სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართალია, სულაც არ გეღიმებათ, მაგრამ მაინც - KEEP SMILING
მართალია, სულაც არ გეღიმებათ, მაგრამ მაინც - KEEP SMILING

რე­ჟი­სორ რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას ფილ­მის, "KEEP SMILING ანუ გა­ი­ღი­მეთ" სცე­ნარს დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტი იყო, რომ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა­საც კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის "რე­ზი­დენ­სის" პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ე­დო სა­თა­ვე. "ბერ­ლი­ნა­ლე­ზე", პრო­ექ­ტე­ბის მარ­კეტ­ზე სამ სა­უ­კე­თე­სო პრო­ექტს შო­რის და­სა­ხელ­და და პრი­ზით აღი­ნიშ­ნა. ბელგრად­ში სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პულ პრო­ექ­ტად აღი­ა­რეს, აბუ-და­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე კი სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და.

ფილ­მის პრე­მი­ე­რა ვე­ნე­ცი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა, გრან-პრი მონ­პე­ლი­ე­სა და კა­ნის "შეხ­ვედ­რე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე" მი­ი­ღო. ასე­ვე, პრი­ზე­ბი ხვდა წი­ლად ან­ტა­ლი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე, ტა­ლინ­ში, თბი­ლის­ში... ფილ­მი 35-მდე ფეს­ტი­ვალ­ზე საჩ­ვე­ნებ­ლად იყო წარ­დგე­ნი­ლი და მხო­ლოდ მარ­ტში, 8 მათ­გან­ზე უკვე მიწ­ვე­უ­ლია. მალე საფ­რან­გე­თის კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზეც გა­მო­ვა. რუ­სეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­თან კი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს...

- რო­გორ ახ­სნით იმ ფაქტს, რომ ფილ­მის სცე­ნარ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში? ეს იმის გამო ხომ არ მოხ­და, რომ სი­უ­ჟე­ტი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი?

რუ­სუ­დან ჭყო­ნია,ფილ­მის რე­ჟი­სო­რი:

- სცე­ნარს შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან გრან­ტი გად­მო­ე­ცა და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი მხრი­დან ფილ­მის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა მა­ინც შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეს პრო­ექ­ტი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგვქონ­და კი­ნო­ცენ­ტრში და უარს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. მი­ზე­ზი ახ­ლაც არ ვიცი. ჩემ­თვის მძი­მე და გა­უ­გე­ბა­რი იყო ჟი­უ­რის­გან ყო­ველ ჯერ­ზე ერთი და იმა­ვეს მოს­მე­ნა: - ბრწყინ­ვა­ლე სცე­ნა­რია, მაგ­რამ ფულს ვერ მოგ­ცემთ! ფრან­გულ­მა ფეს­ტი­ვალ­მა, "პა­რიზ სი­ნე­მამ", სცე­ნა­რის წე­რის ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ მას­ტერკლა­სე­ბის წა­სა­კი­თხად, პა­რიზ­ში მი­მიწ­ვია... სა­ქარ­თვე­ლო­დან კი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უარს ვი­ღებ­დით. ეს იმ­დე­ნად მძი­მე და დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო, რა­ზეც მწა­რედ მი­ტი­რია კი­დეც, მაგ­რამ ფარ-ხმა­ლი არ დავ­ყა­რე და რო­გორც იქნა, 8 წლის შემ­დეგ, კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე. სწო­რედ ქარ­თუ­ლი ფუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩემს ფრანგ პრო­დი­უ­სერ­თან, ნი­კო­ლას ბლანკთან ერ­თად ამ ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტის შეკ­ვრა და გა­და­ღე­ბა. მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის (დე­დე­ბის) კონ­კურ­სი, რაც ჩემს ფილმშია ასა­ხუ­ლი, მარ­თლაც ჩა­ტარ­და 90-იან წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და სცე­ნა­რის იდე­აც სწო­რედ იმ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლის მო­ნა­თხრო­ბის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა...

- სა­თა­უ­რის თქვე­ნე­უ­ლი გა­აზ­რე­ბა ასე­თია - ქარ­თველ ქა­ლებს სა­სა­ცი­ლოდ სუ­ლაც არ აქვთ საქ­მე, მაგ­რამ მა­ინც უნდა გა­ი­ღი­მონ? ამას­თან, ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბა რა­ტომ არის ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლად?

- ღი­მი­ლი ზო­გა­დად, შოუს ნა­წი­ლია... სა­თა­უ­რი ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლად იმი­ტომ გა­და­წყდა, რომ ეს ფილ­მი მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა­ზეც მოგ­ვი­თხრობს - თუ რო­გორ ვცდი­ლობთ ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლაფ­რის გა­უ­აზ­რებ­ლად კო­პი­რე­ბას. ის კონ­კურ­სიც ასეა: მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს თვი­თო­ნაც ვერ გა­ურ­კვე­ვი­ათ, რის­თვის აწყო­ბენ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას - დე­დო­ბის იდე­ის პრო­მო­უ­ტი­რე­ბის­თვის თუ "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს", "ახა­ლი, ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აშე­ნე­ბის­თვის"? რო­გო­რი უნდა იყოს ახა­ლი ქარ­თვე­ლი დედა? - კი­თხუ­ლობს შოუს წამ­ყვა­ნი და ამ უაზ­რო კი­თხვა­ზე ასე­თი­ვე უაზ­რო პა­სუხს იღებს: - ძველ­ზე უკე­თე­სი! ფილ­მის ორე­ნო­ვა­ნი სა­ხე­ლი მხო­ლოდ ირო­ნი­აა მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის ორ­მა­გი "მენ­ტა­ლო­ბის" მი­მართ. უფრო სწო­რად, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბა­ზე: სად ვართ? რა გვინ­და? ვინ ვართ?

- რო­გორც აღ­ნიშ­ნავთ, ფილ­მი არ ეხე­ბა გენ­დერულ პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, იგი მსგავს თე­მებს ეხ­მი­ა­ნე­ბა... სა­ზღვარ­გა­რეთ თუ მი­ი­ღო შე­ფა­სე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით?

- თუ ფილ­მის მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟებს, იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, ძლი­ერ ქა­ლებს თა­ნა­ვუგ­რძნობთ, რომ­ლებ­საც უყ­ვართ, იბ­რძვი­ან, ოც­ნე­ბო­ბენ, გრძნო­ბენ, ფიქ­რო­ბენ, მარ­ცხდე­ბი­ან და იმარ­ჯვე­ბენ, და­ი­ნა­ხავთ ქა­ლის მიერ და­ნა­ხულ ქალს! დიახ, სწო­რედ ქალი ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­გა­ნახ­ვოთ სამ­ყა­რო!

- ფილმში უხ­ვა­დაა სა­ტი­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი. კრი­ტი­კა ხომ არ გსმე­ნი­ათ იმის გამო, რომ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მან­კი­ერ მხა­რე­ებს ამ­ხელთ?

- ფილ­მი ტრა­გი­კო­მე­დი­აა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ მძი­მე თე­მას ეხე­ბა, სი­მარ­თლე სა­ტი­რუ­ლი ფორ­მი­თაა ნაჩ­ვე­ნე­ბი და ხში­რად ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. დიახ, მა­ყუ­რებ­ლის მცი­რე ნა­წილს არ მოს­წონს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის პორ­ტრე­ტი, რა­საც ვთა­ვა­ზობთ, მაგ­რამ მათი პრო­ტეს­ტი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო რამ არის, - ე.ი. ფილ­მი გა­მო­ვი­და, მი­ზანს მი­აღ­წია, მა­ყუ­რე­ბელს გულ­ზე მოხ­ვდა. პუბ­ლი­კამ ზო­გა­დად ფილ­მი კარ­გად მი­ი­ღო, წარ­მო­უდ­გენ­ლად კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი გვაქვს. თუმ­ცა იყო რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი წე­რი­ლიც, სა­დაც წერ­დნენ, რომ ამ ფილ­მის გამო რე­ჟი­სო­რის გა­გლეჯ­ვა უნ­დათ...

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყელ­ში ამო­მი­ვი­და ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და აფხა­ზე­თის ომზე შექ­მნი­ლი ფილ­მე­ბი. ბევ­რმა ეს ფილ­მი ფე­მი­ნის­ტუ­რად მო­ნათ­ლა. ასე არ არის. ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ქა­ლებს და მათ ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. არც ის არის, რომ მას­ში ქარ­თუ­ლი მან­კი­ე­რი ტრა­დი­ცი­ე­ბია ასა­ხუ­ლი. მერ­წმუ­ნეთ, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს არის "შავი კო­მე­დია". გვან­ცას ანუ ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ტრა­გე­დი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ არა­ვინ მი­მაჩ­ნია. ხში­რად გვიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის სხვებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა, მაგ­რამ გვან­ცას თვი­თონ მი­უ­ძღვის წვლი­ლი სა­კუ­თარ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში. მან დრო რო­გორც სა­ჭი­რო იყო, ისე ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, "ჩა­ი­ციკ­ლა" თა­ვის ტრა­გე­დი­ა­ზე და პრო­ფე­სი­უ­ლად ვე­ღარ გან­ვი­თარ­და... წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად არ არის სა­ჭი­რო ვინ­მეს­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა. აი, იღ­ბა­ლი კი ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა. ჭკუა კი იმის­თვის აქვს ადა­მი­ანს, რომ ცხოვზრე­ბა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მო­მარ­თოს.

ნანა შო­ნია, მსა­ხი­ო­ბი:

- ქალ­თა პრობ­ლე­მე­ბი, რა თქმა უნდა, მა­ნამ­დეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და როცა სცე­ნა­რი წა­ვი­კი­თხე, როლი იმ­დე­ნად მო­ვირ­გე, წუ­თი­თაც არ მი­ფიქ­რია, რე­ჟი­სო­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ისე დავ­თან­ხმდი. მო­მე­წო­ნა არა მხო­ლოდ სცე­ნა­რის ფორ­მა, არა­მედ ფილ­მის იდეა. ეს ავ­ტო­რის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი ერ­თგვა­რი პო­ზი­ცია იყო და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ვი­ზი­ა­რე იგი. ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ფილ­მის პერ­სო­ნაჟ ქალ­ბა­ტო­ნებს აქვთ, ჩემ­თვის პი­რა­დად ნაც­ნო­ბი არ არის, მაგ­რამ ნაც­ნო­ბია ჩემ ირ­გვლივ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თა გა­სა­ჭი­რით ყო­ველ­თვის ვინ­ტე­რეს­დე­ბი. მსა­ხი­ობს ათას­გვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უწევს, ამი­ტომ თუ მან არ იცის ესა თუ ის პრობ­ლე­მა­ტი­კა, როლს ვერ გა­ი­თა­ვი­სებს და ვერ შეძ­ლებს სათ­ქმე­ლის მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნას. ვფიქ­რობ, ხა­რის­ხი­თაც და იდე­ი­თაც ფილ­მი ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბა და გა­მორ­ჩე­უ­ლია ბოლო დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის­გან. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ეს რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას დე­ბი­უ­ტია! ასე თა­მა­მად იმი­ტომ გე­ლა­პა­რა­კე­ბით, რომ უკვე ვიცი მა­ყუ­რებ­ლის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა...

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- როცა სცე­ნა­რი სა­ინ­ტე­რე­სოა, ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც იო­ლად თან­ხმდე­ბი. კას­ტინგზე უკვე ვი­ცო­დით, რომ სცე­ნარს პრი­ზი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. როცა მსა­ხი­ო­ბებ­მა სცე­ნა­რი წა­ვი­კი­თხეთ, მივ­ხვდით, რომ საქ­მე სე­რი­ო­ზულ პრო­ექტთან გვქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­თა პრობ­ლე­მებს, ისეთ უბან­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც მსგავ­სი პრობ­ლე­მა უხ­ვად იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი გახ­ლდათ და მი­ხა­რია, რომ ამ ფილ­მის შექ­მნა­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლია ფილმში, რო­მე­ლიც ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს. ის მწა­რე სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს და ამი­ტო­მაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. ფილ­მი ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც შე­ე­ხე­ბა მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის სი­შიშ­ვლეს და იმას, რომ ამით ვინ­მე გა­ღი­ზი­ან­და, გა­მო­დის, რომ ფილ­მი არას­წო­რად გა­ი­გო... სუ­რათ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი გზა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, წარ­მა­ტე­ბას ადა­მი­ან­მა იმის ხარ­ჯზე მი­აღ­წი­ოს, რომ ვინ­მეს ლო­გინ­ში ჩა­უ­გორ­დეს. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ამის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა.

თა­მარ აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი:

- ეს ფილ­მი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, დავ­ფიქ­რდეთ მავ­ნე ტრა­დი­ცი­ებ­სა თუ დამ­კვიდ­რე­ბულ წე­სებ­ზე, უფრო მძაფ­რად ვიგ­რძნოთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის, ნორ­მე­ბის შეც­ვლი­სა და აღ­მო­ფხვრის სა­ჭი­რო­ე­ბა. ფილ­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეა გა­სუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ქალ­თა პრობ­ლე­მებს ახ­ლო­ბელს გახ­დის სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. გენ­დერუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია და ეს ფილმში ნათ­ლად და სწო­რა­დაა ასა­ხუ­ლი.

ნა­ტა­ლია, დი­ა­სახ­ლი­სი, 37 წლის:

- ფილმში ნა­ნა­ხი ცალ­კე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი, ვფიქ­რობ, თით­ქმის ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სის­თვის ნაც­ნო­ბია. ორი შვი­ლი მყავს და იმ ფაქ­ტმა, რომ სახ­ლში მათი დამ­ტო­ვე­ბე­ლი არას­დროს მყო­ლია, ჩემი პრო­ფე­სია შე­ი­წი­რა. ხოლო როცა წა­მო­ი­ზარ­დნენ, რიგი პრობ­ლე­მე­ბის გამო, უკვე თა­ვად აღ­მოვ­ჩნდი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო... გენ­დერუ­ლი და ფე­მი­ნის­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­წო­რად ეს­მით. ჩვენ­თან ქალ­თა პრობ­ლე­მე­ბი მარ­თლაც შე­სამ­ჩნე­ვია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბა ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შექ­მნის კა­ნო­ნებს. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, არა­ნა­ი­რი აზრი არა აქვს, ჩემს გო­გო­ნას სე­რი­ო­ზულ გა­ნათ­ლე­ბას მივ­ცემ თუ არა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი არ­სე­ბობს, რომ მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ყე­ნოს... ფილ­მი ასე­ვე ხაზს უს­ვამს ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ღირ­სე­ბას, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, არ ღა­ლა­ტო­ბენ. მად­ლო­ბა რე­ჟი­სორ­სა და მსა­ხი­ო­ბებს!..

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მართალია, სულაც არ გეღიმებათ, მაგრამ მაინც - KEEP SMILING

მართალია, სულაც არ გეღიმებათ, მაგრამ მაინც - KEEP SMILING

რეჟისორ რუსუდან ჭყონიას ფილმის, "KEEP SMILING ანუ გაიღიმეთ" სცენარს დიდი წარმატება ხვდა წილად საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის ერთადერთი ქართული პროექტი იყო, რომლის რეალიზებასაც კანის ფესტივალის "რეზიდენსის" პროგრამის ფარგლებში დაედო სათავე. "ბერლინალეზე", პროექტების მარკეტზე სამ საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა და პრიზით აღინიშნა. ბელგრადში საუკეთესო აღმოსავლეთევროპულ პროექტად აღიარეს, აბუ-დაბის ფესტივალზე კი საუკეთესო სცენარის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმის პრემიერა ვენეციის ფესტივალზე შედგა, გრან-პრი მონპელიესა და კანის "შეხვედრების ფესტივალზე" მიიღო. ასევე, პრიზები ხვდა წილად ანტალიის ფესტივალზე, ტალინში, თბილისში... ფილმი 35-მდე ფესტივალზე საჩვენებლად იყო წარდგენილი და მხოლოდ მარტში, 8 მათგანზე უკვე მიწვეულია. მალე საფრანგეთის კინოეკრანებზეც გამოვა. რუსეთსა და სხვა ქვეყნებთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს...

- როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ფილმის სცენარმა საზღვარგარეთ უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია, ვიდრე საქართველოში? ეს იმის გამო ხომ არ მოხდა, რომ სიუჟეტი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული?

რუსუდან ჭყონია, ფილმის რეჟისორი:

- სცენარს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხრიდან გრანტი გადმოეცა და არაერთი წარმატება ხვდა წილად, მაგრამ ქართული მხრიდან ფილმისთვის დაფინანსების მოპოვება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს პროექტი 7 წლის განმავლობაში შეგვქონდა კინოცენტრში და უარს გვეუბნებოდნენ. მიზეზი ახლაც არ ვიცი. ჩემთვის მძიმე და გაუგებარი იყო ჟიურისგან ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს მოსმენა: - ბრწყინვალე სცენარია, მაგრამ ფულს ვერ მოგცემთ! ფრანგულმა ფესტივალმა, "პარიზ სინემამ", სცენარის წერის ხელოვნების შესახებ მასტერკლასების წასაკითხად, პარიზში მიმიწვია... საქართველოდან კი პერმანენტულად უარს ვიღებდით. ეს იმდენად მძიმე და დამთრგუნველი იყო, რაზეც მწარედ მიტირია კიდეც, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყარე და როგორც იქნა, 8 წლის შემდეგ, კონკურსში გავიმარჯვე. სწორედ ქართული ფულის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი ჩემს ფრანგ პროდიუსერთან, ნიკოლას ბლანკთან ერთად ამ ფილმის ბიუჯეტის შეკვრა და გადაღება. მსგავსი სილამაზის (დედების) კონკურსი, რაც ჩემს ფილმშია ასახული, მართლაც ჩატარდა 90-იან წლების საქართველოში და სცენარის იდეაც სწორედ იმ კონკურსის მონაწილის მონათხრობის შემდეგ გამიჩნდა...

- სათაურის თქვენეული გააზრება ასეთია - ქართველ ქალებს სასაცილოდ სულაც არ აქვთ საქმე, მაგრამ მაინც უნდა გაიღიმონ? ამასთან, ფილმის სახელწოდება რატომ არის ინგლისურ-ქართულად?

- ღიმილი ზოგადად, შოუს ნაწილია... სათაური ინგლისურ-ქართულად იმიტომ გადაწყდა, რომ ეს ფილმი მიმბაძველობაზეც მოგვითხრობს - თუ როგორ ვცდილობთ ქართველები ყველაფრის გაუაზრებლად კოპირებას. ის კონკურსიც ასეა: მის ორგანიზატორებს თვითონაც ვერ გაურკვევიათ, რისთვის აწყობენ იმ ღონისძიებას - დედობის იდეის პრომოუტირებისთვის თუ "ახალი საქართველოს", "ახალი, ღია საზოგადოების აშენებისთვის"? როგორი უნდა იყოს ახალი ქართველი დედა? - კითხულობს შოუს წამყვანი და ამ უაზრო კითხვაზე ასეთივე უაზრო პასუხს იღებს: - ძველზე უკეთესი! ფილმის ორენოვანი სახელი მხოლოდ ირონიაა მიმბაძველობისა და ქართველების ორმაგი "მენტალობის" მიმართ. უფრო სწორად, გაურკვევლობასა და დაბნეულობაზე: სად ვართ? რა გვინდა? ვინ ვართ?

- როგორც აღნიშნავთ, ფილმი არ ეხება გენდერულ პრობლემებს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ, იგი მსგავს თემებს ეხმიანება... საზღვარგარეთ თუ მიიღო შეფასება ამ თვალსაზრისით?

- თუ ფილმის მთავარ პერსონაჟებს, იმ არაჩვეულებრივ, ძლიერ ქალებს თანავუგრძნობთ, რომლებსაც უყვართ, იბრძვიან, ოცნებობენ, გრძნობენ, ფიქრობენ, მარცხდებიან და იმარჯვებენ, დაინახავთ ქალის მიერ დანახულ ქალს! დიახ, სწორედ ქალი ცდილობს, საკუთარი თვალით დაგანახვოთ სამყარო!

- ფილმში უხვადაა სატირული ელემენტები. კრიტიკა ხომ არ გსმენიათ იმის გამო, რომ ქართველი საზოგადოების მანკიერ მხარეებს ამხელთ?

- ფილმი ტრაგიკომედიაა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე თემას ეხება, სიმართლე სატირული ფორმითაა ნაჩვენები და ხშირად ძალიან სასაცილოა. დიახ, მაყურებლის მცირე ნაწილს არ მოსწონს საზოგადოების ის პორტრეტი, რასაც ვთავაზობთ, მაგრამ მათი პროტესტი და გაღიზიანება საუკეთესო რამ არის, - ე.ი. ფილმი გამოვიდა, მიზანს მიაღწია, მაყურებელს გულზე მოხვდა. პუბლიკამ ზოგადად ფილმი კარგად მიიღო, წარმოუდგენლად კარგი გამოხმაურებები გვაქვს. თუმცა იყო რამდენიმე ძალიან აგრესიული წერილიც, სადაც წერდნენ, რომ ამ ფილმის გამო რეჟისორის გაგლეჯვა უნდათ...

ია სუხიტაშვილი, მსახიობი:

- სიმართლე გითხრათ, ყელში ამომივიდა ნარკომანიასა და აფხაზეთის ომზე შექმნილი ფილმები. ბევრმა ეს ფილმი ფემინისტურად მონათლა. ასე არ არის. ეს არის პროექტი, რომელიც უბრალოდ ქალებს და მათ ცხოვრებას ეხება. არც ის არის, რომ მასში ქართული მანკიერი ტრადიციებია ასახული. მერწმუნეთ, მსგავსი პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაშია. ჩემი შეფასებით, ეს არის "შავი კომედია". გვანცას ანუ ჩემი პერსონაჟის ტრაგედიაში დამნაშავედ არავინ მიმაჩნია. ხშირად გვიყვარს რაღაცების სხვებზე გადაბრალება, მაგრამ გვანცას თვითონ მიუძღვის წვლილი საკუთარ წარუმატებლობაში. მან დრო როგორც საჭირო იყო, ისე ვერ გამოიყენა, "ჩაიციკლა" თავის ტრაგედიაზე და პროფესიულად ვეღარ განვითარდა... წარმატების მისაღწევად არ არის საჭირო ვინმესთან სექსუალური კონტაქტის დამყარება. აი, იღბალი კი ნამდვილად საჭიროა. ჭკუა კი იმისთვის აქვს ადამიანს, რომ ცხოვზრება თავის სასარგებლოდ მომართოს.

ნანა შონია, მსახიობი:

- ქალთა პრობლემები, რა თქმა უნდა, მანამდეც მაინტერესებდა და როცა სცენარი წავიკითხე, როლი იმდენად მოვირგე, წუთითაც არ მიფიქრია, რეჟისორის შემოთავაზებას ისე დავთანხმდი. მომეწონა არა მხოლოდ სცენარის ფორმა, არამედ ფილმის იდეა. ეს ავტორის მიერ გამოხატული ერთგვარი პოზიცია იყო და დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით გავიზიარე იგი. ის პრობლემები, რაც ფილმის პერსონაჟ ქალბატონებს აქვთ, ჩემთვის პირადად ნაცნობი არ არის, მაგრამ ნაცნობია ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, რომელთა გასაჭირით ყოველთვის ვინტერესდები. მსახიობს ათასგვარი როლის შესრულება უწევს, ამიტომ თუ მან არ იცის ესა თუ ის პრობლემატიკა, როლს ვერ გაითავისებს და ვერ შეძლებს სათქმელის მაყურებლამდე მიტანას. ვფიქრობ, ხარისხითაც და იდეითაც ფილმი ბევრად განსხვავდება და გამორჩეულია ბოლო დროს გადაღებული ქართული ფილმებისგან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს რუსუდან ჭყონიას დებიუტია! ასე თამამად იმიტომ გელაპარაკებით, რომ უკვე ვიცი მაყურებლის დადებითი შეფასება...

შორენა ბეგაშვილი, მსახიობი:

- როცა სცენარი საინტერესოა, ფილმში მონაწილეობასაც იოლად თანხმდები. კასტინგზე უკვე ვიცოდით, რომ სცენარს პრიზი ჰქონდა აღებული. როცა მსახიობებმა სცენარი წავიკითხეთ, მივხვდით, რომ საქმე სერიოზულ პროექტთან გვქონდა. რაც შეეხება ქალთა პრობლემებს, ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც მსგავსი პრობლემა უხვად იყო. ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობი და ახლობელი გახლდათ და მიხარია, რომ ამ ფილმის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი. ძალიან ბევრი დეტალია ფილმში, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ რეალობას ასახავს. ის მწარე სინამდვილეს ასახავს და ამიტომაც არის გამორჩეული. ფილმი ყველანაირი თვალსაზრისით საინტერესოა. რაც შეეხება მასში მონაწილე მსახიობების სიშიშვლეს და იმას, რომ ამით ვინმე გაღიზიანდა, გამოდის, რომ ფილმი არასწორად გაიგო... სურათში ნაჩვენებია წარმატების მიღწევის თავისებური გზა, მაგრამ აუცილებელი არ არის, წარმატებას ადამიანმა იმის ხარჯზე მიაღწიოს, რომ ვინმეს ლოგინში ჩაუგორდეს. წარმატების მიღწევა ამის გარეშეც შეიძლება.

თამარ აბრამიშვილი, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი:

- ეს ფილმი საშუალებას იძლევა, დავფიქრდეთ მავნე ტრადიციებსა თუ დამკვიდრებულ წესებზე, უფრო მძაფრად ვიგრძნოთ მავნე ჩვევების, ნორმების შეცვლისა და აღმოფხვრის საჭიროება. ფილმი საერთაშორისო ასპარეზზეა გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოში არსებულ ქალთა პრობლემებს ახლობელს გახდის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. გენდერული პრობლემები სოციალურად ორიენტირებული პრობლემებია და ეს ფილმში ნათლად და სწორადაა ასახული.

ნატალია, დიასახლისი, 37 წლის:

- ფილმში ნანახი ცალკეული ეპიზოდები, ვფიქრობ, თითქმის ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია. ორი შვილი მყავს და იმ ფაქტმა, რომ სახლში მათი დამტოვებელი არასდროს მყოლია, ჩემი პროფესია შეიწირა. ხოლო როცა წამოიზარდნენ, რიგი პრობლემების გამო, უკვე თავად აღმოვჩნდი შრომისუუნარო... გენდერული და ფემინისტური პრობლემები საქართველოში არასწორად ესმით. ჩვენთან ქალთა პრობლემები მართლაც შესამჩნევია და კარგი იქნება, თუ რომელიმე მთავრობა ამის გათვალისწინებით შექმნის კანონებს. ზოგჯერ ვფიქრობ, არანაირი აზრი არა აქვს, ჩემს გოგონას სერიოზულ განათლებას მივცემ თუ არა, რადგანაც ძალიან მცირე შანსი არსებობს, რომ მომავალში გამოიყენოს... ფილმი ასევე ხაზს უსვამს ქართველი ქალების ღირსებას, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, არ ღალატობენ. მადლობა რეჟისორსა და მსახიობებს!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება