Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოგრაფებს - გედენიძეს, აბდალაძესა და ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ
ფოტოგრაფებს - გედენიძეს, აბდალაძესა და ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ

"უცხო ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბის­თვის" ბრალ­დე­ბულ ფო­ტოგ­რა­ფებს პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი გა­უ­უქ­მეს და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა მო­უხ­სნეს. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის

მი­ნის­ტრის, სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო, რომ­ლის შე­დე­გად ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე­სა და ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა მო­ეხ­სნათ.

"და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლი იქნა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ, კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და კი­დევ დიდ­ხანს გაგ­ვყვე­ბა ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლად და ტკი­ვი­ლად. ერთ-ერთი ასე­თი სირ­ცხი­ლი არის ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე. წინა ხე­ლი­სუ­ლე­ბას უნ­დო­და არა მარ­ტო ისი­ნი, არა­მედ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­დაც ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ, წარ­მო­ედ­გი­ნათ, რო­გორც ჯა­შუ­შუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. რომ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, ესე­ნი 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე იჯ­დე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძემ და ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს თა­ნად­გო­მის­თვის და ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა მათ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უშ­ლი­დათ ხელს, რად­გან სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბო­დათ.

ფო­ტოგ­რა­ფე­ბი გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და მისი მე­უღ­ლე ნა­თია გე­დე­ნი­ძე 2011 წლის 7 ივ­ლისს უცხო ქვეყ­ნებ­თან ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით იქ­ნენ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და გა­სა­მარ­თლე­ბულ­ნი. 2012 წელს ნო­ემ­ბერ­ში ნა­თია გე­დე­ნი­ძეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა მო­ეხ­სნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფოტოგრაფებს - გედენიძეს, აბდალაძესა და ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ

ფოტოგრაფებს - გედენიძეს, აბდალაძესა და ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ

"უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის" ბრალდებულ ფოტოგრაფებს პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და ნასამართლეობა მოუხსნეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრობაციის ეროვნულმა კომისიამ მიიღო, რომლის შედეგად ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ.

"დანაშაულებები, რომელიც ჩადენილი იქნა სააკაშვილის მიერ, კიდევ დიდხანს იქნება გამოსასწორებელი და კიდევ დიდხანს გაგვყვება ქვეყნის სირცხვილად და ტკივილად. ერთ-ერთი ასეთი სირცხილი არის ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. წინა ხელისულებას უნდოდა არა მარტო ისინი, არამედ ის ორგანიზაციები, სადაც ისინი მუშაობდნენ, წარმოედგინათ, როგორც ჯაშუშური ორგანიზაციები. რომ არა საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტივობა, ესენი 1 ოქტომბრამდე იჯდებოდნენ ციხეებში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი გედენიძემ, გიორგი აბდალაძემ და ზურაბ ქურციკიძემ საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და ისიც აღნიშნეს, რომ ნასამართლეობა მათ პროფესიულ საქმიანობაში უშლიდათ ხელს, რადგან საჯარო სამსახურებში აკრედიტაციების პრობლემა ექმნებოდათ.

ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე 2011 წლის 7 ივლისს უცხო ქვეყნებთან ჯაშუშობის ბრალდებით იქნენ დაპატიმრებული და გასამართლებულნი. 2012 წელს ნოემბერში ნათია გედენიძეს ბრალეულობა მოეხსნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ