"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით ადგილობრივ თვითმმართველობებში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა. ორგანიზაციამ ინფორმაცია, მხოლოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან არ მიიღო. "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლების განცხადებით, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღების ვადები, ქარელის გარდა, არცერთ მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში არ დარღვეულა. "გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე ოსაძემ გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირთა ვინაობა და თანამდებობები არ გაასაჯაროვა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრული ვერსია