პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი ქმარი სამუშაოდ გორში გადაიყვანეს - გორს ვერ გავცდი"
ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი ქმარი სამუშაოდ გორში გადაიყვანეს - გორს ვერ გავცდი"

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე ცხოვ­რობს-. თუკი სად­მე გამ­გზავ­რე­ბა უნდა და ფული არ აქვს, არც ეს არის პრობ­ლე­მა. ყო­ველ­თვის უფუ­ლოდ რჩე­ბა ბოლო დღეს, მაგ­რამ ესეც არ ანაღ­ვლებს. ერთხელ სოფო ნი­ჟა­რა­ძემ გა­და­არ­ჩი­ნა, ახლა მე­უღ­ლეც აი­ყო­ლია, თენ­გო წივ­წი­ვა­ძე ცოლს სი­ა­მოვ­ნე­ბით დაჰ­ყვე­ბა უცხო­ეთ­ში და თუკი სა­ჭი­როა, შო­პინ­გის დრო­საც ელო­დე­ბა. ნინა ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და რო­მი­დან, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­უ­ვი­წყა­რი ერთი კვი­რა გა­ა­ტა­რა.

- რო­მა­უ­ლი არ­და­დე­გე­ბი მქონ­და (იღი­მის). საქ­მე ისაა, რომ რომ­ში მყავს ახ­ლო­ბე­ლი, იტა­ლი­ე­ლია. სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტი აქვს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი. დღე-ნა­ხე­ვა­რი მქონ­და მხო­ლოდ საქ­მე. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გე­ტყვით, რა პრო­ექ­ტზეა სა­უ­ბა­რი. რად­გან მა­ინც მი­წევ­და ჩას­ვლა, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა და­ვამ­თხვი­ეთ. სულ რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი მიყ­ვარს ამო­ჩე­მე­ბით, ერთი ნიუ-იორ­კია, მე­ო­რე - პა­რი­ზი, რად­გან ფრან­გუ­ლი ვიცი და იქა­უ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი არ მი­ჭირს, სულ მიკ­ვირს, რა­ტომ უწო­დე­ბენ ფრან­გებს ცივ ხალ­ხს, ფრან­გუ­ლად თუ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, ქა­ლა­ქის ბო­ლო­ში წა­მოგ­ყვე­ბი­ან, და მე­სა­მე არის რომი, იტა­ლია სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს. იტა­ლუ­რიც ვიცი ცოტ-ცოტა, მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვერ წა­ვიყ­ვან ამ ენა­ზე, მაგ­რამ მომ­წონს გა­ტე­ხი­ლი იტა­ლი­უ­რით ლა­პა­რა­კი.

ტუ­რის­ტად ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ფე­ხით ძა­ლი­ან ბევ­რს დავ­დი­ვარ, მაც­ვია რე­ზი­ნის შლო­პან­ცე­ბი, შორ­ტი და თმა მაქვს მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი, და­უ­ვარ­ცხნე­ლი. თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. დღის ბო­ლოს რომ ვით­ვლი­დი, 35-40 კი­ლო­მეტ­რი მა­ინც მქონ­და გავ­ლი­ლი, აკი­დე­ბუ­ლი მქონ­და ზურგჩან­თა, ხელ­ში მუდ­მი­ვად ცივი სას­მე­ლი მე­ჭი­რა. რომ­ში მე­ო­რედ გახ­ლდით და რო­გორც იქნა, შე­მიშ­ვეს ვა­ტი­კან­ში.

- პირ­ველ ჩას­ვლა­ზე რა­ტომ არ შე­გიშ­ვეს?

- ვა­ტი­კან­ში რომ შე­გიშ­ვან, გრძე­ლი კაბა ან შარ­ვა­ლი უნდა გეც­ვას, არც მოკ­ლემკლა­ვი­ა­ნის ჩაც­მა შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლად რომ ვი­ყა­ვი, ჩაც­მუ­ლო­ბის გამო არ შე­მიშ­ვეს. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე გა­მოც­დი­ლე­ბა და გრძე­ლი შარ­ფი წა­ვი­ღე. ძი­რი­თა­დად, კა­ცებს უშ­ვებ­დნენ, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, 40 გრა­დუ­სი იყო და ლა­მის ტრუ­სი­კის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლე­ბი ვა­ტი­კა­ნის გა­რეთ რჩე­ბოდ­ნენ (იცი­ნის). იქ იმ სი­ცხე­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია სხვა რა­მის ჩაც­მა, თუმ­ცა ჰავა სხვა­ნა­ი­რია და 40 გრა­დუს­ში ჩვენ­თან უფრო ცხე­ლა. თა­ნაც, მთელ ქა­ლაქ­ში შად­რევ­ნე­ბია, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად იწუ­წე­ბი. რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა, თბი­ლის­შიც გა­დავ­ლა­ხოთ ბა­რი­ე­რი და როცა დაგ­ვცხე­ბა, შად­რე­ვან­ში ჩავ­ყოთ ფეხი ან ხელი შე­ვუშ­ვი­როთ. იქ ყვე­ლა ასეა, პი­ჯა­კით, ჰალ­სტუ­ხით სამ­სა­ხუ­რი­დან, თუკი დას­ცხე­ბათ, იხ­დი­ან ფეხ­საც­მელს და სველ­დე­ბი­ან შად­რევ­ნებ­ში. სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, იქ მიყ­ვარს ყოფ­ნა.

- მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პირ­ვე­ლად იყა­ვი რომ­ში?

- თაფ­ლო­ბის თვე პა­რიზ­ში გვქონ­და ზამ­თარ­ში, მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ რომ­შიც თაფ­ლო­ბის თვე იყო. სულ ვხუმ­რობ, გორს ვერ გავ­ცდი-მეთ­ქი. ჩემი მე­უღ­ლე ხომ გორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ, ამი­ტომ ხან მე ჩავ­დი­ვარ, ხან ის ჩა­მო­დის და მუდ­მი­ვად გვე­ნატ­რე­ბა ერ­თმა­ნე­თი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­ვით ვართ, ამი­ტომ რად­გან ყო­ველ­დღე ერ­თად ვერ ვართ, ეს ერთი კვი­რა, როცა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვა­ტა­რებ­დით დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ჩვენ­თვის.

ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ თენ­გო კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია. სა­მოგ­ზა­უ­როდ სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნია სა­სი­ა­მოვ­ნო მეგ­ზუ­რი. ერთ დროს გვშივ­დე­ბა, ერთ დროს გვე­ძი­ნე­ბა, მოგ­ვწონს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი. ად­რეც მით­ქვამს, რომ კა­ცებს არ უყ­ვართ მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი, თენ­გოს კი შე­უძ­ლია, მშვი­დად და­გე­ლო­დოს, სა­ნამ ას რა­ღა­ცას მო­ი­ზო­მებ. ბი­ჟუ­ტე­რი­ას რომ ვარ­ჩევ, მა­ში­ნაც არ აქვს პრობ­ლე­მა. ამ სა­კი­თხში მშვი­დი ხა­სი­ა­თი აქვს, ეს კი ქა­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა.

- რა უნდა ნა­ხოს რომ­ში ჩა­სულ­მა, პირ­ველ რიგ­ში?

- ვა­ტი­კა­ნი, ტრე­ვის შად­რე­ვა­ნი, რო­მე­ლიც და­უ­ჯე­რებ­ლად ლა­მა­ზია და ადა­მი­ა­ნის ხელ­მა რო­გორ შექ­მნა, ვერ მიხ­ვდე­ბი. რომი მთლი­ა­ნად მუ­ზე­უ­მია. რომ გგო­ნია, ამო­წუ­რე და ყვე­ლა­ფე­რი ნახე, გა­ი­ხე­დავ მარ­ცხნივ და კი­დევ უფრო სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზეა. მთე­ლი ქა­ლა­ქი ხე­ლით არის გა­კე­თე­ბუ­ლი. კო­ლი­ზე­უ­მი ხომ სას­წა­უ­ლია, იქ რომ მოხ­ვდე­ბი, თვალ­წინ გიდ­გე­ბა გლა­დი­ა­ტო­რე­ბის ცხოვ­რე­ბა, ბორ­გე­ზეს ულა­მა­ზე­სი ბა­ღია, იქ შოთა რუს­თა­ვე­ლის ბი­უს­ტი დგას, რო­მე­ლიც, თუ არ ვცდე­ბი, ორი წლის წინ გახ­სნეს. ვე­ნე­ცი­ის მო­ედ­ნით ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე.

- როცა ქა­ლაქ­ში ჩა­დი­ხარ, პირ­ველ რიგ­ში, რა გა­ინ­ტე­რე­სებს?

- თუკი პირ­ვე­ლად ჩავ­დი­ვარ, ვყი­დუ­ლობ ტუ­რის­ტუ­ლი ავ­ტო­ბუ­სის ბი­ლეთს, თან ქა­ლაქს ათ­ვა­ლი­ე­რებ, თან გიდი გიყ­ვე­ბა ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ. ყველ­გან არის სა­ყუ­რი­სე­ბი, აირ­ჩევ შენ­თვის სა­სურ­ველ ენას და შე­სა­ბა­მი­სად, ის­მენ გი­დის მო­ნა­თხრობს. ამ დროს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­წერ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოს მისი მო­ნა­თხრო­ბი­დან, ტუ­რის­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ რუ­კას ვი­ძენ და იმის მი­ხედ­ვით ვე­ძებ ამ სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლებს. გა­ი­ხა­როს "აი-ფონ­მა", რაც ნა­ვი­გა­ცია და­ვა­ყე­ნე, უფრო ად­ვი­ლად ვაგ­ნებ ყვე­ლა­ფერს.

თენ­გო იტა­ლი­ა­ში კი იყო ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ არა რომ­ში. წელს თენ­გოს­თვის გიდი მე ვი­ყა­ვი. შე­საძ­ლოა, ყვე­ლა ად­გი­ლას არ შე­ვი­დე, მაგ­რამ რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი მოვ­ლი­ლი მაქვს. პა­რიზ­ში რომ ჩა­დი­ხარ და ლუვრში შეს­ვლის სურ­ვი­ლი არ გა­გიჩ­ნდე­ბა, ალ­ბათ ცოტა გიჟი უნდა იყო. როცა ასეთ სი­დი­დე­ებს ვუ­ყუ­რებ, ვხვდე­ბი, რო­გო­რი არა­რა­ო­ბა ვარ. ამ­დე­ნი ხალ­ხი მიდი-მო­დის და რა გაგ­ვი­კე­თე­ბია ამას­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან პა­ტა­რავ­დე­ბი და უსუ­სუ­რად გრძნობ თავს. მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს შო­პინ­გი რომ გინ­დე­ბა, კი­დევ უფრო დიდ არა­რა­ო­ბად გრძნობ თავს.

- შო­პინგზე გა­მახ­სენ­და. "აი-ფონ­ზე" ყურ­მი­ლი რომ გაქვს მი­ერ­თე­ბუ­ლი, თა­ვი­დან სა­თა­მა­შო მე­გო­ნა.

- წელს გა­მო­ვი­და. ნინო ჩხე­ი­ძეს ჰქო­ნდა პირ­ვე­ლად და რომ ვნა­ხე, მოვ­კვდი სი­ცი­ლით, ნი­ნო­სი უფრო მა­გა­რია, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ნი­ნოს ძვე­ლე­ბუ­რი ყურ­მი­ლი აქვს, ეს შე­და­რე­ბით პა­ტა­რაა. ივ­ლის­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში 70%-იანი ფას­დაკ­ლე­ბე­ბია. როცა იტა­ლი­ა­ში ხარ, ერთი-ორი ფეხ­საც­მე­ლი რომ არ იყი­დო, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა?!.. "ზა­რა­ზე" იაფი ღირს ბრენ­დუ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი. ძა­ლი­ან კარგ ფეხ­საც­მელს ფას­დაკ­ლე­ბე­ბის- გა­რე­შე 400 ევ­როდ შე­ი­ძენ, ფას­დაკ­ლე­ბით- კი 120 ევ­როდ. "მოს­კი­ნოს" ფეხ­საც­მელს ამ ფა­სად რომ იყი­დი, ძა­ლი­ან კარ­გია. "ზარა" ღირს ხოლ­მე თბი­ლის­ში ამ­დე­ნი. არ ჯო­ბია, სა­ზღვარ­გა­რეთ წახ­ვი­დე, თუ გაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა?

- ყურ­მი­ლი რომ შე­ი­ძი­ნე, თენ­გოს არ გა­ე­ცი­ნა?

- კი, ძა­ლი­ან. ყვე­ლას სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მო­ვუ­ტა­ნე და ამ ჩემს ყურ­მილ­ზე გა­და­ი­რია ყვე­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი დის­შვი­ლე­ბი. ერთი ვა­ტი­რე კი­დეც, ისე უნ­დო­და და მივ­ხვდი, რომ არა­ა­და­მი­ა­ნი ვარ (იცი­ნის). ჩემს შვილ­საც ძა­ლი­ან უნდა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში შე­ვიყ­ვა­ნე, ვი­საც უნდა ვა­თხო­ვო რამ­დე­ნი­მე დღით ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მი­ლი...

- სათ­ვა­ლეც გა­მორ­ჩე­უ­ლი გი­ყი­დია, პი­ლო­ტის სათ­ვა­ლეს ჰგავს.

- რომ ვი­კე­თებ, ვე­რა­ფერს ვხე­დავ (იცი­ნის). ბრენ­დუ­ლი არ არის. ამ სათ­ვა­ლის გამო, რო­მე­ლიც ბოლო დღეს ვი­ყი­დე, მშივ­რე­ბი დავ­რჩით, 40 ევრო გა­და­ვი­ხა­დე და მეტი ფული აღარ გვქონ­და. მარ­ტო ყა­ვის ფული და­ვი­ტო­ვე აე­რო­პორ­ტში. თენ­გოს არ მო­ე­წო­ნა ეს სათ­ვა­ლე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვეხ­ვე­წე, ვი­ყი­დოთ-მეთ­ქი და ბო­ლოს დამ­თან­ხმდა.

- სხვა დრო­საც დარ­ჩე­ნილ­ხარ უც­ხო­ეთ­ში ასე უკა­პი­კოდ?

- რო­გორ არა. ძი­რი­თა­დად, ასე ვარ ხოლ­მე (იცი­ნის). მახ­სოვს, ერთი-ორი წლის წინ მოვფრი­ნავ­დი სა­ი­დან­ღაც, ტრან­ზი­ტი იყო. კა­პი­კი არ მქონ­და. სამი სა­ა­თი აე­რო­პორ­ტში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყა­ვის და­ლე­ვა მინ­დო­და და ბა­რა­თი რომ გა­ვა­ტა­რე, იმ­დე­ნი თან­ხაც კი არ მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რომ ყავა და­მე­ლია. უც­ბად და­ვი­ნა­ხე სოფო ნი­ჟა­რა­ძე და ისე გა­მი­ხარ­და... ვთხო­ვე, ყავა მინ­და ძა­ლი­ან და და­მა­ლე­ვი­ნე-მეთ­ქი. თან მში­ო­და. სოფო თან დამ­ცი­ნო­და, თან მე­ჩხუ­ბე­ბო­და, ამ­ხე­ლა გოგო ხარ და ასე უფუ­ლოდ რო­გორ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, სა­მა­გი­ე­როდ, ვიცი, რამ­დენს გა­და­იხ­დი­დი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ბარ­გის გა­მოო. მოკ­ლედ, წა­მიყ­ვა­ნა, ყა­ვაც და­მა­ლე­ვი­ნა და ბუ­ტერბრო­დიც მი­ყი­და. და­მა­პუ­რა სოფო ნი­ჟა­რა­ძემ. მი­პატ­რო­ნა აე­რო­პორ­ტში. ისე­დაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს სოფო და ათ­მა­გად გა­მი­ხარ­და მისი და­ნახ­ვა (იცი­ნის). სულ ვიცი ხოლ­მე ფუ­ლის გა­და­დე­ბა და ჩემ­თვის ვამ­ბობ, ვი­თომ არ მაქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ ვის ვა­ტყუ­ებ ნე­ტავ, სა­კუ­თარ თავს? მერე მა­ინც ვხარ­ჯავ.

- რომ­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- ძა­ლი­ან ად­ვი­ლია იქ ორი­ენ­ტი­რე­ბა. სა­ერ­თოდ, სა­ნამ სად­მე ჩა­ვალ, თბი­ლი­სი­დან­ვე ვი­წყებ მზა­დე­ბას და რუ­კას ისე კარ­გად ვსწავ­ლობ, რომ ამ­დე­ნი ხა­ნია, არ­სად დავ­კარ­გულ­ვარ. რომ­ში სახ­ლე­ბიც კი ზე­პი­რად ვიცი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხალ­ხის თვა­ლი­ე­რე­ბა, ვგიჟ­დე­ბი იტა­ლი­ელ მო­ხუ­ცებ­ზე. 80 წლის ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მაგ­რად აც­ვი­ათ, ბევ­რი ოქრო აქვთ ას­ხმუ­ლი, ძაღ­ლებს და­ა­სე­ირ­ნე­ბენ და მაგ­რად არი­ან გა­რუ­ჯუ­ლე­ბი. ხან "შა­ნე­ლის" მა­ღა­ზი­ა­ში შევ­ლენ, ხან ღია კა­ფე­ში დას­ხდე­ბი­ან და ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ ჩვენ­სა­ვით (იღი­მის), ძა­ლი­ან გვგვა­ნან. მა­მა­კა­ცე­ბიც მოვ­ლი­ლე­ბი არი­ან. ვერ ნა­ხავ მო­უვ­ლელ მო­ხუცს. ალ­ბათ, რა­საც აგ­რო­ვე­ბენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, მერე ტკბე­ბი­ან ცხოვ­რე­ბით.

- რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო შემ­თხვე­ვა გქონ­დათ რომ­ში?

- ჩვენ სა­დაც ვცხოვ­რობ­დით, ზღვას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ­და. ერთ დღეს მოვ­ძებ­ნე პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­ვით ბევ­რი ბრენ­დის მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც ზღვას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო. თენ­გო გა­ვაღ­ვი­ძე, ჩქა­რა, ადე­ქი, ზღვას­თან მივ­დი­ვართ-მეთ­ქი. გა­უ­ხარ­და და და­ი­წყო პირ­სა­ხო­ცის მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ იმე­დე­ბი გა­ვუც­რუე, ზღვა­ზე არა, ზღვას­თან მივ­დი­ვართ მა­ღა­ზი­ებ­ში-მეთ­ქი (იცი­ნის). მერე ამ­ბობ­და, ნი­ნამ ზღვის წინ წა­მიყ­ვა­ნაო. გა­მი­მარ­თლა, რომ არ იჩხუ­ბა. მა­მა­ჩე­მი რომ ყო­ფი­ლი­ყო, წარ­მო­მიდ­გე­ნია, იქ რა ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბო­და. სულ მე­ძონ­ძეს და­მი­ძა­ხებ­და ალ­ბათ.

- რომი და რო­მან­ტი­კა...

- სხვა­ნა­ი­რი ქა­ლა­ქია. როცა ღამ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით. სა­ღა­მო­ო­ბით საქ­სო­ფონ­სა და გარ­მონ­ზე ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი უკ­რა­ვენ, ღია ცის ქვეშ სვამ ყა­ვას, მო­ხუ­ცი ბა­ბუა საქ­სო­ფონ­ზე უკ­რავს, იქვე ვარ­დე­ბი და­აქვთ... რა თქმა უნდა, არის რო­მან­ტი­კა. მირ­ჩევ­ნია, აქ მქონ­დეს მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ვი­მოგ­ზა­უ­რო, ვიდ­რე ერთი სარ­თუ­ლი და­ვი­შე­ნო და თბი­ლისს ვერ გავ­ცდე. რამ­დე­ნი ვიცი ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ლარ­ნა­კებს რომ და­ახ­ვა­ვე­ბენ ხოლ­მე. ის გან­წყო­ბა ორი-სამი თვე მომ­ყვე­ბა. როცა იცი, რა კარ­გია მოგ­ზა­უ­რო­ბა და ცოტა ხანს გა­მო­თიშ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან, უფრო მე­ტად გინ­დე­ბა. მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე ვცო­ცხლობ. სულ რომ არ მქონ­დეს ფული, სა­მომ­ხმა­რებ­ლო სესხს ვი­ღებ და მერე ნელ-ნელა დავ­ფა­რავ.

- დას­ვე­ნე­ბის­თვის გაქვს კი­დევ დრო?

- მაქვს 12 დღე. სამი-ოთხი დღით ვა­პი­რებ ზღვა­ზე წას­ვლას. "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი მი­უ­ზიკ­ლი ჯერ არ დად­გმუ­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას აქე­ბენ. ჩა­ვალ და აუ­ცი­ლებ­ლად ვნა­ხავ.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა მო­ნა­ზო­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი ქმარი სამუშაოდ გორში გადაიყვანეს - გორს ვერ გავცდი"

ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი ქმარი სამუშაოდ გორში გადაიყვანეს - გორს ვერ გავცდი"

ნინა წკრიალაშვილი, როგორც თავად ამბობს, მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ცხოვრობს-. თუკი სადმე გამგზავრება უნდა და ფული არ აქვს, არც ეს არის პრობლემა. ყოველთვის უფულოდ რჩება ბოლო დღეს, მაგრამ ესეც არ ანაღვლებს. ერთხელ სოფო ნიჟარაძემ გადაარჩინა, ახლა მეუღლეც აიყოლია, თენგო წივწივაძე ცოლს სიამოვნებით დაჰყვება უცხოეთში და თუკი საჭიროა, შოპინგის დროსაც ელოდება. ნინა ახლახან დაბრუნდა რომიდან, სადაც მეუღლესთან ერთად დაუვიწყარი ერთი კვირა გაატარა.

- რომაული არდადეგები მქონდა (იღიმის). საქმე ისაა, რომ რომში მყავს ახლობელი, იტალიელია. სამომავლო პროექტი აქვს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. მოლაპარაკებებზე ვიყავი წასული. დღე-ნახევარი მქონდა მხოლოდ საქმე. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა პროექტზეა საუბარი. რადგან მაინც მიწევდა ჩასვლა, მე და ჩემმა მეუღლემ ერთკვირიანი დასვენება დავამთხვიეთ. სულ რამდენიმე ქალაქი მიყვარს ამოჩემებით, ერთი ნიუ-იორკია, მეორე - პარიზი, რადგან ფრანგული ვიცი და იქაურებთან კონტაქტი არ მიჭირს, სულ მიკვირს, რატომ უწოდებენ ფრანგებს ცივ ხალხს, ფრანგულად თუ დაელაპარაკები, ქალაქის ბოლოში წამოგყვებიან, და მესამე არის რომი, იტალია სიგიჟემდე მიყვარს. იტალურიც ვიცი ცოტ-ცოტა, მოლაპარაკებას ვერ წავიყვან ამ ენაზე, მაგრამ მომწონს გატეხილი იტალიურით ლაპარაკი.

ტურისტად ყოფნა ძალიან მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, მაცვია რეზინის შლოპანცები, შორტი და თმა მაქვს მოუწესრიგებელი, დაუვარცხნელი. თავს კომფორტულად ვგრძნობ. დღის ბოლოს რომ ვითვლიდი, 35-40 კილომეტრი მაინც მქონდა გავლილი, აკიდებული მქონდა ზურგჩანთა, ხელში მუდმივად ცივი სასმელი მეჭირა. რომში მეორედ გახლდით და როგორც იქნა, შემიშვეს ვატიკანში.

- პირველ ჩასვლაზე რატომ არ შეგიშვეს?

- ვატიკანში რომ შეგიშვან, გრძელი კაბა ან შარვალი უნდა გეცვას, არც მოკლემკლავიანის ჩაცმა შეიძლება, პირველად რომ ვიყავი, ჩაცმულობის გამო არ შემიშვეს. გავითვალისწინე გამოცდილება და გრძელი შარფი წავიღე. ძირითადად, კაცებს უშვებდნენ, ძალიან ცხელოდა, 40 გრადუსი იყო და ლამის ტრუსიკის ამარა დარჩენილი ქალები ვატიკანის გარეთ რჩებოდნენ (იცინის). იქ იმ სიცხეში გამორიცხულია სხვა რამის ჩაცმა, თუმცა ჰავა სხვანაირია და 40 გრადუსში ჩვენთან უფრო ცხელა. თანაც, მთელ ქალაქში შადრევნებია, ძალაუნებურად იწუწები. რა ბედნიერება იქნება, თბილისშიც გადავლახოთ ბარიერი და როცა დაგვცხება, შადრევანში ჩავყოთ ფეხი ან ხელი შევუშვიროთ. იქ ყველა ასეა, პიჯაკით, ჰალსტუხით სამსახურიდან, თუკი დასცხებათ, იხდიან ფეხსაცმელს და სველდებიან შადრევნებში. სადაც თავისუფლებაა, იქ მიყვარს ყოფნა.

- მეუღლესთან ერთად პირველად იყავი რომში?

- თაფლობის თვე პარიზში გვქონდა ზამთარში, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ რომშიც თაფლობის თვე იყო. სულ ვხუმრობ, გორს ვერ გავცდი-მეთქი. ჩემი მეუღლე ხომ გორში გადაიყვანეს სამუშაოდ, ამიტომ ხან მე ჩავდივარ, ხან ის ჩამოდის და მუდმივად გვენატრება ერთმანეთი. შეყვარებულებივით ვართ, ამიტომ რადგან ყოველდღე ერთად ვერ ვართ, ეს ერთი კვირა, როცა დილიდან საღამომდე ვატარებდით დროს, აუცილებელი იყო ჩვენთვის.

ძალიან გამიმართლა, რომ თენგო კომფორტული ადამიანია. სამოგზაუროდ სწო­რედ ასეთი ადამიანია სასიამოვნო მეგზური. ერთ დროს გვშივდება, ერთ დროს გვეძინება, მოგვწონს ფეხით სიარული. ადრეც მითქვამს, რომ კაცებს არ უყვართ მაღაზიებში სიარული, თენგოს კი შეუძლია, მშვიდად დაგელოდოს, სანამ ას რაღაცას მოიზომებ. ბიჟუტერიას რომ ვარჩევ, მაშინაც არ აქვს პრობლემა. ამ საკითხში მშვიდი ხასიათი აქვს, ეს კი ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

- რა უნდა ნახოს რომში ჩასულმა, პირველ რიგში?

- ვატიკანი, ტრევის შადრევანი, რომელიც დაუჯერებლად ლამაზია და ადამიანის ხელმა როგორ შექმნა, ვერ მიხვდები. რომი მთლიანად მუზეუმია. რომ გგონია, ამოწურე და ყველაფერი ნახე, გაიხედავ მარცხნივ და კიდევ უფრო საოცარი სილამაზეა. მთელი ქალაქი ხელით არის გაკეთებული. კოლიზეუმი ხომ სასწაულია, იქ რომ მოხვდები, თვალწინ გიდგება გლადიატორების ცხოვრება, ბორგეზეს ულამაზესი ბაღია, იქ შოთა რუსთაველის ბიუსტი დგას, რომელიც, თუ არ ვცდები, ორი წლის წინ გახსნეს. ვენეციის მოედნით ძალიან მოვიხიბლე.

- როცა ქალაქში ჩადიხარ, პირველ რიგში, რა გაინტერესებს?

- თუკი პირველად ჩავდივარ, ვყიდულობ ტურისტული ავტობუსის ბილეთს, თან ქალაქს ათვალიერებ, თან გიდი გიყვება ძალიან ბევრ რამეს ქალაქის შესახებ. ყველგან არის საყურისები, აირჩევ შენთვის სასურველ ენას და შესაბამისად, ისმენ გიდის მონათხრობს. ამ დროს აუცილებლად ვიწერ ყველაზე საინტერესოს მისი მონათხრობიდან, ტურისტებისთვის განკუთვნილ რუკას ვიძენ და იმის მიხედვით ვეძებ ამ საინტერესო ადგილებს. გაიხაროს "აი-ფონმა", რაც ნავიგაცია დავაყენე, უფრო ადვილად ვაგნებ ყველაფერს.

თენგო იტალიაში კი იყო ნამყოფი, მაგრამ არა რომში. წელს თენგოსთვის გიდი მე ვიყავი. შესაძლოა, ყველა ადგილას არ შევიდე, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოვლილი მაქვს. პარიზში რომ ჩადიხარ და ლუვრში შესვლის სურვილი არ გაგიჩნდება, ალბათ ცოტა გიჟი უნდა იყო. როცა ასეთ სიდიდეებს ვუყურებ, ვხვდები, როგორი არარაობა ვარ. ამდენი ხალხი მიდი-მოდის და რა გაგვიკეთებია ამასთან შედარებით, ძალიან პატარავდები და უსუსურად გრძნობ თავს. მეორე-მესამე დღეს შოპინგი რომ გინდება, კიდევ უფრო დიდ არარაობად გრძნობ თავს.

- შოპინგზე გამახსენდა. "აი-ფონზე" ყურმილი რომ გაქვს მიერთებული, თავიდან სათამაშო მეგონა.

- წელს გამოვიდა. ნინო ჩხეიძეს ჰქო­ნდა პირველად და რომ ვნახე, მოვკვდი სიცილით, ნინოსი უფრო მაგარია, ძალიან მომეწონა. ნინოს ძველებური ყურმილი აქვს, ეს შედარებით პატარაა. ივლისში მთელ მსოფლიოში 70%-იანი ფასდაკლებებია. როცა იტალიაში ხარ, ერთი-ორი ფეხსაცმელი რომ არ იყიდო, ხომ არ შეიძლება?!.. "ზარაზე" იაფი ღირს ბრენდული ფეხსაცმელები. ძალიან კარგ ფეხსაცმელს ფასდაკლებების- გარეშე 400 ევროდ შეიძენ, ფასდაკლებით- კი 120 ევროდ. "მოსკინოს" ფეხსაცმელს ამ ფასად რომ იყიდი, ძალიან კარგია. "ზარა" ღირს ხოლმე თბილისში ამდენი. არ ჯობია, საზღვარგარეთ წახვიდე, თუ გაქვს საშუალება?

- ყურმილი რომ შეიძინე, თენგოს არ გაეცინა?

- კი, ძალიან. ყველას საჩუქრები ჩამოვუტანე და ამ ჩემს ყურმილზე გადაირია ყველა, განსაკუთრებით ჩემი დისშვილები. ერთი ვატირე კიდეც, ისე უნდოდა და მივხვდი, რომ არაადამიანი ვარ (იცინის). ჩემს შვილსაც ძალიან უნდა და იმ ადამიანების სიაში შევიყვანე, ვისაც უნდა ვათხოვო რამდენიმე დღით ტელეფონის ყურმილი...

- სათვალეც გამორჩეული გიყიდია, პილოტის სათვალეს ჰგავს.

- რომ ვიკეთებ, ვერაფერს ვხედავ (იცინის). ბრენდული არ არის. ამ სათვალის გამო, რომელიც ბოლო დღეს ვიყიდე, მშივრები დავრჩით, 40 ევრო გადავიხადე და მეტი ფული აღარ გვქონდა. მარტო ყავის ფული დავიტოვე აეროპორტში. თენგოს არ მოეწონა ეს სათვალე, მაგრამ ძალიან ვეხვეწე, ვიყიდოთ-მეთქი და ბოლოს დამთანხმდა.

- სხვა დროსაც დარჩენილხარ უც­ხოეთში ასე უკაპიკოდ?

- როგორ არა. ძირითადად, ასე ვარ ხოლმე (იცინის). მახსოვს, ერთი-ორი წლის წინ მოვფრინავდი საიდანღაც, ტრანზიტი იყო. კაპიკი არ მქონდა. სამი საათი აეროპორტში უნდა ვყოფილიყავი. ყავის დალევა მინდოდა და ბარათი რომ გავატარე, იმდენი თანხაც კი არ მქონდა დარჩენილი, რომ ყავა დამელია. უცბად დავინახე სოფო ნიჟარაძე და ისე გამიხარდა... ვთხოვე, ყავა მინდა ძალიან და დამალევინე-მეთქი. თან მშიოდა. სოფო თან დამცინოდა, თან მეჩხუბებოდა, ამხელა გოგო ხარ და ასე უფულოდ როგორ უნდა დარჩენილიყავი, სამაგიეროდ, ვიცი, რამდენს გადაიხდიდი გადაჭარბებული ბარგის გამოო. მოკლედ, წამიყვანა, ყავაც დამალევინა და ბუტერბროდიც მიყიდა. დამაპურა სოფო ნიჟარაძემ. მიპატრონა აეროპორტში. ისედაც ძალიან მიყვარს სოფო და ათმაგად გამიხარდა მისი დანახვა (იცინის). სულ ვიცი ხოლმე ფულის გადადება და ჩემთვის ვამბობ, ვითომ არ მაქვს-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებ ნეტავ, საკუთარ თავს? მერე მაინც ვხარჯავ.

- რომში ორიენტირება არ გაგიჭირდა?

- ძალიან ადვილია იქ ორიენტირება. საერთოდ, სა­ნამ სადმე ჩავალ, თბილისიდანვე ვიწყებ მზადებას და რუკას ისე კარგად ვსწავლობ, რომ ამდენი ხანია, არსად დავკარგულვარ. რომში სახ­ლებიც კი ზეპირად ვიცი. ძალიან მიყვარს ხალხის თვა­ლიერება, ვგიჟდები იტალიელ მოხუცებზე. 80 წლის ქალები, რომლებსაც ძალიან მაგრად აცვიათ, ბევრი ოქრო აქვთ ასხმული, ძაღლებს დაასეირნებენ და მაგრად არიან გარუჯულები. ხან "შანელის" მაღაზიაში შევლენ, ხან ღია კაფეში დასხდებიან და ხმამაღლა ლაპარაკობენ ჩვენსავით (იღიმის), ძალიან გვგვანან. მამაკაცებიც მოვლილები არიან. ვერ ნახავ მოუვლელ მოხუცს. ალბათ, რასაც აგროვებენ მთელი ცხოვრება, მერე ტკბებიან ცხოვრებით.

- რაიმე სახალისო შემთხვევა გქონდათ რომში?

- ჩვენ სადაც ვცხოვრობდით, ზღვასთან ახლოს მდებარეობდა. ერთ დღეს მოვძებნე პატარა ქალაქივით ბევრი ბრენდის მაღაზია, რომელიც ზღვასთან ძალიან ახლოს იყო. თენგო გავაღვიძე, ჩქარა, ადექი, ზღვასთან მივდივართ-მეთქი. გაუხარდა და დაიწყო პირსახოცის მომზადება, მაგრამ იმედები გავუცრუე, ზღვაზე არა, ზღვასთან მივდივართ მაღაზიებში-მეთქი (იცინის). მერე ამბობდა, ნინამ ზღვის წინ წამიყვანაო. გამიმართლა, რომ არ იჩხუბა. მამაჩემი რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია, იქ რა ამბავი იქნებოდა. სულ მეძონძეს დამიძახებდა ალბათ.

- რომი და რომანტიკა...

- სხვანაირი ქალაქია. როცა ღამდება, განსაკუთრებით. საღამოობით საქსოფონსა და გარმონზე ძალიან კარგი მუსიკოსები უკრავენ, ღია ცის ქვეშ სვამ ყავას, მოხუცი ბაბუა საქსოფონზე უკრავს, იქვე ვარდები დააქვთ... რა თქმა უნდა, არის რომანტიკა. მირჩევნია, აქ მქონდეს მხოლოდ აუცილებელი და ვიმოგზაურო, ვიდრე ერთი სართული დავიშენო და თბილისს ვერ გავცდე. რამდენი ვიცი ასეთი ადამიანი, ლარნაკებს რომ დაახვავებენ ხოლმე. ის განწყობა ორი-სამი თვე მომყვება. როცა იცი, რა კარგია მოგზაურობა და ცოტა ხანს გამოთიშვა ყოველდღიურობიდან, უფრო მეტად გინდება. მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ვცოცხლობ. სულ რომ არ მქონდეს ფული, სამომხმარებლო სესხს ვიღებ და მერე ნელ-ნელა დავფარავ.

- დასვენებისთვის გაქვს კიდევ დრო?

- მაქვს 12 დღე. სამი-ოთხი დღით ვაპირებ ზღვაზე წასვლას. "ვერის უბნის მელოდიები" ძალიან მაინტერესებს. ამბობენ, რომ ასეთი მიუზიკლი ჯერ არ დადგმულა, განსაკუთრებით ქორეოგრაფიას აქებენ. ჩავალ და აუცილებლად ვნახავ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ნინა წკრიალაშვილმა მონაზონი განასახიერა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება