პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათა თუთაშხიას რომ კიკუს გაუპატიურებას აბრალებდნენ, ისეთივე კამპანია მიდის ახლა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ"
"დათა თუთაშხიას რომ კიკუს გაუპატიურებას აბრალებდნენ, ისეთივე კამპანია მიდის ახლა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ"

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 34 წლის ონი­სე გერ­გე­და­ვა ტან­ზე იხ­დის, თაფლს ის­ვამს და გლ­და­ნის ცი­ხეს­თან ჯდე­ბა. ის ამ ფორ­მით ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სად­მი სო­ლი­და­რო­ბას გა­მო­ხა­ტავს. რო­გორც მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებს და არც არა­ვის­გან ელო­დე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბას.

ონი­სე გერ­გე­და­ვა გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უცხოვ­რია და მხო­ლოდ ახ­ლა­ხანს დაბ­რუნ­და. სპორ­ტსმე­ნია და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლიც - რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, რამ­დე­ნი­მე ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კრივ­სა და წე­სე­ბის გა­რე­შე ბრძო­ლა­ში. მი­სი­ვე თქმით, სო­ლი­და­რო­ბის ეს უჩ­ვუ­ლო ფორ­მა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია, რად­გან დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი XIII სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს აგო­ნებს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა მონ­ღო­ლე­ბის ზე­წო­ლის ქვეშ იყო...

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლებს მი­ღე­ბის­კენ შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ მი­ბიძ­გა. დათა თუ­თაშ­ხი­ას რომ კი­კუს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, ისე­თი­ვე კამ­პა­ნია მი­დის ახლა ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ. დღე­საც ისე­ვე ებ­რძვის დამ­პყრო­ბე­ლი ჩვენს იდე­ო­ლო­გი­ას და ცნო­ბი­ე­რე­ბას, რო­გორც მა­შინ. ამი­ტომ გა­ვა­კე­თე ის, გაგ­ვა­კე­თე, რათა ხალ­ხი გა­მო­მე­ფხიზ­ლე­ბი­ნა, მინ­დო­და ყვე­ლას­თვის და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბაჩო ახა­ლა­ია სუ­ლაც არ არის მკვლე­ლი და ბო­როტ­მოქ­მე­დი. მე ვეს­წრე­ბო­დი მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, რო­დე­საც ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. ბრმა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი, რომ ვერ მიმხვდა­რი­ყო, რომ ყვე­ლა ბრა­ლი შე­თი­თხნი­ლი იყო. ამაზ­რზენ ფაქ­ტებ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ და არც ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. გვა­ნა­ხონ ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ახ­ლო­ბე­ლიც მოკ­ლეს. ლა­მის სე­რი­ულ მკვლე­ლად აცხა­დებ­დნენ კაცს და კოვ­ზის ჩა­კა­კუ­ნე­ბის­თვის ჩას­ვეს ცი­ხე­ში. იმ ბინ­ძურ­მა პრო­პა­გან­დამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და ბა­ჩოს მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზი­ზღი­თა და აგ­რე­სი­ით გა­ნა­წყვეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მა­ზო­მი­ე­რად გან­ხორ­ცი­ელ­და.

- ანუ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი უსა­მარ­თლოდ იხ­დის სას­ჯელს?

- მე კი არ მი­მაჩ­ნია, ასეა. ეს ადა­მი­ა­ნი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი. მას კრი­მი­ნა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით მარ­თლაც ძა­ლი­ან მძი­მე ფონი დახ­ვდა და ამ ახალ­გაზ­რდა კაც­მა, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით იმას მი­აღ­წია, ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი კა­ნო­ნობ­და. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­ნის­ტრი იყო... ზუს­ტად ამი­ტომ ებ­რძო­და და ებ­რძვის მას რუ­სე­თი. ვინ­მეს შე­უძ­ლია გა­იხ­სე­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის ვა­წარ­მო­ებ­დით სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას?.. ამ ახალ­გაზ­რდა კაც­მა, "რა­გატ­კე­ბით" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯარი ჩა­ი­ბა­რა და მის­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არ­მია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. დიახ, ეს არის ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მტრის გაბ­რა­ზე­ბის მი­ზე­ზი, მათ არ შე­უძ­ლი­ათ იმას­თან შე­გუ­ე­ბა, თუ რო­გორ ემ­სგავ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოს, თო­რემ ბა­ჩომ ვი­ღა­ცას რომ თავ­ში ჩა­უ­კა­კუ­ნა, ეს სუ­ლაც არ აღელ­ვებთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"დათა თუთაშხიას რომ კიკუს გაუპატიურებას აბრალებდნენ, ისეთივე კამპანია მიდის ახლა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ"

"დათა თუთაშხიას რომ კიკუს გაუპატიურებას აბრალებდნენ, ისეთივე კამპანია მიდის ახლა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ"

უკვე რამდენიმე დღეა, უამინდობის მიუხედავად, 34 წლის ონისე გერგედავა ტანზე იხდის, თაფლს ისვამს და გლდანის ციხესთან ჯდება. ის ამ ფორმით ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობას გამოხატავს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროტესტის ამ ფორმის გაგრძელებას აპირებს და არც არავისგან ელოდება თანამოაზრეობას.

ონისე გერგედავა გალის რაიონიდან დევნილია. წლების განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია და მხოლოდ ახლახანს დაბრუნდა. სპორტსმენია და საკმაოდ წარმატებულიც - როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულია კრივსა და წესების გარეშე ბრძოლაში. მისივე თქმით, სოლიდარობის ეს უჩვულო ფორმა ქვეყანაში არსებული უსამართლობის გამოძახილია, რადგან დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილი XIII საუკუნის საქართველოს აგონებს, როდესაც ქვეყანა მონღოლების ზეწოლის ქვეშ იყო...

- ამ გადაწყვეტილებს მიღებისკენ შექმნილმა ვითარებამ მიბიძგა. დათა თუთაშხიას რომ კიკუს გაუპატიურებას აბრალებდნენ, ისეთივე კამპანია მიდის ახლა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. დღესაც ისევე ებრძვის დამპყრობელი ჩვენს იდეოლოგიას და ცნობიერებას, როგორც მაშინ. ამიტომ გავაკეთე ის, გაგვაკეთე, რათა ხალხი გამომეფხიზლებინა, მინდოდა ყველასთვის დამენახვებინა, სინამდვილეში ბაჩო ახალაია სულაც არ არის მკვლელი და ბოროტმოქმედი. მე ვესწრებოდი მის სასამართლო პროცესს, როდესაც ბრალი წაუყენეს. ბრმა უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ვერ მიმხვდარიყო, რომ ყველა ბრალი შეთითხნილი იყო. ამაზრზენ ფაქტებზე ჰყვებოდნენ და არც ერთ მტკიცებულება არ ჰქონდათ. გვანახონ ერთი ადამიანი, რომლის ახლობელიც მოკლეს. ლამის სერიულ მკვლელად აცხადებდნენ კაცს და კოვზის ჩაკაკუნებისთვის ჩასვეს ციხეში. იმ ბინძურმა პროპაგანდამ თავისი გაიტანა და ბაჩოს მიმართ საზოგადოება ზიზღითა და აგრესიით განაწყვეს. ეს ყველაფერი გეგმაზომიერად განხორციელდა.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ ეს ადამიანი უსამართლოდ იხდის სასჯელს?

- მე კი არ მიმაჩნია, ასეა. ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი. მას კრიმინალური თვალსაზრისით მართლაც ძალიან მძიმე ფონი დახვდა და ამ ახალგაზრდა კაცმა, დაუღალავი შრომით იმას მიაღწია, ქვეყანაში კანონი კანონობდა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მინისტრი იყო... ზუსტად ამიტომ ებრძოდა და ებრძვის მას რუსეთი. ვინმეს შეუძლია გაიხსენოს საქართველოში როდის ვაწარმოებდით სამხედრო ტექნიკას?.. ამ ახალგაზრდა კაცმა, "რაგატკებით" შეიარაღებული ჯარი ჩაიბარა და მისგან საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შეიარაღებული არმია ჩამოაყალიბა. დიახ, ეს არის ჩვენი საუკუნოვანი მტრის გაბრაზების მიზეზი, მათ არ შეუძლიათ იმასთან შეგუება, თუ როგორ ემსგავსება საქართველო ნორმალურ სახელმწიფოს, თორემ ბაჩომ ვიღაცას რომ თავში ჩაუკაკუნა, ეს სულაც არ აღელვებთ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ