემ­თვის ვფიქ­რობ­დი, რო­დემ­დე და რო­გორ უნდა გაგ­რძელ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი. ჩემი ხალ­ხი მე­ცო­დე­ბო­და, ისი­ნი, ვი­საც არაფ­რის შეც­ვლა არ შე­ეძ­ლო და ისი­ნიც, ვინც მი­იჩ­ნევ­და, რომ არა­ფე­რი იყო შე­საც­ვლე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ასე უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამის გამო უმ­წე­ო­ბის გან­ცდა მტან­ჯავ­და... არც ახლა ვარ გა­და­სა­რევ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რად­გან უფრო მეტ რა­მეს ვი­გებთ, რაც მა­შინ ხდე­ბო­და. იმ წლებ­ში რა­ღა­ცე­ბი ვი­ცო­დით, რა­ღა­ცებს კი, უბ­რა­ლოდ, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ვგრძნობ­დით. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ნაც­ნო­ბე­ბის­გან მეს­მო­და, რა ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში და არა მარ­ტო იქ, ყველ­გან. ვხე­დავ­დი, რო­გორ ურე­ცხავ­დნენ ტვინს ახალ­გაზ­რდებს. ყმაწ­ვი­ლებს კო­მუ­ნის­ტე­ბი­ვით იდე­ო­ლო­გი­უ­რად ამუ­შა­ვებ­დნენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაგ­დებ­და. მათ, ვინც ჩემი, ზო­გა­დად, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ქვე­ყა­ნა უნდა და­ე­ლა­გე­ბი­ნა, ვე­ზი­ზღე­ბო­დით და ამას ყო­ველ­წა­მი­ე­რად ვგრძნობ­დით. ეს მდა­ბი­ო­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. მათ იმის პრე­ტენ­ზი­აც ჰქონ­დათ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერის აზ­როვ­ნე­ბა და ფსი­ქო­ლო­გია შე­ეც­ვა­ლათ. გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის შეც­ვლა მო­ინ­დო­მეს და ამას რომ ვერ აღ­წევ­დნენ, აგ­რე­სია უორ­მაგ­დე­ბო­დათ.

- ეს თქვენს თავ­ზე გა­მოს­ცა­დეთ?

- პი­რა­დად მე ფი­ზი­კუ­რად არა­ვინ შემ­ხე­ბია, მაგ­რამ აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სარ­კაზ­მი ყვე­ლას მი­მართ იგ­რძნო­ბო­და და მე რა­ტომ უნდა და­ვენ­დე... ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გვა­ტყუ­ებ­დნენ და დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, თან არც კი აინ­ტე­რე­სებ­დათ, მათ ტყუ­ილს ვინ­მე იჯე­რებ­და თუ არა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია იყო მათ მი­მართ, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­და, რა­საც პი­რა­დად ხში­რად ვგრძნობ­დი. ჩემი თავი გმი­რი ნამ­დვი­ლად არ მგო­ნია, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი ვიყო, მით უმე­ტეს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი, ვი­საც ამის გამო ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ზოგი მოკ­ლეს კი­დეც, რამ­დენ­ჯერ­მე ვიგ­რძე­ნი ჩემი მი­სა­მარ­თით ნას­რო­ლი რეპ­ლი­კე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი ისე­თი სა­ცო­და­ვე­ბი არი­ან, რომ ამის გახ­სე­ნე­ბაც კი არ მინ­და.

- მათი რი­ტო­რი­კა ახ­სე­ნეთ, ეს დღე­საც გრძელ­დე­ბა...

- დიახ, თა­ვი­დან ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ და თაგ­ვე­ბი­ვით აქეთ-იქით გაც­ვივ­დნენ, მაგ­რამ მერე ისევ ჩა­მო­ცუნ­ცულ­დნენ და და­ი­წყეს ტყუ­ი­ლე­ბის ფრქვე­ვა. ეს მას შემ­დეგ გა­ა­კე­თეს, როცა იგ­რძნეს, რომ მათ ისე არ მო­ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც თა­ვად ექ­ცე­ოდ­ნენ სხვებს, მა­შინ­ვე ჯან­ზე მო­ვიდ­ნენ და აწიკ­ვინ­დნენ. ჩვე­ულ უტი­ფარ რი­ტო­რი­კას და­უბ­რუნ­დნენ. არა­და, ყვე­ლამ იცის, თა­ვად რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ებს და უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტიმ­რებს, მათ ცოლ-შვილს ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

- 19 აპ­რილს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მას­შტა­ბურ აქ­ცი­ას გეგ­მავს.

- რა­ღა­ცას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვათ. ისე კი, 19 აპ­რილს ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი ქარ­თვე­ლი ერის­თვის ბო­დი­შის მოხ­და იქ­ნე­ბა... იცით, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უტვი­ნო და უგუ­ნუ­რი ნამ­დვი­ლად არ არის, პი­რი­ქით, გა­იძ­ვე­რაა და ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მო­მავ­ლის გან­ჭვრე­ტი­სა და გა­იძ­ვე­რუ­ლი გეგ­მე­ბის და­ლა­გე­ბის უნა­რი აქვს. ზოგი მათ­გა­ნი კი მარ­თლა იმ­დე­ნად ბრიყ­ვია, მარ­თლა სწამს, რომ თა­ვის გუნდთან ერ­თად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხსნე­ლად არის მოვ­ლე­ნი­ლი. არ ვიცი, რო­მე­ლი უფრო სა­ში­შია, მაგ­რამ ჩემ­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მკვდრე­ბი არი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ზი­ზღს იმ­სა­ხუ­რე­ბენ და მათი აქ­ცი­ისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მას­შტა­ბუ­რო­ბის არ მჯე­რა. თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი თუ დარ­ჩა, ვი­საც მათ მი­მართ ოდ­ნა­ვი სიმ­პა­თია აქვს. პი­რა­დად მე მათ ოპო­ზი­ცი­ა­დაც ვერ ვა­ღი­ა­რებ და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩა, ვი­ნა­ი­დან მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ესა თუ ის ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა ცამ­დე აიყ­ვა­ნოს. იმე­დი მაქვს, მალე გა­მოჩ­ნდე­ბა ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ნი­რე­ბას გა­უ­წევს, და­ნარ­ჩენ ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც აქა-იქ შე­მორ­ჩა, არა­ფერს ვი­ტყვი...

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რა­ტომ არ აღი­ა­რებთ ოპო­ზი­ცი­ად?

- იმი­ტომ, რომ რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია - მკვდა­რია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ, სვა­ვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სის­ხლი­თა და ხორ­ცით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, ახლა კი ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, იყე­ფონ... არა მგო­ნია, ვინ­მეს სჯე­რო­დეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა უნ­დათ.

- ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" მოს­კოვ­ში ვი­ზიტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა.

- ეს ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რი სა­კი­თხია. იმი­ტომ კი არა, რომ ვი­ღა­ცას გული არ ვატ­კი­ნო, ეს სა­ერ­თოდ არ მა­ღელ­ვებს, უბ­რა­ლოდ, მარ­თლა ასეა და ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვეთ: მო­დით გულ­წრფე­ლად ვა­ღი­ა­როთ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა 2008 წლის ომი­დან არ და­წყე­ბუ­ლა, უფრო ადრე და­ი­წყო... ისე კი, ის, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის საფ­ლა­ვე­ბი არ­სე­ბობს, ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სა" და მათი უნი­ჭო, ბო­რო­ტე­ბით სავ­სე ლი­დე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ერთი ამ­ბა­ვი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო: ჯერ კი­დევ 2004-05 წლებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" გა­ა­კე­თა თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის ტელე­ხი­დი, სა­დაც ჩემი ოპო­ნენ­ტი იყო სერ­გეი მარ­კო­ვი. ის პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც პუ­ტინ­მა ქარ­თვე­ლე­ბი გა­მო­ყა­რა რუ­სე­თი­დან და ტე­რო­რის­ტე­ბად გა­მოგ­ვა­ცხა­და. იმ სა­ღა­მოს, დიდი ბო­დი­ში ამ სი­ტყვის­თვის, მაგ­რამ მარ­კოვს ყვე­ლა­ფე­რი ამო­ვუტ­რი­ა­ლე, ტელე­ხი­დი იმით დას­რულ­და, რომ მან ბო­დი­შის მოხ­და და­ი­წყო, მისი ბო­დი­ში ვის რაში სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც, პა­ტი­ე­ბას ითხოვ­და ჩვე­ნი ხალ­ხის­გან მისი კაც­თმო­ძუ­ლე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გამო... იმ პე­რი­ოდ­ში უარი ვუ­თხა­რი ცნო­ბილ ვი­ო­ლონ­ჩე­ლისტ დუ­გინს, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის უახ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და მისი მრჩე­ვე­ლი იყო. ის ტო­კი­ო­ში შემ­თხვე­ვით და­ეს­წრო ჩემს კონ­ცერტს და პე­ტერ­ბურ­გის თე­ატ­რში მე­პა­ტი­ჟე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­უ­ა­რე. არა­და, ეს უბ­რა­ლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ იყო. ამის შემ­დეგ დიდი ხნით ადრე და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა კონ­ცერ­ტი გა­ვა­უქ­მე. მათ საყ­ვე­დუ­რიც კი არ დას­ცდე­ნი­ათ, პი­რი­ქით, ბო­დიშს მიხ­დიდ­ნენ. დღემ­დე მახ­სოვს ერთ-ერთი მათ­გა­ნის, ჟურ­ნა­ლისტ ტო­ლიკ სა­ლუ­ნო­ვის მიერ მო­წე­რი­ლი ტექ­სტიც: - "გოგი, და­რა­გოი, ნუ პრას­ტი, ჩტო ია გრაჟ­და­ნინ სტრა­ნი აგ­რეს­ო­რა..."

ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის დროს ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ვა­ლე­რი გერ­გი­ე­ვი. ეს იყო კაცი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­შინ­ლად ილა­პა­რა­კა, შემ­დეგ კი იური ბაშ­მეტ­თან ერ­თად აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ჩა­ვი­და და კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ჩემი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან მისი გვა­რი ამო­ვი­ღე. ეს იყო ის, რისი გა­კე­თე­ბაც შე­მეძ­ლო. რო­დე­საც ჰო­ლან­დი­ა­ში ვგეგ­მავ­დი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას, ჩემი ჰო­ლან­დი­ე­ლი მე­ნე­ჯე­რი მთხოვ­და, იქ­ნებ, გერ­გი­ე­ვის გვა­რის ამო­ღე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ, რად­გან ჰო­ლან­დი­ა­ში ის ძა­ლი­ან დიდი სიმ­პა­თი­ით სარ­გებ­ლობ­სო. არ და­ვუ­ჯე­რე და ამოვ­შა­ლე... შემ­დეგ გა­ვი­და დრო და ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, - და­ვი­ნა­ხე, რომ რუ­სეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ისე­თი­ვე ტან­ჯვა­ში ცხოვ­რობს, რო­გორ­შიც ჩვენ ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში დგას არა­ა­და­მი­ა­ნი პუ­ტი­ნი და მივ­ხვდი, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ მსმე­ნელ­თან გა­ბუტ­ვას აზრი არ აქვს. ამი­ტო­მაც, ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მო­რიგ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, და­მე­ხუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, დავ­თან­ხმდი. ეს არ არის სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა და ის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­სა­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მძე­ვალ­ნი იყ­ვნენ, უნდა შე­მო­ვი­რი­გოთ. ხე­ლო­ვან­მა ხალ­ხმა ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად რა­ღაც ფორ­მა უნდა ვი­პო­ვოთ. ოცი წელი რუ­სეთ­ში ვი­ცხოვ­რე და იქა­ურ მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვერც გავ­წყვეტ­დი. მათ კარ­გად იცი­ან, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რას წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ყვე­ლამ არ იცის. ამი­ტო­მაც, დიახ, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი უნდა ჩა­ვი­დეს რუ­სეთ­ში, ოღონდ პუ­ტი­ნი­სა და მედ­ვე­დე­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე არა! არც სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ უბ­რა­ლო ხალ­ხთან უნდა ჩა­ვი­დეს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და თქვენ მიერ ნახ­სე­ნე­ბი იური ბაშ­მე­ტი, რო­მელ­მაც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­უკ­რა. კონ­ცერ­ტის ბო­ლოს და­უს­ტვი­ნეს, რა­ზეც თქვა, რაც და­ვიმ­სა­ხუ­რე, მი­ვი­ღეო...

- ეს კაცი არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი, მაგ­რამ ნა­ძი­რა­ლა, ლოთი და სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რია, რო­დე­საც მას ოკუ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ეპა­ტი­ჟე­ბი, და­ცინ­ვაა. თა­ვად შე­ვეს­წა­რი, 90-იან წლებ­ში, ქარ­თვე­ლებ­მა ლე­ნი­ნის ძეგლი რომ გად­მო­აგ­დეს, მის­გან 25 მეტრში პუშ­კი­ნის ძეგლიც იდგა, მაგ­რამ მის­თვის არა­ვის უხ­ლია ხელი, იმი­ტომ, რომ მათ შო­რის ქარ­თვე­ლი ერი გან­სხვა­ვე­ბას ხე­დავს. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­თვის ვართ სას­ტი­კი მტრე­ბი, თო­რემ სხვე­ბის მი­მართ ზედ­მე­ტად კარ­გე­ბი ვართ... მუდ­მი­ვად გვეს­მის, რომ კულ­ტუ­რა პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არ უნდა იყოს, მაგ­რამ ბაშ­მე­ტი თა­ვად გას­ცდა კულ­ტუ­რას და სის­ხლი­ა­ნი პუ­ტი­ნის აპო­ლო­გე­ტი გახ­და. დიახ, "ერი­სი­ო­ნის" მიერ მოს­კოვ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ცერ­ტში მი­უ­ღე­ბე­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არ მეს­მის იმ ხალ­ხის, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ ბაშ­მეტს უს­მენ­და. ის მიკ­ვირ­და, თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვილ­თან რომ მი­ცუნ­ცულ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ხალ­ხი ბაშ­მე­ტის კონ­ცერტს და­ეს­წრო... არ ვიცი, ვინ ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბაშ­მე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზღვრის ცალ­მხრი­ვად გახ­სნის შე­სა­ხებ და მა­საც სინ­დის­მა არ შე­უ­შა­ლა ხელი, აქ ჩა­მო­სუ­ლი­ყო. ისე კი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ოკუ­პა­ცი­ის დროს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თერ­თო­ბე­ბი წყდე­ბა და სა­ზღვრე­ბიც ჩა­კე­ტი­ლია. სა­ა­კაშ­ვილ­მა კი "უჩ­ვე­უ­ლო" პრო­ტეს­ტი გა­მო­უ­ცხა­და რუ­სეთს, ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი მათ გა­დას­ცა, სა­ზღვა­რი ცალ­მხრი­ვად გა­უხ­სნა და ბიზ­ნე­სით მისი გუნ­დის წევ­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ. რო­დე­საც მე რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტებ­ზე უარი ვთქვი, ეს თით­ქოს დრო­ში და­ემ­თხვა იმას, რა­საც ისი­ნი "ქა­და­გებ­დნენ", მაგ­რამ ეს ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რაც ბევ­რმა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნა, არა­და, ისღა მაკ­ლდა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" კოჭი მე­გო­რე­ბი­ნა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, ურ­თი­ერ­თო­ბის და­სათ­ბო­ბად ხე­ლო­ვა­ნებ­მა გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგა­თო.

- თუკი სწო­რად ვი­მოქ­მე­დებთ, იმ შე­დეგს მი­ვი­ღებთ, რო­მელ­საც ვე­ლო­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ თა­ვის აზრს გა­მო­ხა­ტავ­დეს, შე­საძ­ლოა, ეს ვი­ღა­ცი­სას და­ემ­თხვეს, მაგ­რამ მას ამის­თვის არ­გუ­მენ­ტე­ბი უნდა ჰქონ­დეს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გოგი ჭიჭინაძე: "გონივრული იქნება, თუ 19 აპრილს "ნაციონალები" ბოდიშს მოიხდიან"

გოგი ჭიჭინაძე: "გონივრული იქნება, თუ 19 აპრილს "ნაციონალები" ბოდიშს მოიხდიან"

"ბოლო დროს პირადად ჩემთვის არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, სიმშვიდე მეწვია... დავმშვიდდი და ვგრძნობ, რომ საზოგადოებაც თანდათან დაწყნარდა, რაც ძალიან მახარებს", - ამბობს მუსიკოსი გოგი ჭიჭინაძე და იმედოვნებს, რომ ხელოვანები თავიანთ ადგილს დაიბრუნებენ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

-  ბოლოდროინდელ მოვლენებს ვუყურებ და რაღაცნაირად იმედი მომეცა, მათ შორის საკუთარი თავის იმედიც, და ეს ძალიან მახარებს. ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აღშფოთებული ვიყავი, ხან სად ვყეფდი და ხან სად. ტელევიზიებს ვგულისხმობ. ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებდი, რათა საკუთარი სინდისის წინაშე სუფთა და მართალი ვყოფილიყავი, თუმცა იმის დიდი იმედიც არ მქონდა, რომ რამე შეიცვლებოდა, რადგან ტოტალურ ბოროტებას ჰქონდა ყველაფერი წალეკილი. ზოგჯერ რომ დავფიქრდებოდი, მეშინოდა ამ ყველაფრის, მეშინოდა იმ ბოროტების, რომელიც ხელმძღვანელობისა და მათი ქმედებებით დათრგუნვილი ადამიანებისგან მოდიოდა. ხშირად ჩემთვის ვფიქრობდი, როდემდე და როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი-მეთქი. ჩემი ხალხი მეცოდებოდა, ისინი, ვისაც არაფრის შეცვლა არ შეეძლო და ისინიც, ვინც მიიჩნევდა, რომ არაფერი იყო შესაცვლელი და ყველაფერი ასე უნდა დარჩენილიყო. ამის გამო უმწეობის განცდა მტანჯავდა... არც ახლა ვარ გადასარევ მდგომარეობაში, რადგან უფრო მეტ რამეს ვიგებთ, რაც მაშინ ხდებოდა. იმ წლებში რაღაცები ვიცოდით, რაღაცებს კი, უბრალოდ, ინტუიციურად ვგრძნობდით. ჩემი ახლობლებისა და ნაცნობებისგან მესმოდა, რა ხდებოდა ციხეებში და არა მარტო იქ, ყველგან. ვხედავდი, როგორ ურეცხავდნენ ტვინს ახალგაზრდებს. ყმაწვილებს კომუნისტებივით იდეოლოგიურად ამუშავებდნენ და ეს ყველაფერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაგდებდა. მათ, ვინც ჩემი, ზოგადად, უბრალო ადამიანების სამსახურში უნდა ყოფილიყო და ქვეყანა უნდა დაელაგებინა, ვეზიზღებოდით და ამას ყოველწამიერად ვგრძნობდით. ეს მდაბიოებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მათ იმის პრეტენზიაც ჰქონდათ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ერის აზროვნება და ფსიქოლოგია შეეცვალათ. გენეტიკური კოდის შეცვლა მოინდომეს და ამას რომ ვერ აღწევდნენ, აგრესია უორმაგდებოდათ.

-  ეს თქვენს თავზე გამოსცადეთ?

-  პირადად მე ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ აგდებული დამოკიდებულება და სარკაზმი ყველას მიმართ იგრძნობოდა და მე რატომ უნდა დავენდე... ყოველ ნაბიჯზე გვატყუებდნენ და დაგვცინოდნენ, თან არც კი აინტერესებდათ, მათ ტყუილს ვინმე იჯერებდა თუ არა... განსაკუთრებული აგრესია იყო მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, რასაც პირადად ხშირად ვგრძნობდი. ჩემი თავი გმირი ნამდვილად არ მგონია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი ამბიციური ვიყო, მით უმეტეს, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზოგი მოკლეს კიდეც, რამდენჯერმე ვიგრძენი ჩემი მისამართით ნასროლი რეპლიკები, მაგრამ ისინი ისეთი საცოდავები არიან, რომ ამის გახსენებაც კი არ მინდა.

-  მათი რიტორიკა ახსენეთ, ეს დღესაც გრძელდება...

-  დიახ, თავიდან ძალიან შეშინებული იყვნენ და თაგვებივით აქეთ-იქით გაცვივდნენ, მაგრამ მერე ისევ ჩამოცუნცულდნენ და დაიწყეს ტყუილების ფრქვევა. ეს მას შემდეგ გააკეთეს, როცა იგრძნეს, რომ მათ ისე არ მოექცევიან, როგორც თავად ექცეოდნენ სხვებს, მაშინვე ჯანზე მოვიდნენ და აწიკვინდნენ. ჩვეულ უტიფარ რიტორიკას დაუბრუნდნენ. არადა, ყველამ იცის, თავად როგორ ექცეოდნენ დამნაშავეებს და უდანაშაულო პატიმრებს, მათ ცოლ-შვილს ემუქრებოდნენ.

-  19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ აქციას გეგმავს.

-  რაღაცას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ. ისე კი, 19 აპრილს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება და გონივრული ნაბიჯი ქართველი ერისთვის ბოდიშის მოხდა იქნება... იცით, ზოგიერთი მათგანი უტვინო და უგუნური ნამდვილად არ არის, პირიქით, გაიძვერაა და ამ კატეგორიის ადამიანისთვის დამახასიათებელი მომავლის განჭვრეტისა და გაიძვერული გეგმების დალაგების უნარი აქვს. ზოგი მათგანი კი მართლა იმდენად ბრიყვია, მართლა სწამს, რომ თავის გუნდთან ერთად ქართველი ხალხის მხსნელად არის მოვლენილი. არ ვიცი, რომელი უფრო საშიშია, მაგრამ ჩემთვის "ნაციონალები" მკვდრები არიან, მოსახლეობის უდიდეს ზიზღს იმსახურებენ და მათი აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მასშტაბურობის არ მჯერა. თითზე ჩამოსათვლელი თუ დარჩა, ვისაც მათ მიმართ ოდნავი სიმპათია აქვს. პირადად მე მათ ოპოზიციადაც ვერ ვაღიარებ და ძალიან განვიცდი, რომ ეს ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე დარჩა, ვინაიდან მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ესა თუ ის ოპოზიციური ძალა ცამდე აიყვანოს. იმედი მაქვს, მალე გამოჩნდება ახალგაზრდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს, დანარჩენ ვითომ ოპოზიციაზე, რომელიც აქა-იქ შემორჩა, არაფერს ვიტყვი...

-  "ნაციონალურ მოძრაობას" რატომ არ აღიარებთ ოპოზიციად?

-  იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია - მკვდარია. ეს ადამიანები, უბრალოდ, სვავები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის სისხლითა და ხორცით იკვებებოდნენ, ახლა კი ისღა დარჩენიათ, იყეფონ... არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ "ნაციონალებს" ქვეყნის კეთილდღეობა უნდათ.

-  ანსამბლ "ერისიონის" მოსკოვში ვიზიტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

-  ეს ძალიან დელიკატური საკითხია. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას გული არ ვატკინო, ეს საერთოდ არ მაღელვებს, უბრალოდ, მართლა ასეა და ამ კითხვაზე პასუხს ქრონოლოგიურად მივყვეთ: მოდით გულწრფელად ვაღიაროთ, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება 2008 წლის ომიდან არ დაწყებულა, უფრო ადრე დაიწყო... ისე კი, ის, რომ აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი ბიჭების საფლავები არსებობს, ეს "ნაციონალებისა" და მათი უნიჭო, ბოროტებით სავსე ლიდერის დამსახურებაა.

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ჯერ კიდევ 2004-05 წლებში ტელეკომპანია "იმედმა" გააკეთა თბილისი-მოსკოვის ტელეხიდი, სადაც ჩემი ოპონენტი იყო სერგეი მარკოვი. ის პერიოდი იყო, როდესაც პუტინმა ქართველები გამოყარა რუსეთიდან და ტერორისტებად გამოგვაცხადა. იმ საღამოს, დიდი ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ მარკოვს ყველაფერი ამოვუტრიალე, ტელეხიდი იმით დასრულდა, რომ მან ბოდიშის მოხდა დაიწყო, მისი ბოდიში ვის რაში სჭირდებოდა, მაგრამ მაინც, პატიებას ითხოვდა ჩვენი ხალხისგან მისი კაცთმოძულე ხელმძღვანელობის გამო... იმ პერიოდში უარი ვუთხარი ცნობილ ვიოლონჩელისტ დუგინს, რომელიც პუტინის უახლესი მეგობარი და მისი მრჩეველი იყო. ის ტოკიოში შემთხვევით დაესწრო ჩემს კონცერტს და პეტერბურგის თეატრში მეპატიჟებოდა, მაგრამ მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვიუარე. არადა, ეს უბრალო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ იყო. ამის შემდეგ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ყველა კონცერტი გავაუქმე. მათ საყვედურიც კი არ დასცდენიათ, პირიქით, ბოდიშს მიხდიდნენ. დღემდე მახსოვს ერთ-ერთი მათგანის, ჟურნალისტ ტოლიკ სალუნოვის მიერ მოწერილი ტექსტიც: - "გოგი, დარაგოი, ნუ პრასტი, ჩტო ია გრაჟდანინ სტრანი აგრესორა..."

ასპირანტურაში სწავლის დროს ჩემი ხელმძღვანელი იყო ვალერი გერგიევი. ეს იყო კაცი, რომელმაც საქართველოზე საშინლად ილაპარაკა, შემდეგ კი იური ბაშმეტთან ერთად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა და კონცერტი გამართა. ამ ფაქტის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, ჩემი პირადი მონაცემებიდან მისი გვარი ამოვიღე. ეს იყო ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. როდესაც ჰოლანდიაში ვგეგმავდი კონცერტის გამართვას, ჩემი ჰოლანდიელი მენეჯერი მთხოვდა, იქნებ, გერგიევის გვარის ამოღებისგან თავი შეიკავოთ, რადგან ჰოლანდიაში ის ძალიან დიდი სიმპათიით სარგებლობსო. არ დავუჯერე და ამოვშალე... შემდეგ გავიდა დრო და ბევრი რამ შეიცვალა, - დავინახე, რომ რუსეთში მოსახლეობა ისეთივე ტანჯვაში ცხოვრობს, როგორშიც ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რადგან ხელისუფლების სათავეში დგას არაადამიანი პუტინი და მივხვდი, რომ ჩვეულებრივ მსმენელთან გაბუტვას აზრი არ აქვს. ამიტომაც, ამ რამდენიმე დღის წინ, მორიგ შემოთავაზებაზე, დამეხურა საერთაშორისო ფესტივალი, დავთანხმდი. ეს არ არის სამთავრობო ღონისძიება და ის გაუბედურებული ხალხი, რომლებიც ჩვენსავით ხელისუფლების მძევალნი იყვნენ, უნდა შემოვირიგოთ. ხელოვანმა ხალხმა ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობის გასაგრძელებლად რაღაც ფორმა უნდა ვიპოვოთ. ოცი წელი რუსეთში ვიცხოვრე და იქაურ მეგობრებთან ურთიერთობას ვერც გავწყვეტდი. მათ კარგად იციან, ქართველი საზოგადოება რას წარმოადგენს, მაგრამ ყველამ არ იცის. ამიტომაც, დიახ, ქართველი მომღერალი უნდა ჩავიდეს რუსეთში, ოღონდ პუტინისა და მედვედევის დაბადების დღეზე არა! არც სამთავრობო ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ უბრალო ხალხთან უნდა ჩავიდეს.

-  საქართველოში ჩამოვიდა თქვენ მიერ ნახსენები იური ბაშმეტი, რომელმაც კონსერვატორიაში დაუკრა. კონცერტის ბოლოს დაუსტვინეს, რაზეც თქვა, რაც დავიმსახურე, მივიღეო...

-  ეს კაცი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი, მაგრამ ნაძირალა, ლოთი და საქართველოს მტერია, როდესაც მას ოკუპირებულ ქვეყანაში კონცერტის ჩასატარებლად ეპატიჟები, დაცინვაა. თავად შევესწარი, 90-იან წლებში, ქართველებმა ლენინის ძეგლი რომ გადმოაგდეს, მისგან 25 მეტრში პუშკინის ძეგლიც იდგა, მაგრამ მისთვის არავის უხლია ხელი, იმიტომ, რომ მათ შორის ქართველი ერი განსხვავებას ხედავს. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ სასტიკი მტრები, თორემ სხვების მიმართ ზედმეტად კარგები ვართ... მუდმივად გვესმის, რომ კულტურა პოლიტიზებული არ უნდა იყოს, მაგრამ ბაშმეტი თავად გასცდა კულტურას და სისხლიანი პუტინის აპოლოგეტი გახდა. დიახ, "ერისიონის" მიერ მოსკოვში ჩატარებულ კონცერტში მიუღებელი არაფერი ყოფილა, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, ვინც საქართველოში ჩამოსულ ბაშმეტს უსმენდა. ის მიკვირდა, თბილისში ჩამოსული ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილთან რომ მიცუნცულდა მიხეილ სააკაშვილი და ხალხი ბაშმეტის კონცერტს დაესწრო... არ ვიცი, ვინ ჩამოიყვანა ბაშმეტი საქართველოში. წინა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვრის ცალმხრივად გახსნის შესახებ და მასაც სინდისმა არ შეუშალა ხელი, აქ ჩამოსულიყო. ისე კი, რამდენადაც ვიცი, ოკუპაციის დროს დიპლომატიური ურთერთობები წყდება და საზღვრებიც ჩაკეტილია. სააკაშვილმა კი "უჩვეულო" პროტესტი გამოუცხადა რუსეთს, ყველა სტრატეგიული ობიექტი მათ გადასცა, საზღვარი ცალმხრივად გაუხსნა და ბიზნესით მისი გუნდის წევრები სარგებლობდნენ. როდესაც მე რუსეთში კონცერტებზე უარი ვთქვი, ეს თითქოს დროში დაემთხვა იმას, რასაც ისინი "ქადაგებდნენ", მაგრამ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც ბევრმა სათავისოდ გამოიყენა, არადა, ისღა მაკლდა, "ნაციონალებისთვის" კოჭი მეგორებინა.

-  თქვენ აღნიშნეთ, ურთიერთობის დასათბობად ხელოვანებმა გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათო.

-  თუკი სწორად ვიმოქმედებთ, იმ შედეგს მივიღებთ, რომელსაც ველოდებით. შეიძლება, ხელოვანი მხოლოდ თავის აზრს გამოხატავდეს, შესაძლოა, ეს ვიღაცისას დაემთხვეს, მაგრამ მას ამისთვის არგუმენტები უნდა ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

საცობი "თბილისი მოლთან" დილის 7:00 საათიდან - რა ხდება მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს

"არავინ არ იცის, სად არის დოდო მამიდა..." - ია ფარულავას თქმით, კოვიდით გარდაცვლილი მამიდის აშშ-დან საქართველოში ჩამოსვენება ვერ მოხერხდა

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" - საპატრიარქო