სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატუკა გულისაშვილი - "ქალს აუცილებლად სჭირდება გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს"
ნატუკა გულისაშვილი  - "ქალს აუცილებლად სჭირდება გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს"

მსა­ხი­ობ ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვილს "იმე­დის დი­ლა­ში" კუ­ლი­ნა­რი­ის ბლო­კი მიჰ­ყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბაც უყ­ვარს და ამავდრო­უ­ლად გურ­მა­ნი­ცაა, საკ­მა­ოდ ბევ­რი და­იკ­ლო წო­ნა­ში, ახლა კი სწო­რი კვე­ბით ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი არც ერთი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი აღა­რაა. დიდი სით­ბო­თი იხ­სე­ნებს ვა­კის თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს და იმე­დოვ­ნებს, რომ ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს კი­დევ ერთხელ ექ­ნე­ბათ კუ­დის მოქ­ნე­ვის შან­სი.

- როცა გვი­ან იძი­ნებ, ძნე­ლია დი­ლით ადრე ად­გო­მა, მაგ­რამ იმ­დე­ნად კარგ გა­რე­მო­ში მი­წევს მუ­შა­ო­ბა, იმ­დე­ნად კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით იწყე­ბა დილა, რომ სამ­სა­ხურ­ში ასე ადრე წას­ვლაც მი­ხა­რია. პა­რას­კევს გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბი­სას ვამ­ბობთ, რა კარ­გია, ხვალ შა­ბა­თია და გა­მო­ვი­ძი­ნებ­თო, მაგ­რამ შა­ბათ­საც კი ადრე მეღ­ვი­ძე­ბა. ეს მარ­ტო მე არ მჭირს, ჩვენს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს უკვე გა­მო­უ­მუ­შავ­და ამ დროს გაღ­ვი­ძე­ბა.

სარ­კეს­თან...

...დი­ლით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მივ­დი­ვართ სრუ­ლი­ად "სუფ­თე­ბი", მა­კი­აჟს ვგუ­ლის­ხმობ, შემ­დეგ იქ მი­დის პრო­ცე­დუ­რე­ბი - მა­კი­ა­ჟი­დან და­წყე­ბუ­ლი, ვარ­ცხნი­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თუ სიმ­პა­თი­უ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით, ეს ჩვე­ნი ვი­ზა­ჟის­ტის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ვი­ზუ­ალ­ზე ზრუ­ნა­ვენ. გა­და­ცე­მის შემ­დეგ თუ სად­მე ვარ წა­სას­ვლე­ლი, იქვე ვი­შო­რებ მა­კი­აჟს, თუ არა­და სახ­ლში მი­სუ­ლი ვაქ­ცევ ამ საქ­მეს ყუ­რა­დღე­ბას და მერე მსუ­ბუ­ქად ვი­ღე­ბე­ბი. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი მა­კი­ა­ჟია: ტუში, ცოტა ფე­რუ­მა­რი­ლი და ტუ­ჩის უფე­რო მბზი­ნა­ვი სა­ცხი. მი­მაჩ­ნია, ქალ­მა არ უნდა მის­ცეს სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბა, ქუ­ჩა­ში მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი გა­ვი­დეს. ხში­რად მსმე­ნია, თა­ვის მოვ­ლა ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლიო... მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა, თო­რემ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს მო­ა­ხერ­ხებს. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დის ნა­წარ­მი, მაგ­რამ შენს კანს არ მო­უხ­დეს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­არ­ჩიო კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, მე ვი­ყე­ნებ ერთ-ერთი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის პარ­ფი­უ­მე­რი­ას და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, სუ­ლაც არ არის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემს სა­ხეს უხ­დე­ბა. წლე­ბის წინ თბი­ლი­სი კოს­მე­ტო­ლო­გე­ბის სიმ­რავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ბე­ბი­ა­ჩე­მი კი გახ­ლდათ იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი ბა­ბუ­ლია თარ­ხნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ბევ­რი კარ­გი რამ გვას­წავ­ლა. ზა­ფხულ­ში კიტ­რის კანს აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ და კმა­ყო­ფი­ლიც ვარ. გარ­და ამი­სა, კარ­გია, თუ კიტრს დაჭ­რით რგო­ლე­ბად, გა­ყი­ნავთ და შემ­დეგ თვა­ლებ­ზე და­ი­ლა­გებთ, ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია ამა­ვე რგო­ლე­ბით სა­ხის გაწ­მენ­და, კარ­გად ატე­ნი­ა­ნებს კანს, ეფექ­ტუ­რია გა­რუ­ჯვის დრო­საც. სი­ცხე­ში რთუ­ლია წა­ის­ვა და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი ან მკვე­ბა­ვი, ეს ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა კი კარ­გად ატე­ნი­ა­ნებს სა­ხეს. სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ძი­რი­თა­დად მა­შინ დავ­დი­ვარ, როცა გა­და­ხა­ლი­სე­ბის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, მა­გა­ლი­თად, როცა მინ­დე­ბა თმის სიგ­რძის შე­მოკ­ლე­ბა. ზა­ფხუ­ლო­ბით ვცდი­ლობ ფენი არ გა­მო­ვი­ყე­ნო და თმა და­ვას­ვე­ნო.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბას, მიყ­ვარს, როცა ქალს უხ­დე­ბა მოკ­ლე კაბა, დე­კოლ­ტე, ქალი თუ ლა­მა­ზია, ეს სი­ლა­მა­ზე უნდა ჩან­დეს; მაგ­რამ ჩემი გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე ვერ ვიც­ვამ, ამი­ტომ უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოსს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. როცა თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მი­დი­ხარ, არ უნდა გეც­ვას ქუს­ლი­ა­ნი, რად­გან იქ ხან ია­ტაკ­ზე წევ­ხარ, ხან ხტე­ბი და კლა­სი­კუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა არ გა­მო­გად­გე­ბა. თუ რა­ღაც არ მიხ­დე­ბა, მაგ­რამ მომ­წონს, ვცდი­ლობ, იმგვა­რი სა­მო­სი მა­ინც მო­ვირ­გო, ან სუ­ლაც სახ­ლში ჩა­ვიც­ვა ის, რაც მომ­წონს და ეს სურ­ვი­ლი და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო (იღი­მე­ბა). ძა­ლი­ან მიყ­ვარს აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, კა­ჭ­კა­ჭს მე­ძა­ხი­ან ამის გამო. სამ­კა­ულ­მა შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი სა­მო­სი ისე შეც­ვა­ლოს, რომ სხვებს ახა­ლი ეგო­ნოთ. მიყ­ვარს მწვა­ნე, შა­ბი­ამ­ნის­ფე­რი, ლურ­ჯი, წი­თე­ლი ფე­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. ყვი­თელ­თან, ია­სამ­ნის­ფერ­სა და ყა­ვის­ფერ­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა თე­ატ­რში ჩემს რო­მე­ლი­მე კოს­ტი­უმ­ში შე­რე­უ­ლა ისე­თი ფერი, რო­მე­ლიც არ მომ­წონს, ვთქვათ ალის­ფე­რი, ხმა არ ამო­მი­ღია, მაგ­რამ მხატ­ვა­რი თვი­თონ მიმხვდა­რა, რომ ეს ჩემი ფერი არ არის და შე­უც­ვლია.

წონა და კუ­ლი­ნა­რია…

... მინ­და გი­თხრათ, რომ დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნი­სას ძა­ლი­ან ვბო­როტ­დე­ბი (იცი­ნის) გვი­ან, მაგ­რამ ამ ასაკ­ში მა­ინც მივ­ხვდი, რომ სწო­რი კვე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი დი­ე­ტაა. მსა­ხი­ო­ბებ­სა და ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს ისე­თი რე­ჟი­მი გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვჭა­მოთ, მაგ­რამ სა­ღა­მოს გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თვათ, რაც სა­შინ­ლად აი­სა­ხე­ბა წო­ნა­ზე. დღეს­დღე­ო­ბით ვერ ვი­ტყვი, რომ ამ მხრივ თავს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ, არ ვჭა­მო ცო­მე­უ­ლი, ტკბი­ლე­უ­ლი და არ მი­ვირ­თვა სა­ღა­მოს ექ­ვსი სა­ა­თის შემ­დეგ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არას­დროს ვა­ყე­ნებ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და არ ვშიმ­ში­ლობ. ერთხელ მქონ­და ასე­თი დი­ე­ტის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და, ერთი ვაშ­ლის ჭა­მის შემ­დე­გაც კი იმ­დენს ვი­მა­ტებ­დი, რამ­დენ­საც დიდი ტორ­ტის მირ­თმე­ვი­სას, ორ­გა­ნიზ­მმა პრო­დუქ­ტი ას­მა­გად შე­ით­ვი­სა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო. თუ ზედ­მე­ტი ჭამა მო­მი­წევს, მე­ო­რე დღეს გან­ტვირ­თვას ვი­წყობ.

კუ­ლი­ნა­რი­ით და­წყე­ბუ­ლი დილა...

... ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა და ამა­ზე მე­ტად ის მსი­ა­მოვ­ნებს, როცა სხვებს ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი მოს­წონთ. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, დე­და­ჩე­მი და ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ცუდი მჭა­მე­ლე­ბი არი­ან. ჩემს შვილს ხორ­ცი არას­დროს უჭა­მია. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ კერ­ძებს არას­დროს ვი­კე­თებ. "იმე­დის დი­ლა­ში" მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ის საქ­მე, რაც მარ­თლა მიყ­ვარს, დი­ლი­დან ვა­კე­თო, სამ­სა­ხუ­რის მერე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ოჯახ­საც მე ვუმ­ზა­დებ კერ­ძებს. ნე­ტავ იცო­დეთ, რა ხდე­ბა სტუ­დი­ა­ში გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბი­სას, ყო­ველ­თვის მთხო­ვენ, უხ­ვად მო­ვამ­ზა­დო იმ დღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კერ­ძი, რათა ყვე­ლამ და­ა­გე­მოვ­ნოს, მაგ­რამ დრო­ის სიმ­ცი­რის გამო ბევ­რს ვერ ვა­კე­თებ. ლუკ­მა გა­სინ­ჯუ­ლი არ აქვთ, რომ მათ­გან უკვე კომ­პლი­მენტს ვე­ლო­დე­ბი. ერთხელ მო­ვამ­ზა­დე ტკბი­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც ისე­თი არ გა­მო­ვი­და, რო­გორ­საც ვე­ლო­დი.ყვე­ლას მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ მე არ დავ­რჩი კმა­ყო­ფი­ლი და სა­ში­ნელ ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი, მთე­ლი დღე გამ­ყვა ეს გან­წყო­ბა. დღეს ყვე­ლა ოჯახ­ში არ არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დე­ლი­კა­ტე­სე­ბი მო­ამ­ზა­დონ, ჩემი პრინ­ცი­პი კი ის არის, რომ ჩემი კერ­ძე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს ყვე­ლას­თვის და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი შევ­ცვა­ლოთ სხვა რა­ღა­ცით. ვცდი­ლობ, გო­ნივ­რუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შევ­თა­ვა­ზო. კუ­ლი­ნა­რია უსა­ზღვროა, ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ჭამა და ძნე­ლია ეკ­რა­ნი­დან ვინ­მეს რამე ას­წავ­ლო, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ მე არა­ვის არა­ფერს ვას­წავ­ლი, უბ­რა­ლოდ, ვუ­ზი­ა­რებ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას მათ, ვინც ამ საქ­მი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

უთე­ატ­რო მსა­ხი­ო­ბი

... პირ­და­პირ მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემ­თვის თე­ატ­რში ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ მოვ­დი­ვართ ვა­კის თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი­დან, ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც თე­ატ­რში მა­სულ­დგმუ­ლებ­და და მა­ცო­ცხლებ­და, დღეს მკვდა­რია. აღარ ვარ ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, ჩემი ნე­ბით წა­მო­ვე­დი, რად­გან მან თა­ვი­სი სახე და­კარ­გა და გახ­და ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რი. იქ აღარ არის ის სი­ტუ­ა­ცია, რაც 1997 წლი­დან ამ­დენ ადა­მი­ანს ერთ მუშ­ტად გვკრავ­და და გვა­ცო­ცხლებ­და. რომ გი­თხრათ, სხვა თე­ატ­რე­ბი კალ­თებს მა­ხე­ვენ-მეთ­ქი, ასეც არ არის. თუ ვინ­მე მი­მიწ­ვევს რო­მე­ლი­მე თე­ატ­რში, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდე­ბი. მჯე­რა, რომ ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყე­ბა და თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის მსა­ხი­ო­ბე­ბი ერთხელ კი­დევ მო­ვიქ­ნევთ კუდს. უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ცუდი მა­ყუ­რე­ბე­ლი ვარ, ცუდ­ში კრი­ტი­კუ­ლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც მე ვი­თხოვ კრი­ტი­კუ­ლო­ბას ჩემ მი­მართ, ასე­ვე ვარ მე­გობ­რე­ბის მი­მართ. ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ვერ ხე­დავ იმას, რაც შე­იძ­ლე­ბა შენ­ში და­ი­ნა­ხოს კარ­გმა თვალ­მა, კარ­გი თვა­ლი კი არის ის, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლად, ისევ შენ სა­სი­კე­თოდ გა­ფა­სებს. თუ როლი, რე­ჟი­სო­რი, პარტნი­ო­რი ჩემ­თვის არაფ­რის მომ­ცე­მია, მა­შინ მუ­შა­ო­ბა­ზე უარს ვამ­ბობ. ადა­მი­ა­ნი სულ უნდა ეცა­დოს გა­ი­ზარ­დოს, წინ წა­ვი­დეს, როცა ამის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­დავ, ჯობს იმ საქ­მეს თავი და­ა­ნე­ბო.

ნა­ტუ­კა - გიჟი დედა

... იმ­დე­ნად გიჟი დედა ვარ, რომ ჩემს შვილს უკვე რა­ღა­ცე­ბი აღი­ზი­ა­ნებს. როცა ბავ­შვს 3 წლი­დან ზრდი ისე, რომ დე­დაც შენ ხარ და მა­მაც, გრძნო­ბე­ბი კი­დევ უფრო მძაფ­რდე­ბა. აპ­რილ­ში ჩემი შვი­ლი 18 წლის ხდე­ბა, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ვართ ყვე­ლა, ვსწავ­ლობთ ერ­თად და ჩარ­თულ­ნი ვართ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში. როცა ბავ­შვო­ბა­ში ეკი­თხე­ბოდ­ნენ, მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მოხ­ვი­დეო? - ამ­ბობ­და, არა, მე მა­ყუ­რე­ბე­ლი უნდა გა­მო­ვი­დეო და მი­ხა­რია, რომ მარ­თლაც კარ­გი მსმე­ნე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი გავ­ზარ­დე. პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის­კენ აქვს გეზი აღე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავს. ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს საქ­მე, რო­მელ­საც დამ­ღლე­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­კე­თებს და ამით გა­ნი­მუხ­ტე­ბა, მი­ხა­რია, რომ ჩემს შვილს ამ მხრივ თა­ვი­სი სამ­ყა­რო აქვს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- არ ფიქ­რობს ნა­ტუ­კა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზე?

- რო­გორ არ ფიქ­რობს, მაგ­რამ მარ­ტო ფიქ­რი არაა საკ­მა­რი­სი (იცი­ნის). წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ქალს მარ­ტო­ო­ბა უნ­დო­დეს, ქალს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, გვერ­დით მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას­ზე იზ­რუ­ნებს. მაგ­რამ როცა ერთხელ რა­ღა­ცას შე­ჭამ და გა­წყენს, მე­ო­რედ შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეს, მაგ­რამ მი­კა­რე­ბის გე­ში­ნო­დეს, ზუს­ტად ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს. პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მაგ­რძნო­ბი­ნებს გვერ­დში დგო­მას, სიყ­ვა­რულს. შვი­ლი უკვე გავ­ზარ­დე და მგო­ნი, ახლა დროა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­საც მივ­ხე­დო. 2013 წელი რომ და­ი­წყო, ვამ­ბობ­დი, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი წე­ლი­წა­დი-მეთ­ქი და ასე­ცაა, სწო­რედ ამ წლის და­სა­წყის­ში მი­მიწ­ვი­ეს "იმედ­ში", იმე­დია, გაგ­რძელ­დე­ბა წინსვლა და ჩემი პროგ­ნო­ზი გა­მარ­თლდე­ბა.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნატუკა გულისაშვილი - "ქალს აუცილებლად სჭირდება გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს"

ნატუკა გულისაშვილი  - "ქალს აუცილებლად სჭირდება გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს"

მსახიობ ნატუკა გულისაშვილს "იმედის დილაში" კულინარიის ბლოკი მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სადილების კეთებაც უყვარს და ამავდროულად გურმანიცაა, საკმაოდ ბევრი დაიკლო წონაში, ახლა კი სწორი კვებით ინარჩუნებს ფორმას. სამწუხაროდ, ჩვენი რესპონდენტი არც ერთი თეატრის მსახიობი აღარაა. დიდი სითბოთი იხსენებს ვაკის თეატრალურ სარდაფში მუშაობის პერიოდს და იმედოვნებს, რომ ამ თეატრის მსახიობებს კიდევ ერთხელ ექნებათ კუდის მოქნევის შანსი.

-  როცა გვიან იძინებ, ძნელია დილით ადრე ადგომა, მაგრამ იმდენად კარგ გარემოში მიწევს მუშაობა, იმდენად კარგ ადამიანებთან ურთიერთობით იწყება დილა, რომ სამსახურში ასე ადრე წასვლაც მიხარია. პარასკევს გადაცემის დასრულებისას ვამბობთ, რა კარგია, ხვალ შაბათია და გამოვიძინებთო, მაგრამ შაბათსაც კი ადრე მეღვიძება. ეს მარტო მე არ მჭირს, ჩვენს ყველა თანამშრომელს უკვე გამოუმუშავდა ამ დროს გაღვიძება.

სარკესთან...

...დილით ტელევიზიაში მივდივართ სრულიად "სუფთები", მაკიაჟს ვგულისხმობ, შემდეგ იქ მიდის პროცედურები - მაკიაჟიდან დაწყებული, ვარცხნილობით დამთავრებული. თუ სიმპათიურად გამოვიყურებით, ეს ჩვენი ვიზაჟისტის და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ჩვენს ვიზუალზე ზრუნავენ. გადაცემის შემდეგ თუ სადმე ვარ წასასვლელი, იქვე ვიშორებ მაკიაჟს, თუ არადა სახლში მისული ვაქცევ ამ საქმეს ყურადღებას და მერე მსუბუქად ვიღებები. ჩემი ყოველდღიური მაკიაჟია: ტუში, ცოტა ფერუმარილი და ტუჩის უფერო მბზინავი საცხი. მიმაჩნია, ქალმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, ქუჩაში მოუწესრიგებელი გავიდეს. ხშირად მსმენია, თავის მოვლა ფინანსებზეა დამოკიდებულიო... მთავარია მონდომება, თორემ ადამიანი ყველაფერს მოახერხებს. შეიძლება გამოიყენო ძალიან ძვირად ღირებული ბრენდის ნაწარმი, მაგრამ შენს კანს არ მოუხდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიო კოსმეტიკური საშუალება. მაგალითად, მე ვიყენებ ერთ-ერთი რუსული კომპანიის პარფიუმერიას და ძალიან კმაყოფილი ვარ, სულაც არ არის ძვირად ღირებული, მაგრამ ჩემს სახეს უხდება. წლების წინ თბილისი კოსმეტოლოგების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, ბებიაჩემი კი გახლდათ იმ პერიოდში ძალიან ცნობილი კოსმეტოლოგი ბაბულია თარხნიშვილი, რომელმაც ბევრი კარგი რამ გვასწავლა. ზაფხულში კიტრის კანს აქტიურად ვიყენებ და კმაყოფილიც ვარ. გარდა ამისა, კარგია, თუ კიტრს დაჭრით რგოლებად, გაყინავთ და შემდეგ თვალებზე დაილაგებთ, ასევე ძალიან კარგია ამავე რგოლებით სახის გაწმენდა, კარგად ატენიანებს კანს, ეფექტურია გარუჯვის დროსაც. სიცხეში რთულია წაისვა დამატენიანებელი ან მკვებავი, ეს ბუნებრივი საშუალება კი კარგად ატენიანებს სახეს. სილამაზის სალონში ძირითადად მაშინ დავდივარ, როცა გადახალისების სურვილი მიჩნდება, მაგალითად, როცა მინდება თმის სიგრძის შემოკლება. ზაფხულობით ვცდილობ ფენი არ გამოვიყენო და თმა დავასვენო.

რაც შეეხება ჩაცმულობას, მიყვარს, როცა ქალს უხდება მოკლე კაბა, დეკოლტე, ქალი თუ ლამაზია, ეს სილამაზე უნდა ჩანდეს; მაგრამ ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, ასე ვერ ვიცვამ, ამიტომ უფრო თავისუფალი სტილის სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. როცა თეატრში რეპეტიციაზე მიდიხარ, არ უნდა გეცვას ქუსლიანი, რადგან იქ ხან იატაკზე წევხარ, ხან ხტები და კლასიკური ჩაცმულობა არ გამოგადგება. თუ რაღაც არ მიხდება, მაგრამ მომწონს, ვცდილობ, იმგვარი სამოსი მაინც მოვირგო, ან სულაც სახლში ჩავიცვა ის, რაც მომწონს და ეს სურვილი დავიკმაყოფილო (იღიმება). ძალიან მიყვარს აქსესუარები, კაჭკაჭს მეძახიან ამის გამო. სამკაულმა შეიძლება ძველი სამოსი ისე შეცვალოს, რომ სხვებს ახალი ეგონოთ. მიყვარს მწვანე, შაბიამნისფერი, ლურჯი, წითელი ფერის აქსესუარები. ყვითელთან, იასამნისფერსა და ყავისფერთან ცუდი ურთიერთობა მაქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა თეატრში ჩემს რომელიმე კოსტიუმში შერეულა ისეთი ფერი, რომელიც არ მომწონს, ვთქვათ ალისფერი, ხმა არ ამომიღია, მაგრამ მხატვარი თვითონ მიმხვდარა, რომ ეს ჩემი ფერი არ არის და შეუცვლია.

წონა და კულინარია…

... მინდა გითხრათ, რომ დიეტაზე ყოფნისას ძალიან ვბოროტდები (იცინის) გვიან, მაგრამ ამ ასაკში მაინც მივხვდი, რომ სწორი კვება ყველაზე კარგი დიეტაა. მსახიობებსა და ხელოვან ადამიანებს ისეთი რეჟიმი გვაქვს, შეიძლება მთელი დღის განმავლობაში არ ვჭამოთ, მაგრამ საღამოს გემრიელად მივირთვათ, რაც საშინლად აისახება წონაზე. დღესდღეობით ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ თავს ყურადღებას არ ვაქცევ, უბრალოდ ვცდილობ, არ ვჭამო ცომეული, ტკბილეული და არ მივირთვა საღამოს ექვსი საათის შემდეგ, მაგრამ საკუთარ თავს, რომელიც ძალიან მიყვარს, არასდროს ვაყენებ სტრესულ მდგომარეობაში და არ ვშიმშილობ. ერთხელ მქონდა ასეთი დიეტის მცდელობა, მაგრამ ორგანიზმი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, ერთი ვაშლის ჭამის შემდეგაც კი იმდენს ვიმატებდი, რამდენსაც დიდი ტორტის მირთმევისას, ორგანიზმმა პროდუქტი ასმაგად შეითვისა. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, სწორად ვიკვებო. თუ ზედმეტი ჭამა მომიწევს, მეორე დღეს განტვირთვას ვიწყობ.

კულინარიით დაწყებული დილა...

... ძალიან მიყვარს სადილების კეთება და ამაზე მეტად ის მსიამოვნებს, როცა სხვებს ჩემი მომზადებული საჭმელი მოსწონთ. ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი და ჩემი შვილი ძალიან ცუდი მჭამელები არიან. ჩემს შვილს ხორცი არასდროს უჭამია. ჩემთვის განსაკუთრებულ კერძებს არასდროს ვიკეთებ. "იმედის დილაში" მომეცა საშუალება, ის საქმე, რაც მართლა მიყვარს, დილიდან ვაკეთო, სამსახურის მერე სახლში დაბრუნებული ოჯახსაც მე ვუმზადებ კერძებს. ნეტავ იცოდეთ, რა ხდება სტუდიაში გადაცემის დასრულებისას, ყოველთვის მთხოვენ, უხვად მოვამზადო იმ დღისთვის განკუთვნილი კერძი, რათა ყველამ დააგემოვნოს, მაგრამ დროის სიმცირის გამო ბევრს ვერ ვაკეთებ. ლუკმა გასინჯული არ აქვთ, რომ მათგან უკვე კომპლიმენტს ველოდები. ერთხელ მოვამზადე ტკბილეული, რომელიც ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ველოდი.ყველას მოეწონა, მაგრამ მე არ დავრჩი კმაყოფილი და საშინელ ხასიათზე დავდექი, მთელი დღე გამყვა ეს განწყობა. დღეს ყველა ოჯახში არ არის იმის საშუალება, რომ დელიკატესები მოამზადონ, ჩემი პრინციპი კი ის არის, რომ ჩემი კერძები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და ძვირად ღირებული ინგრედიენტები შევცვალოთ სხვა რაღაცით. ვცდილობ, გონივრული ალტერნატივა შევთავაზო. კულინარია უსაზღვროა, ქართველებს ძალიან გვიყვარს ჭამა და ძნელია ეკრანიდან ვინმეს რამე ასწავლო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე არავის არაფერს ვასწავლი, უბრალოდ, ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას მათ, ვინც ამ საქმითაა დაინტერესებული.

უთეატრო მსახიობი

... პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის თეატრში ყველაფერი გაჩერებულია. მოგეხსენებათ, ჩვენ მოვდივართ ვაკის თეატრალური სარდაფიდან, ყველაფერი ის, რაც თეატრში მასულდგმულებდა და მაცოცხლებდა, დღეს მკვდარია. აღარ ვარ ამ თეატრის მსახიობი, ჩემი ნებით წამოვედი, რადგან მან თავისი სახე დაკარგა და გახდა ილიაუნის თეატრი. იქ აღარ არის ის სიტუაცია, რაც 1997 წლიდან ამდენ ადამიანს ერთ მუშტად გვკრავდა და გვაცოცხლებდა. რომ გითხრათ, სხვა თეატრები კალთებს მახევენ-მეთქი, ასეც არ არის. თუ ვინმე მიმიწვევს რომელიმე თეატრში, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები. მჯერა, რომ ახალი ეტაპი დაიწყება და თეატრალური სარდაფის მსახიობები ერთხელ კიდევ მოვიქნევთ კუდს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდი მაყურებელი ვარ, ცუდში კრიტიკულობას ვგულისხმობ, როგორც მე ვითხოვ კრიტიკულობას ჩემ მიმართ, ასევე ვარ მეგობრების მიმართ. ხანდახან ადამიანი თვითონ ვერ ხედავ იმას, რაც შეიძლება შენში დაინახოს კარგმა თვალმა, კარგი თვალი კი არის ის, რომელიც კრიტიკულად, ისევ შენ სასიკეთოდ გაფასებს. თუ როლი, რეჟისორი, პარტნიორი ჩემთვის არაფრის მომცემია, მაშინ მუშაობაზე უარს ვამბობ. ადამიანი სულ უნდა ეცადოს გაიზარდოს, წინ წავიდეს, როცა ამის პერსპექტივას ვერ ხედავ, ჯობს იმ საქმეს თავი დაანებო.

ნატუკა - გიჟი დედა

... იმდენად გიჟი დედა ვარ, რომ ჩემს შვილს უკვე რაღაცები აღიზიანებს. როცა ბავშვს 3 წლიდან ზრდი ისე, რომ დედაც შენ ხარ და მამაც, გრძნობები კიდევ უფრო მძაფრდება. აპრილში ჩემი შვილი 18 წლის ხდება, აბიტურიენტები ვართ ყველა, ვსწავლობთ ერთად და ჩართულნი ვართ მეცადინეობაში. როცა ბავშვობაში ეკითხებოდნენ, მსახიობი უნდა გამოხვიდეო? - ამბობდა, არა, მე მაყურებელი უნდა გამოვიდეო და მიხარია, რომ მართლაც კარგი მსმენელი და მაყურებელი გავზარდე. პროფესიულ არჩევანს რაც შეეხება, საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მენეჯმენტისკენ აქვს გეზი აღებული, გარდა ამისა, ძალიან კარგად ხატავს. ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმე, რომელსაც დამღლელი სამუშაოს შემდეგ სიამოვნებით გააკეთებს და ამით განიმუხტება, მიხარია, რომ ჩემს შვილს ამ მხრივ თავისი სამყარო აქვს.

პირადი ცხოვრება

-  არ ფიქრობს ნატუკა პირადი ცხოვრების მოწყობაზე?

-  როგორ არ ფიქრობს, მაგრამ მარტო ფიქრი არაა საკმარისი (იცინის). წარმოუდგენელია, ქალს მარტოობა უნდოდეს, ქალს აუცილებლად სჭირდება სიყვარული, გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს. მაგრამ როცა ერთხელ რაღაცას შეჭამ და გაწყენს, მეორედ შეიძლება მოგინდეს, მაგრამ მიკარების გეშინოდეს, ზუსტად ასეთი მდგომარეობა მაქვს. პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერჯერობით არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც მაგრძნობინებს გვერდში დგომას, სიყვარულს. შვილი უკვე გავზარდე და მგონი, ახლა დროა, პირად ცხოვრებასაც მივხედო. 2013 წელი რომ დაიწყო, ვამბობდი, ეს იქნება ძალიან კარგი წელიწადი-მეთქი და ასეცაა, სწორედ ამ წლის დასაწყისში მიმიწვიეს "იმედში", იმედია, გაგრძელდება წინსვლა და ჩემი პროგნოზი გამართლდება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება