მსახიობი ჩენინგ ტატუმი ჯორჯ კლუნისადმი სიმპათიას ვერ მალავს. გასულ წელს ჩენინგი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს, თუმცა თავად ვარსკვლავს ამ ტიტულის ღირსად სწორედ ჯორჯ კლუნი მიაჩნია.
კითხვაზე, თუ ვინ არის მისთვის მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მამაკაცი, ჩენინგმა უპასუხა:"მე მქონია შეხება ჯორჯ კლუნისთან და თამამად ვამბობ, რომ ის ყველაზე საინტერესო მამაკაცია მთელს პლანეტაზე. მას ყველაფერი შეუძლია. მასთან სექსიც კი მექნებოდა", - განაცხადა ჩენინგმა.
რა თქმა უნდა, 32 წლის ჩენინგის ორიენტაციაში ამ ხუმრობის გამო ეჭვი არავის შეჰპარვია. ჩენინგს მეუღლე, ჯენა დიუენ-ტატუმი ჰყავს და მალე მამაც გახდება.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.