Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგიტა აბაშიძის ოჯახს ოთხი წლის წინ ახალშობილი გოგონაც დაეღუპა
გოგიტა აბაშიძის ოჯახს ოთხი წლის წინ ახალშობილი გოგონაც დაეღუპა

24 მარტს 3 სა­ა­თი სრულ­დე­ბო­და, როცა ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი "იავ­ნა­ნა" გა­ის­მა. შვი­ლის ცხე­დარ­ზე დამ­ხო­ბილ­მა დე­დამ შიმ­ში­ლით გარ­დაც­ვლილ გო­გი­ტას ტი­რილ­ნა­რე­ვი ხმით უკა­ნას­კნე­ლად უმ­ღე­რა.

მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ხო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ. თით­ქოს ბუ­ნე­ბა­მაც და­ი­ტი­რა პა­ტა­რა - დაკ­რძალ­ვის დღეს სო­ფელ­ში გა­და­უ­ღებ­ლად წვიმ­და... 1 წლის გო­გი­ტა აბა­ში­ძე 4 კი­ლო­სა და 200 გრამს იწო­ნი­და ანუ ახალ­შო­ბი­ლო­ბის წო­ნა­ზე ნაკ­ლებს: 4 კილო და 400 გრა­მი და­ი­ბა­და.

შე­საძ­ლოა, ამ პა­ტა­რას ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბას არც გა­ე­გო, რომ არა ერთი შემ­თხვე­ვი­თო­ბა. სო­ფელ მა­ხო­ში, აბა­ში­ძე­ე­ბის სახ­ლთან მდე­ბა­რე ჩაის პლან­ტა­ცი­ას ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სო­ფელ­ში ასუ­ლი, ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, მალ­ხაზ ფარ­ტე­ნა­ძე უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ო­ბის მომსწრე გახ­და: დე­დას მო­მაკ­ვდა­ვი შვი­ლი ხელ­ში ეჭი­რა და შვე­ლას ითხოვ­და. თავ­მჯდო­მა­რემ თა­ვი­სი მან­ქა­ნით ბავ­შვი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გო­გი­ტა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს და 3 დღე და ღამე ექი­მე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ. ექი­მე­ბის დას­კვნა შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი იყო: ბავ­შვი შიმ­ში­ლის გამო ჩა­ვარ­და შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში; ცი­ლა­ე­ნერ­გე­ტი­კი­სა და წო­ნის დე­ფი­ცი­ტი ჰქონ­და, პნევ­მო­ნია და ანე­მია გა­ნუ­ვი­თარ­და. ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­სა­მე დღეს პა­ტა­რა გარ­და­იც­ვა­ლა.

"არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ მეძ­ლე­ო­და, ნა­ხევ­რად მში­ე­რი იყო ჩემი შვი­ლი. ამი­ტომ მი­ვი­და ბავ­შვი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ აგენტს, აქტს შე­ად­გენ­დნენ, აღ­წერ­დნენ ყვე­ლა­ფერს და რომ მო­ვი­კი­თხავ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ქულა მა­ღა­ლია და დახ­მა­რე­ბა არ გე­კუთ­ვნი­სო. პი­რად ნო­მერს მთხოვ­დნენ, მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წეს­რიგ­ში მოყ­ვა­ნას უსახ­სრო­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, წა­მა­ლი მე­ყი­და და ექიმ­თან მი­მეყ­ვა­ნა", - ამ­ბობს ჩვი­ლის დედა.

აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში კი­დევ ორი პა­ტა­რა იზ­რდე­ბა - 5 წლის გი­ორ­გი და 3 წლის თა­მა­რი. მათ 29 წლის მშობ­ლებს, ლე­ვან აბა­ში­ძე­სა და ინგა და­ვი­თა­ძეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი­დევ ერთი ტრა­გე­დია და­ა­ტყდათ თავს: 2008 წელს 6 დღის ჩვი­ლი, თა­მუ­ნა გარ­და­ეც­ვა­ლათ. ახალ­შო­ბი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ბავ­შვე­ბის მამა ამ­ბობს, რომ გო­გო­ნას თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა რა და­ა­ვა­დე­ბა, არ იცის, რად­გან ჩვი­ლი ექიმ­თან არ მი­უყ­ვა­ნია და ექი­მი არც მის მშო­ბი­ა­რო­ბას დას­წრე­ბია. თა­მუ­ნაც თა­ვი­სი და-ძმის მსგავ­სად, სახ­ლში გაჩ­ნდა.

ლე­ვან აბა­ში­ძე, ბავ­შვე­ბის მამა:

- სამ­შო­ბი­ა­რო­ში მხო­ლოდ უფ­რო­სი ბიჭი, გი­ორ­გი და­ი­ბა­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბი მე­უღ­ლემ სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა. დე­და­ჩე­მი მა­შინ ცო­ცხა­ლი იყო. დე­და­ჩე­მის დედა ბე­ბი­ა­ქა­ლი იყო და დე­და­საც ას­წავ­ლა. კარ­გად იცო­და, რო­გორ მი­ე­ღო მშო­ბი­ა­რო­ბა, სხვებ­საც დახ­მა­რე­ბია სო­ფელ­ში... 2008 წელს ჩვე­ნი მე­სა­მე შვი­ლი, თა­მუ­ნა და­ი­ბა­და. მის მშო­ბი­ა­რო­ბა­შიც ჩემს ცოლს დე­და­ჩე­მი და­ეხ­მა­რა. ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი არ იყო, თან­და­ყო­ლი­ლი დე­ფექ­ტი ჰქონ­და, მე­ექ­ვსე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა... დე­და­ჩე­მი 2009 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. თი­აქ­რის ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ. წა­მა­ლი ვერ ვუ­ყი­დე და უფუ­ლო­ბის გამო, ისიც და­მე­ღუ­პა. შარ­შან, 19 მარტს გო­გი­ტა და­ი­ბა­და. ჩემს ცოლს მშო­ბი­ა­რო­ბა რომ და­ე­წყო, "სას­წრა­ფო" გა­მო­ვი­ძა­ხეთ. სო­ფელ­ში დიდი თოვ­ლი იყო, "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნამ სახ­ლამ­დე მოს­ვლა ვერ შეძ­ლო. ექი­მი თოვლში ფე­ხით ძლივს მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლამ­დე. ინგა ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი დახ­ვდა. ექიმ­მა ბავ­შვს ჭიპ­ლა­რი და­უ­მუ­შა­ვა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ა­წეს­რი­გა და მი­თხრა, ახლა დედა-შვილს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნო. წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვე­დი. ბავ­შვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და, 4 კილო და 400 გრა­მი იყო. სი­ცი­ვე­ში სად წა­მეყ­ვა­ნა ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი? 40 დღემ­დე გო­გი­ტა ძუ­ძუ­ზე ჰყავ­და, მერე რძე გა­უ­ფუჭ­და და ბავ­შვს სხვა საჭ­მელს ვაძ­ლევ­დით.

- რითი კვე­ბავ­დით?

- მე­ზო­ბე­ლი ლიტ­რი­ა­ნი "ბან­კით" მა­წონს გვაძ­ლევ­და, მის­გან სიროფს ვუ­კე­თებ­დით და ვაჭ­მევ­დით. მერე პუ­რის ფქვი­ლის ფა­ფებს უკე­თებ­და. 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ბავ­შვი ცუ­დად გაგ­ვიხ­და, "სას­წრა­ფო" გა­მო­ვი­ძა­ხეთ და ინ­ფექ­ცი­ურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი რომ ჩა­უ­ტარ­და, გვი­თხრეს, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბა აქ­ვსო: საკ­ვებ­მა კუჭი და­უ­ზი­ა­ნა. 5 დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქით. გო­გი­ტა მძი­მედ სუნ­თქავ­და. პირ­ვე­ლი გა­დას­ხმა რომ გა­უ­კე­თეს, მთლი­ა­ნად და­სივ­და. ექი­მებ­მა არა­ფე­რი და­ი­შუ­რეს. მერე გა­მო­კეთ­და. მე­ო­რე გა­დას­ხმაც გა­უ­კე­თეს. 5 დღის შემ­დეგ სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. არ მქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით.

- ბავ­შვს სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და?

- უკე­თე­სად იყო. ფული არ მქონ­და, კი­დევ რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. იმ დღე­ე­ბის 76 ლარი ვერ გა­და­ვი­ხა­დე. ხელ­წე­რი­ლით გა­მო­მიშ­ვეს. 4 დღე მომ­ცეს ვადა, მაგ­რამ ფული ვერ ვი­შო­ვე. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­ვე­დი და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე, - რო­გორც კი ვი­შო­ვი, მო­გი­ტანთ-მეთ­ქი, - მაგ­რამ დღემ­დე არ მი­მი­ტა­ნია. არც მათ და­უ­რე­კავთ, ხე­დავ­დნენ, რა დღე­ში ვი­ყა­ვით. სა­ა­ვად­მყო­ფოს მერე ბავ­შვი კარ­გად იყო. ექიმ­მა "ჰუ­მა­ნა" გა­მო­უ­წე­რა, იმას ვაჭ­მევ­დით. ერთი კო­ლო­ფი 12 ლარი და 70 თეთ­რი ღირ­და, მი­ჭირ­და, მაგ­რამ ვყი­დუ­ლობ­დი. 2 თვე ის ვა­ჭა­მეთ. თა­ვი­დან კარ­გად ჭამ­და, მომ­ჯო­ბინ­და. მინ­დო­და, ჯან­მრთე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ფულს ხან ნა­თე­სა­ვი მა­სეს­ხებ­და, ხან მე გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დი. კარ­გად რომ გახ­და, მერე მი­ა­ტო­ვა "ჰუ­მა­ნას" ჭამა. ჩემ­მა ცოლ­მა შე­უც­ვა­ლა სხვა საჭ­მლით. აფ­თი­აქ­ში ბა­ნა­ნის ფა­ფე­ბიც ვუ­ყი­დე. ერთი დღე შე­ჭა­მა, მე­ო­რე დღეს "სოს­კა" პირ­ში არ ჩა­ი­დო. ამის შემ­დეგ ცოლ­მა ისევ და­უ­წყო მო­ხა­ლუ­ლი ფქვი­ლის ფა­ფის მომ­ზა­დე­ბა და იმას აჭ­მევ­და.

- ეს ექიმს აც­ნო­ბეთ?

- არა. ფქვილს ძა­ლი­ან მაგ­რად ხა­ლავ­და და კა­რაქ­ში უკე­თებ­და. რძეს მე­ზო­ბე­ლი გვაძ­ლევ­და. როცა რძე არ გვქონ­და, მა­შინ კა­რაქ­ში უმ­ზა­დებ­და და ბავ­შვი სა­ხე­ზე მო­პუტ­კუ­ნე­ბუ­ლი იყო. ხელ­ში რომ ავიყ­ვან­დი და ვე­თა­მა­შე­ბო­დი, მი­ცი­ნო­და. მერე ბავ­შვმა გახ­დო­მა და­ი­წყო. ცოლ­მა მი­თხრა, ორი კბი­ლი ამო­უ­ვი­დაო. სი­სუს­ტე კბი­ლე­ბის ბრა­ლი გვე­გო­ნა. კუ­ჭიც არ აშ­ლია, არც სი­ცხე ჰქო­ნია, თო­რემ ისევ წა­ვიყ­ვან­დი ექიმ­თან. ვი­ფიქ­რეთ, კბი­ლის ამოს­ვლის შემ­დეგ ისევ მო­სუქ­დე­ბო­და. ნუ­ნე­ბი მთლი­ა­ნად და­სი­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ბო­ლოს საჭ­მელს სა­ერ­თოდ არ ჭამ­და. პირ­ში თა­ვი­სი პა­ტა­რა თითი ედო, იმას წუწ­ნი­და და ისე იძი­ნებ­და.

- ტკი­ვი­ლის გამო ხში­რად ტი­რო­და?

- ტი­რი­ლით ტი­რო­და, მაგ­რამ საჭ­მელს რომ ვაჭ­მევ­დით, ჩუმ­დე­ბო­და. ბო­ლოს სულ თითი ედო პირ­ში... ექიმ­თან მი­საყ­ვა­ნი კი იყო, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, ამი­ტომ ვერ წა­ვიყ­ვა­ნე. 500 ლარი მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბო­და, ეს კი არ მქონ­და. როცა ფულს ვერ ვიხ­დი­დი, მერე სირ­ცხვი­ლის­გან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ვდარ­დობ­დი. ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ­დი, ოჯა­ხის­თვის რა­ი­მე პრო­დუქ­ტი რომ მო­მე­ტა­ნა. მეც არ ვარ ჯან­მრთე­ლი. მძი­მე ტვირ­თის აწე­ვა არ შე­მიძ­ლია, წე­ლის პრობ­ლე­მა მაქვს, ამი­ტომ თავ­საც ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი და მძი­მე სა­მუ­შა­ო­ზე ვერ მივ­დი­ო­დი. მე­ში­ნო­და, - თუ ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი, მერე ჩემს შვილს საჭ­მელს ვინ მო­უ­ტანს-მეთ­ქი?!

- რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ძი­რი­თა­დად, ბოს­ტან­ში ვმუ­შა­ობ, ბა­ღჩებს ვთოხ­ნი. მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა შე­მო­სა­ვა­ლია. ბოლო დღე­ებ­ში ამ ყვე­ლა­ფერს ისიც და­ე­მა­ტა, რომ მეც ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი. 15-დან 19 მარ­ტამ­დე ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბო­დი. სა­ში­ნე­ლი წე­ლის ტკი­ვი­ლი მქონ­და, გულ­ზეც მო­მი­ჭი­რა. იმ დღე­ებ­ში სახ­ლი­და­ნაც ვერ გა­ვე­დი, ბავ­შვე­ბის­თვის საჭ­მე­ლი რომ მო­მე­ტა­ნა. მე­ზო­ბელ­მა რომ და­მი­ნა­ხა ასეთ დღე­ში, თა­ვი­სი ფუ­ლით მი­ყი­და წა­მა­ლი, ნემ­სი გა­მი­კე­თა და ფეხ­ზე ძლივს წა­მოვ­დე­ქი.

- რამ­დე­ნია თქვე­ნი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი? ბავ­შვის საჭ­მლის­თვის დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის გი­თხო­ვი­ათ?

- ჩემი სახ­ლიც არ მაქვს, ძმის სახ­ლში ვცხოვ­რობ. ის უცო­ლოა. ხე­დავ­და, ბი­ნის ქი­რის გა­დამ­ხდე­ლი არ ვი­ყა­ვი და მი­თხრა, - სა­ნამ შენი ჭერი არ გექ­ნე­ბა, აქ იცხოვ­რეო. ისიც აქ ცხოვ­რობს, ხან ჩემს დას­თან და­დის თურ­ქეთ­ში. და იქ არის გა­თხო­ვი­ლი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მეც თურ­ქეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი, ჯან­მრთე­ლო­ბის გამო. ვი­ცო­დი, ვერ გა­ვუძ­ლებ­დი. მერ­ჩივ­ნა, აქ ერთი ლარი მე­შო­ვა და ჩემი შვი­ლე­ბის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. პა­ტა­რა ეზო მაქვს, მაგ­რამ გა­მო­ფი­ტუ­ლია მიწა და რაც უნდა დარ­გო, არა­ფე­რი მო­დის. ხან დე­და­ჩე­მის მხა­რე მეხ­მა­რე­ბა შვი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­ბა­ში, ხან ჩემი მე­ზობ­ლე­ბი, ხან მე ვმუ­შა­ობ და ასე გამ­ქონ­და დღე­ე­ბი. ზა­ფხულ­ში, მა­ი­სი­დან მწვა­ნი­ლე­ბი არის ეზო­ში. სამი ძირი ლეღ­ვი მიდ­გას, ცოტა ხი­ლია. ლეღვს სე­ზონ­ზე ვკრეფ­დი და ბა­ზარ­ში მიმ­ქონ­და... ყვე­ლას გულს არ ვუხ­სნი­დი, მე­ზობ­ლებ­საც არ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რა მი­ჭირ­და. არ იცოდ­ნენ, რე­ა­ლუ­რად რა დღე­ში ვი­ყა­ვით. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რამე ხომ არ გი­ჭირ­სო, მაგ­რამ მე­რი­დე­ბო­და: ეს ხალ­ხი ისე­დაც მეხ­მა­რე­ბა, კი­დევ რა მეთ­ქვა?!. ისი­ნიც წვა­ლო­ბენ ოჯა­ხე­ბი რომ არ­ჩი­ნონ და მეც ვერ და­ვამ­ძი­მებ­დი ჩემი პრობ­ლე­მე­ბით.

- მაგ­რამ აქ ბავ­შვის სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი წყდე­ბო­და, ალ­ბათ დახ­მა­რე­ბა­ზე უარს არა­ვინ გე­ტყო­დათ... აც­რებს თუ უკე­თებ­დით პა­ტა­რას?

- უბ­ნის ექი­მე­ბი მით­ვლიდ­ნენ ბავ­შვი აც­რის გა­სა­კე­თებ­ლად მი­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვერ მიმ­ყავ­და. გო­გი­ტას­თვის არც ერთი აცრა არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. შორს იყო ლა­ბო­რა­ტო­რია, ორ­კი­ლო­მეტრ-ნა­ხე­ვა­რია იქამ­დე. ფე­ხით უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა. აქ სულ ქა­რია, ხან სი­ცი­ვე; სა­ში­ნელ ად­გი­ლას ვცხოვ­რობთ. ვფიქ­რობ­დი, არ გა­მი­ცივ­დეს-მეთ­ქი. სახ­ლში სით­ბო მქონ­და... გო­გი­ტა უკვე ლა­პა­რაკს იწყებ­და. "მა­მას" მე­ძახ­და. სულ ვე­თა­მა­შე­ბო­დი. იცი­ნო­და, მაგ­რამ ბო­ლოს წუხ­და ტკი­ვი­ლის გამო. სახე სულ და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და ტკი­ვი­ლის­გან. მე რომ ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი, ვფიქ­რობ, ესეც იყო პრობ­ლე­მა. ეტყო­ბა, ამის გამო ბავ­შვს ვე­ღარ მი­ვაქ­ციე სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჭა­მას, ჩემ­მა ცოლ­მა უფ­რო­სი ბავ­შვე­ბიც მო­ხა­ლუ­ლი ფქვი­ლის ფა­ფით გა­ზარ­და, მაგ­რამ არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. უკვე დი­დე­ბი არი­ან, მო­სუ­ქე­ბუ­ლე­ბი, ჯან­მრთე­ლე­ბი, ახლა ყვე­ლა­ფერს ჭა­მენ. ბიჭი ზამ­თარ­ში წინ­დის გა­რე­შე და­დის. თამ­რი­კო უპ­რობ­ლე­მო ბავ­შვია... ძა­ლი­ან გვი­ჭირს, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სა­ერ­თოდ არ მი­მი­ღია.

- მი­ზე­ზი რა არის?

- 2005 წელს დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა რომ და­ი­წყო, გა­ნა­ცხა­დი დე­და­ჩემ­მა შე­ი­ტა­ნა. მი­ვა­კი­თხე. მი­თხრეს, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი გაქ­ვთო. მერე ჩემ­მა ცოლ­მაც და­წე­რა რამ­დენ­ჯერ­მე გან­ცხა­დე­ბა, იგი­ვე გვი­თხრეს. მივ­ხვდით, აზრი არ ჰქონ­და იქ სი­ა­რულს და რა­ი­მეს თხოვ­ნას. ბო­ლოს პი­რა­დი ნომ­რე­ბი მოგვ­თხო­ვეს. ჩემ­მა ცოლ­მა ბაღ­ნე­ბი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა და პი­რა­დი ნომ­რე­ბი არ გვქონ­და. სა­ჯა­რო რე­ესტრში რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და სუ­რა­თე­ბიც გა­დაგ­ვე­ღო, ფული უნ­დო­და. ვფიქ­რობ­დი, ამ ზა­ფხულს ფულს მო­ვაგ­რო­ვებ­დი და ამას გა­ვა­კე­თებ­დი... ისე ჩემ­ნა­ირ გა­ჭირ­ვე­ბულს რომ არ მის­ცე­მენ დახ­მა­რე­ბას, აბა, ვის აძ­ლე­ვენ?.. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მალ­ხაზ ფარ­ტე­ნა­ძის. შემ­თხვე­ვით წა­ა­წყდა ჩვენს ამ­ბავს. ბავ­შვი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რომ მო­ა­თავ­სეს, მერე და­მი­რე­კა. სახ­ლში არ ვი­ყა­ვი. მი­თხრა, - ლე­ვან, გული არ გა­გის­კდეს, ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და აქ მო­დიო. სულ მამ­ხნე­ვებ­და, - ნუ გე­ში­ნია, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ვუ­კე­თებ შენს შვილ­სო. 3 დღე გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს სი­კე­თე მას და­ვუ­კარ­გო?! სის­ხლის ბან­კშიც წა­ვე­დით, იქი­დან მო­ტა­ნი­ლი სის­ხლით გო­გი­ტას სის­ხლი მთლი­ა­ნად გა­მო­უც­ვა­ლეს, მაგ­რამ მა­ინც, გული გა­უ­ჩერ­და...

აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­აძ­რწუ­ნა. თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში აქ­ცი­ე­ბიც გა­ი­მარ­თა ლო­ზუნ­გით - "ყვე­ლა ბავ­შვი ყვე­ლას ბავ­შვია". ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

ხელ­ვა­ჩა­უ­რის სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ოჯახს სა­ბუ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა სთხო­ვეს, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო და პრობ­ლე­მა ამი­ტომ ვერ მოგ­ვარ­დაო. ბავ­შვის და­ღუპ­ვის შემ­დეგ ოჯა­ხი სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბის არე­ში მო­ექ­ცა. სას­წრა­ფოდ შე­ივ­სო გა­ნა­ცხა­დი სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მო­თხოვ­ნით. პი­რა­დო­ბის ნომ­რის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხიც სა­ა­გენ­ტომ თა­ვად მო­აგ­ვა­რა.

სა­ა­გენ­ტო­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, - არ ვი­ცო­დით ბავ­შვის და­ბა­დე­ბის ამ­ბა­ვი, თო­რემ ბავ­შვთა ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რიც არ­სე­ბობს და ოჯა­ხი კვე­ბის ვა­უ­ჩერს მა­ინც მი­ი­ღებ­დაო...

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ გახ­ლავთ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა. ბევ­რს ახ­სოვს 2011 წლის მარ­ტში გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­რი­ან­ში, ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში 1 წლი­სა და 7 თვის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტას­ტრო­ფის ცენ­ტრში ბავ­შვს გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პნევ­მო­ნია ანუ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის, ასე­ვე კა­ხექ­სი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს - კა­ხექ­სია კი, ექიმ-პე­დი­ატ­რის გან­მარ­ტე­ბით, "ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვს კვე­ბა აკ­ლდა და მისი ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ასაკს ჩა­მორ­ჩე­ბო­და. თუკი ჩვილს წო­ნის დე­ფი­ცი­ტი ჰქონ­და, სის­ხლის ფორ­მა­ში ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დე­ფი­ცი­ტიც ექ­ნე­ბო­და და ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბა ად­ვი­ლად მო­ე­რე­ო­და".

შარ­შან დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა კა­ხეთ­ში მცხოვ­რე­ბი 2 უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის ამ­ბებს.

ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქალ­ქვა­ში მცხოვ­რე­ბი რეხ­ვი­აშ­ვი­ლე­ბის 8-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ბავ­შვე­ბის დედა, შო­რე­ნა ოთი­აშ­ვი­ლი თა­ვის სი­დუ­ხ­ჭი­რე­ზე ჟურ­ნა­ლისტს გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რა. ისიც უთხრა, - რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გა­ჭირ­ვე­ბის გამო 7 თვის შვი­ლი და­მე­ღუ­პა და ახ­ლაც ისე მი­ჭირს, რომ ხში­რად 5 შვილს ქა­ტოს ვაჭ­მე­ვო. რეხ­ვი­აშ­ვი­ლე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი, ბავ­შვე­ბის ბე­ბი­ის პენ­სია - 80 ლარი იყო. მა­შინ შო­რე­ნა ოთი­აშ­ვილ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მე-5 შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, პი­რა­დი ნომ­რის უქონ­ლო­ბის გამო შე­უ­წყდა.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ შეძ­ლეს, ამ ოჯა­ხის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნათ.

გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი:

- სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა. რეხ­ვი­აშ­ვი­ლე­ბის ავა­რი­უ­ლი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი­დან წყა­ლი ჩა­დი­ო­და, კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი ჩან­გრე­უ­ლი იყო. ფან­ჯრებ­ზე ცე­ლო­ფა­ნის პარ­კე­ბი ჰქონ­დათ აკ­რუ­ლი. საკ­მა­რი­სი სა­წო­ლე­ბიც კი არ ჰქონ­დათ. 3 სა­წოლ­ში 8 ადა­მი­ანს ეძი­ნა და ერ­თა­დერ­თი სკა­მი იყო სახ­ლში. დედა ამ­ბობ­და, შვი­ლე­ბი მშივ­რე­ბი მყავ­სო. გი­ორ­გი აბა­ში­ძის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის ზუს­ტი ანა­ლო­გი იყო. საჭ­მელ­მა, რა­საც ის ბავ­შვებს აჭ­მევ­და, და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია და წლე­ბის წინ ერთი შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა. როცა სა­ა­გენ­ტოს ვთხოვ­დით, გა­ე­ცა პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ არ ჰქონ­და ამ ოჯახს დახ­მა­რე­ბა, არა­ა­დეკ­ვა­ტურ პა­სუ­ხებს გვაძ­ლევ­და. მერე საქ­მე­ში იუ­რის­ტე­ბი ჩა­ერ­თვნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და და მათ დახ­მა­რე­ბა და­ე­ნიშ­ნათ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა არ ვიცი, ამ ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია.

ასე­ვე უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლაფ­ნი­ან­ში მცხოვ­რე­ბი მა­კი­ე­ვე­ბის ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. 7 ბავ­შვს გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში უწევ­და ყოფ­ნა. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მე­ზობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბი: იმა­საც ამ­ბობ­დნენ, ბავ­შვებს პური ხში­რად არ აქვთ და ბა­ლახ­საც კი ჭა­მე­ნო... მა­კი­ე­ვე­ბის ოჯახ­ში მამა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის არი­ან. მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, ოთა­ხებ­ში ან­ტი­სა­ნი­ტა­რია სუ­ფევ­და. სი­ღა­ტა­კის მი­უ­ხე­და­ვად, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ლა­გო­დე­ხის გან­ყო­ფი­ლე­ბამ 2011 წლის ივ­ნის­ში მა­თაც სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყვი­ტა და შვიდ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. ბავ­შვებს პურს მე­ზობ­ლე­ბი აძ­ლევ­დნენ. ჩვე­ნი ცენ­ტრის მიერ მომ­ზა­დე­ბულ­მა ფო­ტო­რე­პორ­ტაჟ­მა გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა. ამის შემ­დეგ ოჯა­ხი გან­მე­ო­რე­ბით შე­ა­მოწ­მა სო­ცა­გენ­ტმა და დახ­მა­რე­ბა და­ე­ნიშ­ნათ. ამ ფაქტს მა­შინ ლა­გო­დე­ხის საკ­რე­ბუ­ლო გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბავ­შვე­ბი მიმ­ღებ ოჯა­ხებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამ ორი ოჯა­ხის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით და სოფ­ლის საკ­რე­ბუ­ლო­ებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

მა­მუ­კა ხი­და­შე­ლი, ლა­გო­დე­ხის სო­ფელ გი­ორ­გე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლი:

- მა­კი­ე­ვე­ბის სახ­ლში ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის მამა ცხოვ­რობს, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ეძ­ლე­ვა. მისი მე­უღ­ლის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ კი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობთ - ბავ­შვე­ბის დედა სოფ­ლი­დან წა­ვი­და და სად არის, არა­ვინ იცის. მათ 4 გოგო ჰყავთ. ბავ­შვე­ბი ამ­ჟა­მად ლა­დო­დეხ­ში არი­ან, კარგ ოჯახ­ში იზ­რდე­ბი­ან. მათი ორი ძმა სამ­ტრე­დი­ა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ისი­ნიც კარგ პი­რო­ბებ­ში, უსაფრ­თხოდ არი­ან. მიმ­ღე­ბი ოჯა­ხე­ბი მათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯე­მალ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის ოჯახს - სო­ფელ ლე­ლი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო კა­პა­ნაძე ამ­ბობს, რომ ამ ოჯა­ხის პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­და:

- მათ ოთხი შვი­ლი ჰყავთ. ოჯა­ხის თან­ხმო­ბით, ორი ბავ­შვი ლა­გო­დეხ­ში ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში იზ­რდე­ბა. იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას, წრე­ებ­ზეც დაჰ­ყავთ - მუ­სი­კა­ზე, ცეკ­ვა­ზე. რეხ­ვი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რალ­და. სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად შე­უც­ვა­ლეს. ოჯახ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 1.500 ლა­რიც მი­ი­ღო. ერთი მეწ­ვე­ლი ძრო­ხა ჰყავთ. დიდი ხა­ნია, ვთხოვთ, მაგ­რამ ბო­სე­ლი ვერ ავა­შე­ნე­ბი­ნეთ: ზარ­მა­ცო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი სხვი­სი ხე­ლით უნ­დათ გა­კეთ­დეს... სახ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა შიგ­ნით იგი­ვეა, რაც ადრე იყო.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, ამ ოჯახს სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო, პა­ტა­რა გარ­და­ეც­ვა­ლათ?

- ბავ­შვის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ: 6 წე­ლია, აქ ვარ და ამ პე­რი­ოდ­ში არ ყო­ფი­ლა ასე­თი ფაქ­ტი, ალ­ბათ უფრო ადრე იყო. ვფიქ­რობ, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, რომ ისი­ნი ქა­ტო­თი კვე­ბავ­დნენ ბავ­შვებს, გა­ბუ­ქე­ბუ­ლი იყო. ალ­ბათ ვი­ღა­ცამ ურ­ჩია მათ, ასე ეთ­ქვა. ბავ­შვე­ბი ჩა­პუტ­კუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას იღებს.

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მიერ, ჯერ კი­დევ 2011 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ში იყო მოყ­ვა­ნი­ლი: სა­ქარ­თვე­ლო­ში უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში 77.000-მდე ბავ­შვი ცხოვ­რობს; ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, უმე­ტე­სად ქალი და ბავ­შვი, კვე­ბის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის; ყო­ველ­წლი­უ­რად, 5 წლამ­დე ასა­კის თით­ქმის 300-მდე ბავ­შვი იღუ­პე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბი­სა თუ არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის გამო. გა­ე­როს ბავ­შვთა დაც­ვის პროგ­რა­მის მეს­ვე­ურ­თა მა­შინ გა­მოთ­ქმუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გაზ­რდა და ბავ­შვთა სა­ყო­ველ­თაო შე­ღა­ვა­თის შე­მო­ღე­ბა. რო­გორც ისი­ნი მი­უ­თი­თებ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ოჯა­ხის პირ­ველ შვილ­ზე 30 ლარს, თი­თო­ე­ულ და­მა­ტე­ბით წევ­რზე კი - 24 ლარს შე­ად­გენს. რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, ბავ­შვებ­ში სი­ღა­რი­ბის და­საძ­ლე­ვად, ამ თან­ხე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაზ­რდაა სა­ჭი­რო. დას­კვნის თა­ნახ­მად, 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შვი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბეს და­აღ­წევს თავს.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის გა­სა­ჭი­რი ქარ­თუ­ლი პრე­სის ფურ­ცლებ­ზეც სის­ტე­მა­ტუ­რად შუქ­დე­ბა; "გზის" ფურ­ცლებ­ზეც არა­ერ­თი წე­რი­ლი და­ბეჭ­დი­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით და დახ­მა­რე­ბით, ჩვე­ნი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი პა­ტა­რა გა­დარ­ჩე­ნი­ლა. მაგ­რამ ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ეს გა­მო­სა­ვა­ლი არ არის: ამ ოჯა­ხებს სა­ხელ­მწი­ფოს­გან სე­რი­ო­ზუ­ლი დახ­მა­რე­ბა და სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი სჭირ­დე­ბათ, რათა შვი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­ბა შეძ­ლონ.

იმე­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ასე­თი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მეტს გა­ა­კე­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვებს აღარ ში­ო­დეთ და შიმ­ში­ლით არ იღუ­პე­ბოდ­ნენ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოგიტა აბაშიძის ოჯახს ოთხი წლის წინ ახალშობილი გოგონაც დაეღუპა

გოგიტა აბაშიძის ოჯახს ოთხი წლის წინ ახალშობილი გოგონაც დაეღუპა

24 მარტს 3 საათი სრულდებოდა, როცა ახალგაზრდა ქალის სულისშემძვრელი "იავნანა" გაისმა. შვილის ცხედარზე დამხობილმა დედამ შიმშილით გარდაცვლილ გოგიტას ტირილნარევი ხმით უკანასკნელად უმღერა.

მთელი საზოგადოება შეძრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში დატრიალებულმა ტრაგედიამ. თითქოს ბუნებამაც დაიტირა პატარა - დაკრძალვის დღეს სოფელში გადაუღებლად წვიმდა... 1 წლის გოგიტა აბაშიძე 4 კილოსა და 200 გრამს იწონიდა ანუ ახალშობილობის წონაზე ნაკლებს: 4 კილო და 400 გრამი დაიბადა.

შესაძლოა, ამ პატარას ტრაგიკული ამბავი საზოგადოებას არც გაეგო, რომ არა ერთი შემთხვევითობა. სოფელ მახოში, აბაშიძეების სახლთან მდებარე ჩაის პლანტაციას ხანძარი გაუჩნდა. პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში ასული, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე უმძიმესი სანახაობის მომსწრე გახდა: დედას მომაკვდავი შვილი ხელში ეჭირა და შველას ითხოვდა. თავმჯდომარემ თავისი მანქანით ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა. შოკურ მდგომარეობაში მყოფი გოგიტა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და 3 დღე და ღამე ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ. ექიმების დასკვნა შემაძრწუნებელი იყო: ბავშვი შიმშილის გამო ჩავარდა შოკურ მდგომარეობაში; ცილაენერგეტიკისა და წონის დეფიციტი ჰქონდა, პნევმონია და ანემია განუვითარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მესამე დღეს პატარა გარდაიცვალა.

"არანაირი დახმარება არ მეძლეოდა, ნახევრად მშიერი იყო ჩემი შვილი. ამიტომ მივიდა ბავშვი ამ მდგომარეობამდე. რამდენჯერმე მივმართე სოციალურ აგენტს, აქტს შეადგენდნენ, აღწერდნენ ყველაფერს და რომ მოვიკითხავდი, მეუბნებოდნენ ქულა მაღალია და დახმარება არ გეკუთვნისო. პირად ნომერს მთხოვდნენ, მაგრამ დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანას უსახსრობის გამო ვერ ვახერხებდი. იმის საშუალება არ მქონდა, წამალი მეყიდა და ექიმთან მიმეყვანა", - ამბობს ჩვილის დედა.

აბაშიძეების ოჯახში კიდევ ორი პატარა იზრდება - 5 წლის გიორგი და 3 წლის თამარი. მათ 29 წლის მშობლებს, ლევან აბაშიძესა და ინგა დავითაძეს რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდათ თავს: 2008 წელს 6 დღის ჩვილი, თამუნა გარდაეცვალათ. ახალშობილის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ბავშვების მამა ამბობს, რომ გოგონას თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა, თუმცა რა დაავადება, არ იცის, რადგან ჩვილი ექიმთან არ მიუყვანია და ექიმი არც მის მშობიარობას დასწრებია. თამუნაც თავისი და-ძმის მსგავსად, სახლში გაჩნდა.

ლევან აბაშიძე, ბავშვების მამა:

- სამშობიაროში მხოლოდ უფროსი ბიჭი, გიორგი დაიბადა. დანარჩენები მეუღლემ სახლში გააჩინა. დედაჩემი მაშინ ცოცხალი იყო. დედაჩემის დედა ბებიაქალი იყო და დედასაც ასწავლა. კარგად იცოდა, როგორ მიეღო მშობიარობა, სხვებსაც დახმარებია სოფელში... 2008 წელს ჩვენი მესამე შვილი, თამუნა დაიბადა. მის მშობიარობაშიც ჩემს ცოლს დედაჩემი დაეხმარა. ბავშვი ჯანმრთელი არ იყო, თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდა, მეექვსე დღეს გარდაიცვალა... დედაჩემი 2009 წელს გარდაიცვალა. თიაქრის ოპერაცია გავუკეთეთ. წამალი ვერ ვუყიდე და უფულობის გამო, ისიც დამეღუპა. შარშან, 19 მარტს გოგიტა დაიბადა. ჩემს ცოლს მშობიარობა რომ დაეწყო, "სასწრაფო" გამოვიძახეთ. სოფელში დიდი თოვლი იყო, "სასწრაფოს" მანქანამ სახლამდე მოსვლა ვერ შეძლო. ექიმი თოვლში ფეხით ძლივს მოვიყვანეთ სახლამდე. ინგა ნამშობიარები დახვდა. ექიმმა ბავშვს ჭიპლარი დაუმუშავა, ყველაფერი მოაწესრიგა და მითხრა, ახლა დედა-შვილს საავადმყოფოში გადავიყვანო. წინააღმდეგი წავედი. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, 4 კილო და 400 გრამი იყო. სიცივეში სად წამეყვანა ახალნამშობიარები ქალი? 40 დღემდე გოგიტა ძუძუზე ჰყავდა, მერე რძე გაუფუჭდა და ბავშვს სხვა საჭმელს ვაძლევდით.

- რითი კვებავდით?

- მეზობელი ლიტრიანი "ბანკით" მაწონს გვაძლევდა, მისგან სიროფს ვუკეთებდით და ვაჭმევდით. მერე პურის ფქვილის ფაფებს უკეთებდა. 2012 წლის ოქტომბერში ბავშვი ცუდად გაგვიხდა, "სასწრაფო" გამოვიძახეთ და ინფექციურში გადაიყვანეს. გამოკვლევები რომ ჩაუტარდა, გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის ანთება აქვსო: საკვებმა კუჭი დაუზიანა. 5 დღე საავადმყოფოში ვიწექით. გოგიტა მძიმედ სუნთქავდა. პირველი გადასხმა რომ გაუკეთეს, მთლიანად დასივდა. ექიმებმა არაფერი დაიშურეს. მერე გამოკეთდა. მეორე გადასხმაც გაუკეთეს. 5 დღის შემდეგ სახლში წამოვიყვანეთ. არ მქონდა იმის საშუალება, რომ იქ დავრჩენილიყავით.

- ბავშვს სტაციონარში მკურნალობა სჭირდებოდა?

- უკეთესად იყო. ფული არ მქონდა, კიდევ რომ დავრჩენილიყავი. იმ დღეების 76 ლარი ვერ გადავიხადე. ხელწერილით გამომიშვეს. 4 დღე მომცეს ვადა, მაგრამ ფული ვერ ვიშოვე. საავადმყოფოში ჩავედი და ბოდიში მოვუხადე, - როგორც კი ვიშოვი, მოგიტანთ-მეთქი, - მაგრამ დღემდე არ მიმიტანია. არც მათ დაურეკავთ, ხედავდნენ, რა დღეში ვიყავით. საავადმყოფოს მერე ბავშვი კარგად იყო. ექიმმა "ჰუმანა" გამოუწერა, იმას ვაჭმევდით. ერთი კოლოფი 12 ლარი და 70 თეთრი ღირდა, მიჭირდა, მაგრამ ვყიდულობდი. 2 თვე ის ვაჭამეთ. თავიდან კარგად ჭამდა, მომჯობინდა. მინდოდა, ჯანმრთელი ყოფილიყო, ფულს ხან ნათესავი მასესხებდა, ხან მე გამოვიმუშავებდი. კარგად რომ გახდა, მერე მიატოვა "ჰუმანას" ჭამა. ჩემმა ცოლმა შეუცვალა სხვა საჭმლით. აფთიაქში ბანანის ფაფებიც ვუყიდე. ერთი დღე შეჭამა, მეორე დღეს "სოსკა" პირში არ ჩაიდო. ამის შემდეგ ცოლმა ისევ დაუწყო მოხალული ფქვილის ფაფის მომზადება და იმას აჭმევდა.

- ეს ექიმს აცნობეთ?

- არა. ფქვილს ძალიან მაგრად ხალავდა და კარაქში უკეთებდა. რძეს მეზობელი გვაძლევდა. როცა რძე არ გვქონდა, მაშინ კარაქში უმზადებდა და ბავშვი სახეზე მოპუტკუნებული იყო. ხელში რომ ავიყვანდი და ვეთამაშებოდი, მიცინოდა. მერე ბავშვმა გახდომა დაიწყო. ცოლმა მითხრა, ორი კბილი ამოუვიდაო. სისუსტე კბილების ბრალი გვეგონა. კუჭიც არ აშლია, არც სიცხე ჰქონია, თორემ ისევ წავიყვანდი ექიმთან. ვიფიქრეთ, კბილის ამოსვლის შემდეგ ისევ მოსუქდებოდა. ნუნები მთლიანად დასივებული ჰქონდა. ბოლოს საჭმელს საერთოდ არ ჭამდა. პირში თავისი პატარა თითი ედო, იმას წუწნიდა და ისე იძინებდა.

- ტკივილის გამო ხშირად ტიროდა?

- ტირილით ტიროდა, მაგრამ საჭმელს რომ ვაჭმევდით, ჩუმდებოდა. ბოლოს სულ თითი ედო პირში... ექიმთან მისაყვანი კი იყო, მაგრამ საშუალება არ მქონდა, ამიტომ ვერ წავიყვანე. 500 ლარი მაინც დამჭირდებოდა, ეს კი არ მქონდა. როცა ფულს ვერ ვიხდიდი, მერე სირცხვილისგან ცუდად ვიყავი, ვდარდობდი. ფიზიკურად ვმუშაობდი, ოჯახისთვის რაიმე პროდუქტი რომ მომეტანა. მეც არ ვარ ჯანმრთელი. მძიმე ტვირთის აწევა არ შემიძლია, წელის პრობლემა მაქვს, ამიტომ თავსაც ვუფრთხილდებოდი და მძიმე სამუშაოზე ვერ მივდიოდი. მეშინოდა, - თუ ლოგინად ჩავვარდი, მერე ჩემს შვილს საჭმელს ვინ მოუტანს-მეთქი?!

- რას საქმიანობთ?

- ძირითადად, ბოსტანში ვმუშაობ, ბაღჩებს ვთოხნი. მაგრამ ეს ძალიან პატარა შემოსავალია. ბოლო დღეებში ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მეც ლოგინად ჩავვარდი. 15-დან 19 მარტამდე ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. საშინელი წელის ტკივილი მქონდა, გულზეც მომიჭირა. იმ დღეებში სახლიდანაც ვერ გავედი, ბავშვებისთვის საჭმელი რომ მომეტანა. მეზობელმა რომ დამინახა ასეთ დღეში, თავისი ფულით მიყიდა წამალი, ნემსი გამიკეთა და ფეხზე ძლივს წამოვდექი.

- რამდენია თქვენი ოჯახის შემოსავალი? ბავშვის საჭმლისთვის დახმარება არავისთვის გითხოვიათ?

- ჩემი სახლიც არ მაქვს, ძმის სახლში ვცხოვრობ. ის უცოლოა. ხედავდა, ბინის ქირის გადამხდელი არ ვიყავი და მითხრა, - სანამ შენი ჭერი არ გექნება, აქ იცხოვრეო. ისიც აქ ცხოვრობს, ხან ჩემს დასთან დადის თურქეთში. და იქ არის გათხოვილი. მეუბნებოდნენ, მეც თურქეთში წავსულიყავი სამუშაოდ, მაგრამ ვერ წავედი, ჯანმრთელობის გამო. ვიცოდი, ვერ გავუძლებდი. მერჩივნა, აქ ერთი ლარი მეშოვა და ჩემი შვილების გვერდით ვყოფილიყავი. პატარა ეზო მაქვს, მაგრამ გამოფიტულია მიწა და რაც უნდა დარგო, არაფერი მოდის. ხან დედაჩემის მხარე მეხმარება შვილების გამოკვებაში, ხან ჩემი მეზობლები, ხან მე ვმუშაობ და ასე გამქონდა დღეები. ზაფხულში, მაისიდან მწვანილები არის ეზოში. სამი ძირი ლეღვი მიდგას, ცოტა ხილია. ლეღვს სეზონზე ვკრეფდი და ბაზარში მიმქონდა... ყველას გულს არ ვუხსნიდი, მეზობლებსაც არ ვეუბნებოდი, რა მიჭირდა. არ იცოდნენ, რეალურად რა დღეში ვიყავით. მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გიჭირსო, მაგრამ მერიდებოდა: ეს ხალხი ისედაც მეხმარება, კიდევ რა მეთქვა?!. ისინიც წვალობენ ოჯახები რომ არჩინონ და მეც ვერ დავამძიმებდი ჩემი პრობლემებით.

- მაგრამ აქ ბავშვის სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, ალბათ დახმარებაზე უარს არავინ გეტყოდათ... აცრებს თუ უკეთებდით პატარას?

- უბნის ექიმები მითვლიდნენ ბავშვი აცრის გასაკეთებლად მიმეყვანა, მაგრამ ვერ მიმყავდა. გოგიტასთვის არც ერთი აცრა არ გაგვიკეთებია. შორს იყო ლაბორატორია, ორკილომეტრ-ნახევარია იქამდე. ფეხით უნდა წაგვეყვანა. აქ სულ ქარია, ხან სიცივე; საშინელ ადგილას ვცხოვრობთ. ვფიქრობდი, არ გამიცივდეს-მეთქი. სახლში სითბო მქონდა... გოგიტა უკვე ლაპარაკს იწყებდა. "მამას" მეძახდა. სულ ვეთამაშებოდი. იცინოდა, მაგრამ ბოლოს წუხდა ტკივილის გამო. სახე სულ დანაოჭებული ჰქონდა ტკივილისგან. მე რომ ლოგინად ჩავვარდი, ვფიქრობ, ესეც იყო პრობლემა. ეტყობა, ამის გამო ბავშვს ვეღარ მივაქციე სათანადო ყურადღება. რაც შეეხება ჭამას, ჩემმა ცოლმა უფროსი ბავშვებიც მოხალული ფქვილის ფაფით გაზარდა, მაგრამ არასოდეს ჰქონიათ ჯანმრთელობის პრობლემა. უკვე დიდები არიან, მოსუქებულები, ჯანმრთელები, ახლა ყველაფერს ჭამენ. ბიჭი ზამთარში წინდის გარეშე დადის. თამრიკო უპრობლემო ბავშვია... ძალიან გვიჭირს, მაგრამ სოციალური დახმარება საერთოდ არ მიმიღია.

- მიზეზი რა არის?

- 2005 წელს დახმარებების გაცემა რომ დაიწყო, განაცხადი დედაჩემმა შეიტანა. მივაკითხე. მითხრეს, მაღალი ქულები გაქვთო. მერე ჩემმა ცოლმაც დაწერა რამდენჯერმე განცხადება, იგივე გვითხრეს. მივხვდით, აზრი არ ჰქონდა იქ სიარულს და რაიმეს თხოვნას. ბოლოს პირადი ნომრები მოგვთხოვეს. ჩემმა ცოლმა ბაღნები სახლში გააჩინა და პირადი ნომრები არ გვქონდა. საჯარო რეესტრში რომ გაგვეკეთებინა და სურათებიც გადაგვეღო, ფული უნდოდა. ვფიქრობდი, ამ ზაფხულს ფულს მოვაგროვებდი და ამას გავაკეთებდი... ისე ჩემნაირ გაჭირვებულს რომ არ მისცემენ დახმარებას, აბა, ვის აძლევენ?.. ძალიან მადლობელი ვარ საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის. შემთხვევით წააწყდა ჩვენს ამბავს. ბავშვი რეანიმაციაში რომ მოათავსეს, მერე დამირეკა. სახლში არ ვიყავი. მითხრა, - ლევან, გული არ გაგისკდეს, ბავშვი საავადმყოფოშია და აქ მოდიო. სულ მამხნევებდა, - ნუ გეშინია, რაც გასაკეთებელი იქნება, ყველაფერს გავუკეთებ შენს შვილსო. 3 დღე გვერდიდან არ მომშორებია, როგორ შეიძლება ეს სიკეთე მას დავუკარგო?! სისხლის ბანკშიც წავედით, იქიდან მოტანილი სისხლით გოგიტას სისხლი მთლიანად გამოუცვალეს, მაგრამ მაინც, გული გაუჩერდა...

აბაშიძეების ოჯახის ტრაგედიამ საზოგადოება შეაძრწუნა. თბილისსა და ქუთაისში აქციებიც გაიმართა ლოზუნგით - "ყველა ბავშვი ყველას ბავშვია". ხალხი ხელისუფლებას სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სთხოვს.

ხელვაჩაურის სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ოჯახს საბუთების მოწესრიგება სთხოვეს, მაგრამ ვერ შეძლო და პრობლემა ამიტომ ვერ მოგვარდაო. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ოჯახი საყოველთაო ყურადღების არეში მოექცა. სასწრაფოდ შეივსო განაცხადი სოციალურ სააგენტოში სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. პირადობის ნომრის მინიჭების საკითხიც სააგენტომ თავად მოაგვარა.

სააგენტოში იმასაც ამბობენ, - არ ვიცოდით ბავშვის დაბადების ამბავი, თორემ ბავშვთა ზრუნვის სამსახურიც არსებობს და ოჯახი კვების ვაუჩერს მაინც მიიღებდაო...

სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ ერთეული შემთხვევა. ბევრს ახსოვს 2011 წლის მარტში გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ზუბალაშვილების ოჯახში 1 წლისა და 7 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ცენტრში ბავშვს გართულებული პნევმონია ანუ ფილტვების ანთების, ასევე კახექსიის დიაგნოზი დაუსვეს - კახექსია კი, ექიმ-პედიატრის განმარტებით, "ნიშნავს, რომ ბავშვს კვება აკლდა და მისი ფიზიკური განვითარება ასაკს ჩამორჩებოდა. თუკი ჩვილს წონის დეფიციტი ჰქონდა, სისხლის ფორმაში ჰემოგლობინის დეფიციტიც ექნებოდა და ნებისმიერი დაავადება ადვილად მოერეოდა".

შარშან დიდი რეზონანსი მოჰყვა კახეთში მცხოვრები 2 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ამბებს.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ქალქვაში მცხოვრები რეხვიაშვილების 8-სულიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე იყო დარჩენილი. ბავშვების დედა, შორენა ოთიაშვილი თავის სიდუხჭირეზე ჟურნალისტს გულახდილად ესაუბრა. ისიც უთხრა, - რამდენიმე წლის წინ, გაჭირვების გამო 7 თვის შვილი დამეღუპა და ახლაც ისე მიჭირს, რომ ხშირად 5 შვილს ქატოს ვაჭმევო. რეხვიაშვილების შემოსავალი, ბავშვების ბებიის პენსია - 80 ლარი იყო. მაშინ შორენა ოთიაშვილსაც სოციალური დახმარება მე-5 შვილის დაბადების შემდეგ, პირადი ნომრის უქონლობის გამო შეუწყდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი იხსენებს, რომ დიდი ბრძოლის შემდეგ შეძლეს, ამ ოჯახისთვის სოციალური დახმარება განეახლებინათ.

გელა მთივლიშვილი:

- საშინელი სურათი დაგვხვდა. რეხვიაშვილების ავარიული სახლის სახურავიდან წყალი ჩადიოდა, კიბის საფეხურები ჩანგრეული იყო. ფანჯრებზე ცელოფანის პარკები ჰქონდათ აკრული. საკმარისი საწოლებიც კი არ ჰქონდათ. 3 საწოლში 8 ადამიანს ეძინა და ერთადერთი სკამი იყო სახლში. დედა ამბობდა, შვილები მშივრები მყავსო. გიორგი აბაშიძის ტრაგიკული შემთხვევის ზუსტი ანალოგი იყო. საჭმელმა, რასაც ის ბავშვებს აჭმევდა, დაავადებები გამოიწვია და წლების წინ ერთი შვილი გარდაეცვალა. როცა სააგენტოს ვთხოვდით, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ ჰქონდა ამ ოჯახს დახმარება, არაადეკვატურ პასუხებს გვაძლევდა. მერე საქმეში იურისტები ჩაერთვნენ. საბოლოოდ, ეს პრობლემა მოგვარდა და მათ დახმარება დაენიშნათ. სიმართლე გითხრათ, ახლა არ ვიცი, ამ ოჯახის მდგომარეობა როგორია.

ასევე უკიდურესად მძიმე იყო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მცხოვრები მაკიევების ოჯახში არსებული ვითარება. 7 ბავშვს გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა. გამაოგნებელი იყო მეზობლების მონათხრობი: იმასაც ამბობდნენ, ბავშვებს პური ხშირად არ აქვთ და ბალახსაც კი ჭამენო... მაკიევების ოჯახში მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის არიან. მათი საცხოვრებელი სახლიც დაზიანებული იყო, ოთახებში ანტისანიტარია სუფევდა. სიღატაკის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილებამ 2011 წლის ივნისში მათაც სოციალური დახმარება შეუწყვიტა და შვიდშვილიანი ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა. ბავშვებს პურს მეზობლები აძლევდნენ. ჩვენი ცენტრის მიერ მომზადებულმა ფოტორეპორტაჟმა გულგრილი არავინ დატოვა. ამის შემდეგ ოჯახი განმეორებით შეამოწმა სოცაგენტმა და დახმარება დაენიშნათ. ამ ფაქტს მაშინ ლაგოდეხის საკრებულო გამოეხმაურა და ბავშვები მიმღებ ოჯახებში გადაიყვანეს.

ამ ორი ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობით დავინტერესდით და სოფლის საკრებულოებს დავუკავშირდით.

მამუკა ხიდაშელი, ლაგოდეხის სოფელ გიორგეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

- მაკიევების სახლში ამჟამად მხოლოდ ბავშვების მამა ცხოვრობს, სოციალური დახმარება ეძლევა. მისი მეუღლის ადგილსამყოფლის შესახებ კი ინფორმაციას არ ვფლობთ - ბავშვების დედა სოფლიდან წავიდა და სად არის, არავინ იცის. მათ 4 გოგო ჰყავთ. ბავშვები ამჟამად ლადოდეხში არიან, კარგ ოჯახში იზრდებიან. მათი ორი ძმა სამტრედიაშია გადაყვანილი. ისინიც კარგ პირობებში, უსაფრთხოდ არიან. მიმღები ოჯახები მათ განათლებაზე ზრუნავენ.

რაც შეეხება ჯემალ რეხვიაშვილის ოჯახს - სოფელ ლელიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ქალბატონი ნინო კაპანაძე ამბობს, რომ ამ ოჯახის პრობლემაც მოგვარდა:

- მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ოჯახის თანხმობით, ორი ბავშვი ლაგოდეხში ძალიან კარგ ოჯახში იზრდება. იღებენ განათლებას, წრეებზეც დაჰყავთ - მუსიკაზე, ცეკვაზე. რეხვიაშვილების ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა. სახლის სახურავი მთლიანად შეუცვალეს. ოჯახმა კომპენსაციის სახით, 1.500 ლარიც მიიღო. ერთი მეწველი ძროხა ჰყავთ. დიდი ხანია, ვთხოვთ, მაგრამ ბოსელი ვერ ავაშენებინეთ: ზარმაცობენ, ყველაფერი სხვისი ხელით უნდათ გაკეთდეს... სახლის მდგომარეობა შიგნით იგივეა, რაც ადრე იყო.

- ქალბატონო ნინო, ამ ოჯახს სიდუხჭირის გამო, პატარა გარდაეცვალათ?

- ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ: 6 წელია, აქ ვარ და ამ პერიოდში არ ყოფილა ასეთი ფაქტი, ალბათ უფრო ადრე იყო. ვფიქრობ, გახმაურებული ამბავი, რომ ისინი ქატოთი კვებავდნენ ბავშვებს, გაბუქებული იყო. ალბათ ვიღაცამ ურჩია მათ, ასე ეთქვა. ბავშვები ჩაპუტკუნებულები არიან. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს.

შემაშფოთებელია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში იყო მოყვანილი: საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 77.000-მდე ბავშვი ცხოვრობს; ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე, უმეტესად ქალი და ბავშვი, კვების დეფიციტს განიცდის; ყოველწლიურად, 5 წლამდე ასაკის თითქმის 300-მდე ბავშვი იღუპება სხვადასხვა დაავადებისა თუ არასრულფასოვანი კვების გამო. გაეროს ბავშვთა დაცვის პროგრამის მესვეურთა მაშინ გამოთქმული რეკომენდაციით, აუცილებელია მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდა და ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება. როგორც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარება ოჯახის პირველ შვილზე 30 ლარს, თითოეულ დამატებით წევრზე კი - 24 ლარს შეადგენს. რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებში სიღარიბის დასაძლევად, ამ თანხების მნიშვნელოვანი გაზრდაა საჭირო. დასკვნის თანახმად, 100-პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში, ყოველი მეხუთე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეს დააღწევს თავს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გასაჭირი ქართული პრესის ფურცლებზეც სისტემატურად შუქდება; "გზის" ფურცლებზეც არაერთი წერილი დაბეჭდილა. საზოგადოების გულისხმიერებით და დახმარებით, ჩვენი პუბლიკაციების შემდეგ, ბევრი პატარა გადარჩენილა. მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ეს გამოსავალი არ არის: ამ ოჯახებს სახელმწიფოსგან სერიოზული დახმარება და სტაბილური შემოსავალი სჭირდებათ, რათა შვილების გამოკვება შეძლონ.

იმედია, საზოგადოებაც უფრო მეტად გააქტიურდება ამ მიმართულებით და ხელისუფლებაც ასეთი ოჯახების დასახმარებლად მეტს გააკეთებს, რომ საქართველოში ბავშვებს აღარ შიოდეთ და შიმშილით არ იღუპებოდნენ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"