პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალთა ბედნიერება სიღატაკის ფონზე
ქალთა ბედნიერება სიღატაკის ფონზე

ამას წი­ნათ ერ­თმა და­მი­ჩე­მა, - რო­გორც იქნა, სა­ნატ­რე­ლი სუ­ნა­მო ვი­ყი­დე, ახლა მას­ხია და მოგ­წონს თუ არაო. მე კი, სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლით გაბ­რუ­ე­ბულ­მა - ჯერ ის მი­თხა­რი, რა მი­ე­ცი და გე­ტყვი, რო­გო­რია-მეთ­ქი, - უტაქ­ტოდ მი­ვა­ხა­ლე და მა­შინ­ვე თა­ვის მარ­თლე­ბას მოვ­ყე­ვი, - ძვირ­ფა­სი სუ­ნა­მოს გა­მოც­ნო­ბა ფა­სი­თაც შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კარ­გი სუ­ნა­მო ძვი­რი ღირს და სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა მსხვერ­პლი გა­ი­ღო ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა, ანუ ოჯახ­ში ვის რამ­დე­ნი მო­აკ­ლო, რომ ოც­ნე­ბა აეხ­დი­ნა... ის ამ ქვე­ტექსტს სწრა­ფად მიხ­ვდა და მორ­ცხვად ამო­ღერ­ღა, - 180 ლა­რიო და დას­ძი­ნა, - კარ­გი რა, წადი "ლუ­ტე­ცი­ა­ში", მხო­ლოდ სა­ხის სა­ცხი დევს 2.300 ლა­რა­დო!

თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და - და­ვი­ჯე­რო, ეგ სა­ცხი პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას აკე­თებს? მგო­ნი, კა­ნის და­ჭიმ­ვა უფრო იაფი ჯდე­ბა და თუ ის სა­ცხი მარ­თლაც მაგ­დე­ნი ღირს, მა­შინ ელო­დონ, რო­დის გა­ე­ყი­დე­ბათ, კი­დევ დიდ­ხანს ექ­ნე­ბათ თა­რო­ზე-მეთ­ქი, - მი­ვა­ყა­რე გა­წიწ­მა­ტე­ბულ­მა. შემ­დეგ მე­გობ­რის სუ­ნა­მო კი­დევ ერთხელ სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვიყ­ნო­სე (აბა, სიმ­წრით ნა­ყი­დის დას­ხმას რო­გორ გავ­ბე­დავ­დი?!) და იქა­უ­რო­ბას გა­ვე­ცა­ლე. მერე კი, ერთი გუ­რუ­ლი ყა­ჩა­ღი­სა არ იყოს - "ყა­ნას ვთოხ­ნი­დი, შე­მო­მიჩ­ნდა რა­ცხა, და­ვაგ­დე თოხი და გე­ვი­ქე­ცი სა­ცხაო", - მივ­ხვდი, მეც "რა­ცხა" შე­მომ­ჩე­ნო­და და "სა­ცხა", ანუ "ლუ­ტე­ცი­ას­კენ" გა­ვი­ქე­ცი. სუ­ნა­მოს სა­ყიდ­ლად კი არა, - ამას ისე­დაც მიხ­ვდე­ბით, იმ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ცხის სა­ნა­ხა­ვად. მი­ვე­დი და თა­რო­ებ­ზე და­ვუ­წყე ძებ­ნა... 2.300-ლა­რი­ა­ნი სა­ცხი უკვე გა­ყი­დუ­ლი­ყო. ყელი გა­მიშ­რა და ცივ­მა ოფ­ლმაც და­მას­ხა - ჩემი მტკი­ცე არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ ჩვენს ბედკ­რულ ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­რა­კო ფა­სად ღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ არ­სე­ბობ­და, "ლუ­ტე­ცი­ას" მეტ­ლა­ხის ია­ტაკ­ზე და­მემსხვრა...

რაღა თქმა უნდა, 2.300-ლა­რი­ა­ნი სა­ცხის ამ­ბა­ვი მა­ინც დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მო­ვი­კი­თხე. რი­თაც, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მე­ნე­ჯე­რი და­ვაბ­ნიე, - მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ცია ჩვენ ძალ­ზე ბევ­რი გვაქვს და სწრა­ფა­დაც იყი­დე­ბა, თქვენ რო­მე­ლი ბრენ­დი­სა გსურ­თო და ამ კოს­მე­ტი­კის მყიდ­ვე­ლი "ბუმ­ბუ­ლი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის" ფონ­ზე ისე ამათ­ვა­ლი­ერ-ჩა­მათ­ვა­ლი­ე­რეს, ფილ­მი "ლა­მაზ­მა­ნი" გა­მახ­სენ­და, ჯუ­ლია რო­ბერტსის გმი­რი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დის მა­ღა­ზი­ა­ში რომ შევა და გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ცხვირს აუბ­ზუ­ე­ბენ, - სა­შე­ნო აქ არა­ფე­რი იყი­დე­ბაო... ალ­ბათ ამა­თაც იგი­ვე გა­ი­ფიქ­რეს, მაგ­რამ რად­გან მა­ღა­ზი­ის წე­სე­ბი მო­ი­თხოვს, ფუ­ლი­ან­საც და უფუ­ლო­საც თა­ნაბ­რად გა­უ­წიო კონ­სულ­ტა­ცია, მომ­სა­ხუ­რე­ბა არც მე და­მა­მად­ლეს და და­ახ­ლო­ე­ბით ამ ფა­სად ღი­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი ნა­წარ­მი უხა­ლი­სოდ შე­მომ­თა­ვა­ზეს, თან და­ა­ყო­ლეს, - თქვენ­თვის გნე­ბავთ, თუ მა­მა­კა­ცის­თვი­სო?

ალ­ბათ, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აჯო­ბებ­და, იქა­უ­რო­ბას გავ­ცლო­დი, მაგ­რამ იხ­ტი­ბა­რი მა­ინც არ გა­ვი­ტე­ხე და ყელ­მო­ღე­რე­ბულ­მა, თით­ქოს ჯი­ბე­ში მი­ლი­ო­ნე­ბი მე­წყო, მი­ვუ­გე - მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვა რომ გა­დავ­წყვი­ტო, თქვენ რო­მელს მირ­ჩევთ-მეთ­ქი? ცოტა დაბ­ნე­უ­ლებ­მა კი შე­მომ­ხე­დეს, მერე - თქვენ რა გნე­ბავთ, თო­რემ ჩვენ ფრან­გუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის დიდი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს, ზოგი (ბრენ­დს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ) 4.000 ლა­რა­დაც გავ­ყი­დე­თო!

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე კი­თხვა­ზე: ვინ ყი­დუ­ლობს ასეთ მა­ღალ­ფა­სი­ან პრო­დუქ­ცი­ას, რად­გან მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია... მეც მეტი სა­კი­თხა­ვი აღა­რა­ფე­რი მქონ­და, ერთი კი ვუ­თხა­რი, ამ­ჯე­რად ყიდ­ვის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ-მეთ­ქი და იქა­უ­რო­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყე... რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სუ­ნა­მო­ე­ბის დის­ტრი­ბუ­ცია არ მო­ი­კოჭ­ლებს. მარ­თა­ლია, ზოგს ეეჭ­ვე­ბა მათი ორი­გი­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ, ცხა­დია, მა­ღა­ზი­ებ­ში ამას უარ­ყო­ფენ. რაც მთა­ვა­რია, არც მომ­ხმა­რე­ბე­ლი აკ­ლი­ათ. ამ უკა­ნას­კნელთ კი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა­ში უკვე კარ­გად და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

...ასე გავ­ხდი მოწ­მე იმ ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ სუ­ნა­მოს მფლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იღე­ბენ. მო­ვა­ბი­ჯებ­დი ქუ­ჩა­ში და მომ­ყვე­ბო­და ქალ­თა სამ­ყა­როს სუნი... რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ბევ­რად ჭარ­ბო­ბენ სუ­ნა­მოს შე­ძე­ნის მსურ­ველ მა­მა­კა­ცებს. სა­მა­გი­ე­როდ, მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ყი­დუ­ლო­ბენ მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სუ­ნა­მო­საც კი. ამას ალ­ბათ, ორი მი­ზე­ზი აქვს: ამ მა­ღა­ზი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შეს­ვლა ეზა­რე­ბათ, ანდა რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტო­ნის ერ­თად გა­ხა­რე­ბა მოს­წონთ.

ისე, ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობ­სო და მეც ძა­ლი­ან მინ­და, რამ­დე­ნი­მე სუ­ნა­მო მქონ­დეს - გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ტკბი­ლი, გრი­ლი თუ ცივი სურ­ნე­ლი­სა. ვიცი, ეს ცუდი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ არ ვიცი, რამ­დე­ნად გაქვს ამის უფ­ლე­ბა, როცა ირ­გვლივ სა­ში­ნე­ლი სი­ღა­ტა­კე სუ­ფევს...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქალთა ბედნიერება სიღატაკის ფონზე

ქალთა ბედნიერება სიღატაკის ფონზე

ამას წინათ ერთმა დამიჩემა, - როგორც იქნა, სანატრელი სუნამო ვიყიდე, ახლა მასხია და მოგწონს თუ არაო. მე კი, საოცარი სურნელით გაბრუებულმა - ჯერ ის მითხარი, რა მიეცი და გეტყვი, როგორია-მეთქი, - უტაქტოდ მივახალე და მაშინვე თავის მართლებას მოვყევი, - ძვირფასი სუნამოს გამოცნობა ფასითაც შეიძლება-მეთქი...

მოგეხსენებათ, კარგი სუნამო ძვირი ღირს და სინამდვილეში ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, რა მსხვერპლი გაიღო ჩემმა ახლობელმა, ანუ ოჯახში ვის რამდენი მოაკლო, რომ ოცნება აეხდინა... ის ამ ქვეტექსტს სწრაფად მიხვდა და მორცხვად ამოღერღა, - 180 ლარიო და დასძინა, - კარგი რა, წადი "ლუტეციაში", მხოლოდ სახის საცხი დევს 2.300 ლარადო!

თვალები გამიფართოვდა - დავიჯერო, ეგ საცხი პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს? მგონი, კანის დაჭიმვა უფრო იაფი ჯდება და თუ ის საცხი მართლაც მაგდენი ღირს, მაშინ ელოდონ, როდის გაეყიდებათ, კიდევ დიდხანს ექნებათ თაროზე-მეთქი, - მივაყარე გაწიწმატებულმა. შემდეგ მეგობრის სუნამო კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევიყნოსე (აბა, სიმწრით ნაყიდის დასხმას როგორ გავბედავდი?!) და იქაურობას გავეცალე. მერე კი, ერთი გურული ყაჩაღისა არ იყოს - "ყანას ვთოხნიდი, შემომიჩნდა რაცხა, დავაგდე თოხი და გევიქეცი საცხაო", - მივხვდი, მეც "რაცხა" შემომჩენოდა და "საცხა", ანუ "ლუტეციასკენ" გავიქეცი. სუნამოს საყიდლად კი არა, - ამას ისედაც მიხვდებით, იმ ძვირად ღირებული საცხის სანახავად. მივედი და თაროებზე დავუწყე ძებნა... 2.300-ლარიანი საცხი უკვე გაყიდულიყო. ყელი გამიშრა და ცივმა ოფლმაც დამასხა - ჩემი მტკიცე არგუმენტები, რომ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში საარაკო ფასად ღირებული პროდუქციის მომხმარებელი არ არსებობდა, "ლუტეციას" მეტლახის იატაკზე დამემსხვრა...

რაღა თქმა უნდა, 2.300-ლარიანი საცხის ამბავი მაინც დაწვრილებით გამოვიკითხე. რითაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მენეჯერი დავაბნიე, - მაღალფასიანი პროდუქცია ჩვენ ძალზე ბევრი გვაქვს და სწრაფადაც იყიდება, თქვენ რომელი ბრენდისა გსურთო და ამ კოსმეტიკის მყიდველი "ბუმბულიანი ქალბატონების" ფონზე ისე ამათვალიერ-ჩამათვალიერეს, ფილმი "ლამაზმანი" გამახსენდა, ჯულია რობერტსის გმირი ძვირად ღირებული ბრენდის მაღაზიაში რომ შევა და გამყიდველები ცხვირს აუბზუებენ, - საშენო აქ არაფერი იყიდებაო... ალბათ ამათაც იგივე გაიფიქრეს, მაგრამ რადგან მაღაზიის წესები მოითხოვს, ფულიანსაც და უფულოსაც თანაბრად გაუწიო კონსულტაცია, მომსახურება არც მე დამამადლეს და დაახლოებით ამ ფასად ღირებული რამდენიმე პარფიუმერიული ნაწარმი უხალისოდ შემომთავაზეს, თან დააყოლეს, - თქვენთვის გნებავთ, თუ მამაკაცისთვისო?

ალბათ, ასეთ სიტუაციაში აჯობებდა, იქაურობას გავცლოდი, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე და ყელმოღერებულმა, თითქოს ჯიბეში მილიონები მეწყო, მივუგე - მაღალფასიანი პროდუქციის ყიდვა რომ გადავწყვიტო, თქვენ რომელს მირჩევთ-მეთქი? ცოტა დაბნეულებმა კი შემომხედეს, მერე - თქვენ რა გნებავთ, თორემ ჩვენ ფრანგული პროდუქციის დიდი არჩევანი გვაქვს, ზოგი (ბრენდს შეგნებულად არ ვასახელებ) 4.000 ლარადაც გავყიდეთო!

როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხი ვერ მივიღე კითხვაზე: ვინ ყიდულობს ასეთ მაღალფასიან პროდუქციას, რადგან მსგავსი ინფორმაცია კონფიდენციალურია... მეც მეტი საკითხავი აღარაფერი მქონდა, ერთი კი ვუთხარი, ამჯერად ყიდვისგან თავს შევიკავებ-მეთქი და იქაურობის თვალიერება დავიწყე... როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ძვირად ღირებული სუნამოების დისტრიბუცია არ მოიკოჭლებს. მართალია, ზოგს ეეჭვება მათი ორიგინალობა, მაგრამ, ცხადია, მაღაზიებში ამას უარყოფენ. რაც მთავარია, არც მომხმარებელი აკლიათ. ამ უკანასკნელთ კი თავაზიანობაში უკვე კარგად დახელოვნებული მენეჯერები ემსახურებიან.

...ასე გავხდი მოწმე იმ ბედნიერებისა, რომელსაც რამდენიმე ასეული ლარის გადახდის შემდეგ სუნამოს მფლობელი ქალბატონები იღებენ. მოვაბიჯებდი ქუჩაში და მომყვებოდა ქალთა სამყაროს სუნი... როგორც მოსალოდნელი იყო, ქალბატონები ბევრად ჭარბობენ სუნამოს შეძენის მსურველ მამაკაცებს. სამაგიეროდ, მამაკაცები ხშირად ყიდულობენ მანდილოსნებისთვის ერთდროულად რამდენიმე სუნამოსაც კი. ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს: ამ მაღაზიაში რამდენჯერმე შესვლა ეზარებათ, ანდა რამდენიმე ქალბატონის ერთად გახარება მოსწონთ.

ისე, ცოდვა გამხელილი სჯობსო და მეც ძალიან მინდა, რამდენიმე სუნამო მქონდეს - გარემოების შესაბამისად, ტკბილი, გრილი თუ ცივი სურნელისა. ვიცი, ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გაქვს ამის უფლება, როცა ირგვლივ საშინელი სიღატაკე სუფევს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები და ვიმსჯელოთ, რა არის დაუშვებელი" - მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?