პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტიქიური" გადაწყვეტილება - ქარელის გამგეობამ მანქანების რემონტზე 146 000 ლარი გამოყო
"სტიქიური" გადაწყვეტილება - ქარელის გამგეობამ მანქანების რემონტზე 146 000 ლარი გამოყო

2013 წლის 25 მარტს, ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­მონ­ტის­თვის ტენ­დე­რი 146 000 ლარ­ზე გა­მო­ა­ცხა­და. პრე­ის­კუ­რან­ტის (მომ­სა­ხუ­რე­ბის ნუს­ხის) სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯამ­ში 145 893 ლარს შე­ად­გენს. ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ას მოქ­მე­დი სერ­ვის­ცენ­ტრი ქ. ქა­რე­ლი­დან არა­უ­მე­ტეს 40 კმ-ზე უნდა გა­აჩ­ნდეს. ქა­რე­ლის გამ­გე­ო­ბის სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ივა­ნე ბუ­ზა­ლა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ ეს თან­ხა შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად არც და­ი­ხარ­ჯოს.

"თუ მა­გა­ლი­თად მიმ­დი­ნა­რე წელს და­ზი­ან­და ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე ავ­ტო­მან­ქა­ნა, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის თან­ხა უნდა იდოს ბი­უ­ჯეტ­ში. ამ წუთ­ში ვერ გე­ტყვით, რო­მე­ლი­მე მან­ქა­ნას სჭირს თუ არა რამე, მაგ­რამ მომ­სა­ხუ­რე­ბის ნუს­ხის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია ჩა­მო­წე­რი­ლი. არა მგო­ნია "სუ­ბა­რუს" მიმ­დი­ნა­რე წელს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ზი­ან­დეს და ეგ თან­ხა მთლი­ა­ნად მოხ­მარ­დეს. თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში არც ერთ მან­ქა­ნას მომ­სა­ხუ­რე­ბა არ და­ჭირ­და, რა საკ­ვირ­ვე­ლია, თან­ხა აუთ­ვი­სე­ბე­ლი დაგ­ვრჩე­ბა" - გან­მარ­ტავს ივა­ნე ბუ­ზა­ლა­ძე.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სტიქიური" გადაწყვეტილება - ქარელის გამგეობამ მანქანების რემონტზე 146 000 ლარი გამოყო

"სტიქიური" გადაწყვეტილება - ქარელის გამგეობამ მანქანების რემონტზე 146 000 ლარი გამოყო

2013 წლის 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ავტომობილების რემონტისთვის ტენდერი 146 000 ლარზე გამოაცხადა. პრეისკურანტის (მომსახურების ნუსხის) სავარაუდო ღირებულება ჯამში 145 893 ლარს შეადგენს. ტენდერში მონაწილე კომპანიას მოქმედი სერვისცენტრი ქ. ქარელიდან არაუმეტეს 40 კმ-ზე უნდა გააჩნდეს. ქარელის გამგეობის სატენდერო კომისიის აპარატის ხელმძღვანელი ივანე ბუზალაძე იმედოვნებს, რომ ეს თანხა შეიძლება სრულად არც დაიხარჯოს.

"თუ მაგალითად მიმდინარე წელს დაზიანდა ჩვენი რომელიმე ავტომანქანა, მისი რეაბილიტაციისთვის თანხა უნდა იდოს ბიუჯეტში. ამ წუთში ვერ გეტყვით, რომელიმე მანქანას სჭირს თუ არა რამე, მაგრამ მომსახურების ნუსხის მიხედვით, მხოლოდ ღირებულებებია ჩამოწერილი. არა მგონია "სუბარუს" მიმდინარე წელს ყველაფერი დაუზიანდეს და ეგ თანხა მთლიანად მოხმარდეს. თუ აღმოჩნდება, რომ ამ პერიოდში არც ერთ მანქანას მომსახურება არ დაჭირდა, რა საკვირველია, თანხა აუთვისებელი დაგვრჩება" - განმარტავს ივანე ბუზალაძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა