სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავის უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
თელავის უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, თი­ნა­თინ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ. რექ­ტო­რის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მნილ­მა სტუ­დენ­ტურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­მაც. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ქე­თე­ვან გი­გაშ­ვი­ლი აცხა­დებს, აკა­დე­მი­უ­რი პე­სო­ნა­ლის 100 წევ­რი­დან გან­ცხა­დე­ბას ხელი 60-მა მო­ა­წე­რა.

"საკ­მა­ოდ რთუ­ლია მოქ­მედ რექ­ტორს და­უ­პი­რის­პირ­დე, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა მა­ინც ეში­ნი­ათ. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია მთე­ლი იმ მარ­ცხის კას­კა­დი, რაც რექ­ტორ­მა და­უშ­ვა ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­იყ­ვა­ნა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, არის ყვე­ლა სა­ხის კრი­ზი­სი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ისე ფი­ნან­სუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ცხა­დე­ბას თან­დარ­თუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბით აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს გა­დავ­ცემთ. აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს რწმუ­ნე­ბა, შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს უფ­ლე­ბა და და­ა­ყე­ნოს რექ­ტო­რის უნ­დობ­ლო­ბის სა­კი­თხი," - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან გი­გაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი რექ­ტო­რის, გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძის მე­უღ­ლეა.

სრუ­ლი ვერ­სია

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თელავის უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

თელავის უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, თინათინ ჯავახიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხელმოწერებს აგროვებენ. რექტორის გადადგომის მოთხოვნით, აკადემიურ საბჭოს განცხადებით მიმართა უნივერსიტეტში შექმნილმა სტუდენტურმა გაერთიანებამაც. როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსი ქეთევან გიგაშვილი აცხადებს, აკადემიური პესონალის 100 წევრიდან განცხადებას ხელი 60-მა მოაწერა.

"საკმაოდ რთულია მოქმედ რექტორს დაუპირისპირდე, წინააღმდეგობის გაწევა მაინც ეშინიათ. განცხადებაში აღნიშნულია მთელი იმ მარცხის კასკადი, რაც რექტორმა დაუშვა ბოლო ორი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტი მიიყვანა საშინელ მდგომარეობამდე, არის ყველა სახის კრიზისი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ფინანსური. შესაბამისად, განცხადებას თანდართული ხელმოწერებით აკადემიურ საბჭოს გადავცემთ. აკადემიურ საბჭოს საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ მინიჭებული აქვს რწმუნება, შეუძლია გამოიყენოს უფლება და დააყენოს რექტორის უნდობლობის საკითხი," - აღნიშნა ქეთევან გიგაშვილმა, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიორგი გოცირიძის მეუღლეა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა