საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვოლსკიმ ბრაიზას მიერ საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის მიცემული რეკომენდაციები გაასაჯაროვა
გიორგი ვოლსკიმ ბრაიზას მიერ საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის მიცემული რეკომენდაციები გაასაჯაროვა

პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვოლ­სკი ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, მე­თიუ ბრა­ი­ზას მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხში აგ­ვის­ტოს ომამ­დე ორი წლით ადრე მი­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ასა­ჯა­რო­ებს.

წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ბრა­ი­ზას რჩე­ვებ­ზეა სა­უ­ბა­რი, აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელ­ჩის, ვა­სილ სი­ხა­რუ­ლი­ძის მიერ იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლის­თვი­საა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. მას­ში სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­გა­რეო უწყე­ბის უკვე ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს მე­თიუ ბრა­ი­ზას­თან 2006 წლის 1-ელ ივ­ნისს გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს უყ­ვე­ბა. სი­ხა­რუ­ლის მიერ ბეჟუ­აშ­ვი­ლის­თვის მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი ვოლ­სკიმ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" გა­დას­ცა.

"მე­თიუ ბრა­ი­ზამ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, 15 ივ­ნისს არ მი­ი­ღოს ემო­ცი­უ­რი და კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი რე­ზო­ლუ­ცია აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ შემ­თხვე­ვა­ში არც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, არც მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფი და არც გა­ე­რო სა­ქარ­თვე­ლოს მხარს არ და­უ­ჭერს. ეს ავ­ნებს არა მარ­ტო აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს, არა­მედ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ჩარ­თონ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს­თან ინ­ტენ­სი­ურ დი­ა­ლოგ­ში. მე­თიუ ბრა­ი­ზას რჩე­ვით, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ რე­ზო­ლუ­ცია გვერდს აუვ­ლის რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის სა­კითხს და ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს გა­ლის რა­ი­ონ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტინ­გენ­ტის გან­ლა­გე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე გა­ე­როს ეგი­დით. მე­თიუ ბრა­ი­ზას თქმით, თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა სწო­რედ ამის შე­დე­გია. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მის­ცეს შან­სი მე­გო­ბარ­თა ჯგუფს მო­ახ­დი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა რუ­სეთ­ზე გა­ე­როს მეშ­ვე­ო­ბით", - ნათ­ქვა­მია სი­ხა­რუ­ლი­ძის მიერ ბეჟუ­აშ­ვი­ლის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი ვოლსკიმ ბრაიზას მიერ საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის მიცემული რეკომენდაციები გაასაჯაროვა

გიორგი ვოლსკიმ ბრაიზას მიერ საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის მიცემული რეკომენდაციები გაასაჯაროვა

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამერიკელი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის კონფლიქტების დარეგულირების საკითხში აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე მიცემულ რეკომენდაციებს ასაჯაროებს.

წერილი, რომელშიც ბრაიზას რჩევებზეა საუბარი, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვასილ სიხარულიძის მიერ იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილისთვისაა გამოგზავნილი. მასში სიხარულიძე საგარეო უწყების უკვე ყოფილ ხელმძღვანელს მეთიუ ბრაიზასთან 2006 წლის 1-ელ ივნისს გამართული შეხვედრის დეტალებს უყვება. სიხარულის მიერ ბეჟუაშვილისთვის მიწერილი წერილი ვოლსკიმ ტელეკომპანია "იმედს" გადასცა.

"მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, 15 ივნისს არ მიიღოს ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ. ამ შემთხვევაში არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც მეგობართა ჯგუფი და არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს. ეს ავნებს არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, არამედ უარყოფით გავლენას მოახდენს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე ჩართონ საქართველო ნატოსთან ინტენსიურ დიალოგში. მეთიუ ბრაიზას რჩევით, კარგი იქნება თუ რეზოლუცია გვერდს აუვლის რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს გალის რაიონში, საერთაშორისო საპოლიციო ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტის განლაგების აუცილებლობაზე გაეროს ეგიდით. მეთიუ ბრაიზას თქმით, თანამეგობრობა და მეგობართა ჯგუფის ასეთი აქტიურობა სწორედ ამის შედეგია. საქართველომ უნდა მისცეს შანსი მეგობართა ჯგუფს მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე გაეროს მეშვეობით", - ნათქვამია სიხარულიძის მიერ ბეჟუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა