მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა ლომიძე - "ზოგჯერ ქალს კომპლიმენტს ზრდილობის გამო ვეუბნები"
ნიკა ლომიძე - "ზოგჯერ ქალს კომპლიმენტს ზრდილობის გამო ვეუბნები"

"იცო­დი, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი მიყ­ვარ­და და ამი­ტომ და­მი­რე­კე? "რა? სად? რო­დის?" არც ერთი ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი გა­და­ცე­მა არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სით ვუ­ყუ­რებ", - მი­თხრა ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნიკა ლო­მი­ძემ. ერუ­დი­ტის კი­თხვებ­მა ის ძა­ლი­ან გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა, მე კი - მის­მა პა­სუ­ხებ­მა.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კლუბ­ში თა­ვად არას­დროს გი­თა­მა­შია?

- არა, ზო­გა­დად ბევ­რი რამ ვიცი, ერუ­დი­ცი­ას ნამ­დვი­ლად არ ვუ­ჩი­ვი, მაგ­რამ ჩემი პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­ხე­ლებს, თა­რი­ღებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ. ამ­ბე­ბი ვიცი, კვან­ტურ ფი­ზი­კა­სა და ფარ­დო­ბი­თო­ბის თე­ო­რი­ა­ზე ლა­პა­რა­კიც შე­მიძ­ლია. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ას­ტრო­ლო­გია, სულ ვე­ძებ ლი­ტე­რა­ტუ­რას და ვკი­თხუ­ლობ. როცა გა­და­ცე­მა­ში რა­ღაც ამ­ბავს ვყვე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მაქვს შპარ­გალ­კა, რომ წლე­ბი სწო­რად ვთქვა, მაგ­რამ უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს, - ფურ­ცელ­ზე თა­რიღს დავ­ხე­დავ, მერე კა­მე­რას შევ­ხე­დავ და უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლი მაქვს. ვერც ფილ­მე­ბის სა­თა­უ­რებს ვი­მახ­სოვ­რებ.

- აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- ამ ბოლო დროს აქ­ტი­უ­რი ვე­ღარ ვარ. სა­ერ­თოდ, წიგ­ნე­ბის კი­თხვა კან­ტის, ფრო­ი­დი­სა და ნიც­შეს გაც­ნო­ბით და­ვი­წყე. ად­რე­ულ ასაკ­ში მსგავ­სი რამ არ უნდა წა­ი­კი­თხო. მერე სამ­ყა­რო სხვაგ­ვა­რად აღ­ვიქ­ვი. ბოლო პე­რი­ოდ­ში ნო­ვე­ლებ­მა გა­მი­ტა­ცა, მათ მე "სე­მი­ჩ­კებს" ვე­ძა­ხი. და­ვინ­ტე­რეს­დი პი­ე­სე­ბი­თაც. სულ ვკი­თხუ­ლობ, რომ მერე კლი­პის­თვის, კი­ნოს­თვის კარ­გი ეპი­ზო­დი ამო­ვი­ღო. ასე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თემა მი­პო­ვია. ზოგ­ჯერ წა­სა­კითხ ნა­წარ­მო­ე­ბებს ავ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვი­თაც ვირ­ჩევ. მომ­წონს მაკ­დო­ნა­ხის პი­ე­სე­ბი.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ზუს­ტად ვიცი, დონ კი­ხოტ­თან არას­დროს ვი­მე­გობ­რებ­დი.

- რას უწუ­ნებ? მას სა­სურ­ველ მე­გობ­რად ჩემი ბევ­რი რეს­პონ­დენ­ტი ასა­ხე­ლებს.

- ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი­ან ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­მიძ­ლია. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი შერ­ლოკ ჰოლმსთან, გა­მო­ძი­ე­ბე­ბი და ჩა­ძი­ე­ბე­ბი მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- თა­ვად, რო­მელ პერ­სო­ნაჟს ჰგავ­ხარ?

- ვინ­მეს ვგა­ვარ? არ ვიცი, ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია.

- რა ემარ­თე­ბა ადა­მი­ა­ნის თვა­ლის გუ­გას, როცა პი­როვ­ნე­ბა რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს ის­მენს?

- მგო­ნი ფარ­თოვ­დე­ბა, ხომ?

- დიახ. და­ა­სა­ხე­ლე როკ­ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს.

- კარ­გი რაა!!! ხომ გი­თხა­რი, სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ-მეთ­ქი?

- მი­გა­ნიშ­ნებ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მი­ნიშ­ნე­ბა არ მინ­და, ვიცი, ვის­ზეც არის ლა­პა­რა­კი. ჟგუფ "დორ­სის" სო­ლის­ტი იყო. რა ერ­ქვა (ფიქ­რობს)? ჯიმ მო­რი­სო­ნი. აი, ასე, ხომ მა­ინც გა­ვიხ­სე­ნე!

- ქალ­ბა­ტო­ნებს კომ­პლი­მენტს ხში­რად ეუბ­ნე­ბი?

- საკ­მა­ოდ.

- ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი ხარ?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში გულ­წრფე­ლად უნდა გი­პა­სუ­ხო (იცი­ნის)?

- აუ­ცი­ლებ­ლად.

- ზოგ­ჯერ ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თვის ვამ­ბობ.

- სა­ხელ­მწი­ფო ტო­გო­ში თუ კაცი ქალს კომ­პლი­მენტს ეტყვის, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბა მის წი­ნა­შე?

- ცოტა ხნის წინ, რო­მე­ლი­ღაც ტო­მის ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი: კაცი ქალს თავ­ში თუ ჩას­ცხებს, მათ­თან კომ­პლი­მენ­ტად ით­ვლე­ბა. ტო­გო­ში რა ხდე­ბა? ცო­ლად ხომ არ უნდა მო­იყ­ვა­ნოს?

- გა­მო­ი­ცა­ნი. ადა­მი­ა­ნის ეს ორ­გა­ნო სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არდ დარ­ტყმას აკე­თებს.

- გული.

- რო­მე­ლი ით­ვლე­ბა მდი­ნა­რის თევ­ზე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდ თევ­ზად?

- არ ვიცი.

- ლოქო. რო­მე­ლია მზის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე დიდი პლა­ნე­ტა?

- იუ­პი­ტე­რი.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩიტი კო­ლიბ­რი?

- პა­ტა­რა და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, ყვა­ვი­ლის ნექ­ტარს ჭამს, ჰა­ერ­ში ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა და უკან ფრე­ნა შე­უძ­ლია.

- და­ა­სა­ხე­ლე სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს.

- არ ვიცი.

- ეს სო­ფე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია.

- ა! უშ­გუ­ლი აღარ გა­მახ­სენ­და.

- რისი ში­შია ას­ტრო­ფო­ბია?

- ას­ტრო­ლო­გე­ბის, მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის ში­შია (იცი­ნის)... არ ვიცი.

- ჭექა-ქუ­ხი­ლის.

- მარ­თლა? ეს პირ­ვე­ლად გა­ვი­გე. ში­შე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­დავ­ხე­დე, მე­გო­ნა, ეს თემა ნაკ­ლე­ბად მი­ტა­ცებ­და, მაგ­რამ ბევ­რი უც­ნა­უ­რი რამ წა­ვი­კი­თხე. თა­ვა­დაც მი­ლი­არ­დი შიში მაქვს. ყვე­ლა­ზე მძაფ­რად უფუ­ლო­ბის მე­ში­ნია (იცი­ნის).

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით მცე­ნა­რე ამ ცხო­ვე­ლის დარ­გუ­ლია. ოდეს­ღაც მათ და­მა­ლეს კა­კა­ლი და შემ­დეგ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ა­ვი­წყდათ.

- ციყ­ვი.

- და­ას­რუ­ლე სალ­ვა­დორ და­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა ჩემ­სა და სუ­ლელს შო­რის ის არის, რომ"...

- სუ­ლელს თავი ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნად მო­აქვს.

- "...მე სუ­ლე­ლი არ ვარ".

- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და­უს­რუ­ლე­ბია.

- სად მოკ­ლეს ლინ­კოლ­ნი?

- არ მახ­სოვს.

- თე­ატ­რში. ბავ­შვო­ბა­ში მას ეძახ­დნენ "ან­გე­ლოზს მოგ­რე­ხი­ლი ფე­ხე­ბით". შემ­დეგ კი სპორ­ტის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ში გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გა­რინ­ჩა­ზე.

- ბერტრან რა­სელ­მა მას­ზე ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა: "მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის შედ­გე­ბა 4 ინ­გრე­დი­ენ­ტის­გან: ჯან­მრთე­ლო­ბის, თბი­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის, არ­სე­ბო­ბის ღირ­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან". რა გან­მარ­ტა ასე რა­სელ­მა?

- ოჯა­ხი...

- ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- მერე, ოჯა­ხი ხომ ბედ­ნი­ე­რე­ბაა? ნა­ხევ­რად გა­მო­ვი­ცა­ნი.

- ბიჭს ჰყავს იმ­დე­ნი­ვე და, რამ­დე­ნიც ძმა, ხოლო მის დას 2-ჯერ ნაკ­ლე­ბი და ჰყავს, ვიდ­რე ძმა. რამ­დე­ნი და და რამ­დე­ნი ძმაა მათ ოჯახ­ში?

- ვა­ი­მეე! ეს რა ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, გგო­ნია, ვერ გა­მო­ვიც­ნობ? მად­რო­ვე (ფიქ­რობს) 2 და და 3 ძმა.

- სწო­რი პა­სუ­ხია 3 და და 4 ძმა.

- თითო-თითო შე­მე­შა­ლა, აღარ მა­პა­ტიო.

- აზი­ის ბევრ სას­ტუმ­რო­ში მა­სა­ჟის­ტე­ბად ბრმე­ბი აჰ­ყავთ. რა­ტომ?

- კლი­ენ­ტებს სი­შიშ­ვლის რომ არ შერ­ცხვეთ.

- კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი მათ ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად სა­ა­თო­ბით დგა­ნან რი­გებ­ში, წე­რენ წე­რი­ლებს და ქურ­დო­ბა­საც არ ერი­დე­ბი­ან, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ავ­ტოგ­რა­ფებ­ზე.

- რო­მელ ტა­ძარ­ში იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი მე­ფის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­ნად­გურ­და?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ბე­დი­ის ტა­ძარ­ში. რა გა­ნა­პი­რო­ბებს კა­ნის, თვა­ლი­სა და თმის შე­ფე­რი­ლო­ბას?

- პიგმენ­ტე­ბი.

- რა ერ­ქვა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მა­მას?

- დიდი ბო­დი­ში (იცი­ნის), ეგ რომ ვერ გა­ვიხ­სე­ნო, არ მა­პა­ტიო. რა გა­ცი­ნებს?

- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კი­თხვა და­გის­ვი.

- არ ვიცი, სო­ლო­მო­ნის მა­მის კი არა, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი ძლივს და­ვი­მახ­სოვ­რე.

- კი­თხვა გა­გი­მე­ო­რო?

- გა­მე­ო­რე­ბა არ მინ­და, სა­ხე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი აღარ და­მის­ვა, თო­რემ ჩემი პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა, - არ ვიცი, არ ვიცი...

- სი­ტყვა ისა­კი­ჩი არა­ფერს "გე­უბ­ნე­ბა"?

- უი!!! (იცი­ნის) მარ­თლა რა მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა?!

- ცე­ცხლსას­როლ ია­რა­ღებ­ში კარ­გად ერ­კვე­ვი?

- ცოტა რამ გა­მე­გე­ბა.

- რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის პის­ტო­ლე­ტე­ბი­დან რო­მე­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რი წარ­მო­ე­ბის - "მა­კა­რო­ვი", "სტე­ჩკი­ნი" თუ "ტეტე"?

- "სტე­ჩკი­ნი".

- არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი გრძელ თა­ვი­სუ­ფალ თეთრ ტან­საც­მელს ატა­რე­ბენ. ქა­ლე­ბი კი - შავ სა­მოსს. არა­ბე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, რა­ტომ უნდა ატა­რებ­დეს ქალი მხო­ლოდ შავ სა­მოსს?

- იქ ხომ ქალი ნივ­თია.

- ისი­ნი თვლი­ან, რომ ქალი მა­მა­კა­ცის აჩ­რდი­ლია. X სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის და­ვით კუ­რა­პა­ლატს მი­მარ­თა. ვინ მე­თა­უ­რობ­და ბი­ზან­ტი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ჯარს?

- თორ­ნი­კე ერის­თა­ვი.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ი­რო­ნი?

- არ მახ­სოვს.

- სა­ბერ­ძნეთ­ში. ის პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში, მისი ტა­რე­ბა ფა­რა­ონ­თა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო. ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში კი ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო ყო­ვე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, მო­ნე­ბის გარ­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- თმა­ზე.

- თმას ყვე­ლა არ ატა­რებს.

- ქალი, კაცი, ბავ­შვი - ყვე­ლა ატა­რებ­სო, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო? ფეხ­საც­მე­ლი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც კი­ნო­ში იმე­და კა­ხი­ან­მა, ხოლო თე­ატ­რში გოგი გე­გეჭ­კორ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- რო­მე­ლი ავ­ტო­რის პერ­სო­ნა­ჟია?

- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის.

- პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე იტა­ლი­უ­რი ან­და­ზა: "არ გა­ე­კი­დო არც ქალს და არც ტრამ­ვა­ის. აუ­ცი­ლებ­ლად..."

- კი­სერს მო­ი­ტეხ.

- "...აუ­ცი­ლებ­ლად მოვა შემ­დე­გი".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნიკა ლომიძე - "ზოგჯერ ქალს კომპლიმენტს ზრდილობის გამო ვეუბნები"

ნიკა ლომიძე - "ზოგჯერ ქალს კომპლიმენტს ზრდილობის გამო ვეუბნები"

"იცოდი, რომ ინტელექტუალური თამაშები მიყვარდა და ამიტომ დამირეკე? "რა? სად? როდის?" არც ერთი ქართული და რუსული გადაცემა არ გამომიტოვებია. ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებ", - მითხრა ტელეწამყვანმა ნიკა ლომიძემ. ერუდიტის კითხვებმა ის ძალიან გაამხიარულა, მე კი - მისმა პასუხებმა.

პრეამბულის მაგიერ

- ინტელექტუალურ კლუბში თავად არასდროს გითამაშია?

- არა, ზოგადად ბევრი რამ ვიცი, ერუდიციას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ ჩემი პრობლემა ის არის, რომ სახელებს, თარიღებს ვერ ვიმახსოვრებ. ამბები ვიცი, კვანტურ ფიზიკასა და ფარდობითობის თეორიაზე ლაპარაკიც შემიძლია. ძალიან მაინტერესებს ასტროლოგია, სულ ვეძებ ლიტერატურას და ვკითხულობ. როცა გადაცემაში რაღაც ამბავს ვყვები, აუცილებლად მაქვს შპარგალკა, რომ წლები სწორად ვთქვა, მაგრამ უცნაურობა მჭირს, - ფურცელზე თარიღს დავხედავ, მერე კამერას შევხედავ და უკვე დავიწყებული მაქვს. ვერც ფილმების სათაურებს ვიმახსოვრებ.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ამ ბოლო დროს აქტიური ვეღარ ვარ. საერთოდ, წიგნების კითხვა კანტის, ფროიდისა და ნიცშეს გაცნობით დავიწყე. ადრეულ ასაკში მსგავსი რამ არ უნდა წაიკითხო. მერე სამყარო სხვაგვარად აღვიქვი. ბოლო პერიოდში ნოველებმა გამიტაცა, მათ მე "სემიჩკებს" ვეძახი. დავინტერესდი პიესებითაც. სულ ვკითხულობ, რომ მერე კლიპისთვის, კინოსთვის კარგი ეპიზოდი ამოვიღო. ასე ბევრი საინტერესო თემა მიპოვია. ზოგჯერ წასაკითხ ნაწარმოებებს ავტორების მიხედვითაც ვირჩევ. მომწონს მაკდონახის პიესები.

- რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?

- ზუსტად ვიცი, დონ კიხოტთან არასდროს ვიმეგობრებდი.

- რას უწუნებ? მას სასურველ მეგობრად ჩემი ბევრი რესპონდენტი ასახელებს.

- ჰალუცინაციებიან ადამიანთან ურთიერთობა არ შემიძლია. სიამოვნებით ვიმეგობრებდი შერლოკ ჰოლმსთან, გამოძიებები და ჩაძიებები მეც ძალიან მიყვარს.

- თავად, რომელ პერსონაჟს ჰგავხარ?

- ვინმეს ვგავარ? არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია.

- რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როცა პიროვნება რაიმე საინტერესოს ისმენს?

- მგონი ფართოვდება, ხომ?

- დიახ. დაასახელე როკვარსკვლავი, რომელიც სცენაზე დააპატიმრეს.

- კარგი რაა!!! ხომ გითხარი, სახელებსა და გვარებს ვერ ვიმახსოვრებ-მეთქი?

- მიგანიშნებ...

- (მაწყვეტინებს) მინიშნება არ მინდა, ვიცი, ვისზეც არის ლაპარაკი. ჟგუფ "დორსის" სოლისტი იყო. რა ერქვა (ფიქრობს)? ჯიმ მორისონი. აი, ასე, ხომ მაინც გავიხსენე!

- ქალბატონებს კომპლიმენტს ხშირად ეუბნები?

- საკმაოდ.

- ყოველთვის გულწრფელი ხარ?

- ამ შემთხვევაში გულწრფელად უნდა გიპასუხო (იცინის)?

- აუცილებლად.

- ზოგჯერ ზრდილობის გულისთვის ვამბობ.

- სახელმწიფო ტოგოში თუ კაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, რა ვალდებულება ეკისრება მის წინაშე?

- ცოტა ხნის წინ, რომელიღაც ტომის ჩვეულებებზე ვკითხულობდი: კაცი ქალს თავში თუ ჩასცხებს, მათთან კომპლიმენტად ითვლება. ტოგოში რა ხდება? ცოლად ხომ არ უნდა მოიყვანოს?

- გამოიცანი. ადამიანის ეს ორგანო სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 3 მილიარდ დარტყმას აკეთებს.

- გული.

- რომელი ითვლება მდინარის თევზებიდან ყველაზე დიდ თევზად?

- არ ვიცი.

- ლოქო. რომელია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა?

- იუპიტერი.

- რით არის გამორჩეული ჩიტი კოლიბრი?

- პატარა და ძალიან საყვარელია, ყვავილის ნექტარს ჭამს, ჰაერში ერთ ადგილზე გაჩერება და უკან ფრენა შეუძლია.

- დაასახელე სოფელი, რომელიც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღლა მდებარეობს.

- არ ვიცი.

- ეს სოფელი საქართველოშია.

- ა! უშგული აღარ გამახსენდა.

- რისი შიშია ასტროფობია?

- ასტროლოგების, მიხეილ ცაგარელის შიშია (იცინის)... არ ვიცი.

- ჭექა-ქუხილის.

- მართლა? ეს პირველად გავიგე. შიშების ჩამონათვალს რამდენიმე დღის წინ გადავხედე, მეგონა, ეს თემა ნაკლებად მიტაცებდა, მაგრამ ბევრი უცნაური რამ წავიკითხე. თავადაც მილიარდი შიში მაქვს. ყველაზე მძაფრად უფულობის მეშინია (იცინის).

- ვარაუდობენ, რომ მილიონობით მცენარე ამ ცხოველის დარგულია. ოდესღაც მათ დამალეს კაკალი და შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაავიწყდათ.

- ციყვი.

- დაასრულე სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამი: "ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ"...

- სულელს თავი ჭკვიან ადამიანად მოაქვს.

- "...მე სულელი არ ვარ".

- ძალიან მარტივად დაუსრულებია.

- სად მოკლეს ლინკოლნი?

- არ მახსოვს.

- თეატრში. ბავშვობაში მას ეძახდნენ "ანგელოზს მოგრეხილი ფეხებით". შემდეგ კი სპორტის ერთ-ერთ სახეობაში გაითქვა სახელი. ვისზეა ლაპარაკი?

- გარინჩაზე.

- ბერტრან რასელმა მასზე ასეთი განმარტება გააკეთა: "მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შედგება 4 ინგრედიენტისგან: ჯანმრთელობის, თბილი პირადი ურთიერთობის, არსებობის ღირსეული საშუალებებისა და წარმატებული სამსახურისგან". რა განმარტა ასე რასელმა?

- ოჯახი...

- ბედნიერება.

- მერე, ოჯახი ხომ ბედნიერებაა? ნახევრად გამოვიცანი.

- ბიჭს ჰყავს იმდენივე და, რამდენიც ძმა, ხოლო მის დას 2-ჯერ ნაკლები და ჰყავს, ვიდრე ძმა. რამდენი და და რამდენი ძმაა მათ ოჯახში?

- ვაიმეე! ეს რა ჩახლართული სიტუაციაა, გგონია, ვერ გამოვიცნობ? მადროვე (ფიქრობს) 2 და და 3 ძმა.

- სწორი პასუხია 3 და და 4 ძმა.

- თითო-თითო შემეშალა, აღარ მაპატიო.

- აზიის ბევრ სასტუმროში მასაჟისტებად ბრმები აჰყავთ. რატომ?

- კლიენტებს სიშიშვლის რომ არ შერცხვეთ.

- კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგებში, წერენ წერილებს და ქურდობასაც არ ერიდებიან, რაზეა ლაპარაკი?

- ავტოგრაფებზე.

- რომელ ტაძარში იყო შემორჩენილი ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ერთადერთი გამოსახულება, რომელიც ახლახან განადგურდა?

- ვერ გიპასუხებ.

- ბედიის ტაძარში. რა განაპირობებს კანის, თვალისა და თმის შეფერილობას?

- პიგმენტები.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- დიდი ბოდიში (იცინის), ეგ რომ ვერ გავიხსენო, არ მაპატიო. რა გაცინებს?

- ძალიან მარტივი კითხვა დაგისვი.

- არ ვიცი, სოლომონის მამის კი არა, მამაჩემის სახელი ძლივს დავიმახსოვრე.

- კითხვა გაგიმეორო?

- გამეორება არ მინდა, სახელებთან დაკავშირებული კითხვები აღარ დამისვა, თორემ ჩემი პასუხები იქნება, - არ ვიცი, არ ვიცი...

- სიტყვა ისაკიჩი არაფერს "გეუბნება"?

- უი!!! (იცინის) მართლა რა მარტივი ყოფილა?!

- ცეცხლსასროლ იარაღებში კარგად ერკვევი?

- ცოტა რამ გამეგება.

- რუსული წარმოების პისტოლეტებიდან რომელია ავტომატური წარმოების - "მაკაროვი", "სტეჩკინი" თუ "ტეტე"?

- "სტეჩკინი".

- არაბეთის ქვეყნებში მამაკაცები გრძელ თავისუფალ თეთრ ტანსაცმელს ატარებენ. ქალები კი - შავ სამოსს. არაბების თვალთახედვით, რატომ უნდა ატარებდეს ქალი მხოლოდ შავ სამოსს?

- იქ ხომ ქალი ნივთია.

- ისინი თვლიან, რომ ქალი მამაკაცის აჩრდილია. X საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა დახმარებისთვის დავით კურაპალატს მიმართა. ვინ მეთაურობდა ბიზანტიაში გაგზავნილ ჯარს?

- თორნიკე ერისთავი.

- რომელ ქვეყანაში გარდაიცვალა ბაირონი?

- არ მახსოვს.

- საბერძნეთში. ის პირველად გვხვდება ძველ ეგვიპტეში, მისი ტარება ფარაონთა და მათთან დაახლოებული პირების პრივილეგია იყო. ძველ საბერძნეთში კი ნებადართული იყო ყოველი ზრდასრული ადამიანისთვის, მონების გარდა. რაზეა ლაპარაკი?

- თმაზე.

- თმას ყველა არ ატარებს.

- ქალი, კაცი, ბავშვი - ყველა ატარებსო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო? ფეხსაცმელი ხომ არა?

- გამოიცანი. დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც კინოში იმედა კახიანმა, ხოლო თეატრში გოგი გეგეჭკორმა განასახიერა.

- რომელი ავტორის პერსონაჟია?

- დავით კლდიაშვილის.

- პლატონ სამანიშვილი.

- დაბოლოს, დაასრულე იტალიური ანდაზა: "არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად..."

- კისერს მოიტეხ.

- "...აუცილებლად მოვა შემდეგი".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები