პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა
გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა

გრი­გოლ ვა­შა­ძეს აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში გია ხუ­ხაშ­ვილს მისი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბის დროს მოს­კოვ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი. რო­გორც ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ამ წე­რილს წინ უძღო­და მოს­კო­ვი­დან პი­რა­დად მას­თან გაგ­ზავ­ნი­ლი მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი.

"ეს წე­რი­ლი უზარ­მა­ზა­რი აის­ბერ­გის წვე­რია. ამას წინ უძღო­და რამ­დე­ნი­მე ემის­რის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა და მოს­კო­ვი­დან ჩემ­თან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი. ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბას ჩემს თავს არც ახლა და არც 20 წლის შემ­დეგ არ მივ­ცემ, რად­გან ეს არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან რო­მელ­მა კლი­ნი­კურ­მა იდი­ოტ­მა გა­დას­ცა ეს დო­კუ­მენ­ტი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ­ხა­ნა­გი ხუ­ხაშ­ვი­ლი არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არ მუ­შა­ობს. ეს კი არის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის მი­მო­წე­რა, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი და რა უფ­ლე­ბით გა­დას­ცეს, ამა­ზე უნდა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში.

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2008 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან სამი თვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გრი­გოლ ვა­შა­ძე რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს, ალექ­სან­დრ ავ­დე­ევს ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას სთა­ვა­ზობ­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" რუ­სეთ­ში ვი­ზიტს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფა­რი­სევ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, 2008 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან სამი თვის შემ­დეგ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გრი­გოლ ვა­შა­ძემ ყოვ­ლად ამაზ­რზე­ნი რი­ტო­რი­კის შემ­ცვე­ლი მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბით რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­სა და მად­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და მისი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­ლოც­ვის გამო.

"გრი­გოლ ვა­შა­ძე ლა­მის მუხ­ლებს უკოც­ნის რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს და შენი მუხ­ლე­ბის ჭი­რი­მეო, ამ ტო­ნით ელა­პა­რა­კე­ბა. გარ­და ამი­სა, იქვე სთა­ვა­ზობს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეხ­ვე­წე­ბა კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას რუ­სეთ­ში, მათ შო­რის "ერი­სი­ო­ნის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გვა­მე­ბი ჯე­რაც გა­ცი­ე­ბუ­ლი არ იყო", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რია და იგი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გია ხუ­ხაშ­ვილ­მა წე­რი­ლის ას­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­უ­რი­გა. გრი­გოლ ვა­შა­ძის მიერ რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია და იგი 2008 წლის 27 ნო­ემ­ბრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა

გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა

გრიგოლ ვაშაძეს აინტერესებს, როგორ ჩაუვარდა ხელში გია ხუხაშვილს მისი კულტურის მინისტრობის დროს მოსკოვში გაგზავნილი წერილი. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ამ წერილს წინ უძღოდა მოსკოვიდან პირადად მასთან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ხანგრძლივი პროცესი.

"ეს წერილი უზარმაზარი აისბერგის წვერია. ამას წინ უძღოდა რამდენიმე ემისრის თბილისში ჩამოსვლა და მოსკოვიდან ჩემთან გამოგზავნილი მესიჯები. ამ თემაზე საუბრის უფლებას ჩემს თავს არც ახლა და არც 20 წლის შემდეგ არ მივცემ, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. კულტურის სამინისტროდან რომელმა კლინიკურმა იდიოტმა გადასცა ეს დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციას. რამდენადაც ვიცი, ამხანაგი ხუხაშვილი არც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არ მუშაობს. ეს კი არის სახელმწიფო მოხელის მიმოწერა, კონფიდენციალური დოკუმენტი და რა უფლებით გადასცეს, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება", - აღნიშნა ვაშაძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ექსპერტ გია ხუხაშვილის ინფორმაციით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს, ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა.

როგორც ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანსამბლ "ერისიონის" რუსეთში ვიზიტს რამდენიმე კვირის წინ დიდი ხმაური მოჰყვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ფარისევლობაზე მიუთითებს. ხუხაშვილის თქმით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ყოვლად ამაზრზენი რიტორიკის შემცველი მონური მორჩილებით რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც აღფრთოვანებასა და მადლობას გამოხატავდა მისი კულტურის მინისტრად დანიშვნის თაობაზე რუსეთის კულტურის სამინისტროს მილოცვის გამო.

"გრიგოლ ვაშაძე ლამის მუხლებს უკოცნის რუსეთის კულტურის მინისტრს და შენი მუხლების ჭირიმეო, ამ ტონით ელაპარაკება. გარდა ამისა, იქვე სთავაზობს და შეიძლება ითქვას ეხვეწება კონცერტების ჩატარებას რუსეთში, მათ შორის "ერისიონის" მონაწილეობით. ეს ხდება მაშინ, როცა ქართველი მეომრების გვამები ჯერაც გაციებული არ იყო", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული წერილი ოფიციალურია და იგი კულტურის სამინისტროშია რეგისტრირებული. გია ხუხაშვილმა წერილის ასლები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დაურიგა. გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი რუსულენოვანია და იგი 2008 წლის 27 ნოემბრით არის დათარიღებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა