საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპრეზიდენტო მარათონი ძალაში შედის: კასტინგი დაწყებულია
საპრეზიდენტო მარათონი ძალაში შედის: კასტინგი დაწყებულია

2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დღი­თი­დღე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა, უკვე მი­დის მსჯე­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტებ­ზეც. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი პრე­მი­ე­რი­სა და მისი გუნ­დის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბოლო ხანს რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა. თა­ვი­დან გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ­სე­ბუ­ლი წე­სით, მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლედ და სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტარ­დე­ბო­და. მერე კო­ა­ლი­ცი­ის რიგ­მა წევ­რებ­მა და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი - იქ­ნე­ბა სჯობ­დეს და პარ­ლა­მენ­ტმა აირ­ჩი­ოს პრე­ზი­დენ­ტიო. თით­ქოს ივა­ნიშ­ვილ­მაც გა­მო­ხა­ტა კე­თილ­გან­წყო­ბა ამ მო­დე­ლის მი­მართ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა. მოკ­ლედ, 2013 წლის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა პირ­და­პი­რი წე­სით. რო­გორც უკვე ვთქვი, სა­ხელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბაც ექ­სპერ­ტებს - კახა კა­ხიშ­ვილ­სა და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს ვთხო­ვეთ.

კახა კა­ხიშ­ვი­ლი - "არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ვა­სა­ძე ემ­ზა­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დგო­მი პრე­მი­ე­რო­ბის­თვის..."

- და­ვი­წყოთ იმით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით, ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა იმგვა­რი მას­შტა­ბუ­რი უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­გორც დღეს არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­ხედ­ვას გვპირ­დე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია არ შექ­მნი­ლა, ამი­ტო­მაც დღეს რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რა უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პრე­ზი­დენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა. ცხა­დია, მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის ნა­წილს სურს, რომ თა­ვი­ან­თი პარ­ტი­ის წევ­რი იხი­ლონ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მით უფრო იმ ფონ­ზე, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ში­გა­და­შიგ ლა­პა­რა­კობს 2-3 წე­ლი­წად­ში პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ყვე­ლა­ფერს ეც­დე­ბი­ან პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად. ამი­ტო­მაც შიდა ინ­ტრი­გე­ბი კო­ა­ლი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ერთ კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან. 2011 წელს, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­ვი­და და კო­ა­ლი­ცი­ის კონ­ტუ­რე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მოჩ­ნდა, ხმა­მაღ­ლა ით­ქვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის შემ­დეგ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტი - ირაკ­ლი ალა­სა­ნია. პირ­ველ ორ შემ­თხვე­ვა­ში ეს მარ­თლაც ასე მოხ­და, მაგ­რამ ალა­სა­ნი­ას მი­მართ აშ­კა­რად და­ი­ძა­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ ვნა­ხეთ პრე­მი­ერ­სა და ალა­სა­ნი­ას შო­რის ღიად გა­მო­ხა­ტუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ის მხო­ლოდ მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზეა, მას ჩა­მო­ერ­თვა ვიცე-პრე­მი­ე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი რან­გი და ფაქ­ტობ­რი­ვად, პრე­მი­ერ­მა არა­ერ­თხელ მი­ა­ნიშ­ნა, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვერ ხე­დავს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად. თა­ნაც მი­ა­ნიშ­ნა ეს გა­ცი­ლე­ბით ადრე, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვილ­სა და ალა­სა­ნი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ვი­გებ­დით რა­მეს, ვგუ­ლის­ხმობ, პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბებს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად მოს­წონს ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე. ეს იყო პირ­ვე­ლი ირი­ბი მი­ნიშ­ნე­ბა. ამავდრუ­ლად მას აინ­ტე­რე­სებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბო­და ირაკ­ლი ალა­სა­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რე­ა­ლუ­რად ივა­ნიშ­ვი­ლი სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და, რომ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე იქ­ნე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი. თუმ­ცა ალა­სა­ნი­ას­ნა­ი­რი პრე­ზი­დენ­ტი შე­იძ­ლე­ბა არ შე­დი­ო­დეს კო­ა­ლი­ცი­ის ინ­ტე­რე­სებ­ში, მაგ­რამ შე­დი­ო­დეს სხვა გუნ­დის ინ­ტე­რე­სებ­ში. ის, რომ დღეს ალა­სა­ნია ჩუ­მა­დაა და მან თით­ქოს გა­ი­ზი­ა­რა პრე­მი­ე­რის შე­ნიშ­ვნე­ბი, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ბო­ლო­ოდ უარი თქვა პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვილ­ზე. უბ­რა­ლოდ, ის და­ე­ლო­დე­ბა პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, გა­ა­კე­თებს ანა­ლიზს და რა თქმა უნდა, თუ გა­და­წყვეტს კო­ა­ლი­ცი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭისყრას, ამას არ იტყვის ნა­ად­რე­ვად. ვფიქ­რობ, ამ თვალ­საზ­რი­სით გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე ალა­სა­ნი­ას კონ­ტრო­ლი ხდე­ბა. ახლა ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნდა ლე­ვან ვა­სა­ძე, თუ გახ­სოვთ ვა­სა­ძის პი­როვ­ნე­ბა დრო­დად­რო აქ­ტი­ურ­დე­ბო­და ხოლ­მე პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე, ასე იყო ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ­დეც, სწო­რედ მას­ზე იყო ლა­პა­რა­კი რო­გორც ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის შე­საძ­ლო ლი­დერ­ზე. მა­შინ ამა­ზე უარი თქვა. დღეს ის კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და. მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის მი­სე­უ­ლი ხედ­ვა, ანუ აშ­კა­რაა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი აზ­რის დამ­კვიდ­რე­ბა ხდე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

საპრეზიდენტო მარათონი ძალაში შედის: კასტინგი დაწყებულია

საპრეზიდენტო მარათონი ძალაში შედის: კასტინგი დაწყებულია

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დღითიდღე აქტუალური ხდება, უკვე მიდის მსჯელობა სავარაუდო კანდიდატებზეც. საინტერესოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი პრემიერისა და მისი გუნდის დამოკიდებულება ბოლო ხანს რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან გაკეთდა განცხადება, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არსებული წესით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდებოდა. მერე კოალიციის რიგმა წევრებმა დაიწყეს ლაპარაკი - იქნება სჯობდეს და პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტიო. თითქოს ივანიშვილმაც გამოხატა კეთილგანწყობა ამ მოდელის მიმართ, მაგრამ საზოგადოების უარყოფითი რეაქციიდან გამომდინარე, ეს ინიციატივა დღის წესრიგიდან მოიხსნა. მოკლედ, 2013 წლის არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით. როგორც უკვე ვთქვი, სახელდება სავარაუდო კანდიდატები, რომელთა შეფასებაც ექსპერტებს - კახა კახიშვილსა და რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.

კახა კახიშვილი - "არსებობს ეჭვი, რომ ვასაძე ემზადება ბიძინა ივანიშვილის შემდგომი პრემიერობისთვის..."

- დავიწყოთ იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ახლად არჩეული პრეზიდენტი აღარ იქნება იმგვარი მასშტაბური უფლებებით აღჭურვილი, როგორც დღეს არის. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" კონსტიტუციის გადახედვას გვპირდება, ჯერჯერობით არანაირი საკონსტიტუციო კომისია არ შექმნილა, ამიტომაც დღეს რთული სათქმელია, რა უფლებების მქონე პრეზიდენტი გვეყოლება. ცხადია, მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების ნაწილს სურს, რომ თავიანთი პარტიის წევრი იხილონ პრეზიდენტის თანამდებობაზე. მით უფრო იმ ფონზე, რომ ივანიშვილი შიგადაშიგ ლაპარაკობს 2-3 წელიწადში პოლიტიკიდან წასვლაზე. შესაბამისად, ეს პოლიტიკური სუბიექტები ყველაფერს ეცდებიან პოზიციების გასამყარებლად. ამიტომაც შიდა ინტრიგები კოალიციაში იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ ერთ კანდიდატზე შეთანხმდებიან. 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და კოალიციის კონტურებიც მეტ-ნაკლებად გამოჩნდა, ხმამაღლა ითქვა, რომ არჩევნების მოგების შემდეგ უმაღლესი თანამდებობები ასე გადანაწილდებოდა: პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი და პრეზიდენტი - ირაკლი ალასანია. პირველ ორ შემთხვევაში ეს მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ალასანიას მიმართ აშკარად დაიძაბა დამოკიდებულება. ჩვენ ვნახეთ პრემიერსა და ალასანიას შორის ღიად გამოხატული უთანხმოება. ჯერჯერობით ის მხოლოდ მინისტრის პოზიციაზეა, მას ჩამოერთვა ვიცე-პრემიერის პოლიტიკური რანგი და ფაქტობრივად, პრემიერმა არაერთხელ მიანიშნა, რომ ირაკლი ალასანიას ვერ ხედავს პრეზიდენტობის კანდიდატად. თანაც მიანიშნა ეს გაცილებით ადრე, ვიდრე ივანიშვილსა და ალასანიას შორის არსებული უკმაყოფილების თაობაზე გავიგებდით რამეს, ვგულისხმობ, პრემიერის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მას პრეზიდენტობის კანდიდატად მოსწონს ვახტანგ ხმალაძე. ეს იყო პირველი ირიბი მინიშნება. ამავდრულად მას აინტერესებდა საზოგადოების რეაქცია, რადგანაც საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა ირაკლი ალასანია. დარწმუნებული ვარ, რეალურად ივანიშვილი სულაც არ ფიქრობდა, რომ ვახტანგ ხმალაძე იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა ალასანიასნაირი პრეზიდენტი შეიძლება არ შედიოდეს კოალიციის ინტერესებში, მაგრამ შედიოდეს სხვა გუნდის ინტერესებში. ის, რომ დღეს ალასანია ჩუმადაა და მან თითქოს გაიზიარა პრემიერის შენიშვნები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ უარი თქვა პრეზიდენტობის სურვილზე. უბრალოდ, ის დაელოდება პროცესების განვითარებას, გააკეთებს ანალიზს და რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტს კოალიციისგან დამოუკიდებლად პრეზიდენტობაზე კენჭისყრას, ამას არ იტყვის ნაადრევად. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გარკვეულ დონეზე ალასანიას კონტროლი ხდება. ახლა ასპარეზზე გამოჩნდა ლევან ვასაძე, თუ გახსოვთ ვასაძის პიროვნება დროდადრო აქტიურდებოდა ხოლმე პოლიტიკურ ასპარეზზე, ასე იყო ივანიშვილის გამოჩენამდეც, სწორედ მასზე იყო ლაპარაკი როგორც ერთიანი ოპოზიციის შესაძლო ლიდერზე. მაშინ ამაზე უარი თქვა. დღეს ის კვლავ გააქტიურდა. მან გამოაქვეყნა წერილი, სადაც მოცემულია საქართველოს განვითარების მისეული ხედვა, ანუ აშკარაა, რომ საზოგადოებაში გარკვეული აზრის დამკვიდრება ხდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა