პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპარკის" მფლობელს შვილისთვის ნაჩუქარ მანქანას სააღსრულებლო დააბრუნებინებს?
"ევროპარკის" მფლობელს შვილისთვის ნაჩუქარ მანქანას სააღსრულებლო დააბრუნებინებს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ბევ­რმა ბიზ­ნეს­მენ­მა ამო­ი­ღო ხმა და ჰყვე­ბა, რო­გორ არ­თმევ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფულს. ერთ-ერთი ასე­თი "მსხვერ­პლი", "ევ­რო­პარ­კის" მფლო­ბე­ლი აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე ფეფე გახ­ლავთ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ადე­იშ­ვი­ლი მას იბა­რებ­და და ანაკ­ლი­ა­ში "ევ­რო­პარ­კის" აშე­ნე­ბას აი­ძუ­ლებ­და, ხოლო მას შემ­დეგ, რაც თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით აა­შე­ნა, მთავ­რო­ბამ "ევ­რო­პარ­კი" ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და თე­ლავ­ში ზე­წო­ლით აა­შე­ნე­ბი­ნა. სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ზაზა გო­რო­ზი­ა­საც ახ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მას­თან წა­სუ­ლი მთავ­რო­ბის სურ­ვი­ლებს ახ­მო­ვა­ნებ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თბი­ლი­სის გარ­და, სხვა ქა­ლაქ­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის სიმ­ცი­რის გამო აკ­ვა­პარ­კებს მო­გე­ბა არ მო­აქვთ.

აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე იქ ეწე­ო­და ბიზ­ნესს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ის პო­ლი­ცი­ის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის სას­ჯელ­საც იხ­დი­და და 50 ათა­სი ლა­რიც გა­და­ი­ხა­და გი­რა­ოს სა­ხით.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფე­ფემ გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს, სა­ლო­მეს, თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნის" დიდ დარ­ბაზ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­უ­ხა­და. "სა­ლო­მე 20 წლის გახ­და და მა­მა­მის­მა გა­და­წყვი­ტა, მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. და­ბა­დე­ბის დღე­ზე ცო­ცხა­ლი ბენ­დი უკ­რავ­და, მა­გი­დე­ბი "სვა­როვ­სკის" თვლე­ბით გა­ა­ფორ­მეს და ძვირ­ფა­სი საჭ­მელ-სას­მე­ლი იყო", - გვიყ­ვე­ბა სა­ლო­მეს ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი - "სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­ფემ ყვე­ლა სტუ­მა­რი გა­რეთ გაგ­ვი­პა­ტი­ჟა და სა­ლო­მეს უზარ­მა­ზარ ბაფ­თებ­ში გახ­ვე­უ­ლი ჯიპი უსახ­სოვ­რა. მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი შვილს ულა­მა­ზე­სი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის ფონ­ზე გა­დას­ცა. მა­მამ და­ახ­ლო­ე­ბით 50-ათას დო­ლა­რი­ა­ნი "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს" ახალ­თა­ხა­ლი, ვერ­ცხლის­ფე­რი ჯიპი აჩუ­ქა," - გვიყ­ვე­ბა და­ბა­დე­ბის დღის დამ­სწრე ერთ-ერთი სტუ­მა­რი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფე­ფეს შვი­ლის­თვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის ფული დღემ­დე არ გა­და­უხ­დია. კომ­პა­ნი­ას კი, რო­მელ­საც მან­ქა­ნა ეკუთ­ვნის, ფული დღემ­დე არ მი­უ­ღია. ბევ­რი მცდე­ლო­ბი­სა და ხვეწ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ფეფე მან­ქა­ნის ფულს არ იხ­დის, "არ მაქვს, მა­ცა­ლე, წინა მთავ­რო­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი და­მა­ხარ­ჯვი­ნა და აღარ დამ­რჩა", - ეუბ­ნე­ბა იმ ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ი­ჭი­რა და 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და ერთი ქარ­ხა­ნა წა­არ­თვა.

რო­გორ დას­რულ­დე­ბა წინა მთავ­რო­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ორი ბიზ­ნეს­მე­ნის ამ­ბა­ვი, ახლო მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენტ დი­მიტ­რი კორ­თხონ­ჯი­ას კი სა­აღ­სრუ­ლებ­ლო ბი­უ­როს იმე­დი აქვს, "ევ­რო­პარ­კის" მფლო­ბელს კი - ზა­ფხუ­ლის. რო­გორც ამ­ბო­ბენ სე­ზო­ნუ­რად აკ­ვა­პარკს დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სი კაცი სტუმ­რობს.

გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ევროპარკის" მფლობელს შვილისთვის ნაჩუქარ მანქანას სააღსრულებლო დააბრუნებინებს?

"ევროპარკის" მფლობელს შვილისთვის ნაჩუქარ მანქანას სააღსრულებლო დააბრუნებინებს?

საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ ბევრმა ბიზნესმენმა ამოიღო ხმა და ჰყვება, როგორ ართმევდა წინა ხელისუფლება ფულს. ერთ-ერთი ასეთი "მსხვერპლი", "ევროპარკის" მფლობელი აკაკი სულხანიშვილი, იგივე ფეფე გახლავთ.

მისი განცხადებით, ადეიშვილი მას იბარებდა და ანაკლიაში "ევროპარკის" აშენებას აიძულებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისში საკუთარი სურვილით ააშენა, მთავრობამ "ევროპარკი" ბათუმში, ქუთაისსა და თელავში ზეწოლით ააშენებინა. სხვადასხვა ინტერვიუში ის ზაზა გოროზიასაც ახსენებს, რომელიც მასთან წასული მთავრობის სურვილებს ახმოვანებდა. როგორც ამბობენ, თბილისის გარდა, სხვა ქალაქში დამსვენებლების სიმცირის გამო აკვაპარკებს მოგება არ მოაქვთ.

აკაკი სულხანიშვილი რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოსვლამდე იქ ეწეოდა ბიზნესს. რამდენიმე წლის წინ ის პოლიციის შეურაცხყოფისთვის სასჯელსაც იხდიდა და 50 ათასი ლარიც გადაიხადა გირაოს სახით.

როგორც ამბობენ, ფეფემ გასული წლის შემოდგომაზე ერთადერთ ქალიშვილს, სალომეს, თბილისში სასტუმრო "რედისონის" დიდ დარბაზში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. "სალომე 20 წლის გახდა და მამამისმა გადაწყვიტა, მისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა. დაბადების დღეზე ცოცხალი ბენდი უკრავდა, მაგიდები "სვაროვსკის" თვლებით გააფორმეს და ძვირფასი საჭმელ-სასმელი იყო", - გვიყვება სალომეს ერთ-ერთი მეგობარი - "საღამოს განმავლობაში ფეფემ ყველა სტუმარი გარეთ გაგვიპატიჟა და სალომეს უზარმაზარ ბაფთებში გახვეული ჯიპი უსახსოვრა. მანქანის გასაღები შვილს ულამაზესი ფეიერვერკების ფონზე გადასცა. მამამ დაახლოებით 50-ათას დოლარიანი "ტოიოტა პრადოს" ახალთახალი, ვერცხლისფერი ჯიპი აჩუქა," - გვიყვება დაბადების დღის დამსწრე ერთ-ერთი სტუმარი.

როგორც ამბობენ, ფეფეს შვილისთვის დაბადების დღეზე გაკეთებული საჩუქრის ფული დღემდე არ გადაუხდია. კომპანიას კი, რომელსაც მანქანა ეკუთვნის, ფული დღემდე არ მიუღია. ბევრი მცდელობისა და ხვეწნის მიუხედავად, ფეფე მანქანის ფულს არ იხდის, "არ მაქვს, მაცალე, წინა მთავრობამ ძალიან ბევრი დამახარჯვინა და აღარ დამრჩა", - ეუბნება იმ ბიზნესმენს, რომელიც, როგორც ამბობენ, მერაბიშვილმა დაიჭირა და 6 მილიონი დოლარი და ერთი ქარხანა წაართვა.

როგორ დასრულდება წინა მთავრობისგან დაზარალებული ორი ბიზნესმენის ამბავი, ახლო მომავალში გაირკვევა. ავტომობილების კომპანიის პრეზიდენტ დიმიტრი კორთხონჯიას კი სააღსრულებლო ბიუროს იმედი აქვს, "ევროპარკის" მფლობელს კი - ზაფხულის. როგორც ამბობენ სეზონურად აკვაპარკს დღეში დაახლოებით ათასი კაცი სტუმრობს.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ