სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფონდი "ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს
ფონდი "ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

27 მარტს, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში" კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტარ­მა" და ასო­ცი­ა­ცი­ამ "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო" ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტის "იზ­რუ­ნე მო­მა­ვალ­ზე" ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­რეს. ამას­თან, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბიც გა­აც­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტარ­მა" ფონ­დი "ნა­ტახ­ტა­რი" 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ა­ფუძნა და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ მი­მარ­თუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტის "იზ­რუ­ნე მო­მა­ვალ­ზე" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სწო­რედ ამ დღი­დან და­ი­წყო. ყო­ველ წელს, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნო­ემ­ბრი­დან თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით "ნა­ტახ­ტა­რის ლი­მო­ნა­თის" თი­თო­ე­უ­ლი გა­ყი­დუ­ლი ბოთ­ლი­დან ფონდში ირი­ცხე­ბო­და 1,3 და 5 თეთ­რი (შე­ფუთ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 0,5ლ; 1ლ და 2ლ). პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს" მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის თა­ნად­გო­მი­თა და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და მე­ო­რე ეტა­პის, 2012 წლის ნო­ემ­ბრი­დან, 2013 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის სპი­კე­რებ­მა ასე­ვე ისა­უბ­რეს "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის" მიმ­დი­ნა­რე წლის გეგ­მებ­სა და თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის სხვა მე­ქა­ნიზ­მებ­ზეც.

თორ­ნი­კე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის" მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი:

"ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შით წარვსდგეთ. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­რო­ვე­ბულ­მა თან­ხამ 243.000 ლარი შე­ად­გი­ნა. ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რია აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია "პრა­ის ვო­ტერ ჰაუს კუ­პე­რი", რო­მე­ლიც ფონ­დის აუ­დი­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ფონ­დი 16-18 ასა­კის მო­ზარ­დე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გან ეს არის ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი. რო­დე­საც მო­ზარ­დი 18 წლის სრულ­დე­ბა, იგი უკვე მზად უნდა იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად .ვცდი­ლობთ, ეს არე­ა­ლი თან­და­თან გა­ვა­ფარ­თო­ვოთ და წელს მუ­შა­ო­ბას 15-18 წლის მო­ზარ­დებ­ზეც და­ვი­წყებთ. პრო­ექ­ტის სიძ­ლი­ე­რე ისაა, რომ თი­თო­ე­უ­ლი მო­ზარ­დი თი­თო­ე­უ­ლი ქე­ი­სია. ეს ქე­ი­სი არ იხუ­რე­ბა, სა­ნამ მო­ზარ­დი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ მი­აღ­წევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბას იმ მო­ზარ­დებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რე­ბენ ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და ინ­სტი­ტუ­ტებ­სა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ის­წავ­ლი­ან.

გარ­და ამი­სა, ჩვენს პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში უკვე მოხ­და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის და­საქ­მე­ბა და მათ უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნა."

მა­ნა­ნა ომა­რაშ­ვი­ლი, ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო":

"ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ზრუ­ნავს მო­ზარ­დე­ბის უნა­რის შე­ფა­სე­ბა­ზე, ფიქ­რობს, თუ რო­მე­ლი პრო­ფე­სია შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამა თუ იმ მო­ზარდს, მაგ­რამ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მათი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის რელ­სებ­ზე გა­დაყ­ვა­ნაა. მო­ზარ­დის­თვის მთა­ვა­რი მარ­ტო პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა არ არის - ის პი­როვ­ნუ­ლა­დაც უნდა იყოს მზად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის.

სულ ჩვენს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში 10 სა­ო­ჯა­ხო სახ­ლია. 2012 წელს ვი­მუ­შა­ვეთ 72 მო­ზარ­დთან. აქე­დან 10 ქე­ი­სი და­ხუ­რუ­ლია - 6 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მუ­შა­ობს, ხოლო 4 გო­გო­ნა გა­თხოვ­და და უკვე და­ად­გა და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას. და­ნარ­ჩე­ნი 62 მო­ზარ­დი­დან 4 და­საქ­მე­ბუ­ლია, 10 უკვე მზად არის საქ­მი­ა­ნო­ბას 2-3 თვე­ში შე­უდ­გეს, 2 მათ­განს სამ­სა­ხუ­რი სექ­ტემ­ბერ­ში ელო­დე­ბა, ხოლო 6 ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა"

ლელა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო":

" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ვად მო­ზარ­დე­ბი იღე­ბენ და ჩვენ არ ვე­რე­ვით მათ არ­ჩე­ვან­ში. თუმ­ცა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გუნ­დი დაკ­ვირ­ვე­ბით მუ­შა­ობს, რომ მა­თი­ვე არ­ჩე­ვანს სრულ­ყო­ფი­ლე­ბა მის­ცენ. ამის გარ­და, ისი­ნი ჩვენ­გან იღე­ბენ სრულ სერ­ვისს: ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა, საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბა, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა, სტა­ჟი­რე­ბა, ინ­ვენ­ტა­რი­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა, გზის ხარ­ჯი.

მო­ზარ­დებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა ინ­ტერ­ნეტ-ტექ­ნო­ლო­გის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზეა. დატ­ვირ­თვე­ბი მო­დის ისეთ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დღე­ვან­დელ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში: ავ­ტო­შემ­კე­თე­ბე­ლი, მზა­რე­უ­ლი, მა­სა­ჟის­ტი, სტი­ლის­ტი, კოს­მე­ტო­ლო­გი, დურ­გა­ლი, ტყა­ვის და­მუ­შა­ვე­ბის დი­ზა­ი­ნი.

ასე­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მათ მიერ მო­თხოვ­ნი­ლი საგ­ნე­ბის შეს­წავ­ლაც: ინ­გლი­სუ­რი, მა­თე­მა­ტი­კა, ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, ქი­მია-ბი­ო­ლო­გია, ის­ტო­რია, უნა­რე­ბი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ზარ­დი ჩა­მორ­ჩე­ნია თა­ვის ასა­კის შე­სა­ფე­რის გა­ნათ­ლე­ბას და ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი მომ­ზა­დე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბით ხდე­ბა და იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ექ­სტერ­ნად ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ გა­მოც­დე­ბი.

ასე­ვე გვინ­და გა­მოვ­ყოთ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, თუ კერ­ძო ფირ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ იღე­ბენ ქველ­მოქ­მე­დე­ბას. ისი­ნი შე­ღა­ვათს უწე­ვენ მო­ზარ­დე­ბის სწავ­ლე­ბას და ამით ერ­თგვარ ბო­ნუ­სებს ჩუქ­ნი­ან მათ."

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სას­რულს თორ­ნი­კე ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ფონდ ნა­ტახ­ტარს" კი­დევ აქვს რამ­დე­ნი­მე მე­ქა­ნიზ­მი მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად და ამ პრო­ექ­ტებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­ი­ტყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

R

ფონდი "ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

ფონდი "ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

27 მარტს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" კომპანია "ნატახტარმა" და ასოციაციამ "ჩვენი სახლი - საქართველო" ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ პირებს საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ჩააბარეს. ამასთან, მოწვეულ სტუმრებს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადების ხელშეწყობისთვის განხორციელებული პროექტებიც გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ნატახტარმა" ფონდი "ნატახტარი" 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა და მზრუნველობამოკლებული მოზარდების მხარდაჭერისკენ მიმართული საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" განხორციელებაც სწორედ ამ დღიდან დაიწყო. ყოველ წელს, 3 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1,3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0,5ლ; 1ლ და 2ლ). პროექტი ხორციელდება ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერითა და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

პრესკონფერენციის დროს ასევე ცნობილი გახდა მეორე ეტაპის, 2012 წლის ნოემბრიდან, 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, შეგროვებული თანხის მოცულობა. პრესკონფერენციის სპიკერებმა ასევე ისაუბრეს "ფონდი ნატახტარის" მიმდინარე წლის გეგმებსა და თანხის შეგროვების სხვა მექანიზმებზეც.

თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი:

"ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოების წინაშე ფინანსური ანგარიშით წარვსდგეთ. ორი წლის განმავლობაში შეგროვებულმა თანხამ 243.000 ლარი შეადგინა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორია აუდიტორული კომპანია "პრაის ვოტერ ჰაუს კუპერი", რომელიც ფონდის აუდიტითაა დაკავებული.

ფონდი 16-18 ასაკის მოზარდების დახმარებაზეა ორიენტირებული, რადგან ეს არის ყველაზე კრიტიკული ასაკი. როდესაც მოზარდი 18 წლის სრულდება, იგი უკვე მზად უნდა იყოს დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად .ვცდილობთ, ეს არეალი თანდათან გავაფართოვოთ და წელს მუშაობას 15-18 წლის მოზარდებზეც დავიწყებთ. პროექტის სიძლიერე ისაა, რომ თითოეული მოზარდი თითოეული ქეისია. ეს ქეისი არ იხურება, სანამ მოზარდი დამოუკიდებლობას არ მიაღწევს. ამ შემთხვევაში ყურადღებას იმ მოზარდებზე გავამახვილებთ, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ინსტიტუტებსა თუ უნივერსიტეტებში ისწავლიან.

გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ კომპანიებში უკვე მოხდა რამდენიმე მათგანის დასაქმება და მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარი თავის რჩენა."

მანანა ომარაშვილი, ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო":

"ფსიქოლოგიური სამსახური ზრუნავს მოზარდების უნარის შეფასებაზე, ფიქრობს, თუ რომელი პროფესია შეესაბამება ამა თუ იმ მოზარდს, მაგრამ მთავარი მიზანი მათი დამოუკიდებელი ცხოვრების რელსებზე გადაყვანაა. მოზარდისთვის მთავარი მარტო პროფესიის შერჩევა არ არის - ის პიროვნულადაც უნდა იყოს მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

სულ ჩვენს დაქვემდებარებაში 10 საოჯახო სახლია. 2012 წელს ვიმუშავეთ 72 მოზარდთან. აქედან 10 ქეისი დახურულია - 6 ბენეფიციარი მუშაობს, ხოლო 4 გოგონა გათხოვდა და უკვე დაადგა დამოუკიდებელ ცხოვრებას. დანარჩენი 62 მოზარდიდან 4 დასაქმებულია, 10 უკვე მზად არის საქმიანობას 2-3 თვეში შეუდგეს, 2 მათგანს სამსახური სექტემბერში ელოდება, ხოლო 6 ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება"

ლელა მერაბიშვილი, ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო":

" გადაწყვეტილებას თავად მოზარდები იღებენ და ჩვენ არ ვერევით მათ არჩევანში. თუმცა, ფსიქოლოგიური გუნდი დაკვირვებით მუშაობს, რომ მათივე არჩევანს სრულყოფილება მისცენ. ამის გარდა, ისინი ჩვენგან იღებენ სრულ სერვისს: ხელობის შესწავლა, საგნებში მომზადება, მართვის მოწმობის აღება, სტაჟირება, ინვენტარისა და სახელმძღვანელოების შეძენა, გზის ხარჯი.

მოზარდებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა ინტერნეტ-ტექნოლოგის სპეციალობაზეა. დატვირთვები მოდის ისეთ სპეციალობებზე, რომელიც აქტიურად გამოიყენება დღევანდელ საყოფაცხოვრებო პირობებში: ავტოშემკეთებელი, მზარეული, მასაჟისტი, სტილისტი, კოსმეტოლოგი, დურგალი, ტყავის დამუშავების დიზაინი.

ასევე მრავალფეროვანია მათ მიერ მოთხოვნილი საგნების შესწავლაც: ინგლისური, მათემატიკა, ქართული, რუსული, ქიმია-ბიოლოგია, ისტორია, უნარები. არის შემთხვევები, როდესაც მოზარდი ჩამორჩენია თავის ასაკის შესაფერის განათლებას და ამ შემთხვევაში მათი მომზადება გაძლიერებული სწავლებით ხდება და იყო შემთხვევები, როდესაც ექსტერნად ჩაუბარებიათ გამოცდები.

ასევე გვინდა გამოვყოთ ის ორგანიზაციები, თუ კერძო ფირმები, რომლებიც თავის მხრივ იღებენ ქველმოქმედებას. ისინი შეღავათს უწევენ მოზარდების სწავლებას და ამით ერთგვარ ბონუსებს ჩუქნიან მათ."

პრესკონფერენციის დასასრულს თორნიკე ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ "ფონდ ნატახტარს" კიდევ აქვს რამდენიმე მექანიზმი მზრუნველობამოკლებული მოზარდების ხელშეწყობისთვის ფინანსების მოსაძიებლად და ამ პროექტებს უახლოეს მომავალში შეიტყობს საზოგადოება.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო