საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა რიჩარდ გირთან განქორწინების მიზეზებზე
სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა რიჩარდ გირთან განქორწინების მიზეზებზე

თა­ვის დრო­ზე ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი რი­ჩარდ გირი და სუ­პერ­მო­დე­ლი სინ­დი კრო­უ­ფორ­დი ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ისი­ნი 1995 წელს გა­ი­ყარ­ნენ. მა­შინ მათი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ჭორი და­დი­ო­და.

თუმ­ცა ვარ­სკვლა­ვ­ები ჯი­უ­ტად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ დუ­მილს და ჟურ­ნა­ლის­ტებს არ უა­მ­ბობ­დნენ, რა გახ­და მათი გაყ­რის მი­ზე­ზი. მხო­ლოდ ახლა, 47 წლის მა­ნე­კე­ნი და­თან­ხმდა, გულ­წრფე­ლად ესა­უბ­რა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ამ ეპი­ზოდ­ზე.

სინ­დიმ და რი­ჩარდ გირ­მა ერ­თმა­ნე­თი 1987 წელს გა­იც­ნეს, ფო­ტოგ­რაფ ჰერბ რიტც­თან მო­წყო­ბილ ბარ­ბე­ქი­უ­ზე.

- მე მა­შინ 21 წლის ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი იყო ჩემ­თვის. რიტც­თან ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს შევ­ხვდი, მათ შო­რის რი­ჩარ­დსაც... პრაქ­ტი­კუ­ლად, მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა გირ­თან ვცხოვ­რობ­დი, მო­ვი­პო­ვე პო­პუ­ლა­რო­ბა, - აღ­ნიშ­ნა სინ­დიმ.

ოთხი წლის შემ­დეგ წყვილ­მა იქორ­წი­ნა, კი­დევ ოთხი წლის მერე კი - გა­ი­ყარ­ნენ. და­ქორ­წი­ნე­ბის დროს გირი 42 წლის იყო, კრო­უ­ფორ­დი - 25-ის. მათ "სა­უ­კუ­ნის წყვილს" უწო­დებ­დნენ. მო­დე­ლის თქმით, თა­ვი­დან იმ­დე­ნად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ დიდ­ხანს ვერ ამ­ჩნევ­დნენ, რამ­დე­ნი რამ გა­ნას­ხვა­ვებ­დათ.

- ასაკ­ში 17-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბა, ბო­ლოს და ბო­ლოს, გახ­და კი­დეც გაყ­რის მი­ზე­ზი, - აღი­ა­რა მო­დელ­მა, - 20 წლი­სა ჯერ კი­დევ მზად ვი­ყა­ვი, რი­ჩარდს ყველ­გან გავ­ყო­ლო­დი - ისიც ასე აღ­მიქ­ვამ­და: მას მივ­ყავ­დი, მე მივ­ყვე­ბო­დი. მაგ­რამ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მინ­დო­და, თუნ­დაც მის გვერ­დით, მხარ­დამ­ხარ მევ­ლო და არა მის უკან... ის არ იყო მზად, ქცე­ვის ასე­თი მო­დე­ლი მი­ე­ღო.

თუმ­ცა ამ გან­ქორ­წი­ნე­ბას სინ­დი ტრა­გე­დი­ად არ აღიქ­ვამს.

- ისე მოხ­და, რო­გორც უნდა მომ­ხდა­რი­ყო. რი­ჩარ­დი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი კა­ცია, მას­თან ბევ­რი ახა­ლი გა­ვი­გე. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა დიდი თავი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... ერთი მომ­ხიბ­ვლე­ლი საყ­ვა­რე­ლი გოგო ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც მზად იყო, ყვე­ლას დახ­მა­რე­ბო­და და ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე გა­ე­ცა პა­სუ­ხი "დიახ". მინ­დო­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ვყვა­რე­ბო­დი. რი­ჩარ­დთან ვის­წავ­ლე, რომ არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას­თვის კოჭი მე­გო­რე­ბი­ნა, უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბო­და თა­ვა­ზი­ა­ნი უა­რის თქმა.

1998 წელს სინ­დი რეს­ტო­რა­ტორ რენ­დი გერ­ბერს გაჰ­ყვა ცო­ლად და ორი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა - ვაჟი პრეს­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი კაი. რი­ჩარდ გირ­მაც იქორ­წი­ნა 2002 წელს მო­დელ კერი ლო­უ­ელ­ზე, 2004 წელს კი, 55 წლის ასაკ­ში, პირ­ვე­ლად გახ­და ვა­ჟის მამა.

VOGUE

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა რიჩარდ გირთან განქორწინების მიზეზებზე

სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა რიჩარდ გირთან განქორწინების მიზეზებზე

თავის დროზე ქალების გულთამპყრობელი რიჩარდ გირი და სუპერმოდელი სინდი კროუფორდი ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად მიიჩნეოდა. ისინი 1995 წელს გაიყარნენ. მაშინ მათი განქორწინების შესახებ ბევრი ჭორი დადიოდა.

თუმცა ვარსკვლა­ვ­ები ჯიუტად ინარჩუ­ნებდნენ დუმილს და ჟურნალისტებს არ უა­მ­ბობდნენ, რა გახდა მათი გაყრის მიზეზი. მხოლოდ ახლა, 47 წლის მანეკენი დათანხმდა, გულწრფელად ესაუბრა თავისი ცხოვრების ამ ეპიზოდზე.

სინდიმ და რიჩარდ გირმა ერთმანეთი 1987 წელს გაიცნეს, ფოტოგრაფ ჰერბ რიტცთან მოწყობილ ბარბექიუზე.

- მე მაშინ 21 წლის ვიყავი. ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის. რიტცთან ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი, მათ შორის რიჩარდსაც... პრაქტიკულად, მაშინვე დავიწყეთ ურთიერთობა. სხვათა შორის, სწორედ იმ პერიოდში, როცა გირთან ვცხოვრობდი, მოვიპოვე პოპულარობა, - აღნიშნა სინდიმ.

ოთხი წლის შემდეგ წყვილმა იქორწინა, კიდევ ოთხი წლის მერე კი - გაიყარნენ. დაქორწინების დროს გირი 42 წლის იყო, კროუფორდი - 25-ის. მათ "საუკუნის წყვილს" უწოდებდნენ. მოდელის თქმით, თავიდან იმდენად შეყვარებული იყვნენ, რომ დიდხანს ვერ ამჩნევდნენ, რამდენი რამ განასხვავებდათ.

- ასაკში 17-წლიანი სხვაობა, ბოლოს და ბოლოს, გახდა კიდეც გაყრის მიზეზი, - აღიარა მოდელმა, - 20 წლისა ჯერ კიდევ მზად ვიყავი, რიჩარდს ყველგან გავყოლოდი - ისიც ასე აღმიქვამდა: მას მივყავდი, მე მივყვებოდი. მაგრამ წლების მატებასთან ერთად, მინდოდა, თუნდაც მის გვერდით, მხარდამხარ მევლო და არა მის უკან... ის არ იყო მზად, ქცევის ასეთი მოდელი მიეღო.

თუმცა ამ განქორწინებას სინდი ტრაგედიად არ აღიქვამს.

- ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. რიჩარდი ძალიან ჭკვიანი კაცია, მასთან ბევრი ახალი გავიგე. ჩვენი ქორწინება დიდი თავი იყო ჩემს ცხოვრებაში... ერთი მომხიბვლელი საყვარელი გოგო ვიყავი, რომელიც მზად იყო, ყველას დახმარებოდა და ყველა შეკითხვაზე გაეცა პასუხი "დიახ". მინდოდა, რომ ადამიანებს ვყვარებოდი. რიჩარდთან ვისწავლე, რომ არ იყო აუცილებელი, ყველასთვის კოჭი მეგორებინა, უბრალოდ, შეიძლებოდა თავაზიანი უარის თქმა.

1998 წელს სინდი რესტორატორ რენდი გერბერს გაჰყვა ცოლად და ორი შვილი გაუჩინა - ვაჟი პრესლი და ქალიშვილი კაი. რიჩარდ გირმაც იქორწინა 2002 წელს მოდელ კერი ლოუელზე, 2004 წელს კი, 55 წლის ასაკში, პირველად გახდა ვაჟის მამა.

VOGUE

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება