პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაურა ჯუღელია რუსული ბომონდის გამორჩეული წევრი და სასურველი საპატარძლო
ლაურა ჯუღელია რუსული ბომონდის გამორჩეული წევრი და სასურველი საპატარძლო

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თვე­ლებს შო­რის ლა­უ­რა ჯუ­ღე­ლი­აც ხში­რად მო­იხ­სე­ნე­ბა. ის ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის, "ვო­გის" რუ­სულ რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობს, ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კის რე­დაქ­ტო­რია. ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი­თა და გე­მოვ­ნე­ბით და რუ­სუ­ლი ბო­მონ­დის აქ­ტი­უ­რი წევ­რიც არის.

ლა­უ­რას მე­გობ­რებს შო­რის ცნო­ბი­ლი რუ­სე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან. მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი იგორ კრუ­ტო­ის ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­თხოვ­და და მისი და­ო­ჯა­ხე­ბის ამ­ბა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სწო­რედ ლა­უ­რას­გან გა­ი­გეს.

ლა­უ­რას საქ­მეც ავა­ლებს, მუ­დამ ელი­ტა­ში ტრი­ა­ლებ­დეს და არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გა­მორ­ჩეს - მას ხომ ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კა მიჰ­ყავს ჟურ­ნალ­ში. არც თა­მა­მი სა­მო­სის წარ­მო­ჩე­ნას ერი­დე­ბა, ახალ-ახალ სტილს ირ­გებს და რუ­სუ­ლი ბო­მონ­დის თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე მისი გა­მო­ჩე­ნა არას­დროს რჩე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. მას ხში­რად რუს სარა-ჯე­სი­კა პარ­კერ­საც უწო­დე­ბენ სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ამ­გვა­რი შეგ­რძნე­ბის გამო.

27 წლის ლა­უ­რას უკეთ გა­საც­ნო­ბად ამ­ჯე­რად მის ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ:

"პოპ გოგო ვარ!"

- ვინ არის ლა­უ­რა ჯუ­ღე­ლია?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მიყ­ვარს ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რად­გან ამ დროს ყო­ველ­თვის იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ ვუ­პა­სუ­ხო. ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, ვარ უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი, ვი­ღა­ცის შვი­ლი, ვი­ღა­ცის მე­გო­ბა­რი, ვი­ღა­ცის გოგო. არ მინ­და, ელი­ტურ ცხოვ­რე­ბას­თან ან რა­ღაც ამ­გვარ­თან ვიყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი, მინ­და ვიყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ყვე­ლა.

- ლა­უ­რა, ხში­რად წერ მუ­სი­კა­ლურ შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზეც. თა­ვად რო­გო­რი მუ­სი­კა გიყ­ვარს?

- სა­ერ­თოდ, მე ნამ­დვი­ლი პო­პა­და­მი­ა­ნი ვარ და ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პ­ჰი­ტი შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ჩემს ფა­ვო­რი­ტად. მა­გა­ლი­თად, მა­დო­ნას ბოლო სიმ­ღე­რა­ზე ვგიჟ­დე­ბი, მას გა­მუდ­მე­ბით ვუს­მენ. ჩემი მე­გობ­რის, ლი­ო­შა ბო­კო­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ახა­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი ივან დორ­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ახლა მის ფანკლუბ­შიც ვარ. ის ძა­ლი­ან მა­გა­რია! ჩემ­თვის ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა უსაყ­ვარ­ლეს მუ­სი­კო­სად მა­იკლ ჯეკ­სო­ნი და "ბექსთრით ბო­ი­სი". ხომ გე­უბ­ნე­ბით, პო­პგო­გო ვარ.

- ბავ­შვო­ბა­ში ვინ გინ­დო­და, გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი და რო­გორ მოხ­ვე­დი დღე­ვან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბამ­დე?

- ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ან ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა­ზე. ახლა კი ჟურ­ნალ "ვოგ­ში" ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კის რე­დაქ­ტო­რად ვმუ­შა­ობ. ეს კი მარ­თლაც "არა­რე­ა­ლუ­რის" სე­რი­ი­დან არის, ის, რაზე ოც­ნე­ბაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ყო­ველ­თვის მჯე­რო­და და დღე­საც მჯე­რა, რომ თუ რა­ღა­ცა­ზე ოც­ნე­ბობ, ეს რე­ა­ლუ­რია და ჩვენ რომ ვი­ცო­დეთ, მარ­თლაც სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დე­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლია ჩვენ­ში, არ და­ვი­ჯე­რებ­დით. არას­დროს არის გვი­ან, ირ­წმუ­ნო სა­კუ­თა­რი თა­ვის! ისე კი, ჩემი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა იყო, MTV-ზე მე­მუ­შა­ვა და ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს­თან ერ­თად მე­თა­მა­შა ფილმში (იცი­ნის).

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში რო­გორ მოხ­ვდი და მით უმე­ტეს, "ვოგ­ში"?

- მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ეს ძი­რი­თა­დად მშობ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. მშობ­ლე­ბი ხომ ყო­ველ­თვის ფიქ­რო­ბენ, რომ უკეთ იცი­ან, რა გვინ­და და ვინ გვსურს, გავ­ხდეთ. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცა­ში მარ­თლე­ბი არი­ან, რად­გან როცა 16-17 წლის ხარ, გი­ჭირს იმის გა­გე­ბა, მო­მა­ვალ­ში რაში იქ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რაში გა­მო­ავ­ლენ უკეთ თავს. თუმ­ცა მა­ინც, ადა­მი­ან­მა ბავ­შვო­ბი­დან იცის, რისი უნა­რი აქვს. მე ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უნა­რი მქონ­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და ამი­ტო­მაც უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბი მყავს. მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა და გა­გე­ბა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­კი­თხე­ბი­ან - "რო­გორ არის საქ­მე­ე­ბი?" და პა­სუხს არ ელო­დე­ბი­ან, მე კი მარ­თლა ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბი, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ არის ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი.

როცა უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ­დი, ვი­ცო­დი, რომ სა­ელ­ჩო­ში ან სა­მი­ნის­ტრო­ში არ წა­ვი­დო­დი სა­მუ­შა­ოდ. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვე­ძებ­დი სამ­სა­ხურს, MTV-ზეც ვი­ყა­ვი, ვცდი­ლობ­დი იქ დამ­კვიდ­რე­ბას, მაგ­რამ რა­ღაც კას­ტინ­გი რომ გა­ვი­ა­რე, მივ­ხვდი, კა­მე­რის წინ დგო­მა და ლა­პა­რა­კი არც ისე იო­ლია.

ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და და პირ­ველ არხზე მი­მიწ­ვია სა­მუ­შა­ოდ, გა­და­ცე­მა­ში "დიდი გამ­ყინ­ვა­რე­ბა". პირ­ველ თვე­ებ­ში კა­სე­ტებს და­ვა­ტა­რებ­დი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვამ­ზა­დებ­დი. ორ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის მერე მივ­ხვდი, რომ წინსვლა მინ­დო­და. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გე, რომ "ტატ­ლერ­ში" ეძებ­დნენ ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის რე­დაქ­ტორს. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­ვე­დი და მე­ო­რე დღეს­ვე და­მი­ბა­რეს სა­მუ­შა­ოდ. "ტატ­ლერ­ში" ერთი წელი ვი­მუ­შა­ვე, მერე "ვოგ­ში" გა­დას­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ეს კი ნე­ბის­მი­ე­რი გო­გო­ნას ოც­ნე­ბაა ალ­ბათ და უარი არ მით­ქვამს.

"გჯე­რო­დეთ სიყ­ვა­რუ­ლის!"

- სად იცხოვ­რებ­დი?

- ბედ­ნი­ე­რი ვარ იქ, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობ, ანუ მოს­კოვ­ში. მაგ­რამ ოდეს­მე გა­და­ვი­დო­დი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ის ჩემი მე­ო­რე სახ­ლია, იქ მყუდ­როდ და კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, იქ ყვე­ლა "ახ­ლო­ბე­ლია".

- რა არის შენი ძი­რი­თა­დი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი?

- არას­დროს დავ­ნებ­დე, მჯე­რო­დეს იმის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცია ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც უკე­თე­სის სა­წინ­და­რია და თუ შე­მოქ­მე­დი არ გაძ­ლევს იმას, რაც გინ­და, ეს იმი­ტომ კი არა, რომ არ იმ­სა­ხუ­რებ, არა­მედ იმი­ტომ, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტს იმ­სა­ხუ­რებ.

- უქ­მე­ებს რო­გორ ატა­რებ?

- მთე­ლი კვი­რა სა­მუ­შა­ო­ზე ვარ და ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, ამი­ტომ ვცდი­ლობ, უქ­მე­ე­ბი აგა­რაკ­ზე მშობ­ლებ­თან, დას­თან, მის ქმარ­თან და შვი­ლებ­თან გა­ვა­ტა­რო.

- თქვენ­თვის ვინ არის სტი­ლის დე­დო­ფა­ლი?

- დე­და­ჩე­მი.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცნო­ბი­ლი ხარ, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბი, შენ­ზე თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, პი­რად ცხოვ­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ლავ...

- ესეც ერთ-ერთი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პია, რომ სა­მუ­შაო და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ აი­რი­ოს ერ­თმა­ნეთ­ში. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოჯა­ხის და ასე­ვე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­სა­ცა­ვად.

- შენს მკი­თხველ ქა­ლებს რას ურ­ჩევ­დი?

- და­ა­ფა­სეთ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და არ და­გა­ვი­წყდეთ მათ­თვის ამის თქმა. გჯე­რო­დეთ სიყ­ვა­რუ­ლის! ის არ­სე­ბობს!

- უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი...

- მინ­და, გავ­თხოვ­დე და შვი­ლე­ბი გა­ვა­ჩი­ნო. მე­ტის­მე­ტად ბევ­რს ვშრო­მობ და ყო­ველ­თვის ვი­მუ­შა­ვებ. უკვე 27 წლის ვარ და დროა, ოჯახ­ზეც დავ­ფიქ­რდე. კა­რი­ე­რა არ­სად გა­იქ­ცე­ვა, დე­დო­ბა კი ძა­ლი­ან მინ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შა­ოს, ან დავ­რჩე­ბი ჟურ­ნალ­ში, ან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ვალ.

მო­ამ­ზა­და ლელა ზუ­რე­ბი­ან­მა

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ლაურა ჯუღელია რუსული ბომონდის გამორჩეული წევრი და სასურველი საპატარძლო

ლაურა ჯუღელია რუსული ბომონდის გამორჩეული წევრი და სასურველი საპატარძლო

რუსეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს შორის ლაურა ჯუღელიაც ხშირად მოიხსენება. ის ცნობილი ჟურნალის, "ვოგის" რუსულ რედაქციაში მუშაობს, ელიტური ქრონიკის რედაქტორია. ცნობილია თავისი გამორჩეული სტილითა და გემოვნებით და რუსული ბომონდის აქტიური წევრიც არის.

ლაურას მეგობრებს შორის ცნობილი რუსების შვილები არიან. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი იგორ კრუტოის ქალიშვილია, რომელიც ახლახან გათხოვდა და მისი დაოჯახების ამბავი ჟურნალისტებმა სწორედ ლაურასგან გაიგეს.

ლაურას საქმეც ავალებს, მუდამ ელიტაში ტრიალებდეს და არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გამორჩეს - მას ხომ ელიტური ქრონიკა მიჰყავს ჟურნალში. არც თამამი სამოსის წარმოჩენას ერიდება, ახალ-ახალ სტილს ირგებს და რუსული ბომონდის თავყრილობებზე მისი გამოჩენა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. მას ხშირად რუს სარა-ჯესიკა პარკერსაც უწოდებენ სტილისა და გემოვნების ამგვარი შეგრძნების გამო.

27 წლის ლაურას უკეთ გასაცნობად ამჯერად მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს გთავაზობთ:

"პოპ გოგო ვარ!"

- ვინ არის ლაურა ჯუღელია?

- სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ამ დროს ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, როგორ ვუპასუხო. ალბათ, პირველ რიგში, ვარ უბრალოდ ადამიანი, ვიღაცის შვილი, ვიღაცის მეგობარი, ვიღაცის გოგო. არ მინდა, ელიტურ ცხოვრებასთან ან რაღაც ამგვართან ვიყო ასოცირებული, მინდა ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ყველა.

- ლაურა, ხშირად წერ მუსიკალურ შემსრულებლებზეც. თავად როგორი მუსიკა გიყვარს?

- საერთოდ, მე ნამდვილი პოპადამიანი ვარ და ნებისმიერი თანამედროვე პოპჰიტი შეიძლება იქცეს ჩემს ფავორიტად. მაგალითად, მადონას ბოლო სიმღერაზე ვგიჟდები, მას გამუდმებით ვუსმენ. ჩემი მეგობრის, ლიოშა ბოკოვის დაბადების დღეზე ახალი რუსი მომღერალი ივან დორნი აღმოვაჩინე და ახლა მის ფანკლუბშიც ვარ. ის ძალიან მაგარია! ჩემთვის ყოველთვის დარჩება უსაყვარლეს მუსიკოსად მაიკლ ჯეკსონი და "ბექსთრით ბოისი". ხომ გეუბნებით, პოპგოგო ვარ.

- ბავშვობაში ვინ გინდოდა, გამოსულიყავი და როგორ მოხვედი დღევანდელ საქმიანობამდე?

- ბავშვობაში ვოცნებობდი მსახიობობაზე ან ტელეწამყვანობაზე. ახლა კი ჟურნალ "ვოგში" ელიტური ქრონიკის რედაქტორად ვმუშაობ. ეს კი მართლაც "არარეალურის" სერიიდან არის, ის, რაზე ოცნებაც წარმოუდგენელია. ყოველთვის მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ თუ რაღაცაზე ოცნებობ, ეს რეალურია და ჩვენ რომ ვიცოდეთ, მართლაც სინამდვილეში რამდენი პოტენციალია ჩვენში, არ დავიჯერებდით. არასდროს არის გვიან, ირწმუნო საკუთარი თავის! ისე კი, ჩემი მთავარი ოცნება იყო, MTV-ზე მემუშავა და ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად მეთამაშა ფილმში (იცინის).

- ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდი და მით უმეტეს, "ვოგში"?

- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. ეს ძირითადად მშობლების ინიციატივა იყო. მშობლები ხომ ყოველთვის ფიქრობენ, რომ უკეთ იციან, რა გვინდა და ვინ გვსურს, გავხდეთ. შეიძლება, რაღაცაში მართლები არიან, რადგან როცა 16-17 წლის ხარ, გიჭირს იმის გაგება, მომავალში რაში იქნები წარმატებული, რაში გამოავლენ უკეთ თავს. თუმცა მაინც, ადამიანმა ბავშვობიდან იცის, რისი უნარი აქვს. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ურთიერთობების უნარი მქონდა, ძალიან მიყვარს ადამიანები და ამიტომაც უამრავი ნაცნობი მყავს. მიყვარს ადამიანების ცხოვრების შესახებ ამბების მოსმენა და გაგება. არიან ადამიანები, რომლებიც გეკითხებიან - "როგორ არის საქმეები?" და პასუხს არ ელოდებიან, მე კი მართლა ყოველთვის ველოდები, მართლა მაინტერესებს, როგორ არის ესა თუ ის ადამიანი.

როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ვიცოდი, რომ საელჩოში ან სამინისტროში არ წავიდოდი სამუშაოდ. პირველივე დღიდან ტელევიზიაში ვეძებდი სამსახურს, MTV-ზეც ვიყავი, ვცდილობდი იქ დამკვიდრებას, მაგრამ რაღაც კასტინგი რომ გავიარე, მივხვდი, კამერის წინ დგომა და ლაპარაკი არც ისე იოლია.

ერთ-ერთ ღონისძიებაზე გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემით დაინტერესდა და პირველ არხზე მიმიწვია სამუშაოდ, გადაცემაში "დიდი გამყინვარება". პირველ თვეებში კასეტებს დავატარებდი, ვაკვირდებოდი, ინტერვიუებს ვამზადებდი. ორწლიანი მუშაობის მერე მივხვდი, რომ წინსვლა მინდოდა. სწორედ მაშინ გავიგე, რომ "ტატლერში" ეძებდნენ ელიტური ქრონიკის განყოფილების რედაქტორს. გასაუბრებაზე მივედი და მეორე დღესვე დამიბარეს სამუშაოდ. "ტატლერში" ერთი წელი ვიმუშავე, მერე "ვოგში" გადასვლა შემომთავაზეს. ეს კი ნებისმიერი გოგონას ოცნებაა ალბათ და უარი არ მითქვამს.

"გჯეროდეთ სიყვარულის!"

- სად იცხოვრებდი?

- ბედნიერი ვარ იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, ანუ მოსკოვში. მაგრამ ოდესმე გადავიდოდი ლოს-ანჯელესში, ის ჩემი მეორე სახლია, იქ მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობ თავს, იქ ყველა "ახლობელია".

- რა არის შენი ძირითადი ცხოვრებისეული პრინციპები?

- არასდროს დავნებდე, მჯეროდეს იმის, რომ ნებისმიერი სიტუაცია ცხოვრებაში რაღაც უკეთესის საწინდარია და თუ შემოქმედი არ გაძლევს იმას, რაც გინდა, ეს იმიტომ კი არა, რომ არ იმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებ.

- უქმეებს როგორ ატარებ?

- მთელი კვირა სამუშაოზე ვარ და ოჯახთან ურთიერთობას ვერ ვახერხებ, ამიტომ ვცდილობ, უქმეები აგარაკზე მშობლებთან, დასთან, მის ქმართან და შვილებთან გავატარო.

- თქვენთვის ვინ არის სტილის დედოფალი?

- დედაჩემი.

- მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ხარ, ყველა ღონისძიებას ესწრები, შენზე თითქმის არაფერია ცნობილი, პირად ცხოვრებას მაქსიმალურად მალავ...

- ესეც ერთ-ერთი ცხოვრებისეული პრინციპია, რომ სამუშაო და პირადი ცხოვრება არ აირიოს ერთმანეთში. ეს აუცილებელია ოჯახის და ასევე პირადი ცხოვრების დასაცავად.

- შენს მკითხველ ქალებს რას ურჩევდი?

- დააფასეთ ახლობელი ადამიანები და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამის თქმა. გჯეროდეთ სიყვარულის! ის არსებობს!

- უახლოესი მომავლის გეგმები...

- მინდა, გავთხოვდე და შვილები გავაჩინო. მეტისმეტად ბევრს ვშრომობ და ყოველთვის ვიმუშავებ. უკვე 27 წლის ვარ და დროა, ოჯახზეც დავფიქრდე. კარიერა არსად გაიქცევა, დედობა კი ძალიან მინდა. რაც შეეხება სამუშაოს, ან დავრჩები ჟურნალში, ან ტელევიზიაში გადავალ.

მოამზადა ლელა ზურებიანმა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება