Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლეგ იაძე: "როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი"
ოლეგ იაძე: "როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი"

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხოვ­ლე­ში გა­მარ­თულ სოფ­ლის კრე­ბა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბის დროს და­წყე­ბუ­ლი ხან­და­კი-ხოვ­ლეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის გამო სო­ფელ­ში რამ­დენ­ჯერ­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა ხოვ­ლემ­დე დაგ­ვი­ა­ნე­ბით ადის, ერთ-ერ­თმა მშო­ბი­ა­რემ კი კას­პამ­დეც ვერ ჩა­აღ­წია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ თე­მით რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი და­ვით ონოფ­რიშ­ვი­ლი უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს.

აღელ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ოლეგ იაძე შეხ­ვდა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მთავ­რო­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი 200 მლნ ლარი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე გა­და­ნა­წილ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ექ­ტი ამ ეტაპ­ზე ვერ მოხ­ვდა. თუმ­ცა ია­ძემ პრო­ექ­ტის სა­მო­მავ­ლოდ გაგ­რძე­ლე­ბის პი­რო­ბა დადო. "ჰოდა, მო­მა­ვალ წელს არ­ჩევ­ნებ­ზე ხმას არ მოგ­ცემთ" - მი­უ­გო ამ და­პი­რე­ბა­ზე ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გამ­გე­ბელს.

გარ­და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა, ოლეგ ია­ძემ ად­გი­ლობ­რი­ვებს აუხ­სნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად ვერ გა­კეთ­დე­ბა და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკვე აქვთ. "ნუ მო­ი­თხოვთ რომ ხვალ და ზეგ კას­პის ცე­მენ­ტის ქარ­ხა­ნა­ში 8000 მუშა და­საქმდე­ბა, ხოვ­ლე­ში აღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა და­უ­საქ­მე­ბე­ლი. ამე­რი­კა­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს გა­ნა­გებს ფი­ნან­სე­ბით, არ გი­ნა­ხავთ რომ ღა­რი­ბი ხალ­ხი ნა­გავ­ში ეძებს საჭ­მელს? გამ­გე­ბელს, დე­პუ­ტატს და რა თქმა უნდა მე, გვე­ხე­ბა ფი­ნან­სე­ბის კონ­ტრო­ლი. თუ შე­იჭ­მე­ვა ამ ორს მო­კი­თხეთ, ამათ შეჭ­მუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­იჭ­მე­ვა და ბორ­კი­ლე­ბი და­ე­დე­ბათ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რაც უკვე გა­კეთ­და, ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ყა­რა­ულ­საც კი აკ­ლდა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ზო­გი­ერთ ტვინ­გა­ყი­ნულს კი­დევ გო­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დე­ბა. რო­გორც მა­მა­ჩე­მი დაბ­რუნ­დე­ბა, ისე დაბ­რუნ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი, ეგ იცო­დეთ", - გა­ნუ­ცხა­და შეკ­რე­ბი­ლებს ია­ძემ.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ოლეგ იაძე: "როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი"

ოლეგ იაძე: "როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი"

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში გამართულ სოფლის კრებაზე "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროს დაწყებული ხანდაკი-ხოვლეს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შეჩერება გააპროტესტეს. დაზიანებული საავტომობილი გზის გამო სოფელში რამდენჯერმე სერიოზული პრობლემები შეიქმნა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ხოვლემდე დაგვიანებით ადის, ერთ-ერთმა მშობიარემ კი კასპამდეც ვერ ჩააღწია. ადგილობრივების განცხადებით, ამ თემით რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი უნდა დაინტერესდეს.

აღელვებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 მლნ ლარი სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილდა და, სამწუხაროდ, ეს პროექტი ამ ეტაპზე ვერ მოხვდა. თუმცა იაძემ პროექტის სამომავლოდ გაგრძელების პირობა დადო. "ჰოდა, მომავალ წელს არჩევნებზე ხმას არ მოგცემთ" - მიუგო ამ დაპირებაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა გამგებელს.

გარდა განსახორციელებელი პროექტებისა, ოლეგ იაძემ ადგილობრივებს აუხსნა, რომ ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება და ყველაზე მთავარი - თავისუფლება უკვე აქვთ. "ნუ მოითხოვთ რომ ხვალ და ზეგ კასპის ცემენტის ქარხანაში 8000 მუშა დასაქმდება, ხოვლეში აღარავინ იქნება დაუსაქმებელი. ამერიკაში, რომელიც მსოფლიოს განაგებს ფინანსებით, არ გინახავთ რომ ღარიბი ხალხი ნაგავში ეძებს საჭმელს? გამგებელს, დეპუტატს და რა თქმა უნდა მე, გვეხება ფინანსების კონტროლი. თუ შეიჭმევა ამ ორს მოკითხეთ, ამათ შეჭმული იქნება, მაგრამ შეიჭმევა  და ბორკილები დაედებათ. ყველაზე მთავარი რაც უკვე გაკეთდა, ეს არის თავისუფლება, ყარაულსაც კი აკლდა თავისუფლება. ზოგიერთ ტვინგაყინულს კიდევ გონია, რომ სააკაშვილი დაბრუნდება. როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი, ეგ იცოდეთ", - განუცხადა შეკრებილებს იაძემ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა