პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რეკომენდაციებს იღებს ქორწინებასთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძე?
რა რეკომენდაციებს იღებს ქორწინებასთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძე?

აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ "გუ­რია ნი­უსს" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ვარ­შა­ლო­მი­ძემ წინა და ახა­ლი მთავ­რო­ბის შეც­დო­მე­ბის, 1 ლა­რად გას­ხვი­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის, "გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი­სა" და მე­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, რას ფიქ­რობთ, რო­გო­რი მე­ნე­ჯე­რია არ­ჩილ ხა­ბა­ძე?

- ჯერ მა­გის გან­სა­ზღვრაც რთუ­ლია. სა­ბან­კო სექ­ტორ­ში ნა­მუ­შე­ვა­რია, იმე­დია წა­იყ­ვანს სექ­ტორს. ჩვენ მთავ­რო­ბას და­ვუ­ტო­ვეთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა. ე.წ "შპარ­გალ­კა", რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­და­შა­ლოთ და ყო­ველ­დღი­უ­რად გა­წე­რი­ლია სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მთა­ვა­რია, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი არ უნდა შეც­ვა­ლო. აჭა­რა იყო ტუ­რის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნი, იყო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც გვქონ­და აღე­ბუ­ლი, ამ სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გვინ­დო­და.

- რას ნა­ნობთ, რა ვერ გა­ა­კე­თეთ თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს?

- და­სა­ნა­ნი ისაა, რომ უფრო მეტი პრო­ექ­ტი უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. დრო იყო ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა. შეც­დო­მებს კონ­კრე­ტუ­ლად ვერ ჩა­მო­გით­ვლით. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა გვე­კა­ვა, მაგ­რამ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კით არ ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მით. ეს იყო ბა­თუ­მის და მთლი­ა­ნად აჭა­რის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ ძა­ლი­ან დიდი ქო­ნე­ბა ძმა­სა და მა­მა­ზე გაქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ამ ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

- ძა­ლი­ან ბევ­რი არაა ის შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ. თუ კონ­კრე­ტუ­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ ამის ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზი, შე­მიძ­ლია წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ის სახ­სრე­ბი, სა­ი­და­ნაა ეს შე­ძე­ნი­ლი. აქ და­სა­მა­ლი არა­ფე­რია. თუ ამის და­დას­ტუ­რე­ბა მო­გინ­დე­ბათ ან მო­უნ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნოს, ყვე­ლას წარ­ვუდ­გენ.

- სა­მო­მავ­ლოდ სად წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვე­ნი თავი - რო­მელ პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე?

- ეს მო­მავ­ლის საქ­მეა, მაგ­რამ, მო­დით შე­ვე­გუ­ოთ იმას, რომ ქვეყ­ნის­თვის კარ­გი მოხ­და - ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად გა­და­ე­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით. რაც მოხ­და აჭა­რა­ში, სიმ­ბო­ლუ­რია. მე ვარ აჭა­რის მთავ­რო­ბის ერ­თა­დერ­თი თავ­მჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც არ­სად არ გა­იქ­ცა და სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბა­თუმ­ში წა­ვა­გეთ. პრე­ზი­დენ­ტმაც აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ქა­ლაქ­ში უდი­დე­სი რა­ღა­ცა გა­კეთ­და, ძი­რე­უ­ლი გარ­დაქ­მნა მოხ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც წა­ვა­გეთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ, ამ წა­გე­ბას. წა­ვა­გეთ და უნდა შე­ვე­ცა­დოთ, ვი­ყოთ ოპო­ზი­ცი­ა­ში.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა? თქვენ არა­ერ­თხელ და­გა­სა­ხე­ლეს სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოდ

- აჰა კი­დევ ერთი კაცი (იცი­ნის).

- პრე­ზი­დენ­ტმაც არა­ერ­თხელ მოგ­ცათ რჩე­ვა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვით.

- ბევ­რი რე­კო­მენ­და­ცია მო­დის. და­მა­ნე­ბე თავი (იცი­ნის)! რო­გორც კი რამე იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყვით.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: "ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა რეკომენდაციებს იღებს ქორწინებასთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძე?

რა რეკომენდაციებს იღებს ქორწინებასთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძე?

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ "გურია ნიუსს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ვარშალომიძემ წინა და ახალი მთავრობის შეცდომების, 1 ლარად გასხვისებული ქონების, "გადაყრილი ფულისა" და მედიასთან თანამშრომლობის შესახებ, ასევე პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

- ბატონო ლევან, რას ფიქრობთ, როგორი მენეჯერია არჩილ ხაბაძე?

- ჯერ მაგის განსაზღვრაც რთულია. საბანკო სექტორში ნამუშევარია, იმედია წაიყვანს სექტორს. ჩვენ მთავრობას დავუტოვეთ ჩვენი სტრატეგიული გეგმა. ე.წ "შპარგალკა",  რომელიც შეიძლება გადაშალოთ და ყოველდღიურად გაწერილია სამოქმედო გეგმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მთავარია, ეს მიმართულებები და სტრატეგიული პრიორიტეტები არ უნდა შეცვალო. აჭარა იყო ტურისტული რეგიონი, იყო სოფლის მეურნეობა და ახალი მიმართულებით, რომელიც გვქონდა აღებული, ამ სფეროების განვითარება გვინდოდა.

- რას ნანობთ, რა ვერ გააკეთეთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

- დასანანი ისაა, რომ უფრო მეტი პროექტი უნდა გაგვეკეთებინა. დრო იყო ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. შეცდომებს კონკრეტულად ვერ ჩამოგითვლით. 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობა გვეკავა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკით არ ვიყავით დაკავებულები. დაკავებულები ვიყავით კონკრეტული გეგმით. ეს იყო ბათუმის და მთლიანად აჭარის მშენებლობის პროცესი.

- ამბობენ, რომ თქვენ ძალიან დიდი ქონება ძმასა და მამაზე გაქვთ გაფორმებული და ამ ქონების უკანონობაზე საუბრობენ.

- ძალიან ბევრი არაა ის შენობა, რომელშიც ვცხოვრობ. თუ კონკრეტულად გაინტერესებთ ამის ფინანსური ანალიზი, შემიძლია წარმოგიდგინოთ ის სახსრები, საიდანაა ეს შეძენილი. აქ დასამალი არაფერია. თუ ამის დადასტურება მოგინდებათ ან მოუნდება ნებისმიერ ორგანოს, ყველას წარვუდგენ.

- სამომავლოდ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი - რომელ პოლიტიკურ თანამდებობაზე?

- ეს მომავლის საქმეა, მაგრამ, მოდით შევეგუოთ იმას, რომ ქვეყნისთვის კარგი მოხდა - ქვეყნის ისტორიაში, პირველად გადაეცა ხელისუფლება არჩევნების გზით. რაც მოხდა აჭარაში, სიმბოლურია. მე ვარ აჭარის მთავრობის ერთადერთი თავმჯდომარე, რომელიც არსად არ გაიქცა და საკუთარ ქალაქში ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ ბათუმში წავაგეთ. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ამ ქალაქში უდიდესი რაღაცა გაკეთდა, ძირეული გარდაქმნა მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც წავაგეთ. აქედან გამომდინარე, უნდა მივეჩვიოთ, ამ წაგებას. წავაგეთ და უნდა შევეცადოთ, ვიყოთ ოპოზიციაში.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება? თქვენ არაერთხელ დაგასახელეს სასურველი სასიძოდ

- აჰა კიდევ ერთი კაცი (იცინის).

- პრეზიდენტმაც არაერთხელ მოგცათ რჩევა, დაოჯახებულიყავით.

- ბევრი რეკომენდაცია მოდის. დამანებე თავი (იცინის)! როგორც კი რამე იქნება, აუცილებლად გეტყვით.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იხილეთ ასევე: "ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა