საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"
ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"

ნუნუ გა­ბუ­ნი­ას სიმ­ღე­რებს დღეს ბევ­რი მღე­რის. ის თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეა. ცოტა ხნის წინ ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს. წლე­ბის წინ, როცა მო­მა­ვა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და არა­ვინ იცო­და, რა მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბო­და, სა­დე­დამ­თი­ლოს მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მოს­წონ­და, რად­გან ღა­რი­ბი იყო.

რო­დის შე­ას­რუ­ლეს პირ­ვე­ლად მისი სიმ­ღე­რა

- ოჯა­ხუ­რი სუ­რა­თი ნო­რი­ოს ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტერ­ში გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. დე­დას ლუბა ერ­ქვა, გვა­რად დი­ა­სა­მი­ძე გახ­ლდათ. ლუბა ბა­ბუ­ა­ჩემ­მა რა­ტომ და­არ­ქვა, ვერ ვხვდე­ბი. ალ­ბათ ვინ­მე რუსი ლუბა მოს­წონ­და. დედა იმე­რე­ლი დი­ა­სა­მი­ძეა, მამა - აჭა­რა­ში, ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და. ერ­თმა­ნეთს თბი­ლის­ში შეხ­ვდნენ. დედა სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­და.

- მა­მას რა პრო­ფე­სია ჰქონ­და?

- მამა ჯერ ლე­ნინ­გრად­ში სწავ­ლობ­და გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. მერე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. მამა პირ­ველ კურ­სზე იყო, დედა რომ გა­იც­ნო. ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და იქორ­წი­ნეს. მამა ძა­ლი­ან ადრე, 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "პროფ­კავ­ში­რის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო. პი­ო­ნერ­თა ბა­ნა­კებ­ში ჩვენ­თვის ერთი ოთა­ხი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. ნო­რი­ო­ში ვის­ვე­ნებ­დით მე, დედა და ჩემი ძმა. ერთ სა­ღა­მოს დე­დამ ცაზე ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ­სკვლა­ვი და­ი­ნა­ხა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვარ­სკვლა­ვი ცას მოს­წყდა. შემ­დეგ ერ­თმა მო­ნა­ზონ­მა უთხრა, მალე სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს გა­ი­გებ, მაგ­რამ სი­ხა­რულს ნაღ­ვე­ლი შეც­ვლი­სო. მარ­თლაც, შა­ბათს მამა ჩა­მო­ვი­და და გვი­თხრა, რომ ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თით 5000 მა­ნე­თი მო­ვი­გეთ. იმ პე­რი­ოდ­ში ეს საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა იყო. ის თან­ხა მა­მას მკურ­ნა­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა. სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს.

- სად იზ­რდე­ბო­დით?

- თბი­ლის­ში. ოპე­რის გვერ­დით ვცხოვ­რობ­დით. ფოტო სა­მა­მუ­ლო ომის დროს მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. დიდი წი­თე­ლი ბაფ­თა მი­კე­თია. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 წლის ვიქ­ნე­ბო­დი.

- სკო­ლის პე­რი­ო­დი რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად პი­ო­ნე­რუ­ლი სიმ­ღე­რა დავ­წე­რე. სკო­ლა­ში გუნ­დის მას­წავ­ლე­ბელ­მა რომ მო­ის­მი­ნა ჩემი სიმ­ღე­რა, მთელ გუნდს ას­წავ­ლა. მერე სკო­ლა­ში ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ, კომ­პო­ზი­ტო­რი­აო. თავი მარ­თლა კომ­პო­ზი­ტო­რი მე­გო­ნა, რად­გან ჩემს სიმ­ღე­რას მღე­როდ­ნენ და ვიპ­რან­ჭე­ბო­დი. კლა­სე­ლებ­თან ერ­თად სუ­რა­თი მე­სა­მე კლას­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­შინ ტა­ნად დიდი ვი­ყა­ვი. ფო­ტო­ზე ბოლო რიგ­ში ვდგა­ვარ და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ვარ, რო­გორც ხე­დავთ.

- რო­გორც ვიცი, სკო­ლის მოს­წავ­ლე იყა­ვით, რომ გა­თხოვ­დით.

- აპ­რილ­ში გავ­თხოვ­დი და ივ­ნის­ში სკო­ლა და­ვამ­თავ­რე.

რა­ტომ ვერ ხე­დავს ვე­რას­დროს ლე­ი­ლა აბა­ში­ძეს

- მე­უღ­ლეს­თან, გოჩა აბა­ში­ძეს­თან ერ­თად

ფოტო სად გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი?

- მუშ­ტა­ი­დის ბაღ­ში. მა­შინ იღებ­დნენ ფილ­მს "ჩვე­ნი ეზო". გოჩა ფილმში ისეთ ბიჭს თა­მა­შობს, სხვა­დას­ხვა გოგო რომ მოს­წონს. ფილმში მის ოთახს რომ აჩ­ვე­ნე­ბენ, კე­დელ­ზე სხვა­დას­ხვა გო­გოს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია და მათ შო­რის ეს და ჩვე­ნი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფოტო ჩანს. ამ დროს ჩვენ უკვე ცოლ-ქმა­რი ვი­ყა­ვით.

- მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან იშვი­­ათად თხოვ­დე­ბოდ­ნენ.

- გო­ჩა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. ის მხო­ლოდ ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. მის გარ­და სულ მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი მყავ­და. გოჩა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი გა­ვი­ცა­ნი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე ცო­ცხა­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და და მე ამ თე­ატ­რის მუდ­მი­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი პი­რა­დად არას­დროს გა­მიც­ნია. და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ სახ­ლში გა­მოგ­ვა­ცი­ლეს. მე­ო­რე დღეს გოჩა სახ­ლში მოგ­ვად­გა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გუ­შინ გა­ვი­ცა­ნი და დღეს სახ­ლში რო­გორ მო­ვი­და-მეთ­ქი. დედა ამ ამ­ბის გამო აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ გოჩა ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რი და უშუ­ა­ლო იყო. ჩემ­თან რომ მო­დი­ო­და, მთელ მე­ზობ­ლებს მო­ი­კი­თხავ­და. ასე შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი. გო­ჩამ წა­მიყ­ვა­ნა პირ­ვე­ლად ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან სტუმ­რად. ნანი მა­შინ გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. პა­წა­წი­ნა ოთა­ხი ჰქონ­და, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. იქ ვნა­ხე თა­მაზ ტო­გო­ნი­ძე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ვი­ცო­დი, რომ მას უკვე იღებ­დნენ "ცის­კა­რა­ში". გოჩა ჩემ­თვის მე­გო­ბა­რი იყო და ვუ­თხა­რი კი­დეც, რომ თა­მა­ზი მო­მე­წო­ნა. გა­და­ი­რია. სა­ვა­რა­უ­დოდ, მიხ­ვდა, რომ თა­მაზ­საც მო­ვე­წო­ნე და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. გოჩა ძა­ლი­ან უბე­დუ­რი ბიჭი იყო. მამა გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და. რო­გორც იქნა, ავად­მყო­ფო­ბის გამო გა­მო­უშ­ვეს. სახ­ლში კი ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდა. მე­გო­ბარს, რო­მელ­საც თა­ვი­სი ოჯა­ხი ჩა­ა­ბა­რა, ჩემს დე­დამ­თილ­თან რო­მა­ნი ჰქონ­და. ჩემი დე­დამ­თი­ლი იმ კაც­თან იყო წა­სუ­ლი. ეს ამ­ბა­ვი გო­ჩას მა­მამ ცოლს შვი­ლე­ბის გუ­ლის­თვის აპა­ტია (გო­ჩას ძმა ჰყავს, რო­მე­ლიც ახ­ლაც ცო­ცხა­ლია), მაგ­რამ ჩემი დე­დამ­თი­ლი არ და­უბ­რუნ­და. გო­ჩას მამა მალე გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა და მის­მა მე­ო­რე ქმარ­მა მხო­ლოდ გო­ჩას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მო­ა­წე­რეს ხელი. გო­ჩას ძმა უფრო ურ­თი­ერ­თობ­და მა­მი­ნაც­ვალ­თან. გო­ჩას მე­გობ­რე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, შენი მა­მის მკვლელს რო­გორ უშ­ვებ სახ­ლშიო. გო­ჩას დედა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ის მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, მაგ­რამ მა­მი­ნაც­ვა­ლი ვერ მი­ი­ღო.

- შემ­დე­გი ფო­ტო სად გაქვთ გადა­ღე­ბუ­ლი? თქვენ აქ უკ­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი გყავთ.

- მა­ნა­ნა აქ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა. ფოტო "მაია წყნე­თე­ლის" გა­და­ღე­ბე­ბის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­ნა­ნამ ფეხი სწო­რედ ამ გა­და­ღე­ბებ­ზე გორ­ში აიდ­გა.

- თით­ქოს თქვე­ნსა და გო­ჩას შო­რის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ გო­ჩას თქვე­ნი მე­გო­ბა­რი შე­უყ­ვარ­და. ლე­ი­ლა აბა­ში­ძე...

- ლე­ი­ლა და გოჩა მარ­ტო მოგ­ვა­რე­ე­ბი არ ყო­ფი­ლან. დე­დის და მა­მის მხრი­დან ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ. ლე­ი­ლას­თან მარ­თლა ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი. ჩემს თავს ყვე­ლას აც­ნობ­და, რო­გორც რძალს. ჩემი მული იყო და მი­ხა­რო­და, რომ "ჭრი­ჭი­ნა" ჩემი ასე­თი ახ­ლო­ბე­ლი იყო. მერე სულ ვამ­ბობ­დი, კა­ცებ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ცო­ლებს ღა­ლა­ტო­ბენ და გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ლე­ი­ლამ მე რო­გორ მი­ღა­ლა­ტა-მეთ­ქი.

- რო­გორც ვიცი, დე­დამ­თი­ლი მათ ემ­ხრო­ბო­და.

- დე­დამ­თილს ვერც გა­ვამ­ტყუ­ნებ. მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მამა არ მყავ­და. დე­დას ჩემ­თვის ბევ­რი, არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­ეძ­ლო. დე­დამ­თილ­მა რომ გა­ი­გო, გო­ჩას ვი­ღაც მოს­წონ­და და მნა­ხა, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მო­ვე­წო­ნე. მა­მა­ჩე­მის ავად­მყო­ფო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი დას­ჭირ­და. სახ­ლში აღა­რა­ფე­რი აღარ გვქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ალ­ბათ ფიქ­რობ­და, რად მინ­და ეს ღა­რი­ბი გოგო, რო­დე­საც სა­დღაც ვარ ნა­ქი­რა­ვებ­ში იმ კაც­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი რაში მჭირ­დე­ბაო. ჩემი ნიჭი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­და. თან მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ან ვიქ­ნე­ბო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ან - არა. ცხა­დია, რძლად არ მო­ვე­წო­ნე. იქვე მის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და ექი­მი, რო­მე­ლიც შეძ­ლე­ბუ­ლი იყო და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გო­ჩა­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- ე.ი. დე­დამ­თილ­მა თა­ვი­დან­ვე ცუდი თვა­ლით შე­მოგ­ხე­დათ.

- რა თქმა უნდა, ასე იქ­ნე­ბო­და. ლე­ი­ლა კი უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხო­ბი იყო. მერე რა, თუ ის გო­ჩა­ზე თერ­თმე­ტი წლით უფ­რო­სი იყო. მერე რა, რომ ისი­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ. ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა მი­თხრა, მე რა, ცუდი შვი­ლე­ბი მყავს, ჩემი ქმა­რიც აბა­ში­ძე იყო და მეც აბა­ში­ძე ვარ, მაგ­რამ მშვე­ნი­ე­რი შვი­ლე­ბი მყავ­სო... "მაია წყნე­თე­ლის" გა­და­ღე­ბებ­ზე გოჩა ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და. თე­ლავ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე ჩა­ვე­დი. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. მე­გო­ნა, გოჩა მკვდა­რი დამ­ხვდე­ბო­და. ექი­მებს უკვე ხელი ჰქონ­დათ ჩაქ­ნე­უ­ლი. სის­ხლი ეწამ­ლე­ბო­და. გა­და­ღე­ბე­ბის დროს ცხენ­ზე იჯდა, ცხე­ნი დაფრ­თხა და სა­და­ვე რომ მო­ქა­ჩა, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად დამ­ბა­ჩას გა­მოჰ­კრა ხელი. სა­ფან­ტი მა­ჯას­თან იყო დაგ­რო­ვი­ლი. ექი­მე­ბი ჭრი­ლო­ბას უსუფ­თა­ვებ­დნენ, მაგ­რამ სის­ხლი ეწამ­ლე­ბო­და. ბო­ლოს მიხ­ვდნენ, რომ სა­დაც სა­ფან­ტი იყო, იმ ად­გი­ლას უნდა გა­ეჭ­რათ და ასე გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. სა­ნამ მი­ვი­დო­დი, ლე­ი­ლამ თა­ვის ოთახ­ში გა­და­იყ­ვა­ნა და უვ­ლი­და. რო­გორც მო­უ­ა­რა, ყვე­ლამ და მათ შო­რის მეც ვნა­ხე. გა­და­ღე­ბებ­ზე რომ ჩა­ვე­დი, ერთ ოთახ­ში იყ­ვნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლე­ი­ლა სა­ოც­რად კარ­გად შემ­ხვდა. მერე მსა­ხი­ო­ბე­ბი მიყ­ვე­ბოდ­ნენ, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რო­გორ თბი­ლად გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დაო.

- მერე, რო­გორც ვიცი, გოჩა აბა­ში­ძემ სა­წამ­ლა­ვი და­ლია და თავი მო­იკ­ლა.

- მე და გოჩა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვით. გა­მო­ვი­და, რომ ქვრი­ვი ვარ, არა­და, ეს სი­ტყვა სა­შინ­ლად მე­ზი­ზღე­ბო­და. მა­შინ ხალ­ხში ხმა გავ­რცელ­და, რომ ლე­ი­ლას გამო მო­იკ­ლა თავი. გო­ჩას სიკ­ვდილს ლე­ი­ლას ვერ და­ვაბ­რა­ლებ. გო­ჩას მან­ქა­ნა ჰყავ­და, რო­მე­ლიც იმ იმე­დით იყი­და, რომ "თეთრ ქა­რა­ვან­ში" უნდა გა­და­ე­ღოთ. უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო როლ­ზე. იფიქ­რა, მან­ქა­ნას ვი­ყი­დი და ფილ­მის შემ­დეგ ჰო­ნო­რარს რომ ავი­ღებ, მერე გა­და­ვიხ­დი მთლი­ა­ნად მან­ქა­ნის ფულ­სო. ვი­ღაც კაცი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც თქვა, მან­ქა­ნას მე გა­ვი­ფორ­მე­ბო და თან­ხის ნა­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. ამ დროს უკვე სახ­ლში ვი­ყა­ვი წა­მო­სუ­ლი. დე­დამ­თი­ლი ქმარ­თან ერ­თად იმ ბი­ნა­ში გა­და­სახ­ლდა, სა­დაც მე და გოჩა ვი­ყა­ვით. ალ­ბათ იფიქ­რა, არ ჩავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. არა­და, მე სად მქონ­და ამის თავი. მა­მი­ნაც­ვალ­თან გო­ჩას თურ­მე სულ ომი ჰქონ­და. იმ კაც­მა, ვინც მან­ქა­ნა წა­იყ­ვა­ნა, ფუ­ლის ნა­წი­ლი და­ტო­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით 35 ათა­სი მა­ნე­თი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თქვა, ვერ გა­ვი­ფორ­მეო და მან­ქა­ნა და­უბ­რუ­ნა. ფული კი გო­ჩამ დე­და­მისს მი­ა­ბა­რა, არ და­მე­ხარ­ჯო­სო. დე­და­მის­მა კი ბოლო კა­პი­კე­ბამ­დე და­ხარ­ჯა. მერე თქვა, ვი­ფიქ­რე, სა­ნამ ფილ­მს გა­და­ი­ღებ­დნენ, ფულს მო­ვაგ­რო­ვებ­დიო. არ მუ­შა­ობ­და არც თვი­თონ და არც მისი ქმა­რი და რით მო­უგ­რო­ვებ­და, კაც­მა არ იცის. ფაქ­ტი ის იყო, რომ ფული აღარ იყო, რო­მე­ლიც უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. გოჩა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში რომ მი­ვი­და, სა­ნამ დი­რექ­ტორ­თან შე­ვი­დო­და, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას შეხ­ვდა, რო­მე­ლიც "თეთრ ქა­რა­ვანს" იღებ­და და მან უთხრა, რო­ლი­დან მოხ­სნი­ლი ხარო. გოჩა თა­მა­მიც იყო და ხან­და­ხან ცოტა უზ­რდე­ლიც. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ელ­დარ­თან რა­ღაც შე­ე­შა­ლა, მაგ­რამ ელ­დარს არ ვამ­ტყუ­ნებ. შე­იძ­ლე­ბა, მან იმე­და კა­ხი­ან­ში და­ი­ნა­ხა ის ტი­პა­ჟი, რო­მე­ლიც რო­ლის­თვის გა­მო­ად­გე­ბო­და. გოჩა კი­ნოს­ტუ­დი­ის დი­რექ­ტორ­თან შე­ვი­და. მერე მდი­ვა­ნი ჰყვე­ბო­და, რომ შე­ვე­დი, დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხი მო­ვის­მი­ნე, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, შენ კი არა, შავ­გუ­ლი­ძე მოკ­ვდა და მას არა­ვინ გაჰ­ყო­ლი­აო. ეტყო­ბა, გო­ჩამ უთხრა, თავს მო­ვიკ­ლა­ვო. დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხის მერე გოჩა გი­ჟი­ვით გა­მო­ვარ­დნი­ლა კა­ბი­ნე­ტი­დან. ზუს­ტად იმ დროს დევი აბა­ში­ძე და ლე­ი­ლა აბა­ში­ძე მი­ვიდ­ნენ დი­რექ­ტორ­თან. მერე დევი აბა­ში­ძე ჰყვე­ბო­და, მდი­ვან­მა გვი­თხრა, მი­ხე­დეთ ამ ბიჭს, მარ­თლა თავი არ მო­იკ­ლა­სო. დე­ვის ლე­ი­ლას­თვის უთხო­ვია, გეხ­ვე­წე­ბი, გაჰ­ყე­ვიო. ლე­ი­ლამ გო­ჩას სახ­ლში მი­ა­კი­თხა. მერე გოჩა ამ­ბობ­და, სიკ­ვდი­ლი რომ მნდო­მე­ბო­და, სად­მე გა­და­ვი­ჩე­ხე­ბო­დიო. სახ­ლში ერთი ძირი ვაზი ედ­გათ და მის შე­სა­წამ­ლად შა­ბი­ა­მა­ნი ჰქონ­დათ. არ ვიცი, სახ­ლში მი­სულ­მა დე­და­მი­სი შე­ა­ში­ნა თუ კი­ნოს­ტუ­დია, მაგ­რამ ის შა­ბი­ა­მა­ნი და­ლია. ლე­ი­ლამ რამ­დენ­ჯერ­მე შე­უგ­ზავ­ნა ვი­ღაც ბიჭი, უთხა­რი, გა­რეთ გა­მო­ვი­დე­სო, მაგ­რამ არ გა­ვი­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და, ექი­მებს რომ დრო­ზე გა­ეჭ­რათ. შე­იძ­ლე­ბა ინ­ვა­ლი­დი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ იცო­ცხლებ­და. ექი­მე­ბი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, კრის­ტა­ლე­ბი და­ლი­ეო? რა იცო­და მან, კრის­ტა­ლი და­ლია თუ არა... რვა დღე იცო­ცხლა. ექი­მე­ბი უბ­რა­ლოდ კუჭს ურე­ცხავ­დნენ და ამო­რე­ცხვის დროს კრის­ტა­ლე­ბი იხ­სნე­ბო­და. სიკ­ვდი­ლის წინა დღეს მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ მის სა­ნა­ხა­ვად და უმ­ღე­რია კი­დეც. მა­შინ უთ­ქვამს, რომ მცოდ­ნო­და, ასე მეტ­კი­ნე­ბო­და, იმას რა და­მა­ლე­ვი­ნებ­დაო. სიკ­ვდილ­ზე არც უფიქ­რია. მა­შინ გოჩა 24 წლის იყო. მისი მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, უნდა წა­მოხ­ვი­დე პა­ნაშ­ვიდ­ზეო. არ წა­ვე­დი, მაგ­რამ სახ­ლში რომ მო­ას­ვე­ნეს, მა­შინ მი­ვე­დი. მერე არ გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე. უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ არ ვი­ყა­ვი, კი­თხუ­ლობ­დნენ, ცოლი სა­და­აო. ალ­ბათ კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, რომ არ მი­ვე­დი.

- ლე­ი­ლა აბა­ში­ძეს აღარ შეხ­ვედ­რი­ხართ?

- ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი ვართ. შემ­თხვე­ვით რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერ­თად მოვ­ხვედ­რილ­ვართ. ერთხელ "გე­პე­ი­ში" რა­ღაც სა­ღა­მო იყო, რომ­ლის მერე ერთ ოჯახ­ში შე­ვიკ­რი­ბეთ. მა­შინ თქვა ლე­ი­ლამ, ღმერ­თის და ნუ­ნუს წი­ნა­შე ბო­დიშს ვიხ­დიო, რა­ზეც ბო­რის წი­ფუ­რია აღ­ფრთო­ვან­და, ეს რა თქვიო. მას მერე სად­მე შემ­თხვე­ვით რომ ვხვდე­ბით, შე­მომ­ხე­დავს ხოლ­მე და მე ვერ ვხე­დავ.

რა აჩუ­ქა მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა

- რო­გორც ვიცი, პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კონ­სერ­ვა­ტო­რია წარ­მა­ტე­ბით და­ა­მთავ­რეთ.

- რა თქმა უნდა, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. კონ­სერ­ვა­ტო­რია ის ად­გი­ლი იყო, სა­დაც ყო­ველ­თვის მინ­დო­და სწავ­ლა. შემ­დეგ ფო­ტო­ზე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კურ­სე­ლებ­თან ერ­თად ვარ. თერ­თმეტ­სარ­თუ­ლი­ან­ში ვი­ყა­ვით ერთ-ერთ მე­გო­ბარ­თან შეკ­რე­ბი­ლი. მომ­დევ­ნო ფოტო კი ჩემ­ზე პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. "იავ­ნა­ნა" ერ­ქვა გა­და­ცე­მას. მახ­სოვს, მა­შინ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. მე­დეა ძი­ძი­გურ­მა პირ­ვე­ლად იმ­ღე­რა ჩემი სიმ­ღე­რა და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მა­შინ ჩემს სიმ­ღე­რას "ცის­ფე­რი ტრი­ოც" მღე­რო­და.

- შემ­დეგ ფო­ტო­ზე გვი­ამ­ბეთ.

- ძა­ლი­ან კარ­გი სუ­რა­თი მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ძია მი­შას­თან, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­თან. ეს ფოტო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ძია მი­შას კარ­გად ვიც­ნობ­დი. მის­გან უამ­რა­ვი სიმ­ღე­რა მაქვს ნას­წავ­ლი. კარ­გად მღე­რო­და. რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი რო­მან­სე­ბი იცო­და და ამას­თან ერ­თად, სა­ოც­რად კარ­გი გად­მო­ცე­მის ნიჭი ჰქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში მე უკვე ვწერ­დი ფილ­მე­ბის­თვის და მულ­ტფილ­მე­ბის­თვის მუ­სი­კას. მულ­ტფილ­მის­თვის მუ­სი­კის და­წე­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ხან სევ­დი­ა­ნი უნდა იყოს მუ­სი­კა, ხან მხი­ა­რუ­ლი. ძია მიშა მა­შინ მულ­ტფილ­მებ­ზე მუ­შა­ობ­და. მო­ნა­ხაზს მომ­ცემ­და ხოლ­მე სიმ­ღე­რის­თვის. მერე თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ლიგ­რა­ფი­ით და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი მომ­ცა, რო­მე­ლიც წლე­ბის მერე სო­ფი­კოს ვა­ჩუ­ქე ძია მი­შას მუ­ზე­უ­მის­თვის.

- რამ­დე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი გყავთ?

- ორი, ნი­ნუ­ცა და სო­ფი­კო. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ვარ.

- რო­მე­ლი­მე მღე­რის?

- ნი­ნუ­ცა მღე­რის. "ნუ­ცას სკო­ლის" ფი­ნა­ლის­ტიც იყო. მერე "იმე­დის ტალ­ღა­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ახლა მე­რი­ას­თან არ­სე­ბულ ორ­კესტრში ერთ-ერთი სო­ლის­ტია.

- რო­გორც ინ­ტერ­ვი­უმ­დე მი­თხა­რით, შვილ­თაშ­ვი­ლიც გყავთ, რო­გორ ფიქ­რობთ, ის მო­მა­ვა­ლი მომ­ღე­რა­ლია? მომ­დევ­ნო ფოტო მას­თან ერ­თად გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ნი­კუ­შა ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა. ცოტა ხნის წინ რა­ღაც მე­ლო­დი­ას ვუკ­რავ­დი და ისიც ამ­ყვა. შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი­ცაა, ჯერ ვერ გე­ტყვით.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"

ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"

ნუნუ გაბუნიას სიმღერებს დღეს ბევრი მღერის. ის თბილისის საპატიო მოქალაქეა. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. წლების წინ, როცა მომავალი კომპოზიტორი სკოლაში სწავლობდა და არავინ იცოდა, რა მომავალი ექნებოდა, სადედამთილოს მაინცდამაინც არ მოსწონდა, რადგან ღარიბი იყო.

როდის შეასრულეს პირველად მისი სიმღერა

-  ოჯახური სურათი ნორიოს ღვთაების მონასტერში გვაქვს გადაღებული. დედას ლუბა ერქვა, გვარად დიასამიძე გახლდათ. ლუბა ბაბუაჩემმა რატომ დაარქვა, ვერ ვხვდები. ალბათ ვინმე რუსი ლუბა მოსწონდა. დედა იმერელი დიასამიძეა, მამა - აჭარაში, ბათუმში დაიბადა. ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ. დედა სამედიცინოზე სწავლობდა.

-  მამას რა პროფესია ჰქონდა?

-  მამა ჯერ ლენინგრადში სწავლობდა გეოგრაფიის ფაკულტეტზე. მერე თბილისში ჩამოვიდა და უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა. მამა პირველ კურსზე იყო, დედა რომ გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. მამა ძალიან ადრე, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. "პროფკავშირის" დირექტორის მოადგილე იყო. პიონერთა ბანაკებში ჩვენთვის ერთი ოთახი იყო გამოყოფილი. ნორიოში ვისვენებდით მე, დედა და ჩემი ძმა. ერთ საღამოს დედამ ცაზე ძალიან ახლოს ვარსკვლავი დაინახა, მოულოდნელად ვარსკვლავი ცას მოსწყდა. შემდეგ ერთმა მონაზონმა უთხრა, მალე სასიხარულო ამბავს გაიგებ, მაგრამ სიხარულს ნაღველი შეცვლისო. მართლაც, შაბათს მამა ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ლატარიის ბილეთით 5000 მანეთი მოვიგეთ. იმ პერიოდში ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ის თანხა მამას მკურნალობაზე დაიხარჯა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ უშველეს.

-  სად იზრდებოდით?

-  თბილისში. ოპერის გვერდით ვცხოვრობდით. ფოტო სამამულო ომის დროს მაქვს გადაღებული. დიდი წითელი ბაფთა მიკეთია. მაშინ დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი.

-  სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

-  დაახლოებით ცხრა წლის ვიყავი, როდესაც პირველად პიონერული სიმღერა დავწერე. სკოლაში გუნდის მასწავლებელმა რომ მოისმინა ჩემი სიმღერა, მთელ გუნდს ასწავლა. მერე სკოლაში ჩემზე ამბობდნენ, კომპოზიტორიაო. თავი მართლა კომპოზიტორი მეგონა, რადგან ჩემს სიმღერას მღეროდნენ და ვიპრანჭებოდი. კლასელებთან ერთად სურათი მესამე კლასში მაქვს გადაღებული. მაშინ ტა­ნად დიდი ვიყავი. ფოტოზე ბოლო რიგში ვდგავარ და ყველაზე მაღალი ვარ, როგორც ხედავთ.

-  როგორც ვიცი, სკოლის მოსწავლე იყავით, რომ გათხოვდით.

-  აპრილში გავთხოვდი და ივნისში სკოლა დავამთავრე.

რატომ ვერ ხედავს ვერასდროს ლეილა აბაშიძეს

-  მეუღლესთან, გოჩა აბაშიძესთან ერთად

ფოტო სად გაქვთ გადაღებული?

-  მუშტაიდის ბაღში. მაშინ იღებდნენ ფილმს "ჩვენი ეზო". გოჩა ფილმში ისეთ ბიჭს თამაშობს, სხვადასხვა გოგო რომ მოსწონს. ფილმში მის ოთახს რომ აჩვენებენ, კედელზე სხვადასხვა გოგოსთან გადაღებული ფოტოებია და მათ შორის ეს და ჩვენი კიდევ რამდენიმე ფოტო ჩანს. ამ დროს ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით.

-  მაშინ სკოლის მოს­წავლეები ძალიან იშვი­­ათად თხოვდებოდნენ.

-  გოჩაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ. ის მხოლოდ ჩემი მეგობარი იყო. მის გარდა სულ მეგობარი გოგონები მყავდა. გოჩა სრულიად შემთხვევით ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. მაშინ კიდევ რამდენიმე მსახიობი გავიცანი. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე ცოცხალი კინომსახიობები. მიუხედავად იმისა, რომ დედა რუსთაველის თეატრში მუშაობდა და მე ამ თეატრის მუდმივი მაყურებელი ვიყავი, კინომსახიობი პირადად არასდროს გამიცნია. დაბადების დღის შემდეგ სახლში გამოგვაცილეს. მეორე დღეს გოჩა სახლში მოგვადგა. გაოცებული ვიყავი, გუშინ გავიცანი და დღეს სახლში როგორ მოვიდა-მეთქი. დედა ამ ამბის გამო აღშფოთებული იყო, მაგრამ გოჩა ძალიან კონტაქტური და უშუალო იყო. ჩემთან რომ მოდიოდა, მთელ მეზობლებს მოიკითხავდა. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი. გოჩამ წამიყვანა პირველად ნანი ბრეგვაძესთან სტუმრად. ნანი მაშინ გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. პაწაწინა ოთახი ჰქონდა, სადაც ახალგაზრდები იკრიბებოდნენ. იქ ვნახე თამაზ ტოგონიძე და ძალიან მომეწონა. ვიცოდი, რომ მას უკვე იღებდნენ "ცისკარაში". გოჩა ჩემთვის მეგობარი იყო და ვუთხარი კიდეც, რომ თამაზი მომეწონა. გადაირია. სავარაუდოდ, მიხვდა, რომ თამაზსაც მოვეწონე და ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება მალე დავქორწინებულიყავით. გოჩა ძალიან უბედური ბიჭი იყო. მამა გადასახლებული ჰყავდა. როგორც იქნა, ავადმყოფობის გამო გამოუშვეს. სახლში კი ძალიან ცუდი მდგომარეობა დახვდა. მეგობარს, რომელსაც თავისი ოჯახი ჩააბარა, ჩემს დედამთილთან რომანი ჰქონდა. ჩემი დედამთილი იმ კაცთან იყო წასული. ეს ამბავი გოჩას მამამ ცოლს შვილების გულისთვის აპატია (გოჩას ძმა ჰყავს, რომელიც ახლაც ცოცხალია), მაგრამ ჩემი დედამთილი არ დაუბრუნდა. გოჩას მამა მალე გარდაიცვალა. ჩემმა დედამთილმა და მისმა მეორე ქმარმა მხოლოდ გოჩას სიკვდილის შემდეგ მოაწერეს ხელი. გოჩას ძმა უფრო ურთიერთობდა მამინაცვალთან. გოჩას მეგობრები ეუბნებოდნენ, შენი მამის მკვლელს როგორ უშვებ სახლშიო. გოჩას დედა ძალიან უყვარდა, ის მისთვის ყველაფერი იყო, მაგრამ მამინაცვალი ვერ მიიღო.

-  შემდეგი ფო­ტო სად გაქვთ გადა­ღებული? თქვენ აქ უკ­ვე ქალიშვილი გყავთ.

-  მანანა აქ ძალიან პატარაა. ფოტო "მაია წყნეთელის" გადაღებების დროსაა გადაღებული. მანანამ ფეხი სწორედ ამ გადაღებებზე გორში აიდგა.

-  თითქოს თქვე­ნსა და გოჩას შორის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გოჩას თქვენი მეგობარი შეუყვარდა. ლეილა აბაშიძე...

- ლეილა და გოჩა მარტო მოგვარეები არ ყოფილან. დედის და მამის მხრიდან ნათესავები იყვნენ. ლეილასთან მართლა ძალიან ვმეგობრობდი. ჩემს თავს ყველას აცნობდა, როგორც რძალს. ჩემი მული იყო და მიხაროდა, რომ "ჭრიჭინა" ჩემი ასეთი ახლობელი იყო. მერე სულ ვამბობდი, კაცებზე ამბობენ, რომ ცოლებს ღალატობენ და გასაგებია, მაგრამ ლეილამ მე როგორ მიღალატა-მეთქი.

-  როგორც ვიცი, დედამთილი მათ ემხრობოდა.

-  დედამთილს ვერც გავამტყუნებ. მე ძალიან პატარა ვიყავი, მამა არ მყავდა. დედას ჩემთვის ბევრი, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. დედამთილმა რომ გაიგო, გოჩას ვიღაც მოსწონდა და მნახა, მაინცდამაინც არ მოვეწონე. მამაჩემის ავადმყოფობას, ფაქტობრივად, ყველაფერი დასჭირდა. სახლში აღარაფერი აღარ გვქონდა დარჩენილი. ალბათ ფიქრობდა, რად მინდა ეს ღარიბი გოგო, როდესაც სადღაც ვარ ნაქირავებში იმ კაცთან ერთად, რომელიც მიყვარს და გაჭირვებული ოჯახის შვილი რაში მჭირდებაო. ჩემი ნიჭი ნაკლებად აინტერესებდა. თან მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ან ვიქნებოდი წარმატებული, ან - არა. ცხადია, რძლად არ მოვეწონე. იქვე მის მეზობლად ცხოვრობდა ექიმი, რომელიც შეძლებული იყო და მისი ქალიშვილი გოჩაზე იყო შეყვარებული.

-  ე.ი. დედამთილმა თავიდანვე ცუდი თვალით შემოგხედათ.

-  რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ლეილა კი უკვე ცნობილი მსახობი იყო. მერე რა, თუ ის გოჩაზე თერთმეტი წლით უფროსი იყო. მერე რა, რომ ისინი ნათესავები იყვნენ. ჩემმა დედამთილმა მითხრა, მე რა, ცუდი შვილები მყავს, ჩემი ქმარიც აბაშიძე იყო და მეც აბაშიძე ვარ, მაგრამ მშვენიერი შვილები მყავსო... "მაია წყნეთელის" გადაღებებზე გოჩა ძალიან ცუდად გახდა. თელავში გადაღებებზე ჩავედი. საშინელება იყო. მეგონა, გოჩა მკვდარი დამხვდებოდა. ექიმებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. სისხლი ეწამლებოდა. გადაღებების დროს ცხენზე იჯდა, ცხენი დაფრთხა და სადავე რომ მოქაჩა, ძალაუნებურად დამბაჩას გამოჰკრა ხელი. საფანტი მაჯასთან იყო დაგროვილი. ექიმები ჭრილობას უსუფთავებდნენ, მაგრამ სისხლი ეწამლებოდა. ბოლოს მიხვდნენ, რომ სადაც საფანტი იყო, იმ ადგილას უნდა გაეჭრათ და ასე გამოვიდა მდგომარეობიდან. სანამ მივიდოდი, ლეილამ თავის ოთახში გადაიყვანა და უვლიდა. როგორც მოუარა, ყველამ და მათ შორის მეც ვნახე. გადაღებებზე რომ ჩავედი, ერთ ოთახში იყვნენ. მიუხედავად ამისა, ლეილა საოცრად კარგად შემხვდა. მერე მსახიობები მიყვებოდნენ, გაოცებულები ვიყავით, როგორ თბილად გელაპარაკებოდაო.

-  მერე, როგორც ვიცი, გოჩა აბაშიძემ საწამლავი დალია და თავი მოიკლა.

-  მე და გოჩა ოფიციალურად გაცილებული არ ვიყავით. გამოვიდა, რომ ქვრივი ვარ, არადა, ეს სიტყვა საშინლად მეზიზღებოდა. მაშინ ხალხში ხმა გავრცელდა, რომ ლეილას გამო მოიკლა თავი. გოჩას სიკვდილს ლეილას ვერ დავაბრალებ. გოჩას მანქანა ჰყავდა, რომელიც იმ იმედით იყიდა, რომ "თეთრ ქარავანში" უნდა გადაეღოთ. უკვე დამტკიცებული იყო როლზე. იფიქრა, მანქანას ვიყიდი და ფილმის შემდეგ ჰონორარს რომ ავიღებ, მერე გადავიხდი მთლიანად მანქანის ფულსო. ვიღაც კაცი გამოჩნდა, რომელმაც თქვა, მანქანას მე გავიფორმებო და თანხის ნაწილი გადაიხადა. ამ დროს უკვე სახლში ვიყავი წამოსული. დედამთილი ქმართან ერთად იმ ბინაში გადასახლდა, სადაც მე და გოჩა ვიყავით. ალბათ იფიქრა, არ ჩავსახლებულიყავი. არადა, მე სად მქონდა ამის თავი. მამინაცვალთან გოჩას თურმე სულ ომი ჰქონდა. იმ კაცმა, ვინც მანქანა წაიყვანა, ფულის ნაწილი დატოვა, დაახლოებით 35 ათასი მანეთი. მოგვიანებით თქვა, ვერ გავიფორმეო და მანქანა დაუბრუნა. ფული კი გოჩამ დედამისს მიაბარა, არ დამეხარჯოსო. დედამისმა კი ბოლო კაპიკებამდე დახარჯა. მერე თქვა, ვიფიქრე, სანამ ფილმს გადაიღებდნენ, ფულს მოვაგროვებდიო. არ მუშაობდა არც თვითონ და არც მისი ქმარი და რით მოუგროვებდა, კაცმა არ იცის. ფაქტი ის იყო, რომ ფული აღარ იყო, რომელიც უნდა დაებრუნებინათ. გოჩა კინოსტუდიაში რომ მივიდა, სანამ დირექტორთან შევიდოდა, ელდარ შენგელაიას შეხვდა, რომელიც "თეთრ ქარავანს" იღებდა და მან უთხრა, როლიდან მოხსნილი ხარო. გოჩა თამამიც იყო და ხანდახან ცოტა უზრდელიც. როგორც ამბობენ, ელდართან რაღაც შეეშალა, მაგრამ ელდარს არ ვამტყუნებ. შეიძლება, მან იმედა კახიანში დაინახა ის ტიპაჟი, რომელიც როლისთვის გამოადგებოდა. გოჩა კინოსტუდიის დირექტორთან შევიდა. მერე მდივანი ჰყვებოდა, რომ შევედი, დირექტორის პასუხი მოვისმინე, რომელიც ამბობდა, შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და მას არავინ გაჰყოლიაო. ეტყობა, გოჩამ უთხრა, თავს მოვიკლავო. დირექტორის პასუხის მერე გოჩა გიჟივით გამოვარდნილა კაბინეტიდან. ზუსტად იმ დროს დევი აბაშიძე და ლეილა აბაშიძე მივიდნენ დირექტორთან. მერე დევი აბაშიძე ჰყვებოდა, მდივანმა გვითხრა, მიხედეთ ამ ბიჭს, მართლა თავი არ მოიკლასო. დევის ლეილასთვის უთხოვია, გეხვეწები, გაჰყევიო. ლეილამ გოჩას სახლში მიაკითხა. მერე გოჩა ამბობდა, სიკვდილი რომ მნდომებოდა, სადმე გადავიჩეხებოდიო. სახლში ერთი ძირი ვაზი ედგათ და მის შესაწამლად შაბიამანი ჰქონდათ. არ ვიცი, სახლში მისულმა დედამისი შეაშინა თუ კინოსტუდია, მაგრამ ის შაბიამანი დალია. ლეილამ რამდენჯერმე შეუგზავნა ვიღაც ბიჭი, უთხარი, გარეთ გამოვიდესო, მაგრამ არ გავიდა. მისი გადარჩენა შეიძლებოდა, ექიმებს რომ დროზე გაეჭრათ. შეიძლება ინვალიდი ყოფილიყო, მაგრამ იცოცხლებდა. ექიმები ეკითხებოდნენ, კრისტალები დალიეო? რა იცოდა მან, კრისტალი დალია თუ არა... რვა დღე იცოცხლა. ექიმები უბრალოდ კუჭს ურეცხავდნენ და ამორეცხვის დროს კრისტალები იხსნებოდა. სიკვდილის წინა დღეს მეგობრები იყვნენ მის სანახავად და უმღერია კიდეც. მაშინ უთქვამს, რომ მცოდნოდა, ასე მეტკინებოდა, იმას რა დამალევინებდაო. სიკვდილზე არც უფიქრია. მაშინ გოჩა 24 წლის იყო. მისი მეგობრები მეუბნებოდნენ, უნდა წამოხვიდე პანაშვიდზეო. არ წავედი, მაგრამ სახლში რომ მოასვენეს, მაშინ მივედი. მერე არ გამოვემშვიდობე. უამრავი ხალხი იყო და ყველას აინტერესებდა, რატომ არ ვიყავი, კითხულობდნენ, ცოლი სადააო. ალბათ კარგად მოვიქეცი, რომ არ მივედი.

-  ლეილა აბაშიძეს აღარ შეხვედრიხართ?

-  ხელოვანი ხალხი ვართ. შემთხვევით რაიმე ღონისძიებაზე ერთად მოვხვედრილვართ. ერთხელ "გეპეიში" რაღაც საღამო იყო, რომლის მერე ერთ ოჯახში შევიკრიბეთ. მაშინ თქვა ლეილამ, ღმერთის და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო, რაზეც ბორის წიფურია აღფრთოვანდა, ეს რა თქვიო. მას მერე სადმე შემთხვევით რომ ვხვდებით, შემომხედავს ხოლმე და მე ვერ ვხედავ.

რა აჩუქა მიხეილ ჭიაურელმა

-  როგორც ვიცი, პირადი პრობლემების მიუხედავად, კონსერვა­ტორია წარმატებით და­ა­მთავრეთ.

-  რა თქმა უნდა, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. კონსერვატორია ის ადგილი იყო, სადაც ყოველთვის მინდოდა სწავლა. შემდეგ ფოტოზე კონსერვატორიის კურსელებთან ერთად ვარ. თერთმეტსართულიანში ვიყავით ერთ-ერთ მეგობართან შეკრებილი. მომდევნო ფოტო კი ჩემზე პირველი გადაცემის მომზადების დროსაა გადაღებული. "იავნანა" ერქვა გადაცემას. მახსოვს, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მედეა ძიძიგურმა პირველად იმღერა ჩემი სიმღერა და ძალიან გამიხარდა. მაშინ ჩემს სიმღერას "ცისფერი ტრიოც" მღეროდა.

-  შემდეგ ფოტოზე გვიამბეთ.

-  ძალიან კარგი სურათი მაქვს გადაღებული ძია მიშასთან, მიხეილ ჭიაურელთან. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. ძია მიშას კარგად ვიცნობდი. მისგან უამრავი სიმღერა მაქვს ნასწავლი. კარგად მღეროდა. რუსული და ქართული რომანსები იცოდა და ამასთან ერთად, საოცრად კარგი გადმოცემის ნიჭი ჰქონდა. იმ პერიოდში მე უკვე ვწერდი ფილმებისთვის და მულტფილმებისთვის მუსიკას. მულტფილმისთვის მუსიკის დაწერა ძალიან რთულია. ხან სევდიანი უნდა იყოს მუსიკა, ხან მხიარული. ძია მიშა მაშინ მულტფილმებზე მუშაობდა. მონახაზს მომცემდა ხოლმე სიმღერისთვის. მერე თავისი არაჩვეულებრივი კალიგრაფიით დაწერილი ლექსები მომცა, რომელიც წლების მერე სოფიკოს ვაჩუქე ძია მიშას მუზეუმისთვის.

-  რამდენი შვილიშვილი გყავთ?

-  ორი, ნინუცა და სოფიკო. მომდევნო ფოტოზე შვილიშვილებთან ერთად ვარ.

-  რომელიმე მღერის?

-  ნინუცა მღერის. "ნუცას სკოლის" ფინალისტიც იყო. მერე "იმედის ტალღაშიც" მონაწილეობდა. ახლა მერიასთან არსებულ ორკესტრში ერთ-ერთი სოლისტია.

-  როგორც ინტერვიუმდე მითხარით, შვილთაშვილიც გყავთ, როგორ ფიქრობთ, ის მომავალი მომღერალია? მომდევნო ფოტო მასთან ერთად გაქვთ გადაღებული.

-  ნიკუშა ჯერ ძალიან პატარაა. ცოტა ხნის წინ რაღაც მელოდიას ვუკრავდი და ისიც ამყვა. შეიძლება, მომავალი კომპოზიტორიცაა, ჯერ ვერ გეტყვით.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს