პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ტელევიზიებთან მიმართებაში ყველანაირი ხელოვნური ფათური საშიშია
მიხეილ სააკაშვილი - ტელევიზიებთან მიმართებაში ყველანაირი ხელოვნური ფათური საშიშია

"ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ფა­თუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ში­შია", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რომ და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტსაც და­ა­დოს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ჩვენ ორი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი გვაქვს - სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს მა­ს­მე­დი­ის სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს გა­იხ­სნა ყვე­ლა­ზე მეტი ტე­ლე­ვი­ზია, გა­ზე­თი და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ფა­თუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ში­შია.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მთავ­რო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებს უნდა მო­შორ­დეს, რომ თვი­თონ გან­ვი­თარ­დნენ:

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი კარ­გად მუ­შა­ობს, სხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს და მთავ­რო­ბა რაც ნაკ­ლე­ბად ჩა­ე­რე­ვა და თუ სა­ერ­თოდ არ ჩა­ე­რე­ვა, სა­ერ­თოდ თუ ახ­ლოს არ გა­ე­კა­რე­ბა, კარ­გია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ თე­მებ­თან უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უდ­გე­ბა სა­კი­თხი ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე მი­ვი­ღებთ თუ არა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. თუ ამ მა­ტა­რე­ბელ­მაც გაგ­ვას­წრო, შემ­დეგ მა­ტა­რე­ბელ­ზე ლო­დი­ნი მოგ­ვი­წევს ძა­ლი­ან დიდ­ხანს და შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად, დრა­მა­ტუ­ლად იყოს ეს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის თუ დრო­ზე არ შევ­თან­ხმდით რა­ღა­ცე­ებ­ზე. ჩვენ არ გვინ­და კონფრონ­ტა­ცი­უ­ლად მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ, ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ერთ კა­ნონ­ზეც, მე­ო­რე­ზეც, მე­სა­მე­ზეც. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არ არის, რომ ურე­მი გა­დატ­რი­ალ­დეს და ვთქვათ, ხომ ვი­ძა­ხო­დით, რომ ეს ასე მოხ­და. მო­დით, არ გა­და­ვატ­რი­ა­ლოთ ურე­მი", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონპ­რო­ექტსაც და­ა­დოს. რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტი იგი­ვე სა­ხით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მა­შინ პრე­ზი­დენ­ტი კა­ნონპ­რო­ექტს ვე­ტოს და­ა­დებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - ტელევიზიებთან მიმართებაში ყველანაირი ხელოვნური ფათური საშიშია

მიხეილ სააკაშვილი - ტელევიზიებთან მიმართებაში ყველანაირი ხელოვნური ფათური საშიშია

"ყველანაირი ხელოვნური ფათური ტელევიზიებთან მიმართებაში საშიშია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს,  პრეზიდენტმა ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც დაადოს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "ჩვენ ორი მთავარი პოლიტიკური საკითხი გვაქვს - საქართველოში უნდა შენარჩუნდეს მასმედიის სრული დამოუკიდებლობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს გაიხსნა ყველაზე მეტი ტელევიზია, გაზეთი და ყველანაირი ხელოვნური ფათური ტელევიზიებთან მიმართებაში საშიშია.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები და მთავრობა ტელევიზიებს უნდა მოშორდეს, რომ თვითონ განვითარდნენ:

"საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგად მუშაობს, სხვა დამოუკიდებელი ტელევიზიებიც საქართველოში არსებობს და მთავრობა რაც ნაკლებად ჩაერევა და თუ საერთოდ არ ჩაერევა, საერთოდ თუ ახლოს არ გაეკარება, კარგია. აქედან გამომდინარე, ასეთ თემებთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ საქართველოს უდგება საკითხი ვილნიუსის სამიტზე მივიღებთ თუ არა ასოცირების ხელშეკრულებას. თუ ამ მატარებელმაც გაგვასწრო, შემდეგ მატარებელზე ლოდინი მოგვიწევს ძალიან დიდხანს და შეიძლება ძალიან ტრაგიკულად, დრამატულად იყოს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნისთვის თუ დროზე არ შევთანხმდით რაღაცეებზე. ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციულად მუშაობა. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ მოლაპარაკება ერთ კანონზეც, მეორეზეც, მესამეზეც. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ურემი გადატრიალდეს და ვთქვათ, ხომ ვიძახოდით, რომ ეს ასე მოხდა. მოდით, არ გადავატრიალოთ ურემი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონპროექტსაც დაადოს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ კანონპროექტი იგივე სახით იქნება მიღებული, მაშინ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა