პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელა მებურიშვილი: "მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო"
ლელა მებურიშვილი: "მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო"

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ კარ­გად მორ­გე­ბულ კა­ტოს როლს სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახალ სე­ზონ­ში მსა­ხი­ო­ბი - ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს, რა­მაც მა­ყუ­რე­ბელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ვინ­ტე­რეს­დით და­ძა­ბუ­ლო­ბა სე­რი­ა­ლის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თუ იგ­რძნო­ბა? ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახალ "კა­ტოს" - ლელა მე­ბუ­რიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ლელა, კა­ტოს როლ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ?

- მუ­შა­ო­ბა ჯერ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მაქვს. სა­ერ­თოდ, ვიდ­რე რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას დავ­თან­ხმდე­ბი, ბევ­რს ვფიქ­რობ ხოლ­მე. კა­ტოს რო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი ვი­ფიქ­რე, რად­გან სხვა მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც პერ­სო­ნა­ჟი უკვე "გა­კე­თე­ბუ­ლი" ჰქონ­და, ჩა­ვა­ნაც­ვლე. რა თქმა უნდა, ეს უფრო სა­ნერ­ვი­უ­ლო იყო. ახლა თავს კარ­გად ვგრძნობ - ნელ-ნელა ვეჩ­ვე­ვი. ხალ­ხი სე­რი­ა­ლის ახალ სე­ზონს ელო­დე­ბო­და, ზოგი პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამ­და, - კა­ტოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რა­ტომ შე­იც­ვა­ლაო? ცხა­დია, ეს დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის.

- ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ შენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი კატო ამ პერ­სო­ნაჟს არ ჰგავს...

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სწო­რედ ეს მინ­დო­და, რომ როცა სე­რი­ალ­ში გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი, არა­ვის ეთ­ქვა, - იმ პერ­სო­ნაჟს ჰგავს, რო­მე­ლიც ნი­ნომ "გა­ა­კე­თაო". მსურ­და, ჩემ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი კატო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მგო­ნი, ასეც არის. რა თქმა უნდა, პერ­სო­ნაჟს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს.

- შენი აზ­რით, ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძი­რი­თი­ა­დი თვი­სე­ბე­ბი რა არის, რაც კა­ტოს შე­უ­ნარ­ჩუ­ნე?

- რაც სცე­ნარ­შია მო­ცე­მუ­ლი: ცოტა შტე­რი, თავ­ნე­ბა გოგო, რო­მე­ლიც რა­ღა­ცე­ებს მსუ­ბუ­ქად უყუ­რებს, ხან­და­ხან ვი­ღა­ცე­ე­ბის აზრი არ აინ­ტე­რე­სებს...

- შენ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ როლს რო­გორ აფა­სებ? სა­კუ­თარ თავ­თან რა შე­ნიშ­ვნე­ბი გაქვს?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­სუ­ლი სე­ზო­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სე­რია მაქვს ნა­ნა­ხი. ძი­რი­თა­დად, ტე­ლე­ვი­ზორს ვერ ვუ­ყუ­რებ - სულ გა­და­ღე­ბე­ბი და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს. ახლა ვცდი­ლობ, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, სე­რი­ა­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხო, რად­გან მჭირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, სა­კუ­თარ თავ­თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა - ყვე­ლა რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა მა­ინც მაქვს, მაგ­რამ მგო­ნი, ნელ-ნელა გა­სა­გე­ბია, კატო მო­მა­ვალ­ში რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი იქ­ნე­ბა: იმ გმირს ნამ­დვი­ლად არ ჰგავს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე იყო.

- ვიდ­რე კა­ტოს რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას და­თან­ხმდე­ბო­დი, ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს რჩე­ვა თუ ჰკი­თხე? თან, რო­გორც ვიცი, ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რობთ.

- კი, კი, ნი­ნოს რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შევ­ხვდი და ვკი­თხე: რა მოხ­და-მეთ­ქი? ნი­ნომ კი­თხვო­ით­ვე მი­პა­სუ­ხა: სე­რი­ა­ლი­დან შენ­თვი­საც ხომ არ და­უ­რე­კავ­თო? ვუ­თხა­რი: კი და ვფიქ­რობ, დავ­თან­ხმდე თუ არა-მეთ­ქი. მი­თხრა: უნდა და­თან­ხმდე, რად­გან ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლია, კარ­გი ხალ­ხი მუ­შა­ობს, უარი რა­ტომ უნდა თქვაო?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლელა მებურიშვილი: "მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო"

ლელა მებურიშვილი: "მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო"

ნინო გაჩეჩილაძის მიერ კარგად მორგებულ კატოს როლს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში მსახიობი - ლელა მებურიშვილი ასრულებს, რამაც მაყურებელთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. დავინტერესდით დაძაბულობა სერიალის გადასაღებ მოედანზე თუ იგრძნობა? ამასთან დაკავშირებით, ახალ "კატოს" - ლელა მებურიშვილს ვესაუბრეთ:

- ლელა, კატოს როლში თავს კომფორტულად გრძნობ?

- მუშაობა ჯერ ახალი დაწყებული მაქვს. საერთოდ, ვიდრე როლის შესრულებას დავთანხმდები, ბევრს ვფიქრობ ხოლმე. კატოს როლის შემთხვევაში, განსაკუთრებულად ბევრი ვიფიქრე, რადგან სხვა მსახიობი, რომელსაც პერსონაჟი უკვე "გაკეთებული" ჰქონდა, ჩავანაცვლე. რა თქმა უნდა, ეს უფრო სანერვიულო იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ - ნელ-ნელა ვეჩვევი. ხალხი სერიალის ახალ სეზონს ელოდებოდა, ზოგი პრეტენზიას გამოთქვამდა, - კატოს როლის შემსრულებელი რატომ შეიცვალაო? ცხადია, ეს დისკომფორტს მიქმნის.

- ბევრი აღნიშნავს, რომ შენ მიერ განსახიერებული კატო ამ პერსონაჟს არ ჰგავს...

- უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს მინდოდა, რომ როცა სერიალში გამოვჩნდებოდი, არავის ეთქვა, - იმ პერსონაჟს ჰგავს, რომელიც ნინომ "გააკეთაო". მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო. მგონი, ასეც არის. რა თქმა უნდა, პერსონაჟს მისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები შენარჩუნებული აქვს.

- შენი აზრით, ეს დამახასიათებელი ძირითიადი თვისებები რა არის, რაც კატოს შეუნარჩუნე?

- რაც სცენარშია მოცემული: ცოტა შტერი, თავნება გოგო, რომელიც რაღაცეებს მსუბუქად უყურებს, ხანდახან ვიღაცეების აზრი არ აინტერესებს...

- შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებ? საკუთარ თავთან რა შენიშვნები გაქვს?

- "ჩემი ცოლის დაქალების" გასული სეზონებიდან რამდენიმე სერია მაქვს ნანახი. ძირითადად, ტელევიზორს ვერ ვუყურებ - სულ გადაღებები და რეპეტიციები მაქვს. ახლა ვცდილობ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სერიალი ინტერნეტში ვნახო, რადგან მჭირდება. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან პრეტენზიები ყოველთვის მექნება - ყველა როლის შესრულებისას უკმაყოფილების გრძნობა მაინც მაქვს, მაგრამ მგონი, ნელ-ნელა გასაგებია, კატო მომავალში როგორი პერსონაჟი იქნება: იმ გმირს ნამდვილად არ ჰგავს, რომელიც მანამდე იყო.

- ვიდრე კატოს როლის შესრულებას დათანხმდებოდი, ნინო გაჩეჩილაძეს რჩევა თუ ჰკითხე? თან, როგორც ვიცი, ერთმანეთთან მეგობრობთ.

- კი, კი, ნინოს რეპეტიციაზე შევხვდი და ვკითხე: რა მოხდა-მეთქი? ნინომ კითხვოითვე მიპასუხა: სერიალიდან შენთვისაც ხომ არ დაურეკავთო? ვუთხარი: კი და ვფიქრობ, დავთანხმდე თუ არა-მეთქი. მითხრა: უნდა დათანხმდე, რადგან ძალიან პოპულარული და წარმატებული სერიალია, კარგი ხალხი მუშაობს, უარი რატომ უნდა თქვაო?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება