საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ
თინა ხიდაშელი - საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ნი­უ­პოს­ტის" რე­დაქ­ტო­რი­სა და რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ლაშა ბე­რუ­ლა­ვას სტა­ტი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რე" ხი­და­შელს "იე­ღო­ველ­თა კონ­გრე­სის" ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ა კიდო :))) რას არ გა­ი­გებს კაცი. ლაშა ბე­რუ­ლა­ვას ფანი ვარ და რით და­ვიმ­სა­ხუ­რე მისი ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა მა­ინც ვერ ვხდე­ბი, ასე რომ არ მი­ვი­წყებს :)))) საყ­ვა­რე­ლი, რო­გორც ჩანს ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მით გა­ნუ­ვი­თარ­და უკვე :(

მგო­ნი ვბრაზ­დე­ბი :) მე­გო­ნა ასეთ ამ­ბებ­ზე აღარ ვრე­ა­გი­რებ­დი :) კი­დევ კარ­გი რომ თბი­ლის­ში არ ვარ :) მაგ­რამ დღეს ხომ ჩა­მო­ვალ, და ეს ლაშა ბე­რუ­ლა­ვა მინ­და გა­ვიც­ნო და ვინ­მე არ და­მეხ­მა­რე­ბით :( ისე არა მხო­ლოდ ბე­რუ­ლა­ვა, თა­ვად ეს "ლა­ზა­რე" გა­მო­მეხ­მა­უ­როს, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი მინ­და ამ და­სა­ხე­ლე­ბის უკან მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ;) ისე სა­ღა­მო­ო­ბით დავფრი­ნავ ხოლ­მე და მე­რი­დეთ :((((

ძონ­ძე­ბი, ძა­ლი­ან ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. აი, ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ცე­ცხლებს რომ ყრის ისე­თი სმა­ი­ლი­კი", - წერს ხი­და­შე­ლი.

გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რეს" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა მოძ­რა­ო­ბის გან­ცხა­დე­ბა:

"რო­გორც და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით გვაც­ნო­ბეს, 7 აპ­რილს - ხა­რე­ბა დღეს, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი­სა და პარ­ლა­მე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლის-თინა ხი­და­შე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში "იე­ღო­ველ­თა მსოფ­ლიო კონ­გრე­სის" ჩა­ტა­რე­ბა იგე­გე­მე­ბო­და. რამ­დე­ნა­დაც მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რეს­თვის" ცნო­ბი­ლია- სპორ­ტის სა­სახ­ლის ად­მის­ტრა­ცია ეწი­ნა­აღ­მდგე­ბა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ამ­დე­ნად, მისი ჩა­ტა­რე­ბა მარ­ნე­ულ­ში გა­და­წყდა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რე" გა­მოთ­ქვამს უკი­დუ­რეს აღ­შფო­თე­ბას და პრო­ტესტს "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის, თინა ხი­და­შე­ლის მიერ, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო. თვლის, რომ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას,( თუნ­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­სულს) არა აქვს უფ­ლე­ბა სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ი­სა და ქარ­თველ ხალ­ხთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და­გეგ­მვი­სა. 7 აპ­რილს- ხა­რე­ბა დღეს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვის მცდე­ლო­ბა კი, სხვა არა­ფე­რია, თუ არა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" მხრი­დან კი­დევ ერთხელ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­ის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბა; მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი "იე­ღო­ვას მოწ­მე­თა სექ­ტის" აღ­ზე­ვე­ბის სურ­ვი­ლი!

მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად კი, უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბიც ალ­ბათ მი­ლი­ო­ნე­ბით დო­ლა­რებს გა­ი­ღე­ბენ, რათა მე­რამ­დე­ნედ სცა­დონ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის შერ­ყე­ვა. ვა­ცხა­დებთ პრო­ტესტს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის მხრი­დან მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი არ ნიშ­ნავს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის" ერ­თგუ­ლე­ბას! ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ, ქარ­თუ­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის­თვის ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მი­ა­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა!", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რე" 1 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით შე­იქ­მნა და წარ­მო­ად­გენს მო­ქა­ლა­ქე­თა აპო­ლი­ტი­კურ, არა­კო­მერ­ცი­ულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის, კულ­ტუ­რის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მოძ­რა­ო­ბა "ლა­ზა­რეს" მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი და მათი ანა­ლი­ზი, ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სექ­ტო­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გზით მო­ნი­ტო­რინ­გის გა­წე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის სა­მარ­თლებ­რივ ფორ­მი­რე­ბა­სა და მის თან­მიმ­დევ­რუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. მოძ­რა­ო­ბა ასე­ვე, ახორ­ცი­ე­ლებს მო­ნი­ტო­რინგს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

თინა ხიდაშელი - საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ

თინა ხიდაშელი - საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ

უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორისა და რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ლაშა ბერულავას სტატიას ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" ხიდაშელს "იეღოველთა კონგრესის" ორგანიზებაში ადანაშაულებს.

"ა კიდო :))) რას არ გაიგებს კაცი. ლაშა ბერულავას ფანი ვარ და რით დავიმსახურე მისი ასეთი ყურადღება მაინც ვერ ვხდები, ასე რომ არ მივიწყებს :)))) საყვარელი, როგორც ჩანს ძალიან მძიმე ფორმით განუვითარდა უკვე :(

მგონი ვბრაზდები :) მეგონა ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი :) კიდევ კარგი რომ თბილისში არ ვარ :) მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით :( ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს "ლაზარე" გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების ;) ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ :((((

ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან ძალიან ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი", - წერს ხიდაშელი.

გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა მოძრაობის განცხადება:

"როგორც დაზუსტებული ინფორმაციით გვაცნობეს, 7 აპრილს - ხარება დღეს, უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამეტის თავმჯდომარის მეუღლის-თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, სპორტის სასახლეში "იეღოველთა მსოფლიო კონგრესის" ჩატარება იგეგემებოდა. რამდენადაც მოძრაობა "ლაზარესთვის" ცნობილია- სპორტის სასახლის ადმისტრაცია ეწინააღმდგება ამ ღონისძიების ჩატარებას. ამდენად, მისი ჩატარება მარნეულში გადაწყდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" გამოთქვამს უკიდურეს აღშფოთებას და პროტესტს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ, ამ ინიციატივის გამო. თვლის, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას,( თუნდაც უმრავლესობით მოსულს) არა აქვს უფლება სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიისა და ქართველ ხალხთან შეთანხმების გარეშე მსგავსი ღონისძიების ორგანიზების დაგეგმვისა. 7 აპრილს- ხარება დღეს ამ ღონისძიების დაგეგმვის მცდელობა კი, სხვა არაფერია, თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან კიდევ ერთხელ, საქართველოს ისტორიული და ტრადიციული რელიგიის ხელყოფის მცდელობა; მართლმადიდებელი ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი "იეღოვას მოწმეთა სექტის" აღზევების სურვილი!

მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად კი, უცხოელი დონორებიც ალბათ მილიონებით დოლარებს გაიღებენ, რათა მერამდენედ სცადონ საქართველოში მართლმადიდებლური ცნობიერების საფუძვლების შერყევა. ვაცხადებთ პროტესტს, რომ უმრავლესობის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ ნიშნავს "დემოკრატიული ფასეულობების" ერთგულებას! ეს მხოლოდ და მხოლოდ, ქართული სამოციქულო ეკლესიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ემსახურება!", - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და წარმოადგენს მოქალაქეთა აპოლიტიკურ, არაკომერციულ გაერთიანებას, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საზოგადოების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლები.

მოძრაობა "ლაზარეს" მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი და მათი ანალიზი, ქვეყანაში საზოგადოებრივი სექტორის გააქტიურების გზით მონიტორინგის გაწევა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სამართლებრივ ფორმირებასა და მის თანმიმდევრულად განხორციელებაზე. მოძრაობა ასევე, ახორციელებს მონიტორინგს ხელისუფლების საქმიანობაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს