სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ბერულავა თინა ხიდაშელს - "ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ"
ლაშა ბერულავა თინა ხიდაშელს - "ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ"

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ნი­უ­პოს­ტის" რე­დაქ­ტო­რი და რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ბე­რუ­ლა­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის, თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

"გა­მარ­ჯო­ბა, ქალ­ბა­ტო­ნო Khidasheli Tinatin, ლაშა ბე­რუ­ლა­ვა მე გახ­ლა­ვართ. სა­ნამ ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დე­ბით, იქ­ნებ გა­მარ­კვი­ოთ:

ა) ეს შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა თუ "სტრელ­კა";

ბ) რა შუ­ა­შია ლაშა ბე­რუ­ლა­ვა, როცა სა­იტ­ზე დევს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც "ლა­ზა­რემ" გა­ავ­რცე­ლა და რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, წუ­ხელ "ფე­ის­ბუქ­ზეც" ვრცელ­დე­ბო­და?

ჩემი მხრი­დან, გა­მოვ­თქვამ მზად­ყოფ­ნას თქვენ­თან შე­სახ­ვედ­რად, უბ­რა­ლოდ, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­გი­წევთ, რომ ფრე­ნა ისე­თი უნდა, მე რომ ვიცი:) შე­მიძ­ლია გას­წავ­ლოთ კი­დეც:)

თუ თქვე­ნი სი­ტყვა "ძონ­ძე­ბი" მეც მე­ხე­ბა, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მო­მი­წევს თქვე­ნი­ვე თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მხრი­დან თქვე­ნი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი ეპი­თე­ტე­ბის მოხმო­ბა, რაც, ვფიქ­რობ, მა­ინ­ცდა­მა­ინც ფრე­ნის ხა­სი­ათ­ზე ვერ და­გა­ყე­ნებთ...

აქვე მინ­და ვთხო­ვო ჩემი და ამ ფრი­ად ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი დე­პუ­ტა­ტის სა­ერ­თო მე­გობ­რებს, იქ­ნებ გა­ზი­ა­რე­ბით და­მეხ­მა­რონ ჩემი პო­ზი­ცი­ის მი­ტა­ნა­ში ქალ­ბა­ტონ ხი­და­შელ­თან, რო­გორც ჩანს, მო­ნიშ­ვნა საქ­მეს ვერ შვე­ლის:)

კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ ქალ­ბა­ტონ Khidasheli Tinatin-ის­გან, მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად გან­მარ­ტოს, რა პრე­ტენ­ზია აქვს ჟურ­ნა­ლისტ ლაშა ბე­რუ­ლა­ვას­თან ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო და რა­ტომ მო­იხ­სე­ნი­ებს ჟურ­ნა­ლისტს "ლა­ზა­რეს­თან" კონ­ტექ­სტში.

ისე, რა ძნე­ლია პო­ლი­ტი­კო­სო­ბის ტვირ­თი: გი­ნე­ბა­ში რომ წაღ­მა-უკუღ­მა პო­ზა­ში გატ­რი­ა­ლე­ბენ და ჰა­ერ­ში აგ­დე­ბულს ძირს არ და­გაგ­დე­ბენ, ვერ გაბ­რაზ­დე­ბი და ხმას ვერ ამო­ი­ღებ; სა­მა­გი­ე­როდ, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად გაბ­რაზ­დე ჟურ­ნა­ლისტზე და ეს გა­მო­ხა­ტო "ფე­ის­ბუქ­ზე", როცა ის ჟურ­ნა­ლის­ტი შენს შე­სა­ხებ რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­წე­რილ ბრალ­დე­ბებს სტან­დარ­ტის სრუ­ლი დაც­ვით გა­მო­აქ­ვეყ­ნებს მე­დი­ა­გა­მო­ცე­მის გვერ­დზე:)

ეგ არ იყო რა­ღაც ლო­კა­ლუ­რი ფაქ­ტი: ეგ იყო ორ­გა­ნი­ცა­ზი­ის პრეს­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა უც­ვლე­ლად. შსს-ს პრეს­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბის დროს, როცა უწყე­ბა ვინ­მეს და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლისტს მოს­დის თავ­ში ბრალ­დე­ბულს და­უ­კავ­შირ­დეს და შსს-ს პრეს­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი სთხო­ვოს?", - წერს ბე­რუ­ლა­ვა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქით" სა­ა­გენ­ტო "ნი­უ­პოს­ტის" მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რეს" გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. გან­ცხა­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუქ­ზე" მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რეს" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გან­ცხა­დე­ბა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა. ხი­და­შე­ლი სა­ა­გენ­ტოს უკან მდგო­მი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და: "მგო­ნი ვბრაზ­დე­ბი :) მე­გო­ნა ასეთ ამ­ბებ­ზე აღარ ვრე­ა­გი­რებ­დი :) კი­დევ კარ­გი რომ თბი­ლის­ში არ ვარ :) მაგ­რამ დღეს ხომ ჩა­მო­ვალ, და ეს ლაშა ბე­რუ­ლა­ვა მინ­და გა­ვიც­ნო და ვინ­მე არ და­მეხ­მა­რე­ბით :( ისე არა მხო­ლოდ ბე­რუ­ლა­ვა, თა­ვად ეს "ლა­ზა­რე" გა­მო­მეხ­მა­უ­როს, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი მინ­და ამ და­სა­ხე­ლე­ბის უკან მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ;) ისე სა­ღა­მო­ო­ბით დავფრი­ნავ ხოლ­მე და მე­რი­დეთ :((((

ძონ­ძე­ბი, ძა­ლი­ან ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. აი, ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ცე­ცხლებს რომ ყრის ისე­თი სმა­ი­ლი­კი", - წერ­და ხი­და­შე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ლაშა ბერულავა თინა ხიდაშელს - "ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ"

ლაშა ბერულავა თინა ხიდაშელს - "ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ"

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორი და რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა უმრავლესობის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს.

"გამარჯობა, ქალბატონო Khidasheli Tinatin, ლაშა ბერულავა მე გახლავართ. სანამ ძალიან გაბრაზდებით, იქნებ გამარკვიოთ:

ა) ეს შეხვედრა იქნება თუ "სტრელკა";

ბ) რა შუაშია ლაშა ბერულავა, როცა საიტზე დევს ოფიციალური განცხადება, რომელიც "ლაზარემ" გაავრცელა და რომელიც, სხვათა შორის, წუხელ "ფეისბუქზეც" ვრცელდებოდა?

ჩემი მხრიდან, გამოვთქვამ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად, უბრალოდ, იმის გათვალისწინება მოგიწევთ, რომ ფრენა ისეთი უნდა, მე რომ ვიცი:) შემიძლია გასწავლოთ კიდეც:)

თუ თქვენი სიტყვა "ძონძები" მეც მეხება, ძალაუნებურად მომიწევს თქვენივე თანაგუნდელების მხრიდან თქვენი მისამართით გაკეთებული ეპითეტების მოხმობა, რაც, ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ...

აქვე მინდა ვთხოვო ჩემი და ამ ფრიად ზრდილობიანი, ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილი დეპუტატის საერთო მეგობრებს, იქნებ გაზიარებით დამეხმარონ ჩემი პოზიციის მიტანაში ქალბატონ ხიდაშელთან, როგორც ჩანს, მონიშვნა საქმეს ვერ შველის:)

კატეგორიულად მოვითხოვ ქალბატონ Khidasheli Tinatin-ისგან, მკაფიოდ ჩამოყალიბებულად განმარტოს, რა პრეტენზია აქვს ჟურნალისტ ლაშა ბერულავასთან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო და რატომ მოიხსენიებს ჟურნალისტს "ლაზარესთან" კონტექსტში.

ისე, რა ძნელია პოლიტიკოსობის ტვირთი: გინებაში რომ წაღმა-უკუღმა პოზაში გატრიალებენ და ჰაერში აგდებულს ძირს არ დაგაგდებენ, ვერ გაბრაზდები და ხმას ვერ ამოიღებ; სამაგიეროდ, შეიძლება თამამად გაბრაზდე ჟურნალისტზე და ეს გამოხატო "ფეისბუქზე", როცა ის ჟურნალისტი შენს შესახებ რომელიღაც ორგანიზაციის მიერ დაწერილ ბრალდებებს სტანდარტის სრული დაცვით გამოაქვეყნებს მედიაგამოცემის გვერდზე:)

ეგ არ იყო რაღაც ლოკალური ფაქტი: ეგ იყო ორგანიცაზიის პრესცენტრის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა უცვლელად. შსს-ს პრესცენტრის განცხადების დროს, როცა უწყება ვინმეს დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიმე ჟურნალისტს მოსდის თავში ბრალდებულს დაუკავშირდეს და შსს-ს პრესცენტრის განცხადებაზე კომენტარი სთხოვოს?", - წერს ბერულავა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქით" სააგენტო "ნიუპოსტის" მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" განცხადების გავრცელებას აპროტესტებს. განცხადება თავდაპირველად "ფეისბუქზე" მოძრაობა "ლაზარეს" გვერდზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი განცხადება სააგენტომ გაავრცელა. ხიდაშელი სააგენტოს უკან მდგომი პირების ვინაობით დაინტერესდა: "მგონი ვბრაზდები :) მეგონა ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი :) კიდევ კარგი რომ თბილისში არ ვარ :) მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით :( ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს "ლაზარე" გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების ;) ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ :((((

ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან ძალიან ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი", - წერდა ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს