Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას დანიშნული პენსია, ბიძინამ წამართვა" - 84 წლის მოხუცი ატირდა
"მიშას დანიშნული პენსია, ბიძინამ წამართვა" - 84 წლის მოხუცი ატირდა

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ 18 000 -ზე მეტ ოჯახს შე­უ­წყდა. ამას­თან, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფ­თა სა­ყო­ველ­თაო გა­და­მოწ­მე­ბა. მა­ნამ­დე კი, ვი­საც უკვე შე­უ­ჩერ­და დახ­მა­რე­ბა, სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნევს, ხე­ლახ­ლა გა­და­მოწ­მე­ბა­სა და შემ­წე­ო­ბის აღ­დგე­ნას მო­ი­თხოვს.

შემ­წე­ო­ბის შე­წყვე­ტით უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიმ­რავ­ლეს არც გუ­რია უჩი­ვის. ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოზურ­გე­თე­ლი, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი, 84 წლის ნიჟა კვა­შა­ლი­აა, რო­მე­ლიც "გუ­რია ნი­უსს" ტი­რი­ლით მი­ად­გა. მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცის თქმით, დახ­მა­რე­ბა 12 თე­ბერ­ვალს გა­უ­უქ­მეს. აგენ­ტის მოს­ვლის შემ­დეგ ელო­და, რომ დახ­მა­რე­ბას გა­უგ­რძე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუცს, რო­მელ­საც სი­ა­რუ­ლიც კი უჭირს, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­უ­ჩე­რეს. როცა შვი­ლი აფხა­ზე­თის ომში და­ე­ღუ­პა, ნიჟა კვა­შალს მი­ა­ნი­ჭეს ომი­სა და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნის წო­დე­ბა და რო­გორც მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გულს, 22 ლარი ეძ­ლე­ვა დახ­მა­რე­ბის სა­ხით. მას მი­აჩ­ნია, რომ სწო­რედ ამი­ტომ მო­უხ­სნეს დახ­მა­რე­ბა.

"ბა­ბუა, ახ­ლა­ვე და­წე­რე, მი­შას და­ნიშ­ნუ­ლი პენ­სია რომ ბი­ძი­ნამ წა­მარ­თვა, თო­რემ შენს უფ­როსს და­ვუ­რე­კავ - და­მი­წე­რე აგერ "სპი­ჩკის" კო­ლოფ­ზე ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ხომ ხე­დავ, რომ ვტი­რი? მთლად მარ­ტო დავ­რჩი, ცოლი, შვი­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი კვი­რი­კე­თის ჭად­რის ძირ­ში მი­წევს, მი­ყო­ლე­ბით დავ­მარ­ხე. შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი მე­უღ­ლე. რაც მან ქვას თავი ურტყა, როცა ჩემი ვაჟი მოკ­ლეს აფხა­ზეთ­ში, აქამ­დე რო­გორ მო­აღ­წია?! ღრმა მო­ხუ­ცი ვარ, თვე­ში, სულ ცოტა, 120 ლა­რის წა­მა­ლი მჭირ­დე­ბა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი რომ არ დამ­ღუპ­ვო­და, რა მჭირ­და ამა­თი სა­მა­თხოვ­რო? ახლა 19-20 წლის ბა­დი­შე­ბი მე­ყო­ლე­ბო­და", - უთხრა ტი­რი­ლით ბა­ტონ­მა ნი­ჟამ ჟურ­ნა­ლისტს.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
0

ამ ადამიანს ეძლევა ალაბათ როგორც ყველა ომში დაღუპულ , მარჩენალ დაკარგულს 1000 ლ და +ასაკობრივი პენსია. ეს საშინელებაა მოხუცო.

!!!
0

ამ კაცს აძლევენ შვილის 1000 ლარიან დახმარებას, ალბათ ამიტომ მოეხსნა სტატუსი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მიშას დანიშნული პენსია, ბიძინამ წამართვა" - 84 წლის მოხუცი ატირდა

"მიშას დანიშნული პენსია, ბიძინამ წამართვა" - 84 წლის მოხუცი ატირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 18 000 -ზე მეტ ოჯახს შეუწყდა. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა საყოველთაო გადამოწმება. მანამდე კი, ვისაც უკვე შეუჩერდა დახმარება, სააგენტოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს, ხელახლა გადამოწმებასა და შემწეობის აღდგენას მოითხოვს.

შემწეობის შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეების სიმრავლეს არც გურია უჩივის. ერთ-ერთი დაზარალებული ოზურგეთელი, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები, 84 წლის ნიჟა კვაშალიაა, რომელიც "გურია ნიუსს" ტირილით მიადგა. მარტოხელა მოხუცის თქმით, დახმარება 12 თებერვალს გაუუქმეს. აგენტის მოსვლის შემდეგ ელოდა, რომ დახმარებას გაუგრძელებდნენ, თუმცა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა მოხუცს, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, სოციალური დახმარება შეუჩერეს. როცა შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა, ნიჟა კვაშალს მიანიჭეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის წოდება და როგორც მარჩენალდაკარგულს, 22 ლარი ეძლევა დახმარების სახით. მას მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ მოუხსნეს დახმარება.

"ბაბუა, ახლავე დაწერე, მიშას დანიშნული პენსია რომ ბიძინამ წამართვა, თორემ შენს უფროსს დავურეკავ - დამიწერე აგერ "სპიჩკის" კოლოფზე ტელეფონის ნომერი, ხომ ხედავ, რომ ვტირი? მთლად მარტო დავრჩი, ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი კვირიკეთის ჭადრის ძირში მიწევს, მიყოლებით დავმარხე. შარშან გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. რაც მან ქვას თავი ურტყა, როცა ჩემი ვაჟი მოკლეს აფხაზეთში, აქამდე როგორ მოაღწია?! ღრმა მოხუცი ვარ, თვეში, სულ ცოტა, 120 ლარის წამალი მჭირდება. შვილიშვილები რომ არ დამღუპვოდა, რა მჭირდა ამათი სამათხოვრო? ახლა 19-20 წლის ბადიშები მეყოლებოდა", - უთხრა ტირილით ბატონმა ნიჟამ ჟურნალისტს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”