საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა შურღაია - "ცხელი ძაღლი" დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა
ხათუნა შურღაია - "ცხელი ძაღლი" დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა

მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა შურ­ღა­ია სე­რი­ა­ლის - "ცხე­ლი ძაღ­ლი" მე­ო­თხე და მე­ხუ­თე სე­ზონ­ში ანას როლს ას­რუ­ლებს. ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე, საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, სფე­რო რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და სა­მაკ­ლე­რო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თო. ამ­ბობს, რომ ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია და თა­ვი­სი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნას აქაც კარ­გად ახერ­ხებს. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა.

- უკვე ოთხი წე­ლია, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში მე­ნე­ჯე­რი გახ­ლა­ვართ. თა­ვი­დან პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ეს საქ­მი­ა­ნო­ბაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, აზარ­ტში შე­ვე­დი. არ მინ­დო­და, თვით­მარ­ქვია მე­ნე­ჯე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბით, ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი და კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე, მე­ნე­ჯე­რის სერ­ტი­ფი­კა­ტი ავი­ღე. სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას აქ ვახ­დენ. ჩემს კომ­პა­ნი­ას უკვე ათი წელი უს­რულ­დე­ბა და ბა­ზარ­ზე ლი­დე­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჩვენ ვცდი­ლობთ და­ვარ­ღვი­ოთ ქარ­თუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი - მაკ­ლე­რე­ბი ხომ ცუდი ხალ­ხი ჰგო­ნი­ათ... აქ ბევრ რა­მეს გან­ვა­გებ, ბრო­კე­რებს ვა­კონ­ტრო­ლებ, საკ­მა­ოდ რთულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებ და ა.შ.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ასე რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა?

- ალ­ბათ, ამ სფე­რო­ში არას­დროს მოვ­ხვდე­ბო­დი, რომ არა ჩემი მე­უღ­ლე - ეს მისი კომ­პა­ნი­აა. იყო პე­რი­ო­დი, როცა გა­და­ღე­ბე­ბი არ გვქონ­და, არ ვთა­მა­შობ­დი, ეს ჩემ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებ­და და დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი. ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში დიდი შრო­მა ჩავ­დე - თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კი­დეც: ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბაო. უფრო ადრე, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი, ასე­ვე სკო­ლა-სტუ­დია "ბე­რი­კებ­ში", სა­ი­და­ნაც ფეს­ტი­ვა­ლე­ბით თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რე. თუმ­ცა, შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მარ­ტი­ვი პრო­ფე­სია არ არის; შე­იძ­ლე­ბა დრო ისე გა­ვი­დეს, არა­ფე­რი შე­მოგ­თა­ვა­ზონ ან შენ­თვის ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბი როლი მოგ­ცენ... მე­უღ­ლემ მი­თხრა, - სახ­ლში რომ არ იჯდე, უბ­რა­ლოდ, სცა­დე და მუ­შა­ო­ბა ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში და­ი­წყე, გა­ერ­თეო. თა­ვი­დან ვამ­ბობ­დი: მსა­ხი­ო­ბი მთე­ლი დღე კომ­პი­უ­ტერ­თან რო­გორ უნდა ვიჯ­დე-მეთ­ქი?! ვტი­რო­დი, ახალ საქ­მეს ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი, მაგ­რამ ნელ-ნელა მივ­ხვდი, რომ არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად მუ­შა­ობ, მთა­ვა­რია, შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ლი­დე­რო­ბის სურ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე მქონ­და და ისე გა­მო­ვი­და, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემი შრო­მი­თა და მონ­დო­მე­ბით, კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვე­ში მო­ვე­ქე­ცი. სხვა­თა შო­რის, მე­ნე­ჯე­რი და უფ­რო­სი თა­ვად თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­მარ­ქვეს. ნო­ვა­ტო­რუ­ლი, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბი დავ­ნერ­გე, გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი შე­მო­ვი­ღე... ვფიქ­რობ, სა­მარ­თლი­ა­ნი მე­ნე­ჯე­რი ვარ.

- ოჯახ­ზე რას გვე­ტყვი? ვიცი, რომ შვი­ლი გყავს...

- ჩემი მე­უღ­ლე პა­ა­ტა თაკ­ვა­რე­ლია გახ­ლავთ. ერთი წლის ზუკა გვყავს, რო­მელ­საც ბა­ბუ­ე­ბის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით (მა­მა­ჩემ­საც და მა­მამ­თილ­საც ზურა ჰქვი­ათ), მაგ­რამ მოვ­ნათ­ლეთ რო­გორც შიო, რად­გან ში­ომ­ღვი­მე­ში ჩა­ვი­ფიქ­რე, რომ ბიჭი მყო­ლო­და და ნატ­ვრა ამის­რულ­და... ახალ­გაზ­რდა დედა მყავს, რო­მე­ლიც არ მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, გა­მი­მარ­თლა, რომ ზუ­კას ის ზრდის და ჩემ­ზე ბევ­რად კარ­გა­დაც უვ­ლის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძიძა არ ამიყ­ვა­ნია.

- "ბე­რი­კებ­ში" დავ­დი­ო­დიო, - აღ­ნიშ­ნეთ. ვინ იყ­ვნენ თქვე­ნი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი?

- ახ­ლან­დე­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან - გოგა ბარ­ბა­ქა­ძე, ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, აპო­ლონ კუბ­ლაშ­ვი­ლი, ბაჩო ქა­ჯა­ია, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი - თით­ქმის ერთი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვართ. პი­რა­დად მე, რო­გორც მსა­ხი­ობს, უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ალ­ბათ, იმა­ნაც შე­მი­შა­ლა ხელი, რომ კონ­ტაქ­ტუ­რო­ბა მაკ­ლდა. სა­ერ­თოდ, როცა გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ან დასი პრე­მი­ე­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სად­მე მი­დი­ო­და, მე შინ გავ­რბო­დი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მხიბ­ლავ­და... "ბე­რი­კე­ბი­დან" სე­რი­ო­ზულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მივ­ყავ­დით და ბევრ სპექ­ტაკლშიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მა­გა­ლი­თად, "ლურჯ ფრინ­ველ­ში"; ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის "ჭრი­ლო­ბა­ში" კი მე და აპო­ლონ კუბ­ლაშ­ვილ­მა მთა­ვა­რი გმი­რე­ბი გან­ვა­სა­ხი­ე­რეთ. საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი როლი მქონ­და და მახ­სოვს, დარ­ბაზ­ში ხალ­ხი ტი­რო­და. ბა­ტო­ნი გოგი თო­და­ძე ყო­ველ­თვის და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­და, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ამერ­ჩია. მე­უბ­ნე­ბო­და: ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვერ­სად იქ­ნე­ბი, რო­გორც სცე­ნა­ზეო. პან­ტო­მი­მის სპექ­ტაკ­ლე­ბიც გვქონ­და, რომ­ლი­თაც გერ­მა­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­პო­ვეთ.

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ვის ჯგუფ­ში იყა­ვით?

- შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ჯგუფ­ში მოვ­ხვდი, ეს ჩემი ოც­ნე­ბა იყო. იგი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მკაც­რი, მაგ­რამ თა­ვის საქ­მე­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რე­ჟი­სო­რი იყო. მის ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რის ყვე­ლას ეში­ნო­და, მე კი პი­რი­ქით - მი­ხა­რო­და. სხვებს თუ რე­პე­ტი­ცია დღის ბო­ლოს უმ­თავ­რდე­ბო­დათ, ჩვენ გვი­ან ღა­მემ­დე იქ ვი­ყა­ვით და მე ეს რე­ჟი­მი მომ­წონ­და.

- მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ რა გა­მოც­დი­ლე­ბა შეგ­ძი­ნათ?

- ჩვენ წი­ნას­წარ არას­დროს ვი­ცო­დით, სცე­ნა­ზე ვის გა­იყ­ვან­და. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც მო­მენ­ტში რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი "მოშ­ვე­ბუ­ლი­ყო", რად­გან ბა­ტო­ნი შალ­ვას ყუ­რა­დღე­ბა თით­ქოს, მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მსა­ხი­ო­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. ჰოდა, სწო­რედ ასეთ დროს გე­ტყო­და, - ახლა შენი ჯე­რი­აო. ჩე­ხო­ვის "სამ დაში" ნა­ტა­ლი­ას ვთა­მა­შობ­დი. ერთ დღეს, როცა თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი, ზუს­ტად მა­შინ და­მა­ვა­ლა რე­პე­ტი­ცი­ის გავ­ლა. მი­თხრა, - შენი ცუ­დად ყოფ­ნა გა­მო­ი­ყე­ნეო. მარ­თლა არ შე­მეძ­ლო სცე­ნა­ზე გას­ვლა და მახ­სოვს, ბევ­რი ვი­ტი­რე. სა­ერ­თოდ, ბა­ტო­ნი შალ­ვას­გან კომ­პლი­მენ­ტის მი­ღე­ბა სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სი იყო, არა­და, სწო­რედ იმ დღეს მი­თხრა, - "ტი მა­ლად­ჩი­ნაო". სხვა დროს, უმე­ტე­სად, ყვე­ლას "ბეზ­დარ­ნა­ი­ას" გვე­ძახ­და (იცი­ნის). იგი ხში­რად მაძ­ლევ­და რჩე­ვებს: თუ მარ­თლა გინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე, დღე­ში რო­მე­ლი­მე წიგ­ნისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! 50 გვერ­დი მა­ინც უნდა წა­ი­კი­თხო, გა­ნათ­ლე­ბა რომ გა­იღ­რმა­ვო... არ ვიცი, რა და­ვა­კე­ლი ჩემს პრო­ფე­სი­ას და რა ვერ გა­ვა­კე­თე სწო­რად. შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი ნი­ჭი­ე­რი არ ვი­ყა­ვი, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად, ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ ახალ­გაზ­რდა ქალ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის, ის ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რია, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის არის და­ბა­დე­ბუ­ლი; ისე­თი ლა­მა­ზიც არ ვარ, რო­გო­რიც შო­რე­ნა ან ლელა არი­ან და ფო­ტო­გე­ნუ­რიც არ გახ­ლა­ვართ. ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერ­მაც შე­მი­შა­ლა ხელი, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი.

- სტუ­დენ­ტო­ბის შემ­დეგ, თე­ატ­რში თუ გი­მუ­შა­ვი­ათ?

- თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რეთ, ლე­ვან წუ­ლა­ძემ კონ­კურ­სი ჩა­ა­ტა­რა და სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში მი­მიწ­ვია. ამ დროს იქ "კაფე რო­სი­ნი" გა­დი­ო­და, სა­დაც კონ­კი­ას როლს ნინო იო­სე­ლი­ა­ნი თა­მა­შობ­და (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე). იმ პე­რი­ოდ­ში ნინო ორ­სუ­ლად იყო. ერთხე­ლაც, ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა მისი როლი შე­მომ­თა­ვა­ზა. ჩემ­თვის ეს დიდი პა­ტი­ვი იყო. ტექსტს მთე­ლი ღამე ვსწავ­ლობ­დი, მსა­ხი­ო­ბე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ და და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას კარ­გად გა­ვარ­თვი თავი. ნი­ნოს დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ჭოლა სარ­და­ფის შე­სას­ვლელ­თან შემ­ხვდა და მკი­თხა: - გინ­და, კონ­კია ისევ ითა­მა­შოო? ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და. ეს მარ­თლა ძა­ლი­ან მინ­დო­და. - გულს არ დაგ­წყვეტ, ერთი დღე შენ იყა­ვი კონ­კია, მე­ო­რე დღეს კი ნინო იქ­ნე­ბაო, - მი­თხრა. ეს ჩემ­თვის დიდი სა­ჩუ­ქა­რი იყო...

- "ცხელ ძაღლში" რო­გორ მოხ­ვდით?

- ერთხელ, "კაფე რო­სი­ნის" სა­ნა­ხა­ვად ზაზა ურუ­შა­ძე და ლია გო­გე­ლია მო­ვიდ­ნენ. სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ­ჩევ­დნენ მსა­ხი­ო­ბებს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე­ო­თხე სე­ზო­ნის­თვის. ზა­ზას მოვ­წო­ნე­ბი­ვარ და უთ­ქვამს, - მოდი, ეს გოგო რო­მე­ლი­მე რო­ლის­თვის და­ი­ბა­რეო. მათ ეგო­ნათ, ნინო იო­სე­ლი­ა­ნი მერ­ქვა... მოკ­ლედ, მი­ვე­დი, სუ­რა­თე­ბი გა­და­მი­ღეს. სხვა­თა შო­რის, მა­შინ უფრო მე­ტად პუტ­კუ­ნა ვი­ყა­ვი, დიდი ლო­ყე­ბი მქონ­და. ზა­ზამ მი­თხრა: მკაც­რი დი­ე­ტა და­ი­ცა­ვი და შე­იძ­ლე­ბა, სხვა როლი შე­მოგ­თა­ვა­ზოო. მეც თავს ვიკ­ლავ­დი დი­ე­ტით, სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლით. ჰოდა, ერთხე­ლაც გული წა­მი­ვი­და და ნი­შა­დუ­რით მო­სუ­ლი­ე­რე­ბა დამ­ჭირ­და (იცი­ნის). თმის სა­სურ­ვე­ლი ფერი რომ მი­ე­ღოთ, რამ­დენ­ჯერ­მე შე­მი­ღე­ბეს. ცოტა ხან­ში ზა­ზამ მი­თხრა: დი­ე­ტა შე­წყვი­ტე. შენი ად­რინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე, სა­დაც გამ­ხდა­რი ხარ და მგო­ნი, შენ­ში ზუს­ტად ეგ ლო­ყე­ბი მო­მე­წო­ნა. ნუ­ღარ გახ­დე­ბი, მთა­ვარ როლ­ზე და­გამ­ტკი­ცე­თო. იმ პე­რი­ოდ­ში 23 წლის ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის ეს დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო. უბ­რა­ლოდ, მერე ისე მოხ­და, რომ ფილ­მი დაბ­ლო­კეს და მას­თან ერ­თად, ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რაც გა­ჩერ­და. ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ფილ­მის მე­ხუ­თე სე­ზონ­შიც გა­და­მი­ღო, მაგ­რამ ის ისე­თი რე­ზო­ნან­სუ­ლი არ იყო.

- სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბის, დიდ მსა­ხი­ო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო?

- რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. იქ თავს ისე ვგრძნობ­დი, რო­გორც თევ­ზი - წყალ­ში. გა­და­ღე­ბე­ბი ექ­ვსი თვე გრძელ­დე­ბო­და. გიო ყიფ­ში­ძე­სა და ჟან­რი ლო­ლაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო. თა­ვი­დან გა­და­ღე­ბე­ბი ზოგ­ჯერ, მთე­ლი ღამე გვქონ­და. კი­ნო­ში თა­მა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არ ვიღ­ლე­ბო­დი, უფრო მე­ტიც - ჩემ­თვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლას ისიც მმა­ტებ­და, რომ ზა­ზას­გან ბევრ კომ­პლი­მენტს ვი­ღებ­დი და დუბლს ხში­რად არ ვა­ფუ­ჭებ­დი. იმა­საც კი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა­ღა­ცით ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვილს გამ­სგავ­სებთ, ეს ფილ­მი რომ გავა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დე­ბიო. ეი­ფო­რი­ა­ში ვი­ყა­ვი და მე­გო­ნა, ამ ყვე­ლა­ფერს მარ­თლაც, კარ­გი გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და...

- "ცხე­ლი ძაღ­ლის" შემ­დეგ, რო­მე­ლი­მე რე­ჟი­სო­რის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მი­გი­ღი­ათ?

- 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს­პა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად. მათ "ცხე­ლი ძაღ­ლის" კად­რე­ბი უნა­ხავთ და მთა­ვა­რი როლი შე­მომ­თა­ვა­ზეს. ცხა­დია, მათ წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხმდი. ამ ფილ­მს "ორი" ჰქვია - მას­ში ორი სი­უ­ჟე­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ერთ ნა­წილ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ ცხოვ­რობს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ომის შემ­დგომ თბი­ლის­ში, მე­ო­რე ნა­წილს კი გორ­ში იღებ­დნენ. ეს ფილ­მი სან-სე­ბას­ტი­ა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე წა­რად­გი­ნეს, სა­დაც მეც დამ­პა­ტი­ჟეს და ლა­მა­ზი კა­ბით წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზეც გა­ვი­ა­რე... სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ფილ­მიც და­იბ­ლო­კა. ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა უარ­ყო­ფი­თი კუ­თხით იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი - გა­ჭირ­ვე­ბა უფრო მე­ტად ჩან­და, ვიდ­რე კარ­გი ცხოვ­რე­ბა. კად­რე­ბი ძი­რი­თა­დად, გა­რე­უბ­ნებ­ში გა­და­ი­ღეს. ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი გო­გო­ნა ქორ­წილ­სა და თეთრ კა­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, ქმარს კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და მი­უ­ხე­და­ვად დიდი მცდე­ლო­ბი­სა, ამ სურ­ვილს ვერ უს­რუ­ლებს. გო­გო­ნა სა­ქორ­წი­ლო კა­ბე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში და­დის და მა­ინც იც­ვამს (იცი­ნის). სა­ინ­ტე­რე­სო როლი იყო. ეს ფილ­მიც რომ არ გა­უშ­ვეს, სა­ერ­თოდ, სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე დავ­რჩი. როცა ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­და­იყ­ვა­ნეს, ის ჯგუ­ფიც და­ი­შა­ლა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მან შეკ­რი­ბა; მერე გავ­თხოვ­დი და რო­გორც უკვე გი­თხა­რით, სხვა საქ­მე­ზე გა­და­ვერ­თე.

სხვა­თა შო­რის, ერთი წლის წინ, გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ოსე­თის კონ­ფლიქტზე უნ­დო­და ფილ­მის გა­და­ღე­ბა. მთა­ვარ როლ­ში ზურა ყიფ­ში­ძე იყო. კას­ტინ­გი იქაც გა­ვი­ა­რე და მთა­ვარ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ამ ფილმში ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­წყო­ბა იყო ასა­ხუ­ლი, და­ფი­ნან­სე­ბა ვერ მი­ი­ღო. აი, ასე­თი ბედი მაქვს - ფილ­მე­ბი, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი როლი შე­მომ­თა­ვა­ზეს, რა­ტომ­ღაც იბ­ლო­კე­ბო­და...

სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ჩემს პრო­ფე­სი­ას; ბო­ლოს და ბო­ლოს, მე­ნე­ჯე­რო­ბი­სა და მსა­ხი­ო­ბო­ბის შე­თავ­სე­ბას ყო­ველ­თვის შევ­ძლებ. ოპ­ტი­მის­ტი ვარ და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მო­მა­ვალ­ში რო­მე­ლი­მე რე­ჟი­სო­რი ჩე­მი­თაც და­ინ­ტე­რეს­დეს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ზურა
0

ყველაზე რეალური სერიალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხათუნა შურღაია - "ცხელი ძაღლი" დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა

ხათუნა შურღაია - "ცხელი ძაღლი" დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა

მსახიობი ხათუნა შურღაია სერიალის - "ცხელი ძაღლი" მეოთხე და მეხუთე სეზონში ანას როლს ასრულებს. ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობი წლების მანძილზე, საყვარელი საქმიანობით იყო დაკავებული, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სფერო რადიკალურად შეიცვალა და სამაკლერო ბიზნესში ჩაერთო. ამბობს, რომ ახალი საქმიანობით ძალიან კმაყოფილია და თავისი ნიჭის გამოვლენას აქაც კარგად ახერხებს. თუმცა მსახიობობა, რა თქმა უნდა, ძალიან ენატრება.

- უკვე ოთხი წელია, უძრავი ქონების კომპანიაში მენეჯერი გახლავართ. თავიდან პროფესიის შეცვლა გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ეს საქმიანობაც ძალიან მომეწონა, აზარტში შევედი. არ მინდოდა, თვითმარქვია მენეჯერი ვყოფილიყავი მსახიობის განათლებით, ამიტომ სპეციალური ტრენინგები და კურსები გავიარე, მენეჯერის სერტიფიკატი ავიღე. საკუთარი თავის რეალიზებას აქ ვახდენ. ჩემს კომპანიას უკვე ათი წელი უსრულდება და ბაზარზე ლიდერობით გამოირჩევა. ჩვენ ვცდილობთ დავარღვიოთ ქართული სტერეოტიპი - მაკლერები ხომ ცუდი ხალხი ჰგონიათ... აქ ბევრ რამეს განვაგებ, ბროკერებს ვაკონტროლებ, საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ა.შ.

- რამ განაპირობა თქვენი საქმიანობის ასე რადიკალურად შეცვლა?

- ალბათ, ამ სფეროში არასდროს მოვხვდებოდი, რომ არა ჩემი მეუღლე - ეს მისი კომპანიაა. იყო პერიოდი, როცა გადაღებები არ გვქონდა, არ ვთამაშობდი, ეს ჩემზე ცუდად მოქმედებდა და დეპრესიაში ვიყავი. ჩემს პროფესიაში დიდი შრომა ჩავდე - თეატრალური უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. მსახიობობაზე ვგიჟდებოდი და მეუბნებოდნენ კიდეც: ასეთი სიყვარული არ შეიძლებაო. უფრო ადრე, ქართული ცეკვების სტუდიაში დავდიოდი, ასევე სკოლა-სტუდია "ბერიკებში", საიდანაც ფესტივალებით თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ მსახიობობა მარტივი პროფესია არ არის; შეიძლება დრო ისე გავიდეს, არაფერი შემოგთავაზონ ან შენთვის ნაკლებად მისაღები როლი მოგცენ... მეუღლემ მითხრა, - სახლში რომ არ იჯდე, უბრალოდ, სცადე და მუშაობა ჩემს კომპანიაში დაიწყე, გაერთეო. თავიდან ვამბობდი: მსახიობი მთელი დღე კომპიუტერთან როგორ უნდა ვიჯდე-მეთქი?! ვტიროდი, ახალ საქმეს ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ, მთავარია, შენი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინო და წარმატებული იყო. ლიდერობის სურვილი ბავშვობიდანვე მქონდა და ისე გამოვიდა, რომ დროთა განმავლობაში, ჩემი შრომითა და მონდომებით, კომპანიის სათავეში მოვექეცი. სხვათა შორის, მენეჯერი და უფროსი თავად თანამშრომლებმა დამარქვეს. ნოვატორული, წამახალისებელი სისტემები დავნერგე, გარკვეული წესები შემოვიღე... ვფიქრობ, სამართლიანი მენეჯერი ვარ.

- ოჯახზე რას გვეტყვი? ვიცი, რომ შვილი გყავს...

- ჩემი მეუღლე პაატა თაკვარელია გახლავთ. ერთი წლის ზუკა გვყავს, რომელსაც ბაბუების სახელი დავარქვით (მამაჩემსაც და მამამთილსაც ზურა ჰქვიათ), მაგრამ მოვნათლეთ როგორც შიო, რადგან შიომღვიმეში ჩავიფიქრე, რომ ბიჭი მყოლოდა და ნატვრა ამისრულდა... ახალგაზრდა დედა მყავს, რომელიც არ მუშაობს. მოკლედ, გამიმართლა, რომ ზუკას ის ზრდის და ჩემზე ბევრად კარგადაც უვლის. აქედან გამომდინარე, ძიძა არ ამიყვანია.

- "ბერიკებში" დავდიოდიო, - აღნიშნეთ. ვინ იყვნენ თქვენი თაობის მსახიობები?

- ახლანდელი ცნობილი მსახიობებიდან - გოგა ბარბაქაძე, ია სუხიტაშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, ბაჩო ქაჯაია, შორენა ბეგაშვილი, ლელა მებურიშვილი - თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ. პირადად მე, როგორც მსახიობს, უფრო მეტი წარმატების მიღწევაში ალბათ, იმანაც შემიშალა ხელი, რომ კონტაქტურობა მაკლდა. საერთოდ, როცა გადამღები ჯგუფი ან დასი პრემიერის აღსანიშნავად სადმე მიდიოდა, მე შინ გავრბოდი, ასეთი რაღაცები არ მხიბლავდა... "ბერიკებიდან" სერიოზულ ფესტივალებზე მივყავდით და ბევრ სპექტაკლშიც ვმონაწილეობდი. მაგალითად, "ლურჯ ფრინველში"; ლაშა თაბუკაშვილის "ჭრილობაში" კი მე და აპოლონ კუბლაშვილმა მთავარი გმირები განვასახიერეთ. საკმაოდ ტრაგიკული როლი მქონდა და მახსოვს, დარბაზში ხალხი ტიროდა. ბატონი გოგი თოდაძე ყოველთვის დაჟინებით მთხოვდა, მსახიობის პროფესია ამერჩია. მეუბნებოდა: ისეთი წარმატებული და ბედნიერი ვერსად იქნები, როგორც სცენაზეო. პანტომიმის სპექტაკლებიც გვქონდა, რომლითაც გერმანიაში გამართულ ფესტივალზე წარმატება მოვიპოვეთ.

- თეატრალურ ინსტიტუტში ვის ჯგუფში იყავით?

- შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი, ეს ჩემი ოცნება იყო. იგი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, მაგრამ თავის საქმეში კომპეტენტური და პროფესიონალი რეჟისორი იყო. მის ჯგუფში მოხვედრის ყველას ეშინოდა, მე კი პირიქით - მიხაროდა. სხვებს თუ რეპეტიცია დღის ბოლოს უმთავრდებოდათ, ჩვენ გვიან ღამემდე იქ ვიყავით და მე ეს რეჟიმი მომწონდა.

- მასთან ურთიერთობამ რა გამოცდილება შეგძინათ?

- ჩვენ წინასწარ არასდროს ვიცოდით, სცენაზე ვის გაიყვანდა. შეიძლება, რაღაც მომენტში რომელიმე ჩვენგანი "მოშვებულიყო", რადგან ბატონი შალვას ყურადღება თითქოს, მხოლოდ ერთი კონკრეტული მსახიობისკენ იყო მიმართული. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს გეტყოდა, - ახლა შენი ჯერიაო. ჩეხოვის "სამ დაში" ნატალიას ვთამაშობდი. ერთ დღეს, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, ზუსტად მაშინ დამავალა რეპეტიციის გავლა. მითხრა, - შენი ცუდად ყოფნა გამოიყენეო. მართლა არ შემეძლო სცენაზე გასვლა და მახსოვს, ბევრი ვიტირე. საერთოდ, ბატონი შალვასგან კომპლიმენტის მიღება სასწაულის ტოლფასი იყო, არადა, სწორედ იმ დღეს მითხრა, - "ტი მალადჩინაო". სხვა დროს, უმეტესად, ყველას "ბეზდარნაიას" გვეძახდა (იცინის). იგი ხშირად მაძლევდა რჩევებს: თუ მართლა გინდა, წარმატებული და სერიოზული მსახიობი გახდე, დღეში რომელიმე წიგნისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! 50 გვერდი მაინც უნდა წაიკითხო, განათლება რომ გაიღრმავო... არ ვიცი, რა დავაკელი ჩემს პროფესიას და რა ვერ გავაკეთე სწორად. შეიძლება, ისეთი ნიჭიერი არ ვიყავი, როგორიც მაგალითად, ია სუხიტაშვილია. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ქალ მსახიობებს შორის, ის ყველაზე ნიჭიერია, მსახიობობისთვის არის დაბადებული; ისეთი ლამაზიც არ ვარ, როგორიც შორენა ან ლელა არიან და ფოტოგენურიც არ გახლავართ. ალბათ, ამ ყველაფერმაც შემიშალა ხელი, რომ ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი.

- სტუდენტობის შემდეგ, თეატრში თუ გიმუშავიათ?

- თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, ლევან წულაძემ კონკურსი ჩაატარა და სხვა მსახიობებთან ერთად, თეატრალურ სარდაფში მიმიწვია. ამ დროს იქ "კაფე როსინი" გადიოდა, სადაც კონკიას როლს ნინო იოსელიანი თამაშობდა (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ირაკლი ჩოლოყაშვილის მეუღლე). იმ პერიოდში ნინო ორსულად იყო. ერთხელაც, ბატონმა ლევანმა მისი როლი შემომთავაზა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. ტექსტს მთელი ღამე ვსწავლობდი, მსახიობებიც დამეხმარნენ და დაკისრებულ მოვალეობას კარგად გავართვი თავი. ნინოს დაბრუნების შემდეგ, ჭოლა სარდაფის შესასვლელთან შემხვდა და მკითხა: - გინდა, კონკია ისევ ითამაშოო? ცრემლები წამომივიდა. ეს მართლა ძალიან მინდოდა. - გულს არ დაგწყვეტ, ერთი დღე შენ იყავი კონკია, მეორე დღეს კი ნინო იქნებაო, - მითხრა. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო...

- "ცხელ ძაღლში" როგორ მოხვდით?

- ერთხელ, "კაფე როსინის" სანახავად ზაზა ურუშაძე და ლია გოგელია მოვიდნენ. სწორედ ეს ადამიანები არჩევდნენ მსახიობებს "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონისთვის. ზაზას მოვწონებივარ და უთქვამს, - მოდი, ეს გოგო რომელიმე როლისთვის დაიბარეო. მათ ეგონათ, ნინო იოსელიანი მერქვა... მოკლედ, მივედი, სურათები გადამიღეს. სხვათა შორის, მაშინ უფრო მეტად პუტკუნა ვიყავი, დიდი ლოყები მქონდა. ზაზამ მითხრა: მკაცრი დიეტა დაიცავი და შეიძლება, სხვა როლი შემოგთავაზოო. მეც თავს ვიკლავდი დიეტით, სატრენაჟორო დარბაზში სიარულით. ჰოდა, ერთხელაც გული წამივიდა და ნიშადურით მოსულიერება დამჭირდა (იცინის). თმის სასურველი ფერი რომ მიეღოთ, რამდენჯერმე შემიღებეს. ცოტა ხანში ზაზამ მითხრა: დიეტა შეწყვიტე. შენი ადრინდელი ფოტოები ვნახე, სადაც გამხდარი ხარ და მგონი, შენში ზუსტად ეგ ლოყები მომეწონა. ნუღარ გახდები, მთავარ როლზე დაგამტკიცეთო. იმ პერიოდში 23 წლის ვიყავი და ჩემთვის ეს დიდი წარმატება იყო. უბრალოდ, მერე ისე მოხდა, რომ ფილმი დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა. ერეკლე ბადურაშვილმა ფილმის მეხუთე სეზონშიც გადამიღო, მაგრამ ის ისეთი რეზონანსული არ იყო.

- სერიალში გადაღების, დიდ მსახიობებთან ურთიერთობის პროცესი სასიამოვნო იყო?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო. იქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი - წყალში. გადაღებები ექვსი თვე გრძელდებოდა. გიო ყიფშიძესა და ჟანრი ლოლაშვილთან ურთიერთობა საინტერესო იყო. თავიდან გადაღებები ზოგჯერ, მთელი ღამე გვქონდა. კინოში თამაში საკმაოდ რთული ყოფილა, მაგრამ არ ვიღლებოდი, უფრო მეტიც - ჩემთვის ეს სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. ძალას ისიც მმატებდა, რომ ზაზასგან ბევრ კომპლიმენტს ვიღებდი და დუბლს ხშირად არ ვაფუჭებდი. იმასაც კი მეუბნებოდნენ, - რაღაცით ბელა მირიანაშვილს გამსგავსებთ, ეს ფილმი რომ გავა, წარმატებული გახდებიო. ეიფორიაში ვიყავი და მეგონა, ამ ყველაფერს მართლაც, კარგი გაგრძელება ექნებოდა...

- "ცხელი ძაღლის" შემდეგ, რომელიმე რეჟისორისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიგიღიათ?

- 2008 წელს საქართველოში ესპანელი რეჟისორები ჩამოვიდნენ ფილმის გადასაღებად. მათ "ცხელი ძაღლის" კადრები უნახავთ და მთავარი როლი შემომთავაზეს. ცხადია, მათ წინადადებას დავთანხმდი. ამ ფილმს "ორი" ჰქვია - მასში ორი სიუჟეტია გაერთიანებული. ერთ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა გოგონა ომის შემდგომ თბილისში, მეორე ნაწილს კი გორში იღებდნენ. ეს ფილმი სან-სებასტიანის ფესტივალზე წარადგინეს, სადაც მეც დამპატიჟეს და ლამაზი კაბით წითელ ხალიჩაზეც გავიარე... საბოლოოდ, საქართველოში ეს ფილმიც დაიბლოკა. ქართული რეალობა უარყოფითი კუთხით იყო წარმოჩენილი - გაჭირვება უფრო მეტად ჩანდა, ვიდრე კარგი ცხოვრება. კადრები ძირითადად, გარეუბნებში გადაიღეს. ფილმის მთავარი გმირი გოგონა ქორწილსა და თეთრ კაბაზე ოცნებობს, ქმარს კი ამის საშუალება არ აქვს და მიუხედავად დიდი მცდელობისა, ამ სურვილს ვერ უსრულებს. გოგონა საქორწილო კაბების მაღაზიებში დადის და მაინც იცვამს (იცინის). საინტერესო როლი იყო. ეს ფილმიც რომ არ გაუშვეს, საერთოდ, სამუშაოს გარეშე დავრჩი. როცა ბატონი ლევანი მარჯანიშვილის თეატრში გადაიყვანეს, ის ჯგუფიც დაიშალა, რომელიც თავის დროზე მან შეკრიბა; მერე გავთხოვდი და როგორც უკვე გითხარით, სხვა საქმეზე გადავერთე.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, გიორგი შენგელაიას ოსეთის კონფლიქტზე უნდოდა ფილმის გადაღება. მთავარ როლში ზურა ყიფშიძე იყო. კასტინგი იქაც გავიარე და მთავარ როლზე დამამტკიცეს, მაგრამ ვინაიდან ამ ფილმში ოპოზიციური განწყობა იყო ასახული, დაფინანსება ვერ მიიღო. აი, ასეთი ბედი მაქვს - ფილმები, რომელშიც მთავარი როლი შემომთავაზეს, რატომღაც იბლოკებოდა...

სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას; ბოლოს და ბოლოს, მენეჯერობისა და მსახიობობის შეთავსებას ყოველთვის შევძლებ. ოპტიმისტი ვარ და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში რომელიმე რეჟისორი ჩემითაც დაინტერესდეს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ