პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევრაზიანეტი" - "პრემიერ-მინისტრი და მისი მილიარდები ერთმანეთს მალე არ დაშორდებიან"
"ევრაზიანეტი" - "პრემიერ-მინისტრი და მისი მილიარდები ერთმანეთს მალე არ დაშორდებიან"

გა­მო­ცე­მა "ევ­რა­ზი­ა­ნე­ტი" აქ­ვეყ­ნებს მოლი კორ­სოს სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ მთავ­რო­ბის ფონ­დებ­ზე, სა­თა­უ­რით "ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მისი მი­ლი­არ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს მალე არ და­შორ­დე­ბი­ან".

"სად გა­დის ზღვა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის კერ­ძო ქო­ნე­ბა­სა და მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შო­რის? - პრე­მი­ე­რის და­პი­რე­ბა მისი ქო­ნე­ბის ბიზ­ნეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის, სტი­ქი­ის მსხვერ­პლთა კომ­პენ­სი­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ამ გან­სხვა­ვე­ბას კი­დევ უფრო ბუნ­დო­ვანს ხდის", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც მოლი კორ­სო აღ­ნიშ­ნავს, 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და სამი ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ: ორ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ფონ­დის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­სა და ვენ­ჩე­რუ­ლი ფონ­დის. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გო­რე­ბიც რკი­ნიგ­ზა და სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­აა, მე­ო­რე ფონ­დი მი­მარ­თუ­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბის­კენ, მე­სა­მე კი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახა­ლი ბიზ­ნე­სის­თვის.

ამავდრო­უ­ლად, - წერს მოლი კორ­სო, - ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა გეგ­მა, გახ­დეს პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი ინ­ვეს­ტო­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე ინ­ვეს­ტი­ცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ქარ­თულ ბიზ­ნეს­ში. პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონ­დი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სამ­თავ­რო­ბო ფონ­დე­ბის­გან, თუმ­ცა, ივა­ნიშ­ვი­ლის მონ­დო­მე­ბამ, ესა­უბ­რა ოთხი­ვე ფონ­დზე ერ­თად, გა­ზარ­და მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ ის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ფონ­დის ნა­წილ­საც და­ა­ფი­ნან­სებ­და.

თუმ­ცა, მთავ­რო­ბის მხრი­დან ცხა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბამ, დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - ეკო­ნო­მი­კუ­რი უმოქ­მე­დო­ბის ფონ­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ხე­დავს ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, რო­მე­ლიც პი­რად ქო­ნე­ბას დებს კერ­ძო ან სამ­თავ­რო­ბო ფონ­დებ­ში, რაც და­ეხ­მა­რე­ბა ქარ­თულ ბიზ­ნესს.

"ფორბსის" რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, 5,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბი­სა და სქელ­ჯი­ბი­ა­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე პრე­მი­ერ­მა მარ­ტომ მო­ახ­დი­ნა თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ჭორ­ვი­ლას გა­ნახ­ლე­ბა. ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა მი­ლი­არ­დებ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამომ­რჩე­ველ­ზე, თუმ­ცა სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს, - აღ­ნიშ­ნავს მოლი კორ­სო.

"მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ შო­უ­ლო­ბენ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბი თან­ხებს. რო­გორც ჩვენ ვი­ცით, მათი შე­საძ­ლო და­ფი­ნან­სე­ბის ერ­თა­დერ­თი ცნო­ბი­ლი წყა­რო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პი­რა­დი ქო­ნე­ბაა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ნიკა გი­ლა­უ­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩევ­ლის, ვახ­ტანგ ლეჟა­ვას კო­მენ­ტარს სუ­ვე­რე­ნულ ფონ­დებ­ზე.

თუმ­ცა, - წერს მოლი კორ­სო, - თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლი უარ­ყოფს ნე­ბის­მი­ერ კავ­შირს სამ­თავ­რო­ბო ფონ­დებ­თან და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ არა­ფერს მა­ლავს და არც არა­ფე­რია და­სა­მა­ლი. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა მთავ­რო­ბის სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ "ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს ფონდთან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო".

რო­გორც მოლი კორ­სო წერს, რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონდს, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი მას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ "ეს იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კერ­ძო ფონ­დი, რო­მე­ლიც შე­იქ­მნე­ბა "მდი­და­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის", ვინც ქარ­თულ ბიზ­ნეს­ში "პა­სი­ურ" ინ­ვეს­ტო­რე­ბად იმოქ­მე­დე­ბენ".

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის თქმით, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ასე­ვე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, რომ დიდი სკან­და­ლი აგორ­დე­ბა, თუ პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონ­დის რო­მე­ლი­მე ინ­ვეს­ტო­რი სხვა ინ­ვეს­ტო­რის სი­ტუ­ა­ცი­ით ისარ­გებ­ლებს. ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ევ­რო­პის კავ­ში­რი­სა და აშშ-ის მთავ­რო­ბის ეთი­კის კო­დექ­სი, - წერს მოლი კორ­სო, - თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი არ შე­ი­ცავს კონ­ფლიქ­ტის ინ­ტე­რე­სებ­ზე ვრცელ გან­მარ­ტე­ბებს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი ინ­ტე­რესთ კონ­ფლიქტს გან­სა­ზღვრავს "სა­ჯა­რო მო­ხე­ლი­სა და სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ინ­ტე­რე­სებს შო­რის კერ­ძო ან ქო­ნებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის" და­პი­რის­პი­რე­ბად. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ეკ­რძა­ლე­ბათ კომ­პა­ნი­ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის კონ­ტრო­ლი.

თუმ­ცა, წარ­სულ­ში ამ მო­თხოვ­ნებ­ზე ხში­რად ხუ­ჭავ­დნენ თვალს, - აღ­ნიშ­ნავს მოლი კორ­სო. ივა­ნიშ­ვი­ლის კერ­ძო ქო­ნე­ბა არას­დროს იყო მკვეთ­რად და­შო­რე­ბუ­ლი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­გან. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, მან გა­ნი­ხი­ლა თა­ვი­სი ქო­ნე­ბა ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად. თუმ­ცა, მისი ეს შე­თა­ვა­ზე­ბა დღემ­დე არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა.

რო­გორც "ევ­რა­ზი­ა­ნე­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბე­ბიც. იან­ვარ­ში, ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფუძ­ნე­ბულ­მა "ქარ­თუ ჯგუფ­მა" სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა პრე­მი­ე­რის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­პი­რე­ბა - დახ­მა­რე­ბო­და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, რო­მელ­თაც ვე­ნა­ხე­ბი და­ე­სე­ტყვათ. ამის­თვის "ქარ­თუ ჯგუფ­მა" 95 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ყო 25 800 ოჯა­ხის­თვის.

მარ­თა­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლი აღარ ფლობს "ქარ­თუ ჯგუ­ფის" აქ­ტი­ვებს, თუმ­ცა აქ­ცი­ე­ბის 8,25% ეკუთ­ვნის მის უფ­როს შვილს უტას, რო­გორც ამას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დო­კუ­მენ­ტე­ბი მოწ­მობს.

თუმ­ცა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და­ვით ნარ­მა­ნია უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბა ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტს წარ­მო­ად­გენს.

არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი, - წერს მოლი კორ­სო, - რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ვა, ისა­უბ­როს სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის კავ­შირ­ზე მთავ­რო­ბის პროგ­რა­მებ­თან, ყო­ველ ასეთ გან­სხვა­ვე­ბას ბუნ­დო­ვანს ხდის. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ოჯა­ხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ კო­ლექ­ტი­ვად, რო­მელ­საც პატ­რი­არ­ქი მი­უ­ძღვე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის ბი­ჭის წილი "ქარ­თუ ჯგუფ­ში" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სი­ნო­ნი­მად მი­იჩ­ნე­ვა. იგი­ვე ეხე­ბა მე-9 არხს, რომ­ლის მთა­ვა­რი მფლო­ბე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეა.

თუმ­ცა, აქამ­დე ივა­ნიშ­ვი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და მღელ­ვა­რე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ მი­ი­ღებ­დნენ სხვე­ბი მის ორ­მაგ როლს - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რის. "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, ვინ რამ­დე­ნის ინ­ვეს­ტი­რე­ბას ახ­დენს და რაში", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სი­ტყვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ევრაზიანეტი" - "პრემიერ-მინისტრი და მისი მილიარდები ერთმანეთს მალე არ დაშორდებიან"

"ევრაზიანეტი" - "პრემიერ-მინისტრი და მისი მილიარდები ერთმანეთს მალე არ დაშორდებიან"

გამოცემა "ევრაზიანეტი" აქვეყნებს მოლი კორსოს სტატიას საქართველოში მოქმედ მთავრობის ფონდებზე, სათაურით "ინვესტიციების ხელშეწყობისთვის პრემიერ-მინისტრი და მისი მილიარდები ერთმანეთს მალე არ დაშორდებიან".

"სად გადის ზღვარი ხელისუფლების მაღალჩინოსნის კერძო ქონებასა და მის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შორის? - პრემიერის დაპირება მისი ქონების ბიზნეს ინვესტიციებისთვის გამოყენების, სტიქიის მსხვერპლთა კომპენსირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხელშეწყობისთვის ამ განსხვავებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც მოლი კორსო აღნიშნავს, 2012 წლის ოქტომბერში, გაპრემიერების შემდეგ, ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა სამი ახალი საინვესტიციო ფონდის გეგმების შესახებ: ორმილიარდიანი სუვერენული ფონდის, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისა და ვენჩერული ფონდის. პირველი მათგანი სახელმწიფო სტრატეგიული განვითარების პროექტებს მოემსახურება, როგორებიც რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, მეორე ფონდი მიმართულია სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებისკენ, მესამე კი უზრუნველყოფს სახელმწიფო ინვესტიციებს ახალი ბიზნესისთვის.

ამავდროულად, - წერს მოლი კორსო, - ივანიშვილმა ასევე განიხილა გეგმა, გახდეს პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც ასევე ინვესტიციებს განახორციელებს ქართულ ბიზნესში. პირდაპირი ინვესტიციების ფონდი განსხვავებული იქნება სამთავრობო ფონდებისგან, თუმცა, ივანიშვილის მონდომებამ, ესაუბრა ოთხივე ფონდზე ერთად, გაზარდა მოლოდინები, რომ ის სუვერენული ფონდის ნაწილსაც დააფინანსებდა.

თუმცა, მთავრობის მხრიდან ცხადი ინფორმაციის ნაკლებობამ, დაბნეულობა გამოიწვია, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - ეკონომიკური უმოქმედობის ფონზე, სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებრივი ქართველების მცირე რაოდენობა ხედავს ინტერესთა კონფლიქტს პრემიერ-მინისტრთან, რომელიც პირად ქონებას დებს კერძო ან სამთავრობო ფონდებში, რაც დაეხმარება ქართულ ბიზნესს.

"ფორბსის" რეიტინგის მიხედვით, 5,3 მილიარდი დოლარის ქონებისა და სქელჯიბიანის რეპუტაციის მქონე პრემიერმა მარტომ მოახდინა თავისი მშობლიური ჭორვილას განახლება. ივანიშვილმა და მისმა მილიარდებმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე, თუმცა სადავო საკითხები მაინც არსებობს, - აღნიშნავს მოლი კორსო.

"მე მაინტერესებს, როგორ შოულობენ საინვესტიციო ფონდები თანხებს. როგორც ჩვენ ვიცით, მათი შესაძლო დაფინანსების ერთადერთი ცნობილი წყარო პრემიერ-მინისტრის პირადი ქონებაა", - ციტირებს სტატიის ავტორი ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ეკონომიკური მრჩევლის, ვახტანგ ლეჟავას კომენტარს სუვერენულ ფონდებზე.

თუმცა, - წერს მოლი კორსო, - თავად ივანიშვილი უარყოფს ნებისმიერ კავშირს სამთავრობო ფონდებთან და ირწმუნება, რომ არაფერს მალავს და არც არაფერია დასამალი. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება მთავრობის საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ "ბატონ ივანიშვილს ფონდთან არაფერი აქვს საერთო".

როგორც მოლი კორსო წერს, რაც შეეხება კერძო ინვესტიციების ფონდს, ბაჩიაშვილი მასთან საუბარში აღნიშნავს, რომ "ეს იქნება აბსოლუტურად კერძო ფონდი, რომელიც შეიქმნება "მდიდარი ქართველებისთვის", ვინც ქართულ ბიზნესში "პასიურ" ინვესტორებად იმოქმედებენ".

სტატიის ავტორის თქმით, ბაჩიაშვილი ასევე წინასწარმეტყველებს, რომ დიდი სკანდალი აგორდება, თუ პირდაპირი ინვესტიციების ფონდის რომელიმე ინვესტორი სხვა ინვესტორის სიტუაციით ისარგებლებს. ამის თავიდან აცილებას ემსახურება ევროპის კავშირისა და აშშ-ის მთავრობის ეთიკის კოდექსი, - წერს მოლი კორსო, - თუმცა საქართველოს კანონი არ შეიცავს კონფლიქტის ინტერესებზე ვრცელ განმარტებებს საჯარო მოხელეებისთვის. საქართველოს კანონი ინტერესთ კონფლიქტს განსაზღვრავს "საჯარო მოხელისა და საჯარო მოსამსახურეთა ინტერესებს შორის კერძო ან ქონებრივი ინტერესების" დაპირისპირებად. მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ კომპანიის საკონტროლო პაკეტის კონტროლი.

თუმცა, წარსულში ამ მოთხოვნებზე ხშირად ხუჭავდნენ თვალს, - აღნიშნავს მოლი კორსო. ივანიშვილის კერძო ქონება არასდროს იყო მკვეთრად დაშორებული მისი პოლიტიკური კარიერისგან. საპარლამენტო არჩევნებიდან ძალიან მალე, მან განიხილა თავისი ქონება ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ვარიანტად. თუმცა, მისი ეს შეთავაზება დღემდე არ ამოქმედებულა.

როგორც "ევრაზიანეტის" ჟურნალისტი წერს, საქართველოში ხორციელდება სხვა სახის დახმარებებიც. იანვარში, ივანიშვილის დაფუძნებულმა "ქართუ ჯგუფმა" სისრულეში მოიყვანა პრემიერის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება - დახმარებოდა კახეთის რეგიონში დაზარალებულებს, რომელთაც ვენახები დაესეტყვათ. ამისთვის "ქართუ ჯგუფმა" 95 მილიონი ლარი გამოყო 25 800 ოჯახისთვის.

მართალია, ივანიშვილი აღარ ფლობს "ქართუ ჯგუფის" აქტივებს, თუმცა აქციების 8,25% ეკუთვნის მის უფროს შვილს უტას, როგორც ამას საქართველოს ეროვნული ბანკის დოკუმენტები მოწმობს.

თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია უარყოფს ბრალდებას, რომ დაზარალებულთათვის დახმარება ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.

არსებობს ეჭვები, - წერს მოლი კორსო, - რომ ივანიშვილის ჩვევა, ისაუბროს საკუთარი ქონების კავშირზე მთავრობის პროგრამებთან, ყოველ ასეთ განსხვავებას ბუნდოვანს ხდის. ქვეყანაში, სადაც ოჯახებს განიხილავენ კოლექტივად, რომელსაც პატრიარქი მიუძღვება, ივანიშვილის ბიჭის წილი "ქართუ ჯგუფში" პრემიერ-მინისტრის სინონიმად მიიჩნევა. იგივე ეხება მე-9 არხს, რომლის მთავარი მფლობელი ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა.

თუმცა, აქამდე ივანიშვილი გადაჭარბებულად მიიჩნევდა მღელვარებას იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღებდნენ სხვები მის ორმაგ როლს - პრემიერ-მინისტრისა და კერძო ინვესტორის. "მნიშვნელოვანი არ არის, ვინ რამდენის ინვესტირებას ახდენს და რაში", - ციტირებს ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა