მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერილი მისწერა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აგვისტოს ომიდან 3 თვეში
რა წერილი მისწერა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აგვისტოს ომიდან 3 თვეში

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2008 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან სამი თვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, გრი­გოლ ვა­შა­ძე რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს, ალექ­სან­დრ ავ­დე­ევს ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას სთა­ვა­ზობ­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" რუ­სეთ­ში ვი­ზიტს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფა­რი­სევ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, 2008 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან 3 თვის შემ­დეგ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გრი­გოლ ვა­შა­ძემ ყოვ­ლად ამაზ­რზე­ნი რი­ტო­რი­კის შემ­ცვე­ლი მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბით რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­სა და მად­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და მისი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­ლოც­ვით.

"გრი­გოლ ვა­შა­ძე ლა­მის მუხ­ლებს უკოც­ნის რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს და შენი მუხ­ლე­ბის ჭი­რი­მეო, ამ ტო­ნით ელა­პა­რა­კე­ბა. გარ­და ამი­სა, იქვე სთა­ვა­ზობს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეხ­ვე­წე­ბა კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას რუ­სეთ­ში, მათ შო­რის "ერი­სი­ო­ნის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გვა­მე­ბი ჯე­რაც გა­ცი­ე­ბუ­ლი არ იყო", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რია და იგი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გია ხუ­ხაშ­ვილ­მა წე­რი­ლის ას­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­უ­რი­გა. გრი­გოლ ვა­შა­ძის მიერ რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია და იგი 2008 წლის 27 ნო­ემ­ბრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გრი­გოლ ვა­შა­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს მად­ლო­ბას უხ­დის თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის "კულ­ტუ­რუ­ლი ხი­დის" აღ­დგე­ნის­კენ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას მო­უ­წო­დებს.

დო­კუ­მენ­ტში ვა­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი და ად­ვე­ე­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ამ ორი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გამ­ყა­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ასეთ მძი­მე დროს.

წე­რილ­ში ვა­შა­ძე ად­ვე­ევს 2009 წელს მოს­კოვ­ში ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი კო­ლექ­ტი­ვე­ბის, მათ შო­რის "ერი­სი­ო­ნის" ან "რუს­თა­ვის" ან­სამ­ბლე­ბის გას­ტრო­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე სა­უ­ბა­რია კლა­სი­კუ­რი და ჯა­ზის მუ­სი­კის კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე და ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა­ზე.

წე­რილ­ში ვა­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­გას­ტრო­ლო ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი მხა­რე და­ფა­რავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა წერილი მისწერა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აგვისტოს ომიდან 3 თვეში

რა წერილი მისწერა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აგვისტოს ომიდან 3 თვეში

ექსპერტ გია ხუხაშვილის ინფორმაციით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს, ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა.

როგორც ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანსამბლ "ერისიონის" რუსეთში ვიზიტს რამდენიმე კვირის წინ დიდი ხმაური მოჰყვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ფარისევლობაზე მიუთითებს. ხუხაშვილის თქმით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 3 თვის შემდეგ კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ყოვლად ამაზრზენი რიტორიკის შემცველი მონური მორჩილებით რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც აღფრთოვანებასა და მადლობას გამოხატავდა მისი კულტურის მინისტრად დანიშვნის თაობაზე რუსეთის კულტურის სამინისტროს მილოცვით.

"გრიგოლ ვაშაძე ლამის მუხლებს უკოცნის რუსეთის კულტურის მინისტრს და შენი მუხლების ჭირიმეო, ამ ტონით ელაპარაკება. გარდა ამისა, იქვე სთავაზობს და შეიძლება ითქვას, ეხვეწება კონცერტების ჩატარებას რუსეთში, მათ შორის "ერისიონის" მონაწილეობით. ეს ხდება მაშინ, როცა ქართველი მეომრების გვამები ჯერაც გაციებული არ იყო", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული წერილი ოფიციალურია და იგი კულტურის სამინისტროშია რეგისტრირებული. გია ხუხაშვილმა წერილის ასლები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დაურიგა. გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი რუსულენოვანია და იგი 2008 წლის 27 ნოემბრით არის დათარიღებული.

ოფიციალურ წერილში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს მადლობას უხდის თბილი სიტყვებისთვის და საქართველოსა და რუსეთს შორის "კულტურული ხიდის" აღდგენისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს.

დოკუმენტში ვაშაძე აღნიშნავს, რომ მისი და ადვეევის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, ამ ორი ქვეყნის ტრადიციული კულტურული კავშირების გამყარება და განვითარებაა, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს.

წერილში ვაშაძე ადვეევს 2009 წელს მოსკოვში ზოგიერთი ქართული კოლექტივების, მათ შორის "ერისიონის" ან "რუსთავის" ანსამბლების გასტროლების ჩატარებას სთავაზობს.

დოკუმენტში ასევე საუბარია კლასიკური და ჯაზის მუსიკის კონცერტების ჩატარებაზე და ქართველი მხატვრების გამოფენების მოწყობაზე.

წერილში ვაშაძე აღნიშნავს, რომ საგასტროლო ხარჯებს მთლიანად ქართული მხარე დაფარავს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა