მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კინოთეატრ "ამირანში" დღეს "კომას" პრემიერა გაიმართება
კინოთეატრ "ამირანში" დღეს "კომას" პრემიერა გაიმართება

კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" დღეს ფილმ "კო­მას" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა. ფილ­მის ში­ნა­არ­სი რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი და ქარ­თულ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში არ­სე­ბულ მძი­მე ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს.

ფილ­მის გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ზე "ამ­ბე­ბი.გე"-სთან მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი დე­ვა­ძემ ისა­უბ­რა.

- რო­დის და­ი­წყეთ გა­და­ღე­ბე­ბი?

- გა­და­ღე­ბე­ბი 2011 წლის მარ­ტში და­ვი­წყეთ. ის­ტო­რია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა იმი­სა, რაც 2012 წელს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ვნა­ხეთ. სა­უ­ბა­რია ცი­ხის ცნო­ბილ კად­რებ­ზე: პა­ტი­მარ­თა ცემა, შე­უ­რა­ცხყო­ფა.

- შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ზე რას იტყვით.

- სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი ლაშა ბუ­ღა­ძე და აჩი­კო ქავ­თა­რა­ძე არი­ან. რე­ჟი­სო­რიც აჩი­კო ქავ­თა­რა­ძეა. ოპე­რა­ტო­რი მინ­დია ესა­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი ნიკა მა­ჩა­ი­ძე. კას­ტინ­გის რე­ჟი­სო­რი ლელი მი­მი­ნოშ­ვი­ლი. ფილ­მის კას­ტინგზე პირ­ვე­ლი მე და­მამ­ტკი­ცეს როლ­ზე.

- რო­ლებს ვინ ას­რუ­ლებს?

- მთა­ვარ როლს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მას­ხუ­ლია ას­რუ­ლებს. და­ნარ­ჩე­ნე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ. რო­ლებ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ზურა და ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლებს, ჯანო იზო­რი­ას და სხვა მსა­ხი­ო­ბებს იხი­ლავს.

- შენ ვის გა­ნა­სა­ხი­ე­რებ?

- რამ­დე­ნა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლია, იმ­დე­ნად უარ­ყო­ფი­თი და ნე­გა­ტი­უ­რია. მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემს გმირს ნამ­დვი­ლად ვერ მო­ი­წო­ნებს. მე ვას­რუ­ლებ პა­ტი­მარ საშა ჟღენ­ტის როლს, რო­მე­ლიც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის "ნა­სედ­კაა".

- პრე­მი­ე­რის წინ ხომ არ ნერ­ვი­უ­ლობთ?

- სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი და მძაფ­რი ფილ­მი გა­მო­ვი­და. მო­საწ­ვე­ვე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არის, რად­გან იმ­დე­ნად დიდი ინ­ტე­რე­სია ფილ­მის მი­მართ, რომ მთავ­რო­ბის დიდი ნა­წი­ლი დღეს კი­ნო­თე­ატ­რში მო­იყ­რის თავს. დიდი ინ­ტე­რე­სის გამო ფილ­მის პრე­მი­ე­რა ერ­თდრო­უ­ლად ორ დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კინოთეატრ "ამირანში" დღეს "კომას" პრემიერა გაიმართება

კინოთეატრ "ამირანში" დღეს "კომას" პრემიერა გაიმართება

კინოთეატრ "ამირანში" დღეს ფილმ "კომას" პრემიერა გაიმართება. ფილმის შინაარსი რეალურ ისტორიებზეა აგებული და ქართულ საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებას ასახავს.

ფილმის გადაღების პროცესსა და შემოქმედებით ჯგუფზე "ამბები.გე"-სთან მსახიობმა გიორგი დევაძემ ისაუბრა.

- როდის დაიწყეთ გადაღებები?

- გადაღებები 2011 წლის მარტში დავიწყეთ. ისტორია წინასწარმეტყველება აღმოჩნდა იმისა, რაც 2012 წელს ტელევიზიებით ვნახეთ. საუბარია ციხის ცნობილ კადრებზე: პატიმართა ცემა, შეურაცხყოფა.

- შემოქმედებით ჯგუფზე რას იტყვით.

- სცენარის ავტორები ლაშა ბუღაძე და აჩიკო ქავთარაძე არიან. რეჟისორიც აჩიკო ქავთარაძეა. ოპერატორი მინდია ესაძე, კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძე. კასტინგის რეჟისორი ლელი მიმინოშვილი. ფილმის კასტინგზე პირველი მე დამამტკიცეს როლზე.

- როლებს ვინ ასრულებს?

- მთავარ როლს არაპროფესიონალი მსახიობი გიორგი მასხულია ასრულებს. დანარჩენები პროფესიონალი მსახიობები ვართ. როლებში მაყურებელი სხვა მსახიობებთან ერთად ზურა და ალეკო ბეგალიშვილებს, ჯანო იზორიას და სხვა მსახიობებს იხილავს.

- შენ ვის განასახიერებ?

- რამდენადაც საინტერესო როლია, იმდენად უარყოფითი და ნეგატიურია. მაყურებელი ჩემს გმირს ნამდვილად ვერ მოიწონებს. მე ვასრულებ პატიმარ საშა ჟღენტის როლს, რომელიც ციხის ადმინისტრაციის "ნასედკაა".

- პრემიერის წინ ხომ არ ნერვიულობთ?

- სანერვიულო არაფერია, რადგან ძალიან კარგი და მძაფრი ფილმი გამოვიდა. მოსაწვევები ფაქტობრივად აღარ არის, რადგან იმდენად დიდი ინტერესია ფილმის მიმართ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი დღეს კინოთეატრში მოიყრის თავს. დიდი ინტერესის გამო ფილმის პრემიერა ერთდროულად ორ დარბაზში გაიმართება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება