მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის
სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლი არ არის. რო­გორც კბი­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სად მის მი­მართ არა­ნა­ი­რი დევ­ნა არ და­წყე­ბუ­ლა.

"არა­ნა­ი­რი დევ­ნა სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი არ არის. ის არ გახ­ლავთ ბრალ­დე­ბუ­ლი. ეს ფაქ­ტი შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს უშუ­ა­ლოდ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რამ­დე­ნი­მე პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­შიც არის მი­ცე­მუ­ლი. საქ­მე აღ­ძრუ­ლია, მაგ­რამ - არა პავ­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მი­ნიშ­ნე­ბა ერთ-ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, თუმ­ცა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თქმით, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნის და­სა­წყე­ბად ეს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის.

"ადუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ჩვე­ნე­ბა­ში არის მი­თი­თე­ბა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­ზე, მაგ­რამ ეს ამ ეტაპ­ზე არ არის საკ­მა­რი­სად მიჩ­ნე­უ­ლი, რათა დევ­ნა და­ი­წყოს. შე­სა­ბა­მი­სად, პავ­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ არა­ფე­რი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუ და­მა­ტე­ბი­თი მო­ნა­ცე­მე­ბი იქ­ნე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა მივა იმ აზ­რამ­დე, რომ შე­იძ­ლე­ბა "ამა­ზე" ვი­ფიქ­როთ, მის მი­მართ დევ­ნა იქ­ნე­ბა და­წყე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს არა­საკ­მა­რი­სად არის მიჩ­ნე­უ­ლი", - დას­ძი­ნა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია მე-9 არ­ხმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

ბიზ­ნეს­მე­ნი ავთო ადუ­აშ­ვი­ლი 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ქარ­ვას­ლას­თან" სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი იპო­ვეს. მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თი შე­საძ­ლოა, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი იყოს. ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ექ­ვსი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის - სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის დის ქმა­რი ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის

სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. როგორც კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაბამისად მის მიმართ არანაირი დევნა არ დაწყებულა.

"არანაირი დევნა სოსო პავლიაშვილის მიმართ დაწყებული არ არის. ის არ გახლავთ ბრალდებული. ეს ფაქტი შემიძლია დაგიდასტუროთ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც არის მიცემული. საქმე აღძრულია, მაგრამ - არა პავლიაშვილის მიმართ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განმარტებით, სოსო პავლიაშვილთან მიმართებაში მინიშნება ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში გამოიკვეთა, თუმცა მთავარი პროკურორის თქმით, ქართველი მომღერლის წინააღმდეგ დევნის დასაწყებად ეს საკმარისი მტკიცებულება არ არის.

"ადუაშვილის საქმეში არსებულ ერთ-ერთ ჩვენებაში არის მითითება სოსო პავლიაშვილზე, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არ არის საკმარისად მიჩნეული, რათა დევნა დაიწყოს. შესაბამისად, პავლიაშვილის მიმართ არაფერი არ ხორციელდება. თუ დამატებითი მონაცემები იქნება და გამოძიება მივა იმ აზრამდე, რომ შეიძლება "ამაზე" ვიფიქროთ, მის მიმართ დევნა იქნება დაწყებული, მაგრამ ჯერჯერობით ეს არასაკმარისად არის მიჩნეული", - დასძინა არჩილ კბილაშვილმა.

გუშინ ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. მკვლელობიდან რამდენიმე ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის შემკვეთი შესაძლოა, სოსო პავლიაშვილი იყოს. ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული, მათ შორის - სოსო პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ