პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა პატარკაციშვილი: ”ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში”
ლიკა პატარკაციშვილი: ”ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში”

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა, ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი-ჟმო­ტო­ვამ "ფორბსის" რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რუს ბიზ­ნეს­მენ ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

- ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ბე­რე­ზოვ­სკი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უჩი­ო­და დე­დათ­ქვენს, ინა გუ­და­ვა­ძეს...

- დიახ, ბე­რე­ზოვ­სკი ჩვენს ოჯახს უჩი­ო­და. თუმ­ცა, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბე­რე­ზოვ­სკიმ უარი თქვა ყვე­ლა პრე­ტენ­ზი­ა­ზე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჰქონ­და ჩვე­ნი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი აქ­ტი­ვე­ბის მი­მართ.

- სიკ­ვდი­ლის წინ ბე­რე­ზოვ­სკი ამ­ტკი­ცებ­და, რომ შეც­და ბად­რის­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რა­ტომ გა­ი­ყო მა­მათ­ქვე­ნი­სა და ბე­რე­ზოვ­სკის ინ­ტე­რე­სე­ბი ბიზ­ნეს­სა და ცხოვ­რე­ბა­ში? მა­მას არა­ფე­რი უთ­ქვამს თქვენ­თვის ამის შე­სა­ხებ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვი­ცო­დით მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც 2006 წელს მოხ­და. ბე­რე­ზოვ­სკის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა არ აძ­ლევ­და მა­მას სა­შუ­ა­ლე­ბას, მშვი­დად და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო ბიზ­ნე­სით. მამა ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­და სი­ნა­ნუ­ლით, რომ ხე­ლი­დან გა­უშ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და არ დაბ­რუნ­და რუ­სეთ­ში. თუმ­ცა, ბად­რის­თვის აქ­ტი­ვე­ბის გა­და­ცე­მის შემ­დე­გაც, ბო­რი­სი და მამა მე­გობ­რე­ბად რჩე­ბოდ­ნენ. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ორი წლის წინ ბე­რე­ზოვ­სკი ბად­რის საფ­ლავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ბე­რე­ზოვ­სკის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზე­ბის გან­ხილ­ვი­სას გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბაც, რომ ოლი­გარ­ქის სიკ­ვდი­ლი ხელ­საყ­რე­ლი იყო პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბის­თვი­საც, ვინც ბე­რე­ზოვ­სკის­თან ბიზ­ნეს აქ­ტი­ვე­ბის 50%-იან წილს იყოფს. რას იტყვით ამა­ზე?

- მი­ჭირს მსგავს გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, რად­გან ისი­ნი ყო­ველ­გვარ ზღვარს სცდე­ბა. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი იმას, რომ 4-წლი­ა­ნი და­ვის შემ­დეგ, ბე­რე­ზოვ­სკიმ და ჩვენ­მა ოჯახ­მა მშვი­დო­ბი­ან შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია. ეს შე­თან­ხმე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ბრალ­დე­ბებს, ჩვენ ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ იუ­რის­ტებ­თან და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ ბრალ­დე­ბებ­ზე.

- გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, თქვენ­მა ოჯახ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­იბ­რუ­ნა. რო­გორ მოხ­და, რომ სწო­რედ თქვენ ჩა­უ­დე­ქით კომ­პა­ნი­ას სა­თა­ვე­ში?

- როცა ნო­ემ­ბერ­ში "იმე­დი" და­ვიბ­რუ­ნეთ, დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­კი­თხი, თუ ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და კომ­პა­ნი­ას. ლონ­დონ­ში ჩვენ სა­ო­ჯა­ხო ოფი­სი გვაქვს და სწო­რედ იქ გა­მარ­თულ სა­ო­ჯა­ხო საბ­ჭო­ზე, რო­მელ­შიც დე­და­ჩე­მი, მე, ჩემი უმ­ცრო­სი და ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და ჩვე­ნი მე­უღ­ლე­ე­ბი შე­დი­ან, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ "იმედ­ში" მე ვი­მუ­შა­ვებ­დი. ახლა ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, შევ­კრი­ბო "იმედ­ში" პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ისე­თი გუნ­დი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლე­ბენ კომ­პა­ნი­ის მარ­თვას.

- "იმე­დის" გარ­და, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ კი­დევ რა ქო­ნე­ბა და­იბ­რუ­ნა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა?

- ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ბევ­რი აქ­ტი­ვე­ბი და­ვიბ­რუ­ნეთ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით, ზო­გი­ერ­თში კი სა­სარ­მარ­თლოს გზით. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს ოჯახს ეკუთ­ვნის მი­წე­ბი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა რუს­თავ­ში, კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" აქ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი და სხვა რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია forbes.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლიკა პატარკაციშვილი: ”ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში”

ლიკა პატარკაციშვილი: ”ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში”

ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილმა, ლიკა პატარკაციშვილი-ჟმოტოვამ "ფორბსის" რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისა და ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

- ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ბერეზოვსკი კარგა ხნის განმავლობაში უჩიოდა დედათქვენს, ინა გუდავაძეს...

- დიახ, ბერეზოვსკი ჩვენს ოჯახს უჩიოდა. თუმცა, გასული წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად, ბერეზოვსკიმ უარი თქვა ყველა პრეტენზიაზე, რომელიც მანამდე ჰქონდა ჩვენი ოჯახის კუთვნილი აქტივების მიმართ.

- სიკვდილის წინ ბერეზოვსკი ამტკიცებდა, რომ შეცდა ბადრისთან მიმართებაში. რატომ გაიყო მამათქვენისა და ბერეზოვსკის ინტერესები ბიზნესსა და ცხოვრებაში? მამას არაფერი უთქვამს თქვენთვის ამის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით მათ შორის არსებული ეკონომიკური განხეთქილების თაობაზე, რომელიც 2006 წელს მოხდა. ბერეზოვსკის პოლიტიკური აქტივობა არ აძლევდა მამას საშუალებას, მშვიდად დაკავებულიყო ბიზნესით. მამა ხშირად აღნიშნავდა სინანულით, რომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობები და არ დაბრუნდა რუსეთში. თუმცა, ბადრისთვის აქტივების გადაცემის შემდეგაც, ბორისი და მამა მეგობრებად რჩებოდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში.

- ბერეზოვსკის სიკვდილის მიზეზების განხილვისას გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ოლიგარქის სიკვდილი ხელსაყრელი იყო პატარკაციშვილის მემკვიდრეებისთვისაც, ვინც ბერეზოვსკისთან ბიზნეს აქტივების 50%-იან წილს იყოფს. რას იტყვით ამაზე?

- მიჭირს მსგავს განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რადგან ისინი ყოველგვარ ზღვარს სცდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ 4-წლიანი დავის შემდეგ, ბერეზოვსკიმ და ჩვენმა ოჯახმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია. ეს შეთანხმება ოფიციალურადაც არის გაფორმებული. რაც შეეხება ამ ბრალდებებს, ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციებს გავდივართ იურისტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა რეაგირება მოვახდინოთ ბრალდებებზე.

- გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, თქვენმა ოჯახმა ტელეკომპანია "იმედი" დაიბრუნა. როგორ მოხდა, რომ სწორედ თქვენ ჩაუდექით კომპანიას სათავეში?

- როცა ნოემბერში "იმედი" დავიბრუნეთ, დღის წესრიგში დადგა საკითხი, თუ ვინ უხელმძღვანელებდა კომპანიას. ლონდონში ჩვენ საოჯახო ოფისი გვაქვს და სწორედ იქ გამართულ საოჯახო საბჭოზე, რომელშიც დედაჩემი, მე, ჩემი უმცროსი და ია პატარკაციშვილი და ჩვენი მეუღლეები შედიან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "იმედში" მე ვიმუშავებდი. ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა, შევკრიბო "იმედში" პროფესიონალების ისეთი გუნდი, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ კომპანიის მართვას.

- "იმედის" გარდა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კიდევ რა ქონება დაიბრუნა პატარკაციშვილების ოჯახმა?

- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი აქტივები დავიბრუნეთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ბიზნესპარტნიორების დახმარებით შევძელით, ზოგიერთში კი სასარმართლოს გზით. ამ ეტაპზე საქართველოში ჩვენს ოჯახს ეკუთვნის მიწები ზღვის სანაპიროზე, მეტალურგიული ქარხანა რუსთავში, კომპანია "მაგთიკომის" აქციების ნაწილი და სხვა რამდენიმე ბიზნესი.

მომზადებულია forbes.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"