პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუგაჩოვამ გალკინს ღამის კლუბი აჩუქა
პუგაჩოვამ გალკინს ღამის კლუბი აჩუქა

ყო­ველ­წლი­უ­რად, უკვე 45-ე წე­ლია, რუ­სული ესტრა­დის პრი­მა­დო­ნა გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას აღ­ნიშ­ნავს. გა­სულ წლებ­ში, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ალა პუ­გა­ჩო­ვა მოს­კო­ვის ცენ­ტრში სე­ირ­ნობ­და და ყვე­ლა გამ­ვლელს ყვი­თელ ტი­ტას ჩუქ­ნი­და.

მაგ­რამ წელს ტრა­დი­ცია შეც­ვა­ლა - სე­ირ­ნო­ბას შინ ჯდო­მა ამ­ჯო­ბი­ნა, ახლო მე­გობ­რებ­სა და ახალ­გაზ­რდა ქმარ მაქ­სიმ გალ­კინ­თან. სა­ო­ჯა­ხო წვე­უ­ლე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბულ­თა შო­რის იყ­ვნენ ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, ბუ­ი­ნო­ვე­ბი, ან­დრეი მა­ლა­ხო­ვი და სხვე­ბი.

ალა სტუმ­რებ­თან ვარ­დის­ფე­რი, ტან­ზე მომ­დგა­რი კა­ბით წარ­დგა, ზურ­მუხ­ტი­სა და ბრი­ლი­ან­ტის ყელ­სა­ბა­მით შემ­კუ­ლი. რო­გორც კი სტუმ­რე­ბი სუფ­რას მი­უს­ხდნენ, ალამ სამ­ჯერ წარ­მოთ­ქვა უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ფრა­ზა: "გა­ზა­ფხულს მოს­ვლის ნე­ბას ვრთავ!"

ოჯა­ხურ წვე­უ­ლე­ბა­ზე ალას ყო­ფილ­მა ქმარ­მა ფი­ლიპ კირ­კო­როვ­მა მას­თან ცხოვ­რე­ბის ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო ეპი­ზო­დიც გა­იხ­სე­ნა: "ერთხელ გა­დავ­წყვი­ტე, ალას­თვის სი­ურპრი­ზი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სა­ნამ ეძი­ნა, უა­ხლო­ეს ბა­ზარ­ში წა­ვე­დი, ათი ათა­სი ყვი­თე­ლი ვარ­დი ვი­ყი­დე და ჩვე­ნი მო­ახ­ლის დახ­მა­რე­ბით მისი სა­წო­ლი აყ­ვა­ვე­ბულ თა­ი­გუ­ლად ვა­ქციე. დავ­ტკბი ამ სუ­რა­თით და ფრთხი­ლად დავ­კე­ტე კარი. მაგ­რამ ნა­ბი­ჯიც არ მქონ­და გა­დად­გმუ­ლი, სა­ში­ნე­ლი ყვი­რი­ლი შე­მო­მეს­მა. თურ­მე, ალას და­ე­სიზ­მრა, რომ მოკ­ვდა. შე­ში­ნე­ბულს თვა­ლი რომ გა­უ­ხე­ლია, შვე­ბით სურ­და ამო­ე­სუნ­თქა, რომ გარ­შე­მო ყვი­თე­ლი ვარ­დე­ბის გო­რე­ბი დახ­ვდა".

ალამ სტუმ­რებს ერთი კარ­გი ამ­ბა­ვიც ამ­ცნო - მაქ­სიმ გალ­კინს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ღა­მის კლუ­ბი აჩუ­ქა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მათი უშ­ვე­ლე­ბე­ლი სახ­ლის სარ­დაფ­ში გან­თავ­სდე­ბა. პუ­გა­ჩო­ვამ კლუ­ბის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი სას­ტი­კად გა­ა­სა­ი­დუმ­ლოა, მათ შო­რის გალ­კინ­მაც კი არ იცო­და. მერე კი ასე­თი არც ისე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი სა­ჯა­როდ მი­არ­თვა.

წვე­უ­ლე­ბა­ზე ისიც გაი­რკვა, რომ ალას უფ­როს შვი­ლიშ­ვილს, ნი­კი­ტა პრეს­ნი­ა­კოვს, ცნო­ბილ­მა ბე­ბი­ამ დაც­ვა აუყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც მას გა­მუდ­მე­ბით დაჰ­ყვე­ბა. ეს კი მას მერე მოხ­და, რაც ნი­კი­ტას, რო­მე­ლიც უბ­რა­ლო ბიჭი ყო­ფი­ლა და ყველ­გან მეტ­რო­თი და­დი­ო­და, მი­წის­ქვე­შა ტრან­სპორ­ტში მა­წან­წა­ლე­ბის ბრბო და­ეს­ხა თავს. არა­ფე­რი წა­ურ­თმე­ვი­ათ და არც და­უ­ზი­ა­ნე­ბი­ათ, თუმ­ცა გვა­რი­ა­ნად შე­ა­ში­ნეს.

Экспресс газета

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პუგაჩოვამ გალკინს ღამის კლუბი აჩუქა

პუგაჩოვამ გალკინს ღამის კლუბი აჩუქა

ყოველწლიურად, უკვე 45-ე წელია, რუ­სული ესტრადის პრიმადონა გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს. გასულ წლებში, ჩვეულებისამებრ, ალა პუგაჩოვა მოსკოვის ცენტრში სეირნობდა და ყველა გამვლელს ყვითელ ტიტას ჩუქნიდა.

მაგრამ წელს ტრადიცია შეცვალა - სეირნობას შინ ჯდომა ამჯობინა, ახლო მეგობრებსა და ახალგაზრდა ქმარ მაქსიმ გალკინთან. საოჯახო წვეულებაზე დაპატიჟებულთა შორის იყვნენ ფილიპ კირკოროვი, ბუინოვები, ანდრეი მალახოვი და სხვები.

ალა სტუმრებთან ვარდისფერი, ტანზე მომდგარი კაბით წარდგა, ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამით შემკული. როგორც კი სტუმრები სუფრას მიუსხდნენ, ალამ სამჯერ წარმოთქვა უკვე ტრადიციად ქცეული ფრაზა: "გაზაფხულს მოსვლის ნებას ვრთავ!"

ოჯახურ წვეულებაზე ალას ყოფილმა ქმარმა ფი­ლიპ კირკოროვმა მასთან ცხოვრების ერთი სასიამოვნო ეპიზოდიც გაიხსენა: "ერთხელ გადავწყვიტე, ალასთვის სიურპრიზი გა­მეკეთებინა. სანამ ეძინა, უა­ხლოეს ბაზარში წავედი, ათი ათასი ყვითელი ვარდი ვიყიდე და ჩვენი მოახლის დახმარებით მისი საწოლი აყვავებულ თაიგულად ვა­ქციე. დავტკბი ამ სურათით და ფრთხილად დავკეტე კარი. მაგრამ ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, საშინელი ყვირილი შემომესმა. თურმე, ალას დაესიზმრა, რომ მოკვდა. შეშინებულს თვალი რომ გაუხელია, შვებით სურდა ამოესუნთქა, რომ გარშემო ყვითელი ვარდების გორები დახვდა".

ალამ სტუმრებს ერთი კარგი ამბავიც ამცნო - მაქსიმ გალკინს, არც მეტი, არც ნაკლები, ღამის კლუბი აჩუქა, რომელიც პირდაპირ მათი უშველებელი სახლის სარდაფში განთავსდება. პუგაჩოვამ კლუბის მზადების პროცესი სასტიკად გაასაიდუმლოა, მათ შორის გალკინმაც კი არ იცოდა. მერე კი ასეთი არც ისე მოკრძალებული საჩუქარი საჯაროდ მიართვა.

წვეულებაზე ისიც გაი­რკვა, რომ ალას უფროს შვილიშვილს, ნიკიტა პრესნიაკოვს, ცნობილმა ბებიამ დაცვა აუყვანა, რომელიც მას გამუდმებით დაჰყვება. ეს კი მას მერე მოხდა, რაც ნიკიტას, რომელიც უბრალო ბიჭი ყოფილა და ყველგან მეტროთი დადიოდა, მიწისქვეშა ტრანსპორტში მაწანწალების ბრბო დაესხა თავს. არაფერი წაურთმევიათ და არც დაუზიანებიათ, თუმცა გვარიანად შეაშინეს.

Экспресс газета

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება