საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - "შიხიაშვილის ოცნებების ასრულების პროცესი, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს"
გიგი უგულავა - "შიხიაშვილის ოცნებების ასრულების პროცესი, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს"

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა მთავ­რო­ბა­სა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს საკ­რე­ბუ­ლო­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვამ თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ეს საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გახ­და ნა­თე­ლი.

"ამ 26 ადა­მი­ანს ებ­რძვის ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მთე­ლი სის­ტე­მა, უმ­რავ­ლე­სო­ბა და მის­და სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ლო­გი­კუ­რია ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო ძა­ლი­ან ღირ­სე­ულ­მა ადა­მი­ან­მა, ზაალ სა­მა­დაშ­ვილ­მა, რომ დამ­დგა­რი­ყო მისი ნდო­ბის სა­კი­თხი. ვუ­ლო­ცავ მას და თბი­ლი­სე­ლებს, რომ იგი დარ­ჩა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ხი­აშ­ვი­ლის ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას, ეს პრო­ცე­სი ალ­ბათ, სულ მცი­რე, სამი თვით გა­და­ი­წევს", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ დარ­ჩა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს. საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­უ­რი ფრაქ­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­მა­დაშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა მი­უ­ლო­ცეს და "სკა­მის მშვი­დო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბა" უსურ­ვეს.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დღის წეს­რი­გი, რო­მელ­შიც პირ­ველ სა­კი­თხად ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი იყო შე­ტა­ნი­ლი, 24 კა­ცი­ა­ნი კვო­რუ­მით და­ამ­ტკი­ცა. რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, ამ სა­კი­თხზე კენ­ჭისყ­რის ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, დღე­ი­დან სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი ვერ დად­გე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიგი უგულავა - "შიხიაშვილის ოცნებების ასრულების პროცესი, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს"

გიგი უგულავა - "შიხიაშვილის ოცნებების ასრულების პროცესი, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს"

თბილისის მერი გიგი უგულავა მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს საკრებულოზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც გიგი უგულავამ თემის კომენტირებისას განაცხადა, ეს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ნათელი.

"ამ 26 ადამიანს ებრძვის ცენტრალური მთავრობის მთელი სისტემა, უმრავლესობა და მისდა სამწუხაროდ, პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ვფიქრობ, ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ძალიან ღირსეულმა ადამიანმა, ზაალ სამადაშვილმა, რომ დამდგარიყო მისი ნდობის საკითხი. ვულოცავ მას და თბილისელებს, რომ იგი დარჩა საკრებულოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება შიხიაშვილის ოცნებების ასრულებას, ეს პროცესი ალბათ, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს", - აღნიშნა უგულავამ.

ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სამადაშვილს თანამდებობაზე დარჩენა მიულოცეს და "სკამის მშვიდობაში მოხმარება" უსურვეს.

თბილისის საკრებულომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი, რომელშიც პირველ საკითხად ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი იყო შეტანილი, 24 კაციანი კვორუმით დაამტკიცა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება თავად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, დღეიდან სამი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ვერ დადგება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა