პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - "ეს მთავრობა არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება"
გიგი უგულავა - "ეს მთავრობა არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება"

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დღეს ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი პა­პუ­ნა და­ვი­თა­ია წა­რუდ­გი­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, შეხ­ვედ­რა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ, ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა, ასე­ვე დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა პა­პუ­ნა და­ვი­თა­ი­ამ მი­მარ­თეს.

თბი­ლი­სის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა. მას ჰქონ­და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა, გა­მოწ­ვე­ვა, მარ­ცხი და შეც­დო­მა, მაგ­რამ პარ­ტია არ­სე­ბობს.

"ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თი­თო­ე­ულ ჩვენს მე­ზო­ბელს, ახ­ლო­ბელს, მე­გო­ბარს, ერთი რამე უნდა და­ვუ­დას­ტუ­როთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის არ­სე­ბო­ბას. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი უნდა გა­მო­ით­ქმე­ბო­დეს თა­ვი­სუფ­ლად, არა­ვის უნდა ჰქონ­დეს შიში სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და შე­ვიწ­რო­ე­ბის. ჩვენ ვა­შე­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბა არის ყუ­რადსა­ღე­ბი და არ ნიშ­ნავს იმას, რომ დღეს უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ჩაგ­როს უმ­ცი­რე­სო­ბა. იმი­ტომ, რომ თუ ჩვენ ამ სპი­რალ­ში შე­ვალთ, ხვა­ლინ­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა დაგ­ჩაგ­რავთ დღე­ვან­დელ უმ­რავ­ლე­სო­ბას და ასე და­ზი­ან­დე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ, უსაგ­ნოდ და­ა­ტა­რე­ბენ სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­ში, თხო­ვენ მათ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ ჩვე­ნე­ბებს, ავიწ­რო­ე­ბენ, მათ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ზე­წო­ლა და შან­ტა­ჟი.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი რა­მის შემ­დეგ, თუ ჩვენ და­ვა­ნა­ხებთ მთავ­რო­ბას, რომ მან არ უნდა და­უშ­ვას შეც­დო­მა, რომ მათ უნდა ის­წავ­ლონ სხვის შეც­დო­მებ­ზე. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი­დან 1 800 ადა­მი­ა­ნი უსა­მარ­თლოდ გა­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან, სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში და­საქ­მე­ბულ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 4 000 ადა­მი­ან­მა და­კარ­გა სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რო­მელ­თაც ჰპირ­დე­ბოდ­ნენ ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მაგ­რამ და­ტო­ვეს უსამ­სა­ხუ­როდ. ეს ხალ­ხი არც ერთი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ იყო, ეს ხალ­ხი არი­ან თბი­ლი­სე­ლე­ბი, იმი­ტომ, რომ ძი­რი­თა­დი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, სწო­რედ აქ, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე­ობს", - დას­ძი­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ისურ­ვებ­და, რომ ეს მთავ­რო­ბა ყო­ფი­ლი­ყო ღვი­ნო, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ძველ­დე­ბა, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, "მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ეს მთავ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არის ღვი­ნო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფად ძმარ­დე­ბა".

თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლაქ­ში დღეს ბევ­რი გა­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბაა, უამ­რა­ვი მა­ღა­ზი­აა, სა­დაც წე­რია, რომ ქი­რავ­დე­ბა, რად­გან მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნეს აღარ უღირს მუ­შა­ო­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამით კი ეკო­ნო­მი­კა ზა­რალ­დე­ბა.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტში ბა­ლან­სი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორაგ­ნო­ში სა­ჭი­როა კი­დევ უფრო მეტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობ­დეს და ამ აზ­რის დამ­ცვე­ლი იყოს. ბო­ლოს გე­ტყვით, რომ 7 თვე გა­ვი­და თით­ქმის არ­ჩევ­ნე­ბი­დან, მა­ნა­ხეთ თბი­ლი­სის რო­მე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი ხვდე­ბა ხალ­ხს და ინ­ტე­რეს­დე­ბა მათი პრობ­ლე­მე­ბით. ძი­რი­თა­დად ეს ხალ­ხი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სკა­მე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ პრო­ცესს აქვს ად­გი­ლი საკ­რე­ბუ­ლო­ში, პარ­ლა­მენ­ტში, ჩვენ სწო­რედ ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი და ამ შემ­თხვე­ვა­ში, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტი. პა­პუ­ნა ამ თვალ­საზ­რი­სით სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტია, ის იუ­რის­ტიც არის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს", - დას­ძი­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი უგულავა - "ეს მთავრობა არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება"

გიგი უგულავა - "ეს მთავრობა არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება"

"ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღეს ნაძალადევის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა დავითაია წარუდგინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობას თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ვანო მერაბიშვილმა, დავით ბაქრაძემ, ირმა ნადირაშვილმა, ასევე დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა დავითაიამ მიმართეს.

თბილისის მერის განცხადებით, ქვეყნის უახლეს ისტორიაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მას ჰქონდა ბევრი წარმატება, გამოწვევა, მარცხი და შეცდომა, მაგრამ პარტია არსებობს.

"ჩვენ საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მეზობელს, ახლობელს, მეგობარს, ერთი რამე უნდა დავუდასტუროთ, რომ ამ ქვეყანაში ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებული აზრის არსებობას. ეს განსხვავებული აზრი უნდა გამოითქმებოდეს თავისუფლად, არავის უნდა ჰქონდეს შიში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების და შევიწროების. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც თითოეული ადამიანის მოსაზრება არის ყურადსაღები და არ ნიშნავს იმას, რომ დღეს უმრავლესობამ დაჩაგროს უმცირესობა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამ სპირალში შევალთ, ხვალინდელი უმრავლესობა დაგჩაგრავთ დღევანდელ უმრავლესობას და ასე დაზიანდება ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ბევრი ადამიანია, ვისაც, სრულიად უსაფუძვლოდ, უსაგნოდ დაატარებენ სხვადასხვა უწყებებში, თხოვენ მათ სრულიად გაუგებარ ჩვენებებს, ავიწროებენ, მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და შანტაჟი.

"ეს ყველაფერი დამთავრდება მხოლოდ ერთადერთი რამის შემდეგ, თუ ჩვენ დავანახებთ მთავრობას, რომ მან არ უნდა დაუშვას შეცდომა, რომ მათ უნდა ისწავლონ სხვის შეცდომებზე. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან 1 800 ადამიანი უსამართლოდ გაუშვეს სამსახურიდან, სხვადასხვა სამინისტროებში დასაქმებულმა დაახლოებით 4 000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რომელთაც ჰპირდებოდნენ ცხოვრების გაუმჯობესებას, მაგრამ დატოვეს უსამსახუროდ. ეს ხალხი არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ იყო, ეს ხალხი არიან თბილისელები, იმიტომ, რომ ძირითადი სამინისტროები, სწორედ აქ, თბილისში მდებარეობს", - დასძინა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, ისურვებდა, რომ ეს მთავრობა ყოფილიყო ღვინო, რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება, უმჯობესდება, "მაგრამ სამწუხაროდ ეს მთავრობა ჯერჯერობით არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება".

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში დღეს ბევრი გაჩერებული მშენებლობაა, უამრავი მაღაზიაა, სადაც წერია, რომ ქირავდება, რადგან მაღაზიის მეპატრონეს აღარ უღირს მუშაობა. ყოველივე ამით კი ეკონომიკა ზარალდება.

"აუცილებელია პარლამენტში ბალანსი, საკანონმდებლო ორაგნოში საჭიროა კიდევ უფრო მეტი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არსებობდეს და ამ აზრის დამცველი იყოს. ბოლოს გეტყვით, რომ 7 თვე გავიდა თითქმის არჩევნებიდან, მანახეთ თბილისის რომელი მაჟორიტარი ხვდება ხალხს და ინტერესდება მათი პრობლემებით. ძირითადად ეს ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ სკამების განაწილებით არის დაკავებული. ამ პროცესს აქვს ადგილი საკრებულოში, პარლამენტში, ჩვენ სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, აუცილებლად განსხვავებული აზრი და ამ შემთხვევაში, განსხვავებული დეპუტატი. პაპუნა ამ თვალსაზრისით საუკეთესო კანდიდატია, ის იურისტიც არის და სამსახურებრივად ძალიან დიდი გამოცდილება აქვს", - დასძინა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა