პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნარკომანების დასახმარებლად ფინანსებს ეძებს
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნარკომანების დასახმარებლად ფინანსებს ეძებს

თე­ბერ­ვლის მი­წუ­რულს, ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში ჩა­ტარ­და გა­მო­ფე­ნა - "მე დავ­ბრუნ­დი" (ამ ექ­სპო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ "გზის" N9-ში მო­გი­თხრობ­დით). ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი "კა­მა­რა", რო­მელ­მაც წარ­მო­ად­გი­ნა ყო­ფილ ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი: ნა­ხა­ტე­ბი, სკულპ­ტუ­რა და სხვა­დას­ხვა მა­სა­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში ერთი ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი მომ­ხვდა: სა­ხელ­და­ხე­ლო მა­სა­ლე­ბით შექ­მნი­ლი მთა, მას­ზე შე­ფე­ნი­ლი ცხვრი­თა და ლო­ბი­ოს მარ­ცვლე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი სვა­ნუ­რი კოშ­კე­ბით. ავ­ტო­რი, "კა­მა­რას" თა­ნამ­შრო­მე­ლი ნო­და­რია, რო­მე­ლიც 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ უკვე 3 წე­ლია, სი­ფხიზ­ლეს ინარ­ჩუ­ნებს. არტთე­რა­პია მის­თვის მაშ­ველ რგო­ლად იქცა: "კა­მა­რა­ში" ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრის ტექ­ნო­ლო­გია აით­ვი­სა და ახლა ამ ურ­თუ­ლეს საქ­მეს სხვებს ას­წავ­ლის. ბა­ტონ ნო­დარს მარ­თლაც ოქ­როს ხე­ლე­ბი აქვს. რო­გორც დე­დას არ ემე­ტე­ბა შვი­ლი გა­საშ­ვე­ბად, ისე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეს­ვე­უ­რებ­მა ვერ გა­ი­მე­ტეს და იქვე და­ა­საქ­მეს.

"კა­მა­რა­ში" ვნა­ხეთ ის, რის გა­მოც ღირ­და წა­მალ­ზე უა­რის თქმა!"

ნო­და­რი გ. 51 წლის:

- რო­დე­საც ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის კლი­ნი­კა­ში კურსს გავ­დი­ო­დი, ერ­თმა ფსი­ქო­ლოგ­მა "კა­მა­რა­ში" მის­ვლა მირ­ჩია. ამ­ჟა­მად ხუთი მოს­წავ­ლე მყავს. ვა­კე­თებთ სამ­კა­უ­ლებს, სხვა­დას­ხვა­ნა­ირ სუ­ვე­ნირს, ნა­ხა­ტებს და ა.შ. "კა­მა­რა­ში" ვნა­ხეთ ის, რის გა­მოც ღირ­და წა­მალ­ზე უა­რის თქმა: საქ­მე, რო­მე­ლიც შე­ვიყ­ვა­რეთ. მსურ­ვე­ლი ბევ­რია, მაგ­რამ პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო ყვე­ლა მსურ­ველს ვერ იტევს. ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე მა­ინც უნდა არ­სე­ბობ­დეს. მეტი ხალ­ხი უშ­ვე­ლის თავს და გა­მო­ვა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. გა­დაგ­დე­ბა იო­ლია - "ლომ­კა" სამ დღე­ში იხ­სნე­ბა. მაგ­რამ მერე, თუ აღარ იცი, რა გა­ა­კე­თო, ისევ წა­მალს და­უბ­რუნ­დე­ბი.

- პირ­ვე­ლად რო­დის გა­სინ­ჯეთ ნარ­კო­ტი­კი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს ნა­ბი­ჯი?

- 15 წლის ვი­ყა­ვი. ამ ასაკ­ში გინ­და, რომ ტო­ლებს არ "ჩა­მორ­ჩე"; ცდი­ლობ, მი­გი­ღონ და თა­ვი­სად გა­ღი­ა­რონ. ვის­თა­ნაც მე­გობ­რო­ბა მინ­დო­და, ყვე­ლა ნარ­კო­ტი­კებს ეძა­ლე­ბო­და. ჰოდა, გავ­სინ­ჯე ერთხელ, მე­ო­რე­ჯერ... ჯერ მო­სა­წე­ვი ვცა­დე, ძა­ლი­ან მალე მორფსა და ყა­ყა­ჩოს სხვა პრე­პა­რა­ტებ­ზე გა­და­ვე­დი. თა­ვი­დან - მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სის­თვის, მერე კი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და...

- ნუთუ მშობ­ლებ­მა ვერ იგ­რძნეს, რომ თქვენს თავს რა­ღაც ცუდი ხდე­ბო­და?

- მამა გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და. დე­დამ კი მხო­ლოდ 3 წლის შემ­დეგ შე­ამ­ჩნია, "ანა­შას" რომ ვე­წე­ო­დი, მაგ­რამ რას გა­ა­წყობ­და?! წა­მალს რომ ვი­კე­თებ­დი, 40 წლამ­დე ვმა­ლავ­დი. დე­დას კი ეგო­ნა, რომ მო­წე­უ­ლი მქონ­და ან ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი. ამა­სო­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა. სი­ა­რუ­ლი ცოტა მი­ჭირს. ჰე­პა­ტი­ტიც გა­და­ვი­ტა­ნე.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ოჯა­ხი არა­სო­დეს გყო­ლი­ათ. ამის მი­ზე­ზი ნარ­კო­ტი­კე­ბია?

- დიახ. აბა, წა­მა­ლი და ოჯა­ხი ერ­თად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! თუ ქალ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­წყე­ბო­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი: ვერ შე­გირ­თავ-მეთ­ქი; თუ ძა­ლი­ან ჩა­მე­ძი­ე­ბო­და, ვუხ­სნი­დი, რა­შიც იყო საქ­მე. მა­შინ თვი­თო­ნაც უკან იხევ­და.

- არ შე­მიძ­ლია, არ აღ­ვნიშ­ნო: ძალ­ზე პა­ტი­ოს­ნად მოქ­ცე­ულ­ხართ. თუმ­ცა ოჯა­ხის შექ­მნა არც ახ­ლაა გვი­ან. ამა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- დიახ, უკვე ვფიქ­რობ. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვე­დი, მუ­შა­ო­ბაც და­ვი­წყე; ახლა ცო­ლის მოყ­ვა­ნაც შე­მიძ­ლია. იმე­დი მაქვს, ღმერ­თი ჩემს სა­ბე­დოს მალე შე­მახ­ვედ­რებს.

მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა უძ­ლი­ე­რე­სი სტი­მუ­ლია ნარ­კო­ტი­კის "გა­და­საგ­დე­ბად"

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, თე­რა­პი­უ­ლი პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ჩვე­ნი მე­თო­დი რვა სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­თე­რა­პი­ულ მე­თო­დი­კას აერ­თი­ა­ნებს. მისი ავ­ტო­რია უნი­კა­ლუ­რი ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ანა­თი­ნა მი­შე­რი. ერთ-ერთი მე­თო­დი­კა ბე­ნე­ფი­ცი­არს ად­რე­ულ ბავ­შვო­ბა­ში აბ­რუ­ნებს, რომ მერე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა თა­ვი­დან გა­ვი­ა­როთ. პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სუ­ლი­ერ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე "გა­დარ­თვა". არტთე­რა­პი­ა­ში ადა­მი­ა­ნი სა­ღე­ბა­ვით, სა­ძერ­წი მა­სა­ლით ან რა­ი­მე სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, თა­ვის ტკი­ვილს, შიშს, იმედს გა­მო­ხა­ტავს - ანუ იმას, რა­საც სი­ტყვი­ე­რად ვერ ახერ­ხებს, ანდა შე­საძ­ლოა, ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, პრობ­ლე­მის "გა­და­ხარ­შვა" ხდე­ბა. ასე­თია, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე "ლა­მა­ზი თე­რა­პია", რომ­ლის შე­დე­გე­ბით ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი თვი­თონ­ვე ტკბე­ბი­ან და თა­ვიც მოს­წონთ. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია: სწო­რედ შექ­მნის უნა­რი აყა­ლი­ბებს ადა­მი­ანს მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის არ­სე­ბად. რო­დე­საც ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­კუ­თარ თავ­ში შე­მოქ­მედს აღ­მო­ა­ჩენს, მისი თვით­შე­ფა­სე­ბა მაღ­ლდე­ბა და ეს ნარ­კო­ტი­კის "გა­დაგ­დე­ბის" უძ­ლი­ე­რე­სი სტი­მუ­ლია.

ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ამი­ტომ არც რე­ცი­დი­ვია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ადა­მი­ან­მა მარ­ცხის "გა­და­ხარ­შვა" და ხე­ლახ­ლა ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა შეძ­ლოს. "ჩა­ვარ­დნე­ბის" პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის ბე­ნე­ფი­ცი­არს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­დაგ­დე­ბის სურ­ვილს ვუძ­ლი­ე­რებთ. მე­თო­დის აღ­წე­რა შორს წაგ­ვიყ­ვანს; უხე­შად რომ ვთქვათ, იმის გა­აზ­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით, რას აკარ­გვი­ნებს ნარ­კო­ტი­კი და რას მო­ი­პო­ვებს, თუკი აღარ გა­ე­კა­რე­ბა. ყვე­ლა ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი აქვს, ამ­დე­ნად, ეს ღრმად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია. და­არ­სე­ბის მო­მენ­ტი­დან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-მდე ბე­ნე­ფი­ცი­არს მო­ვემ­სა­ხუ­რეთ. ასა­კი: 20-დან 50 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ბევ­რი მათ­გა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­საა. ზო­გი­ერთს, თავ­და­პირ­ვე­ლად, სი­ა­რუ­ლი და მე­ტყვე­ლე­ბაც კი უჭირ­და. იო­გი­სა და მუ­სი­კით თე­რა­პი­ის კვალ­დაკ­ვალ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და. თით­ქმის ყვე­ლა ჩვენს ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან სტა­ბი­ლურ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ეთ. ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი ყმაწ­ვი­ლი სწო­რედ ახ­ლა­ხან გა­ვუშ­ვით. უკვე ცო­ლიც მოჰ­ყავს. ერთ-ერთს გახ­სე­ნე­ბაც არ უნდა, რომ ოდეს­ღაც ნარ­კო­ტიკ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და აღარ გვე­კა­რე­ბა... მომ­სა­ხუ­რე­ბა, ცხა­დია, უფა­სოა.

"მეტი და­ფი­ნან­სე­ბით კი­დევ ერთ ჯგუფს შევ­ქმნი­დით!"

შე­წუ­ხე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის ზარ­მა ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი მა­ჟო­რი­დან მი­ნორ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ქალ­ბა­ტონს აინ­ტე­რე­სებ­და, შეძ­ლებ­დნენ თუ არა "კა­მა­რას" მეს­ვე­ურ­ნი კი­დევ ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მი­ღე­ბას. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ეტაპ­ზე სერ­ვი­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამო­წუ­რუ­ლია.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე:

- ამ­ჟა­მად აქ 30 ადა­მი­ა­ნი და­დის. ჩვე­ნი ოფი­სის სივ­რცე მეტს ვერ გას­წვდე­ბა. თა­ვა­დაც ხე­დავთ ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს: ვეს­ტი­ბი­უ­ლი, კა­ბი­ნე­ტი და ორი მომცრო სა­ხე­ლოს­ნო. რაც გა­მო­ფე­ნა­ზე იხი­ლეთ, ყვე­ლა­ფე­რი ამ სი­ვიწ­რო­ვე­შია შექ­მნი­ლი. ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი მა­სა­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ: ლო­ბი­ოს მარ­ცვლე­ბი­დან და პე­ნოპ­ლას­ტი­დან - მუ­ყა­ომ­დე, მაგ­რამ ესეც ხომ ფული ღირს?! მხო­ლოდ წე­ბო­ში იმ­დე­ნი იხარ­ჯე­ბა, რომ ხან­და­ხან არც კი ვიცი, რა ვი­ღო­ნო. კი­დევ კარ­გი, ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" კარ­გი თვა­ლით გვი­ყუ­რებს და გვა­ფი­ნან­სებს. მეტი პატ­რო­ნი არც არა­სო­დეს გვყო­ლია. სხვა ფონ­დებ­მა ასე გვი­პა­სუ­ხეს: პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში ვერ თავ­სდე­ბით, ჩვენ სერ­ვი­სებს კი არა, ად­ვო­კა­ცი­ას ვა­ფი­ნან­სებ­თო. ამ დროს, ჩემი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით უამ­რავ ადა­მი­ანს გა­ვუ­ჩი­ნე იმე­დი, რომ ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია... ამა­ზე მეტი ად­ვო­კა­ცია რაღა გინ­და?! რომ შეგ­ვეძ­ლოს მეტი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა, ოფის­საც გა­მო­ვიც­ვლი­დით და კი­დევ ერთ ჯგუფს შევ­ქმნი­დით. ახლა კი, რო­გორც ხე­დავთ, მსურ­ვე­ლებს უა­რით ვის­ტუმ­რებთ.

სა­ფე­ხუ­რი მე­სა­მე: ადა­მი­ა­ნებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა

აშ­კა­რაა: თუკი ნარ­კო­ტი­კის გა­დაგ­დე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თარ ად­გილს ვერ იპო­ვის, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ისევ და­ი­წყებს მის მოხ­მა­რე­ბას. ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ. წინა სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რეთ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სის­ტე­მა­ზე, რომ­ლის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია შპ­რი­ცე­ბის გაც­ვლის პროგ­რა­მე­ბი: ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ნახ­მა­რი შპ­რი­ცე­ბის სა­ნაც­ვლოდ ახალს ური­გე­ბენ და ნელ-ნელა შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე - ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის პროგ­რა­მა­ში გა­დაჰ­ყავთ. აქ ოპი­ო­ი­დის სა­მე­დი­ცი­ნო დო­ზით აბ­სტი­ნენ­ცი­ის ("ლომ­კის") პრე­ვენ­ცი­ას ახ­დე­ნენ. დო­ზის დაკ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მყა­რი რე­მი­სი­ის მი­ღე­ბა, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­კურ­ნე­ბის ტოლ­ფა­სია. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, შრო­მი­თი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა და და­საქ­მე­ბა (ანუ სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-ინ­ტეგ­რა­ცია) მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამის მა­გა­ლი­თად ბა­ტო­ნი ნო­და­რი გ.-ც იკ­მა­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როს ორ­გა­ნი­ზე­ბა მხო­ლოდ კე­თი­ლი გან­ზრახ­ვის დო­ნე­ზეა; ხოლო "კა­მა­რას" საქ­მი­ა­ნო­ბა ერთ-ერთი "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლია", რომ­ლის "ეული ჭი­კ­ჭი­კი" "გა­ზა­ფხულს" ნამ­დვი­ლად ვერ მო­იყ­ვანს. ყო­ფილ მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუკი ამ ხალ­ხს ჩვენ­თან დაბ­რუ­ნე­ბის შანსს მო­ვუს­პობთ.

P.S. სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის "ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა - რეპ­რე­სი­უ­ლი თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ჩა­რე­ვა: თე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ხელ­შე­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს "ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლი". სტა­ტი­ის ში­ნა­არსზე სრუ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ავ­ტო­რი და არც ერთ ვი­თა­რე­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცი­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლად.

მე­დეა გოგ­სა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნარკომანების დასახმარებლად ფინანსებს ეძებს

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნარკომანების დასახმარებლად ფინანსებს ეძებს

თებერვლის მიწურულს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობაში ჩატარდა გამოფენა - "მე დავბრუნდი" (ამ ექსპოზიციის შესახებ "გზის" N9-ში მოგითხრობდით). ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა", რომელმაც წარმოადგინა ყოფილ ნარკომომხმარებელთა ნამუშევრები: ნახატები, სკულპტურა და სხვადასხვა მასალით დამზადებული ინსტალაციები. განსაკუთრებით თვალში ერთი ორიგინალური ნამუშევარი მომხვდა: სახელდახელო მასალებით შექმნილი მთა, მასზე შეფენილი ცხვრითა და ლობიოს მარცვლებით აშენებული სვანური კოშკებით. ავტორი, "კამარას" თანამშრომელი ნოდარია, რომელიც 30 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ თრობაში იმყოფებოდა, მაგრამ უკვე 3 წელია, სიფხიზლეს ინარჩუნებს. არტთერაპია მისთვის მაშველ რგოლად იქცა: "კამარაში" ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია აითვისა და ახლა ამ ურთულეს საქმეს სხვებს ასწავლის. ბატონ ნოდარს მართლაც ოქროს ხელები აქვს. როგორც დედას არ ემეტება შვილი გასაშვებად, ისე ორგანიზაციის მესვეურებმა ვერ გაიმეტეს და იქვე დაასაქმეს.

"კამარაში" ვნახეთ ის, რის გამოც ღირდა წამალზე უარის თქმა!"

ნოდარი გ. 51 წლის:

- როდესაც ჩანაცვლებითი თერაპიის კლინიკაში კურსს გავდიოდი, ერთმა ფსიქოლოგმა "კამარაში" მისვლა მირჩია. ამჟამად ხუთი მოსწავლე მყავს. ვაკეთებთ სამკაულებს, სხვადასხვანაირ სუვენირს, ნახატებს და ა.შ. "კამარაში" ვნახეთ ის, რის გამოც ღირდა წამალზე უარის თქმა: საქმე, რომელიც შევიყვარეთ. მსურველი ბევრია, მაგრამ პატარა სახელოსნო ყველა მსურველს ვერ იტევს. ასეთი ორგანიზაციები რამდენიმე მაინც უნდა არსებობდეს. მეტი ხალხი უშველის თავს და გამოვა მდგომარეობიდან. გადაგდება იოლია - "ლომკა" სამ დღეში იხსნება. მაგრამ მერე, თუ აღარ იცი, რა გააკეთო, ისევ წამალს დაუბრუნდები.

- პირველად როდის გასინჯეთ ნარკოტიკი და რამ განაპირობა ეს ნაბიჯი?

- 15 წლის ვიყავი. ამ ასაკში გინდა, რომ ტოლებს არ "ჩამორჩე"; ცდილობ, მიგიღონ და თავისად გაღიარონ. ვისთანაც მეგობრობა მინდოდა, ყველა ნარკოტიკებს ეძალებოდა. ჰოდა, გავსინჯე ერთხელ, მეორეჯერ... ჯერ მოსაწევი ვცადე, ძალიან მალე მორფსა და ყაყაჩოს სხვა პრეპარატებზე გადავედი. თავიდან - მხოლოდ ინტერესისთვის, მერე კი ძალიან მომეწონა და...

- ნუთუ მშობლებმა ვერ იგრძნეს, რომ თქვენს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა?

- მამა გარდაცვლილი მყავდა. დედამ კი მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეამჩნია, "ანაშას" რომ ვეწეოდი, მაგრამ რას გააწყობდა?! წამალს რომ ვიკეთებდი, 40 წლამდე ვმალავდი. დედას კი ეგონა, რომ მოწეული მქონდა ან ნასვამი ვიყავი. ამასობაში ჯანმრთელობა შემერყა. სიარული ცოტა მიჭირს. ჰეპატიტიც გადავიტანე.

- რამდენადაც ვიცი, ოჯახი არასოდეს გყოლიათ. ამის მიზეზი ნარკოტიკებია?

- დიახ. აბა, წამალი და ოჯახი ერთად როგორ შეიძლება?! თუ ქალთან სერიოზული ურთიერთობა მეწყებოდა, ვეუბნებოდი: ვერ შეგირთავ-მეთქი; თუ ძალიან ჩამეძიებოდა, ვუხსნიდი, რაშიც იყო საქმე. მაშინ თვითონაც უკან იხევდა.

- არ შემიძლია, არ აღვნიშნო: ძალზე პატიოსნად მოქცეულხართ. თუმცა ოჯახის შექმნა არც ახლაა გვიან. ამაზე არ გიფიქრიათ?

- დიახ, უკვე ვფიქრობ. მდგომარეობიდან გამოვედი, მუშაობაც დავიწყე; ახლა ცოლის მოყვანაც შემიძლია. იმედი მაქვს, ღმერთი ჩემს საბედოს მალე შემახვედრებს.

მაღალი თვითშეფასება უძლიერესი სტიმულია ნარკოტიკის "გადასაგდებად"

ნათია ფანჯიკიძე, თერაპიული პროგრამის ხელმძღვანელი:

- ჩვენი მეთოდი რვა სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდიკას აერთიანებს. მისი ავტორია უნიკალური ამერიკელი სპეციალისტი, ანათინა მიშერი. ერთ-ერთი მეთოდიკა ბენეფიციარს ადრეულ ბავშვობაში აბრუნებს, რომ მერე ჩამოყალიბების გზა თავიდან გავიაროთ. პარალელურად ხდება ბენეფიციარის შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა და მისი ინტერესების სულიერ ფასეულობებზე "გადართვა". არტთერაპიაში ადამიანი საღებავით, საძერწი მასალით ან რაიმე სხვა საშუალებებით, თავის ტკივილს, შიშს, იმედს გამოხატავს - ანუ იმას, რასაც სიტყვიერად ვერ ახერხებს, ანდა შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებს. პარალელურად, პრობლემის "გადახარშვა" ხდება. ასეთია, ჩემი აზრით, ყველაზე "ლამაზი თერაპია", რომლის შედეგებით ჩვენი ბენეფიციარები თვითონვე ტკბებიან და თავიც მოსწონთ. ცნობილი ფაქტია: სწორედ შექმნის უნარი აყალიბებს ადამიანს მაღალი კატეგორიის არსებად. როდესაც ნარკომომხმარებელი საკუთარ თავში შემოქმედს აღმოაჩენს, მისი თვითშეფასება მაღლდება და ეს ნარკოტიკის "გადაგდების" უძლიერესი სტიმულია.

ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ არც რეციდივია გამორიცხული. ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანმა მარცხის "გადახარშვა" და ხელახლა ფეხზე წამოდგომა შეძლოს. "ჩავარდნების" პროფილაქტიკისთვის ბენეფიციარს ნარკოტიკების გადაგდების სურვილს ვუძლიერებთ. მეთოდის აღწერა შორს წაგვიყვანს; უხეშად რომ ვთქვათ, იმის გააზრებაში ვეხმარებით, რას აკარგვინებს ნარკოტიკი და რას მოიპოვებს, თუკი აღარ გაეკარება. ყველა ადამიანს განსხვავებული გარემოებები აქვს, ამდენად, ეს ღრმად ინდივიდუალური პროცესია. დაარსების მომენტიდან ორი წლის განმავლობაში 50-მდე ბენეფიციარს მოვემსახურეთ. ასაკი: 20-დან 50 წლამდე მერყეობს. ბევრი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობისაა. ზოგიერთს, თავდაპირველად, სიარული და მეტყველებაც კი უჭირდა. იოგისა და მუსიკით თერაპიის კვალდაკვალ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. თითქმის ყველა ჩვენს ბენეფიციართან სტაბილურ შედეგს მივაღწიეთ. ერთი უსაყვარლესი ყმაწვილი სწორედ ახლახან გავუშვით. უკვე ცოლიც მოჰყავს. ერთ-ერთს გახსენებაც არ უნდა, რომ ოდესღაც ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული და აღარ გვეკარება... მომსახურება, ცხადია, უფასოა.

"მეტი დაფინანსებით კიდევ ერთ ჯგუფს შევქმნიდით!"

შეწუხებული მოქალაქის ზარმა ჩვენი საუბარი მაჟორიდან მინორში გადაიყვანა. ქალბატონს აინტერესებდა, შეძლებდნენ თუ არა "კამარას" მესვეურნი კიდევ ერთი ბენეფიციარის მიღებას. აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე სერვისის შესაძლებლობები ამოწურულია.

ნათია ფანჯიკიძე:

- ამჟამად აქ 30 ადამიანი დადის. ჩვენი ოფისის სივრცე მეტს ვერ გასწვდება. თავადაც ხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს: ვესტიბიული, კაბინეტი და ორი მომცრო სახელოსნო. რაც გამოფენაზე იხილეთ, ყველაფერი ამ სივიწროვეშია შექმნილი. ყველაზე იაფფასიანი მასალებით ვმუშაობთ: ლობიოს მარცვლებიდან და პენოპლასტიდან - მუყაომდე, მაგრამ ესეც ხომ ფული ღირს?! მხოლოდ წებოში იმდენი იხარჯება, რომ ხანდახან არც კი ვიცი, რა ვიღონო. კიდევ კარგი, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" კარგი თვალით გვიყურებს და გვაფინანსებს. მეტი პატრონი არც არასოდეს გვყოლია. სხვა ფონდებმა ასე გვიპასუხეს: პრიორიტეტებში ვერ თავსდებით, ჩვენ სერვისებს კი არა, ადვოკაციას ვაფინანსებთო. ამ დროს, ჩემი ინტერვიუებით უამრავ ადამიანს გავუჩინე იმედი, რომ ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია... ამაზე მეტი ადვოკაცია რაღა გინდა?! რომ შეგვეძლოს მეტი დაფინანსების მოპოვება, ოფისსაც გამოვიცვლიდით და კიდევ ერთ ჯგუფს შევქმნიდით. ახლა კი, როგორც ხედავთ, მსურველებს უარით ვისტუმრებთ.

საფეხური მესამე: ადამიანებთან დაბრუნება

აშკარაა: თუკი ნარკოტიკის გადაგდების შემდეგ ადამიანი საზოგადოებაში საკუთარ ადგილს ვერ იპოვის, დიდი ალბათობით, ისევ დაიწყებს მის მოხმარებას. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. წინა სტატიაში ვისაუბრეთ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების სისტემაზე, რომლის პირველი საფეხურია შპრიცების გაცვლის პროგრამები: ბენეფიციარებს ნახმარი შპრიცების სანაცვლოდ ახალს ურიგებენ და ნელ-ნელა შემდეგ საფეხურზე - ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში გადაჰყავთ. აქ ოპიოიდის სამედიცინო დოზით აბსტინენციის ("ლომკის") პრევენციას ახდენენ. დოზის დაკლებით შესაძლებელია მყარი რემისიის მიღება, რაც, ფაქტობრივად, განკურნების ტოლფასია. ზიანის შემცირების მესამე საფეხური - ფსიქოლოგიური დახმარება, შრომითი მომზადება-გადამზადება და დასაქმება (ანუ სოციალური რეაბილიტაცია-ინტეგრაცია) მიღებული შედეგის შენარჩუნებას ემსახურება. ამის მაგალითად ბატონი ნოდარი გ.-ც იკმარებს. სამწუხაროდ, აღნიშნული სფეროს ორგანიზება მხოლოდ კეთილი განზრახვის დონეზეა; ხოლო "კამარას" საქმიანობა ერთ-ერთი "პირველი მერცხალია", რომლის "ეული ჭიკჭიკი" "გაზაფხულს" ნამდვილად ვერ მოიყვანს. ყოფილ მომხმარებელთა ნამუშევრების გამოფენა, ფაქტობრივად, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ითვალისწინებდა. მიუტევებელი დანაშაული იქნება, თუკი ამ ხალხს ჩვენთან დაბრუნების შანსს მოვუსპობთ.

P.S. სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

მედეა გოგსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"