ჟურნალ "კარიბჭის" მე-7 ნომერში დაიბეჭდა სტატია "არაშერაცხული წმინდანები", რომელშიც საუბარია რუსეთში მცხოვრებ ქართველ მოღვაწეზე ზურაბ ჭავჭავაძეზე. ამ სტატიაში შეცდომით გავიდა ქართველი დისიდენტის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ფილოსოფოს ნიკო ჭავჭავაძის ვაჟის - ზურაბ ჭავჭავაძის ფოტო. "კარიბჭის" რედაქცია ბოდიშს იხდის ამ სამწუხარო შეცდომის გამო.