მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოტნე გამსახურდია - "ზვიადობის" დაკანონებით მარგინალთა ჯგუფი პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს
ცოტნე გამსახურდია - "ზვიადობის" დაკანონებით მარგინალთა ჯგუფი პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს

31 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ამ თა­რი­ღის პომ­პე­ზუ­რად აღ­ნიშ­ვნის და­კა­ნო­ნე­ბას და "ზვი­ა­დო­ბის" გა­მარ­თვას აპი­რებს. ამ სა­კი­თხის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ექს-პრე­ზი­დენ­ტის ვაჟს, ყო­ფილ პო­ლიტ­პა­ტი­მარ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას. რო­გორც ის გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ამით პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე გას­ვლას ცდი­ლობს.

"არ ვემ­ხრო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ფე­ტი­შე­ბას, ისე­ვე რო­გორც არ ემ­ხრო­ბო­და მა­მა­ჩე­მი. ძა­ლი­ან გთხოვთ, ეს და­ა­ფიქ­სი­როთ. მე პირ­ვე­ლად მეს­მის ასე­თი ტერ­მი­ნი "ზვი­ა­დო­ბა", რაც გავ­რცელ­და. ვინ არის ამის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, არ ვიცი და რა­ღაც მარ­გი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი მგო­ნია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ამით პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე გას­ვლას. არ მი­მაჩ­ნია, რომ მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ასე მოკ­ლე ხან­ში სა­ჭი­როა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა და პომ­პე­ზუ­რი ორე­უ­ლის შექ­მნა... ზვი­ა­დის მმარ­თვე­ლოს დროს იყო არას­წო­რი სვლე­ბიც, მაგ­რამ იყო ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ცე­სე­ბიც. ეს დრო­ი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია და არა ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის", - აცხა­დებს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ნეშ­ტის გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვის დრო­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა სწო­რედ ამ ნი­ა­დაგ­ზე მო­უ­ვი­და. ამ პრო­ცე­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სურ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მოთ­ქვა, რა­ზეც ექს-პრე­ზი­დენ­ტის ვაჟ­მა უარი გა­ნა­ცხა­და.

"ღია და­პი­რის­პი­რე­ბა იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ისი­ნი ჩემ­გან ითხოვ­დნენ, მათ­თვის და­მეთ­მო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რაც არ გა­ვა­კე­თე. მათ აა­მოქ­მე­დეს სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბი, მოქ­რთამ­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი...

მა­მა­ჩე­მის ნეშ­ტი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჩა­მო­უს­ვე­ნე­ბია, ის მე ჩა­მო­ვას­ვე­ნე. ამა­ში სა­ა­მა­ყო არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ გა­ვა­კე­თე ის, რაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა შვილს. 2007 წელსვე გაჩ­ნდა ეს ვერ­სია, როცა ნეშ­ტის ძი­ე­ბი­სა და შემ­დგომ ჩა­მოს­ვე­ნე­ბი­სა და რუ­სე­თის იმ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სია ხალ­ხმრა­ვა­ლი იყო. ის გზად, მა­მა­და­ვი­თის­კენ, პარ­ლა­მენ­ტის წინ შე­ჩერ­და. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს პრო­ცე­სია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის გა­კეთ­და", - აცხა­დებს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექს-პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა არჩვა­ძე მომ­ხრე იყო, სა­ხელ­მწი­ფო ჩაბ­მუ­ლი­ყო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ჩა­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცეს­ში, რის გა­მოც შვილ­თან უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და.

"იყო გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბაც, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რი ამ ეტაპ­ზე არ მსურს", - ამ­ბობს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას 31 მარტს 74 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. 2007 წლის 28 მარტს ექს-პრე­ზი­დენ­ტის ნეშ­ტი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს, 1-ელ აპ­რილს კი მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი­სა და ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის საფ­ლა­ვებს შო­რის დაკ­რძა­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ცოტნე გამსახურდია - "ზვიადობის" დაკანონებით მარგინალთა ჯგუფი პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს

ცოტნე გამსახურდია - "ზვიადობის" დაკანონებით მარგინალთა ჯგუფი პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამ თარიღის პომპეზურად აღნიშვნის დაკანონებას და "ზვიადობის" გამართვას აპირებს. ამ საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ექს-პრეზიდენტის ვაჟს, ყოფილ პოლიტპატიმარ ცოტნე გამსახურდიას. როგორც ის გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში აცხადებს, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამით პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს.

"არ ვემხრობი ადამიანების გაფეტიშებას, ისევე როგორც არ ემხრობოდა მამაჩემი. ძალიან გთხოვთ, ეს დააფიქსიროთ. მე პირველად მესმის ასეთი ტერმინი "ზვიადობა", რაც გავრცელდა. ვინ არის ამის ორგანიზატორი, არ ვიცი და რაღაც მარგინალური ჯგუფი მგონია, რომელიც ცდილობს ამით პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას. არ მიმაჩნია, რომ მამაჩემის გარდაცვალებიდან ასე მოკლე ხანში საჭიროა მსგავსი ღონისძიებების გამართვა და პომპეზური ორეულის შექმნა... ზვიადის მმართველოს დროს იყო არასწორი სვლებიც, მაგრამ იყო ეპოქალური მნიშვნელობის პროცესებიც. ეს დროისა და ისტორიის შესაფასებელია და არა ადამიანების გარკვეული ჯგუფის", - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

ინტერვიუში ექს-პრეზიდენტის ვაჟი ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება სწორედ ამ ნიადაგზე მოუვიდა. ამ პროცესის ხელმძღვანელობის სურვილი ხელისუფლებამ გამოთქვა, რაზეც ექს-პრეზიდენტის ვაჟმა უარი განაცხადა.

"ღია დაპირისპირება იმ პერიოდიდან დაიწყო, როდესაც ისინი ჩემგან ითხოვდნენ, მათთვის დამეთმო ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების პროცესის ხელმძღვანელობა, რაც არ გავაკეთე. მათ აამოქმედეს სხვადასხვა მეთოდები, მოქრთამვიდან დაწყებული, დაშინების მცდელობით დამთავრებული...

მამაჩემის ნეშტი წინა ხელისუფლებას არ ჩამოუსვენებია, ის მე ჩამოვასვენე. ამაში საამაყო არაფერია, უბრალოდ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა შვილს. 2007 წელსვე გაჩნდა ეს ვერსია, როცა ნეშტის ძიებისა და შემდგომ ჩამოსვენებისა და რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა...

ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის პროცესია ხალხმრავალი იყო. ის გზად, მამადავითისკენ, პარლამენტის წინ შეჩერდა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესია მიხეილ სააკაშვილისთვის გაკეთდა", - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე მომხრე იყო, სახელმწიფო ჩაბმულიყო ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენების პროცესში, რის გამოც შვილთან უთანხმოება ჰქონდა.

"იყო გარკვეული უთანხმოებაც, რომელზეც საუბარი ამ ეტაპზე არ მსურს", - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 74 წელი შეუსრულდებოდა. 2007 წლის 28 მარტს ექს-პრეზიდენტის ნეშტი რუსეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს, 1-ელ აპრილს კი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის საფლავებს შორის დაკრძალეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა