ვარსკვლავებს ზოგჯერ უჩვეულო სურვილები აქვთ. ჯენიფერს ინდოეთში Indian Premier League-ს გახსნის ცერემონიალზე მილიონობით ადამიანის წინაშე უნდა ემღერა, მაგრამ აგენტებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ლოპესის წარმომადგენელმა ორგანიზატორებს ვარსკვლავის პირობები შესთავაზა: ჯენიფერი პირად თვითმფრინავს და სასტუმროს ითხოვდა.
"სად უნდა განთავსებულიყო ჩემი კოსტუმები, ან სად ეცხოვრათ პირად სტილისტებს, დაცვასა და მზარეულებს?", - აღშფოთებას ვერ მალავს ლოპესი.
ჯენიფერის მენეჯერმა ბენი მედინამ განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა თვითმფრინავისა და სასტუმროს ხარჯების დაფარვაზე უარი განაცხადეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ "ლოპესის მოთხოვნების სია აღმაშფოთებელი იყო".
ვარსკვლავმა ცერემონიალზე მისვლაზე უარი თქვა.
მომზადებულია New York Post-ის მიხედვით.