რუსეთის 20-მდე საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში მოულოდნელად დაწყებული საბრძოლო მომზადების ფარგლებში ჩატარებული წვრთნების შემდეგ, სევასტოპოლის მთავარ ბაზაზე დაბრუნდა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. ამავე უწყების ინფორმაციით, სამხედროებმა საბრძოლო ამოცანებს პროფესიონალურად გაართვეს თავი.
პრაქტიკულ მოქმედებებში მონაწილეობდა დაახლოებით 7 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე, 250-მდე ჯავშანმანქანა, 20-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 30-მდე სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ხომალდი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ხვალამდე ყველა საბრძოლო ხომალდი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდება.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული წვრთნების გამო შეშფოთება გამოთქვა.
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.