"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, გასულ წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო პროექტებზე იხარჯებოდა და სოციალური პროექტების განხორციელება არასოდეს წარმოადგენდა პრიორიტეტს. მაგალითისათვის, სოფელ ონარიის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას. მიუხედავად ამისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება, მაშინ როცა ანაკლიაში რამდენჯერმე გამართულ მოდების ჩვენებაში ჯამში 30 ათას ლარამდე დაიხარჯა.
სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენცია წელსაც გრძელდება, 2013 წლის ბიუჯეტის მხოლოდ 4%-ია მიმართული სოციალურ პროგრამებზე.
სრული ვერსია